საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეკ­ონ­ომ­იკ­აზე გა­მოცხა­დე­ბულ 400 ად­გილ­ზე 400 აბ­იტ­ური­ენ­ტი ჩა­ირ­იცხა

გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე,
თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი

 

– 2020 წლის ერ­თი­ანი ერ­ოვ­ნულ გა­მოც­დე­ბის ჩა­რიცხულ­თა შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით პირ­ველ ად­გილ­ზეა ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტი. ეკ­ონ­ომ­იკ­აზე გა­მოცხა­დე­ბულ 400 ად­გილ­ზე 400 აბ­იტ­ური­ენ­ტი ჩა­ირ­იცხა. ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ზე გა­მოცხა­დე­ბულ 400 ად­გილ­ზე — 400, ხო­ლო ტუ­რიზ­მზე გა­მოცხა­დე­ბულ 250 ად­გილ­ზე — 250 აბ­იტ­ური­ენ­ტი.

 

ჩვენს ფა­კულ­ტეტ­ზე აბ­იტ­ური­ენ­ტს აქ­ვს არ­ჩე­ვა­ნი ის­წავ­ლოს რო­გორც ქარ­თუ­ლე­ნო­ვან, ისე ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან პროგ­რა­მებ­ზე. ორ­მა­გი ხა­რის­ხის პროგ­რა­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბით ვსაქ­მი­ან­ობთ გერ­მა­ნულ მხა­რეს­თან და ახ­ლა ფრანგ კო­ლე­გებ­თა­ნაც და­ვიწყეთ აქ­ტი­ური თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტი­სა და ლუ­მი­ერ­ის ლი­ონ 2 უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის (საფ­რან­გე­თი) ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ერ­თობ­ლივ ორ­მა­გი ხა­რის­ხის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მას „ტუ­რიზ­მი” მი­ენ­იჭა სრუ­ლი და უპ­ირ­ობო აკ­რე­დი­ტა­ცია. 2020-2021 სას­წავ­ლო წელს სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა პირ­ველ მი­ღე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ებს. აქ­ვე მინ­და გან­ვაცხა­დო, რომ თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის „ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის” სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მას მი­ენ­იჭა უპ­ირ­ობო აკ­რე­დი­ტა­ცია 7 წლის ვა­დით.

 

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სპე­ცი­ალ­ობ­ის სტუ­დენ­ტთა წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით, ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორ მა­მია ღა­ღა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დია მი­ენ­იჭ­ება უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სპე­ცი­ალ­ობ­ის ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის ერთ სტუ­დენ­ტს, ყო­ველ­სე­მეს­ტრუ­ლად 5 თვის ვა­დით.

 

რაც შე­ეხ­ება სა­მეც­ნი­ერო აქ­ტი­ვო­ბებს, ჩვენ ყო­ველ­წლი­ურ­ად ვა­ტა­რებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ას და ეს უკ­ვე ტრა­დი­ცი­ად იქ­ცა. 6-7 ნო­ემ­ბერს ჩა­ტარ­დე­ბა მე-5 სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია „გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი ეკ­ონ­ომ­იკ­ასა და ბიზ­ნეს­ში”, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­ას მი­იღ­ებ­ენ უცხო­ელი კო­ლე­გე­ბი.

 

მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე მიზ­ნობ­რი­ვი სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბი და­ფი­ნან­სდა. ას­ევე, გვინ­და, კი­დევ უფ­რო გა­ვა­აქ­ტი­ურ­ოთ სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი.

 

მიმ­დი­ნა­რე წლის 14 სექ­ტემ­ბერს ჩა­ტარ­დე­ბა მე-3 ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია – „კო­რო­ნო­მი­კა: ეკ­ონ­ომ­იკ­ური მეც­ნი­ერ­ებ­ის და ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბი”, რო­მე­ლიც მი­ეძ­ღვნე­ბა პრო­ფე­სორ ნო­დარ ხა­დუ­რის ხსოვ­ნას.

 

ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე, ას­ევე, გან­ხორ­ცი­ელ­და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, გა­ნახ­ლდა მაღ­ლი­ვი კორ­პუ­სის ფოიე და თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ინ­ის ავ­ეჯ­ითა და ტექ­ნი­კით აღ­იჭ­ურ­ვა. ახ­ალი გა­რე­მო სტუ­დენ­ტებს კითხვის, დას­ვე­ნე­ბის, სო­ცი­ალ­ური ინ­ტე­რაქ­ცი­ის სა­შუ­ალ­ებ­ას მის­ცემს; ას­ევე, გა­ნახ­ლდა მე-10, მე-11, მე-12 სარ­თულ­ზე აუდ­იტ­ორი­ები.

 

ჩანართი მოამზადა თამარ დადიანმა

თარიღი: 19/09/2020