საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციისა და ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენელთა შეხვედრა

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) წარმომადგენლებმა 20 ქართული უნივერსიტეტის რექტორებსა და ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელებს ევროპულ უნივერსიტეტებში სადოქტორო განათლების კვლევების შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მრგვალ მაგიდასა და დისკუსიაზე ევროპული განათლების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„შეხვედრაზე შემუშავებულ რეკომენდაციებზე შემდგომში იმსჯელებენ ევროგაერთიანებაში, სადაც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის დასკვნებს სერიოზულ ანგარიშს უწევენ. კარგია, რომ დღევანდელ დისკუსიაში მაქსიმალურად ჩაერთვნენ ქართული უნივერსიტეტები“, - აღნიშნა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
ღონისძიებაზე თსუ-ის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა ირმა გრძელიძემ წარმოადგინა მოხსენება, რომელშიც თსუ-ში სადოქტორო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფასა და პერსპექტივაზე ისაუბრა. 
„გვიხარია, რომ შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება. ჩვენი ვორქშოპი ეხება სადოქტორო სწავლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი კვლევებისა და, საერთოდ, ახალგაზრდების განვითარებისთვის“, - აღნიშნა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ასოციაციის სადოქტორო სწავლების საბჭოს თავმჯდომარემ მარტინ რაიემ.
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წლიური შეხვედრა დოქტორანტურის საფეხურზე სწავლების ყველაზე მასშტაბური და ყოვლისმომცველი ევროპული შეკრებაა, რომელიც დოქტორანტურაში მიმდინარე ტენდენციებს და მოსალოდნელ პროცესებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ეს არის ახალი პარტნიორობისა და ევროპული გამოცდილების გაზიარების კიდევ ერთი შესაძლებლობა.

თარიღი: 17/02/2020