საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელენე ბერიაშვილი: მეცნიერების უმეტეს დარგში ნაკლებია ქალთა პერსპექტივა

შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი

 

„დღეს თა­მა­მად ვუ­წო­დებ სა­კუ­თარ თავს ფე­მი­ნისტ მკვლე­ვარს“, — ამ­ბობს თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ახ­ალი და უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტი ელ­ენე ბე­რი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში გენ­დე­რულ სა­კითხებ­ზე მუ­შა­ობს.

 

„მეც­ნი­ერ­ებ­ის უმ­ეტ­ეს დარ­გში ნაკ­ლე­ბია ქალ­თა პერ­სპექ­ტი­ვა, ამ მხრივ ის­ტო­რი­ის დარ­გიც არ არ­ის გა­მო­ნაკ­ლი­სი, რად­გან ტრა­დი­ცი­ული ის­ტო­რი­ოგ­რა­ფია ქა­ლებს, რო­გორც სო­ცი­ალ­ურ ჯგუფს, არ გა­ნი­ხი­ლავს ის­ტო­რი­ის სუ­ბი­ექ­ტე­ბად და, შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რუ­ლია ის­ტო­რი­ის ამ პერ­სპექ­ტი­ვით შეს­წავ­ლა, მით უფ­რო, ქარ­თულ აკ­ად­ემი­ურ სივ­რცე­ში. სწო­რედ მა­შინ გა­დავ­წყვი­ტე წარ­სუ­ლის სა­მარ­თლი­ანი და მი­უკ­ერ­ძო­ებ­ელი რე­კონ­სტრუქ­ცი­ის მიზ­ნით ქალ­თა ის­ტო­რი­ის კვლე­ვა­ში გა­და­მედ­გა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რა­საც გარ­კვე­ული წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი და დაბ­ნე­ულ­ობა ახ­ლდა თან. თუმ­ცა, ჩვენს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ოდ­ით­გან­ვე არ­სე­ბობ­დნენ ად­ამი­ან­ები, რომ­ლე­ბიც თა­მამ და ინ­ოვ­აცი­ურ კვლე­ვებს მუ­დამ უჭ­ერ­დნენ მხარს და, სა­ბედ­ნი­ერ­ოდ, ჩემს გარ­შე­მოც აღ­მოჩ­დნენ ას­ეთ­ები, რომ­ლებ­საც თა­ვი­დან­ვე სჯე­რო­დათ ჩე­მი წა­მოწყე­ბის და კვლე­ვის. ამ­ის­თვის მინ­და თი­თოეულ მათ­განს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო და ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა მი­ვაპყრო ჩემს სა­მეც­ნი­ერო ხელ­მძღვა­ნელს პრო­ფე­სორ ია (ლე­ილა) ხუ­ბაშ­ვილს. გარ­და აკ­ად­ემი­ური საქ­მი­ან­ობ­ისა, დარ­ჩე­ნი­ლი დრო და რე­სურ­სი ყო­ველ­თვის ხმარ­დე­ბო­და სხვა­დას­ხვა მოძ­რა­ობ­ებ­ში ჩემს აქ­ტი­ვის­ტურ ჩარ­თუ­ლო­ბას, რა­მაც უფ­რო დი­დი ბიძ­გი და შთა­გო­ნე­ბა მომ­ცა სა­მო­მავ­ლო კვლე­ვი­თი საქ­მი­ან­ობ­ის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. სა­მარ­თლი­ან­ობ­ის­თვის მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ახ­ალ­გაზ­რდა მკვლევ­რებს ბევრ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ცოდ­ნის გა­ზი­არ­ებ­ისა და გან­მტკი­ცე­ბის კუთხით, რა­საც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­პარ­ტა­მენ­ტი პრო­ფე­სი­ონ­ალ­ურ­ად უძ­ღვე­ბა, — ამ­ბობს ელ­ენე ბე­რი­აშ­ვი­ლი.

 

სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვით­მა გრან­ტებ­მა ელ­ენ­ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა სა­დოქ­ტო­რო კვლე­ვა, რო­მე­ლიც მზარდ მე­მარ­ჯვე­ნე პო­ლი­ტი­კურ ტენ­დე­ცი­ას და ქალ­თა სა­კითხებს ეხ­ება, გა­ეტ­ანა ქვეყ­ნის გა­რეთ, რა­მაც დი­დი გა­მოხ­მა­ურ­ება ჰპო­ვა იმ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში, სა­დაც სწავ­ლა და მუ­შა­ობა მო­უწია. ამ მხრივ აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რო­მის სა­პი­ენ­ცას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ის და არ­ქე­ოლ­ოგი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ნო­მერ პირ­ვე­ლია მსოფ­ლი­ოში, ას­ევე გრა­ნა­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ეს­პა­ნეთ­ში, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი პი­ონ­ერია ქალ­თა ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ევ­რო­პა­ში და იენ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი გერ­მა­ნი­აში, სა­დაც პა­ტი­ვი ჰქონ­და მა­ღა­ლი კლა­სის პრო­ფე­სო­რებ­თან და მკვლევ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა, ალ­ტერ­ნა­ტი­ული და თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვი­სა და სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის გაც­ნო­ბი­სა. „იმ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის მსგავ­სად, სა­დაც სწავ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა მქო­ნია, მინ­და, რომ შევ­ქმნა ის­ეთი სას­წავ­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც წა­ახ­ალ­ის­ებს ჩვენს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ქალ­თა ის­ტო­რი­ისა და ქალ­თა კვლე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას“, — აცხა­დებს ახ­ალ­გაზ­რდა მკვლე­ვა­რი.

თარიღი: 21/11/2021