საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ენობრივი ტექნოლოგიები

სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სა­კითხე­ბის და სი­ახ­ლე­ებ­ის გა­შუ­ქე­ბა გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ პრი­ორ­იტ­ეტ­ული მი­მარ­თუ­ლე­ბაა. სწო­რედ ამ მიზ­ნით მო­რიგ ჯერ­ზე ვეხ­მი­ან­ებ­ით სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ას თე­მა­ზე: „ენ­ობ­რი­ვი ტექ­ნო­ლო­გი­ები“, რო­მე­ლიც 7-8 ოქ­ტომ­ბერს გა­იმ­არ­თა.

 

„ენ­ის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბა 21-ე სა­უკ­უნ­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მე­ლიც გას­ცდა მეც­ნი­ერ­ებ­ის სფე­როს და ენ­ობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წი­ლად იქ­ცა. მსოფ­ლი­ოს ენ­ებ­ის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლის­თვის არ­ის შექ­მნი­ლი სა­ბა­ზი­სო ენ­ობ­რი­ვი ტექ­ნო­ლო­გი­ები, რო­გო­რე­ბი­ცაა: მან­ქა­ნუ­რი თარ­გმა­ნი, მეტყვე­ლე­ბის ამ­ომ­ცნო­ბი სის­ტე­მე­ბი, ერ­თე­ნო­ვა­ნი და ორ­ენ­ოვ­ანი კორ­პუ­სე­ბი, ავ­ტო­მა­ტუ­რი ლექ­სი­კო­ნე­ბი, ტა­გე­რე­ბი, მორ­ფო­ლო­გი­ური და სინ­ტაქ­სუ­რი ან­ალ­იზ­ატ­ორ­ები, ტექ­სტის ან­ალ­იზ­ის ტექ­ნო­ლო­გი­ური ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ული და ტერ­მი­ნო­ლო­გი­ური ბა­ზე­ბი და სხვ. სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნია, გა­ნი­ხი­ლოს ქარ­თუ­ლი­სა და სხვა მწირ­რე­სურ­სე­ბი­ანი ენ­ებ­ის­ათ­ვის ახ­ალი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის შექ­მნის სა­კითხი, გა­იზი­არ­ოს სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ამ სფე­რო­ში. ას­ევე, გა­მოკ­ვე­თი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად გააერთიანოს დარ­გის გა­მორ­ჩე­ული მეც­ნი­ერ­ები და ქვეყ­ნის სამ­თავ­რო­ბო და სა­კა­ნონ­მდებ­ლო უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. კონ­ფე­რენ­ცი­ის თე­მა­ტი­კაა: ბუ­ნებ­რი­ვი ენ­ის და­მუ­შა­ვე­ბა, კორ­პუს­ლინ­გვის­ტი­კა, კომ­პი­უტ­ერ­ული და კორ­პუ­სუ­ლი ლექ­სი­კოგ­რა­ფია, მო­ნა­ცემ­თა ბა­ზე­ბი, ენ­ის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბა, მწი­რე­რე­სურ­სე­ბი­ანი ენ­ები და სხვ“, — აღ­ნიშ­ნა სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ, თსუ-ის პრო­ფე­სორ­მა თი­ნა­თინ ბოლ­ქვა­ძემ.

თარიღი: 17/10/2021