საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელიტების სოციოლოგია: შემთხვევის შესწავლა და მეთოდები

თა­მარ და­დი­ანი

 

ვარ­შა­ვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ვირ­ტუ­ალ­ური სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა — „Sociology of Elites: Case Studies and Methods“ (ელ­იტ­ებ­ის სო­ცი­ოლ­ოგია: შემ­თხვე­ვის შეს­წავ­ლა და მე­თო­დე­ბი) 30 სექ­ტემ­ბერს გა­იხ­სნა. სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია რო­ბერტ ბ. ზაიონსი ვარ­შა­ვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ალ­ური კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი­დან.

 

ვირ­ტუ­ალ­ური სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა თსუ-ის დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტებ­სა და ახ­ალ­გაზ­რდა მკვლევ­რებს სთა­ვა­ზობს სე­მი­ნა­რებ­სა და მას­ტერ­კლა­სებს, რომ­ლის მი­ზა­ნია ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­ებს გა­აც­ნოს ის თე­ორი­ული და მე­თო­დო­ლო­გი­ური მიდ­გო­მე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­იყ­ენ­ება ელ­იტ­ებ­ის სო­ცი­ოლ­ოგი­ური კვლე­ვე­ბის დროს.

 

სე­მი­ნა­რი გა­ნი­ხი­ლავს შემ­დეგ თე­მებს: ინ­ტე­ლი­გენ­ცია, რო­გორც ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის კონ­კრე­ტუ­ლი ელ­იტ­ის ტი­პი; პო­ლო­ნე­თის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი კო­მუ­ნის­ტუ­რი პე­რი­ოდ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში: ახ­ალი ელ­იტ­ის შექ­მნის მცდე­ლო­ბა; 1989 წლის პო­ლო­ნეთ­ში კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბის სფე­როს ტრან­სფორ­მა­ცია და გან­ვი­თა­რე­ბა; ბიზ­ნეს ელ­იტა პო­ლო­ნეთ­სა და ცენ­ტრა­ლურ ევ­რო­პა­ში 1989 წლის შემ­დეგ და სხვა.

 

სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა გა­ამ­დიდ­რებს ახ­ალ­გაზ­რდა დოქ­ტო­რან­ტებს პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნით და კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ით ელ­იტ­ის სა­მეც­ნი­ერო შეს­წავ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სკო­ლის მო­ნა­წი­ლე­ები ას­ევე გა­ეც­ნო­ბი­ან პო­ლო­ნე­ლი სო­ცი­ოლ­ოგ­ებ­ის უახ­ლეს ნაშ­რო­მებს ამ თე­მა­ზე. მათ ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ალ­ება, ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ­ად იმ­უშა­ონ სკო­ლის ინ­სტრუქ­ტო­რებ­თან სა­კუ­თარ კვლე­ვით პრო­ექ­ტებ­ზე. ეს ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მა შედ­გე­ბა ორი ნა­წი­ლის­გან. პირ­ვე­ლი მო­იც­ავს პრე­ზენ­ტა­ცი­ას და დის­კუ­სი­ას, უახ­ლეს და მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვებს პო­ლო­ნეთ­ში კულ­ტუ­რულ, ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ელ­იტ­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. პროგ­რა­მის მე­ორე ნა­წი­ლი და­ეთ­მო­ბა მეც­ნი­ერ­ებ­ის ემ­პი­რი­ული კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ღე­ბულ ცოდ­ნას, გა­მოც­დი­ლე­ბას, რამ­დე­ნი­მე თე­ორი­ულ და მე­თო­დო­ლო­გი­ურ მიდ­გო­მას. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა პი­ერ ბურ­დი­ეს თე­მა­ტუ­რი კვლე­ვის ან­ალ­იზ­ზე.

თარიღი: 30/09/2021