საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელიზა მარქარაშვილი: ქიმიის მიღწევების სწორად გამოყენება დამოკიდებულია ადამიანების კულტურაზე, კვალიფიკაციასა და მორალურ პასუხისმგებლობაზე

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

 

11 თე­ბერ­ვალს მეც­ნი­ერ­ებ­აში ჩარ­თუ­ლი ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე აღ­ინ­იშ­ნე­ბა. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში არა­ერ­თი მეც­ნი­ერი ქა­ლი მოღ­ვა­წე­ობს და გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტეტს“ ბევრ მათ­გან­ზე და­უწ­ერია. დღეს კი­დევ ერ­თხელ გვინ­და წარ­მო­გიდ­გი­ნოთ ქი­მი­ის დოქ­ტო­რი, თსუ-ის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მაკ­რო­მო­ლე­კუ­ლე­ბის ქი­მი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გამ­გე ელ­იზა მარ­ქა­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მეც­ნი­ერ­ებ­ის ლა­ბი­რინ­თებ­ში სი­არ­ულ­ის სირ­თუ­ლე­ებ­სა და ხიბ­ლზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

 

 

— ქალ­ბა­ტო­ნო ელ­იზა, რა­ტომ და რო­გორ გა­დაწყვი­ტეთ, რომ ცხოვ­რე­ბა მეც­ნი­ერ­ებ­ას­თან და­გე­კავ­ში­რე­ბი­ნათ?

 

– ქალ­ბა­ტონ­მა ნუ­ნუ ლა­ცა­ბი­ძემ – ჩემ­მა ქი­მი­ის მას­წავ­ლე­ბელ­მა – გან­საზღვრა ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი ქი­მი­ის სა­სარ­გებ­ლოდ. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სხვა­გან წას­ვლა არ მი­ფიქ­რია – ჩა­ვა­ბა­რე ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ქი­მი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. 1982 წლი­დან ვაგ­რძე­ლებ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობ­ას.

 

უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ქი­მი­ის­ად­მი ინ­ტე­რე­სი კი­დევ უფ­რო გა­მიღ­რმა­ვეს ჩემ­მა პე­და­გო­გებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი დო­ცენ­ტმა ცი­სა­ნა ვარ­დო­სა­ნი­ძემ, პროფ. ნო­დარ ცო­მაიამ და აკ­ად­ემ­იკ­ოს­მა ლო­ტარ ხა­ნა­ნაშ­ვილ­მა. მა­თი ხელ­შეწყო­ბით ხში­რად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი სას­წავ­ლო მივ­ლი­ნე­ბებ­ში, რა­თა მი­მე­ღო და გა­მეღ­რმა­ვე­ბი­ნა ცოდ­ნა სხვა­დას­ხვა მო­წი­ნა­ვე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში: კერ­ძოდ, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებ­ში, უკ­რა­ინ­აში, რუ­სეთ­ში – მოს­კო­ვის და ლე­ნინ­გრა­დის ინ­სტი­ტუ­ტებ­ში. სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცი­ის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლიც იქ გა­ვა­კე­თე და 1989 წელს და­ვი­ცა­ვი მაკ­რო­მო­ლე­კუ­ლე­ბის ქი­მი­აში. მად­ლი­ერ­ებ­ით მინ­და გა­ვიხ­სე­ნო ყვე­ლა ის ჩე­მი პრო­ფე­სო­რი, რომ­ლებ­მაც ღრმა კვა­ლი და­ტო­ვეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

 

მინ­და გა­ვიხ­სე­ნო პრო­ფე­სო­რი ომ­არ მუკ­ბა­ნი­ანი, რო­მელ­მაც ას­ევე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვა­ლი და­ტო­ვა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და მი­სი გვერ­დში დგო­მი­თა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და. მო­ნა­წი­ლე­ობა მაქ­ვს მი­ღე­ბუ­ლი მრა­ვალ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ასა და სიმ­პო­ზი­უმ­ში.

 

რუს­თა­ვე­ლის სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში 2018 წელს მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა პროფ. ომ­არ მუკ­ბა­ნი­ან­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მო­ვი­პო­ვეთ ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოღ­ვა­წე სა­უკ­ეთ­ესო მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფის წო­დე­ბა და დავ­ჯილ­დოვ­დით სა­პა­ტიო სი­გე­ლე­ბით. ვფიქ­რობ, ცხოვ­რე­ბა­ში სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე – ქი­მია ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია. გა­ვი­არე გზა მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­დან ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გამ­გე­ობ­ამ­დე და ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა, თუ ოდ­ეს­მე სხვა საქ­მის კე­თე­ბა მო­მინ­დე­ბა. ად­რე უფ­რო კვლე­ვე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ახ­ლა კი პე­და­გო­გი­ური მოღ­ვა­წე­ობა უფ­რო მხიბ­ლავს სტუ­დენ­ტებ­თა­ნაც და სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თა­ნაც. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მაქ­ვს 289 სა­მეც­ნი­ერო შრო­მა, ათ­ამ­დე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო და მო­ნოგ­რა­ფია. ვარ 10 სა­ერ­თა­შო­რი­სო და 5 ად­გი­ლობ­რი­ვი საგ­რან­ტო პრო­ექ­ტის მეც­ნი­ერ-მკვლე­ვა­რი. აქ­ტი­ურ­ად ვარ ჩარ­თუ­ლი სა­ბა­კა­ლავ­რო, სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში. ჩარ­თუ­ლი ვარ სტუ­დენ­ტე­ბის სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით საქ­მი­ან­ობ­აში. ვარ სტუ­დენ­თა სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

 

რაც შე­ეხ­ება ჩემს ბო­ლოდ­რო­ინ­დელ სა­მეც­ნი­ერო აქ­ტი­ვო­ბას, ჩარ­თუ­ლი ვარ ყვე­ლა იმ კვლე­ვა­ში, რა­საც მაკ­რო­მო­ლე­კუ­ლე­ბის ქი­მი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა ახ­ორ­ცი­ელ­ებს: ძი­რი­თა­დად ეს შე­ეხ­ება პო­ლი­მე­რებს, რომ­ლებ­საც ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბა აქ­ვთ ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა­ში, კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ფუთ მა­სა­ლებ­ში, სა­შენ მა­სა­ლებ­ში, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­აში და ა.შ გან­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­სუ­ლი ვარ ეკ­ოლ­ოგი­ური პრობ­ლე­მე­ბით.

 

– თქვენ, რო­გორც მკვლე­ვა­რი და პე­და­გო­გი, დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ან­იჭ­ებთ პრაქ­ტი­კულ სწავ­ლე­ბას. რო­გორ მო­ახ­ერ­ხეთ ონ­ლა­ინ და პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბის გა­ერ­თი­ან­ება? მოგ­ვი­ყე­ვით სტუ­დენ­ტუ­რი პრაქ­ტი­კის შე­სა­ხებ…

 

– სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის არ­სე­ბო­ბა, რო­მე­ლიც უმ­აღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტია. იგი შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს სტუ­დენ­ტს — რე­ალ­ურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოს­ცა­დოს აკ­ად­ემი­ურ გა­რე­მო­ში შე­ძე­ნი­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ები (ცოდ­ნა და უნ­არ­ები); პრაქ­ტი­კის პე­რი­ოდ­ში გა­ეც­ნოს სა­წარ­მოს ის­ტო­რი­ას, ტექ­ნო­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებს, წარ­მო­ებ­ის პრო­დუქ­ტებს; მა­თი შე­ფუთ­ვის სა­შუ­ალ­ებ­ებს, აგ­რეთ­ვე წარ­მო­ებ­ის უს­აფ­რთხო­ებ­ის წე­სებს და ეთ­იკ­ის ნორ­მებს.

 

სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კა აძ­ლევს სა­შუ­ალ­ებ­ას სტუ­დენ­ტს უზ­რუნ­ველ­ყოს დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის, სას­მე­ლის და მა­სა­ლის სა­ექ­სპლუ­ატ­აციო თვი­სე­ბე­ბის კონ­ტრო­ლი უს­აფ­რთხო­ებ­ის ნორ­მე­ბი­სა და ეკ­ოლ­ოგი­ის დაც­ვით. ჩვენ­თან სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი­სა და მე­მო­რან­დუ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მე­ამ­აყ­ება, რომ ბო­ლო სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქი­მი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის 50-მდე კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლი და­საქ­მდა პარ­ტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და სა­აგ­ენ­ტო­ებ­ში. პრაქ­ტი­კას ქი­მი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი გა­დი­ან შემ­დეგ კომ­პა­ნი­ებ­ში: „კო­კა-კო­ლა“, „ზე­და­ზე­ნი“, „გლო­ბალ ბი­ერ ჯორ­ჯია“, „ავ­ერ­სი რა­ცი­ონ­ალი“, გა­რე­მოს დაც­ვის სა­აგ­ენ­ტო, შპს „ჯორ­ჯი­ან ვო­თერს ენდ ფაუერი“, წე­ბო-ცე­მენ­ტის კომ­პა­ნია „ჰენ­კე­ლი“, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის სა­მი­ნის­ტროს ლა­ბო­რა­ტო­რია და ა. შ. — სულ 11 ობი­ექ­ტი.

 

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა ჩა­მოთ­ვლილ კომ­პა­ნი­ას თა­ნად­გო­მი­სა და გა­მო­ჩე­ნი­ლი გუ­ლის­ხმი­ერ­ებ­ის­ათ­ვის, რომ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში გვერ­დში და­უდ­გნენ უნ­ივ­ერ­სი­ტეტს და, რაც მთა­ვა­რია, ჩვენს ახ­ალ­გაზ­რდებს.

 

– რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქა­ლე­ბის და გო­გო­ნე­ბის რო­ლი მეც­ნი­ერ­ებ­აში? თუ შეგ­ხვედ­რი­ათ სირ­თუ­ლე­ები გენ­დე­რუ­ლი ნიშ­ნით?

 

– ქი­მი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე სტუ­დენ­ტი გო­გო­ნე­ბის რიცხვი აღ­ემ­ატ­ება ვა­ჟე­ბი­სას, მაგ­რამ მეც­ნი­ერ­ულ კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი გო­გო­ნე­ბი­სა და ვა­ჟე­ბის რა­ოდ­ენ­ობა თა­ნა­ბა­რია. რაც შე­ეხ­ება სირ­თუ­ლე­ებს, მე, რო­გორც ქა­ლი მეც­ნი­ერი, არ­ას­ოდ­ეს შევ­ჯა­ხე­ბი­ვარ სირ­თუ­ლე­ებს, ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი ჩე­მი ფა­კულ­ტე­ტის და მი­მარ­თუ­ლე­ბის, ას­ევე, კო­ლე­გე­ბის მხარ­და­ჭე­რას და გვერ­დში დგო­მას.

 

– თქვენ აქ­ტი­ურ­ად ხართ ჩარ­თუ­ლი „სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ მუ­შა­ობ­აშ­იც. რა პრინ­ცი­პით ას­წავ­ლით მო­მა­ვალ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლებს – რა ცოდ­ნას შე­იძ­ენ­ენ ის­ინი ქი­მი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით თქვენს ლექ­ცი­ებ­ზე?

 

– დი­ახ, ვარ თსუ-ის „სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ ქი­მი­ის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი და ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ სა­კუ­თარ თავ­ში კი­დევ ახ­ალი მის­წრა­ფე­ბა აღ­მო­მა­ჩე­ნი­ნა – მოს­წავ­ლე­ებ­ის მეც­ნი­ერ­ებ­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბა. მათ­თან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა სა­ლექ­ციო კურ­სის და სა­ხა­ლი­სო ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. კვი­რა­ში ორ­ჯერ მო­დი­ან სხვა­დას­ხვა სკო­ლი­დან, რო­გორც რაიონებიდან, ას­ევე თბი­ლი­სი­დან. ამ საქ­მეს ხა­ლი­სით ვა­კე­თებ, რად­გან ქი­მი­ის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ცხოვ­რე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ქი­მიაა. ჩვენს ორ­გა­ნიზ­მშიც ქი­მი­ური პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­საც ფერ­მენ­ტე­ბი წარ­მარ­თა­ვენ და ასე შემ­დეგ. სწო­რედ ას­ეთ სა­კითხებ­ში ვათ­ვით­ცნო­ბი­ერ­ებ მოს­წავ­ლე­ებს და ვცდი­ლობ შე­ვაყ­ვა­რო ქი­მია. მოს­წავ­ლე­ებ­ისა და პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის გა­მო­ცე­მუ­ლი მაქ­ვს სა­ხა­ლი­სო ქი­მი­ის დამ­ხმა­რე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ები: „ქი­მია, თაფ­ლი, ყა­ვა, შო­კო­ლა­დი“, „ქი­მია ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა­ში“, „ქი­მია და სამ­კა­ული“, „ქი­მია და მე­დი­ცი­ნა“, „ქი­მია და მშე­ნებ­ლო­ბა“. ეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ები დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს სკო­ლებ­ში. ნივ­თე­ბის შე­ძე­ნი­სას გა­რეგ­ნუ­ლად შე­იძ­ლე­ბა მომ­ხიბ­ლოს ქვაბ­მა, ტა­ფამ, ტან­საც­მელ­მა ან კოს­მე­ტი­კამ, მაგ­რამ ვით­ვა­ლის­წი­ნებ – რო­დე­საც კა­ნი ოფ­ლი­ან­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ზაფხულ­ში, ის ქი­მი­ური სა­ღე­ბა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ტან­საც­მელ­ში ან კოს­მე­ტი­კურ პრო­დუქ­ტშია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ჩვენს კან­ში შე­დის, ამ­იტ­ომ ხში­რად არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე ვარ. ეს ეხ­ება საკ­ვებ­საც, რო­მელ­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი ის­ეთი და­ნა­მა­ტია, რო­მე­ლიც არ უნ­და მი­ვი­ღოთ. რომ ჩა­ვუღ­რმავ­დე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბევ­რი რამ არ უნ­და ჭა­მო, საკ­ვებ პრო­დუქ­ტებს, ას­ევე, რძის პრო­დუქ­ტებ­საც ჭირ­დე­ბა ან­ალ­იზი. ცალ­კე პრობ­ლე­მაა ის კონ­ტე­ინ­ერ­ები, რა­შიც საკ­ვე­ბი თავ­სდე­ბა – შე­საძ­ლე­ბე­ლია გარ­კვე­ული დრო­ის შემ­დეგ იმ მა­სა­ლი­დან პრო­დუქ­ტში გა­და­ვი­დეს მავ­ნე ნივ­თი­ერ­ებ­ები და ბევ­რი და­ავ­ად­ება გა­მო­იწ­ვი­ოს. უმ­ჯო­ბე­სია, გა­მო­ვი­ყე­ნოთ უფ­ერო, გამ­ჭვირ­ვა­ლე საკ­ვე­ბი კონ­ტე­ინ­ერ­ები, მი­ნის ბოთ­ლე­ბი და ქა­ღალ­დის შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლე­ბი.

 

ზო­გა­დად, ვფიქ­რობ, რომ ქი­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სტუ­დენ­ტე­ბის და მოს­წავ­ლე­ებ­ის მე­ტად და­ინ­ტე­რე­სე­ბა არ­ის სა­ჭი­რო. ამ­ის­თვის კი უნ­და შე­იქ­მნას ლა­ბო­რა­ტო­რი­ები და შე­იც­ვა­ლოს სას­წავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­გორც უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, ას­ევე სკო­ლებ­ში.

 

– და­ბო­ლოს, ორი­ოდ სიტყვით, რა არ­ის თქვენ­თვის ქი­მია, რო­გორც მეც­ნი­ერ­ება?

 

– ქი­მია არ­ის მეც­ნი­ერ­ება – ბუ­ნე­ბის­მცოდ­ნე­ობ­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი. მეც­ნი­ერ­ება არ შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს ად­ამი­ან­ის გა­რე­მომ­ცვე­ლი, პი­რი­ქით – ად­ამი­ანი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს გა­რე­მო­ცუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გე­ბით. ქი­მი­ური მრეწ­ვე­ლო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის გა­რე­შე თა­ნა­მედ­რო­ვე ად­ამი­ან­ის არ­სე­ბო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ის­ევე, რო­გორც ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია ელ­ექ­ტრო­ბის გა­რე­შე. ას­ეთ­ივე სი­ტუ­აციაა ქი­მი­ური მრეწ­ვე­ლო­ბის პრო­დუქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც – სა­ით­აც არ უნ­და გა­ვი­ხე­დოთ, ჩვენს გარ­შე­მო და­ვი­ნა­ხავთ საგ­ნებ­სა და ნა­კე­თო­ბებს, რომ­ლე­ბიც დამ­ზა­დე­ბუ­ლია ქი­მი­ურ სა­წარ­მო­ებ­სა და კომ­პა­ნი­ებ­ში მი­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი­სა და ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ის­აგ­ან. წიგ­ნის ხელ­ში აღ­ებ­ის­ას გვი­ჭი­რავს მო­ლე­კუ­ლე­ბი, ყა­ვი­სა და ჩა­ის სმი­სას ვყლა­პავთ მო­ლე­კუ­ლებს, ოთ­ახ­ში ყოფ­ნი­სას გვე­ჯა­ხე­ბა მო­ლე­კუ­ლე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბის შე­ფე­რი­ლო­ბი­სა და ლან­დშაფ­ტის სი­ლა­მა­ზით ტკბო­ბი­სას აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვართ მო­ლე­კუ­ლე­ბით; მი­ვირ­თმევთ სას­მელს ან საკ­ვებს – ვღე­ბუ­ლობთ სი­ამ­ოვ­ნე­ბას მო­ლე­კუ­ლე­ბი­სა­გან, ვგრძნობთ არ­ას­ასი­ამ­ოვ­ნო სუნს – შე­ვიგ­რძნობთ ამ­ას მო­ლე­კუ­ლე­ბით. გვაც­ვია და გვა­ხუ­რავს მო­ლე­კუ­ლე­ბი, ვჭამთ მო­ლე­კუ­ლებს და გა­მოვ­ყოფთ მო­ლე­კუ­ლებს. და­ბო­ლოს, ჩვენც აგ­ებ­ულ­ნი ვართ მო­ლე­კუ­ლე­ბი­სა­გან.

 

სამ­ყა­რო მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა, ვი­ნა­იდ­ან რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, მო­ლე­კუ­ლე­ბით ვსუნ­თქავთ, ვი­მო­სე­ბით, ვიკ­ვე­ბე­ბით და ვე­ხე­ბით მათ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბაც ქი­მი­ური პრო­ცე­სია. ტყუ­ილ­ად რო­დი ამ­ბო­ბენ, რომ ქი­მი­კო­სი ქა­ლე­ბი კარ­გი კუ­ლი­ნა­რე­ბი არი­ან. მარ­თლაც, სამ­ზა­რე­ულ­ოში საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა ხში­რად ლა­ბო­რა­ტო­რი­აში ორ­გა­ნუ­ლი სინ­თე­ზის ჩა­ტა­რე­ბას მოგ­ვა­გო­ნებს, იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ კოლ­ბე­ბი­სა და ქი­მი­ური ჭურ­ჭლის ნაც­ვლად ქვა­ბე­ბი და ტა­ფე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ხში­რად კი ავ­ტოკ­ლა­ვე­ბი ტა­ფე­ბის სა­ხით. ად­ამი­ანი ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში უამ­რავ ქი­მი­ურ რე­აქ­ცი­ას ატ­არ­ებს – მა­გა­ლი­თად, საპ­ნით ხე­ლის და­ბა­ნა, სა­რეცხის რეცხვა სა­რეცხი ფხვნი­ლე­ბით და ა.შ. ცხელ ჩა­იში ლი­მო­ნის ნაჭ­რის ჩაგ­დე­ბა ჩა­ის გა­უფ­ერ­ულ­ებ­ას იწ­ვევს – აქ ჩაი მჟა­ვა ინ­დი­კა­ტო­რის როლ­ში გა­მო­დის, ლაკ­მუ­სის მსგავ­სად. ან­ალ­ოგი­ურ მჟა­ვა-ფუ­ძურ ურ­თი­ერ­თქმე­დე­ბას აქ­ვს ად­გი­ლი დაჭ­რი­ლი ლურ­ჯი კომ­ბოს­ტოს ძმრით დას­ვე­ლე­ბი­სას.

 

ამ­ით ხაზს ვუს­ვამ, რომ ნე­ბის­მი­ერ ცოცხალ ორ­გა­ნიზ­მში და მის გარ­შე­მო უამ­რა­ვი სხვა­დას­ხვა სა­ხის ქი­მი­ური რე­აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის, ად­ამი­ან­ის და ცხო­ვე­ლის სუნ­თქვის პრო­ცე­სე­ბი ქი­მი­ურ რე­აქ­ცი­ებ­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი. პა­წა­წი­ნა ბა­ლა­ხი­სა და დი­დი ხის ზრდის სა­ფუძ­ვე­ლიც სწო­რედ ქი­მი­ური რე­აქ­ცი­ებია. ამ­დე­ნად, ქი­მია ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია – ყვე­ლა­ზე დი­დი მეც­ნი­ერ­ება, რო­მელ­საც ის­ევე, რო­გორც სხვა დარ­გებს, გაფ­რთხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. დღე­ვან­დელ პი­რო­ბებ­ში ხში­რად გა­იგ­ონ­ებთ სიტყვებს: „ქი­მი­ამ ბუ­ნე­ბა გა­აფ­უჭა“, „ქი­მი­ამ და­აბ­ინ­ძუ­რა წყალ­სა­ცა­ვი და ის გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის უვ­არ­გი­სი გა­ხა­და“ და ა.შ. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი აქ ქი­მია – მეც­ნი­ერ­ება, სა­ერ­თოდ არ­აფ­ერ შუ­აშია. ად­ამი­ან­ები, იყ­ენ­ებ­ენ რა მეც­ნი­ერ­ებ­ის შე­დე­გებს, ცუ­დად აფ­ორ­მე­ბენ მას ტექ­ნო­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებ­ში, უპ­ას­უხ­ის­მგებ­ლოდ ეპყრო­ბი­ან უს­აფ­რთხო­ებ­ის წე­სე­ბის დაც­ვის მოთხოვ­ნებს და სამ­რეწ­ვე­ლო ნარ­ჩე­ნე­ბის ეკ­ოლ­ოგი­ურ­ად და­საშ­ვებ ნორ­მებს, არ­ას­წო­რად და არ­აზ­ომი­ერ­ად იყ­ენ­ებ­ენ სა­სუ­ქებს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი­სათ­ვის და სა­რე­ვე­ლე­ბი­სა და მავ­ნებ­ლე­ბი­სა­გან მცე­ნა­რე­თა დაც­ვის სა­შუ­ალ­ებ­ებს. ქი­მი­ის მიღ­წე­ვე­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ად­ამი­ან­ებ­ის კულ­ტუ­რა­ზე, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ასა და მო­რა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც კი არ შო­ულ­ობ­ენ, არ­ამ­ედ ამ ცოდ­ნას იყ­ენ­ებ­ენ.

თარიღი: 16/02/2022