საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დღეს ფილოლოგობა არაპრესტიჟულ ან არაკომერციულ პროფესიად აღარ ითვლება

თა­მარ და­დი­ანი

 

„პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სტუ­დენ­ტის­თვის მთლი­ან­ად გან­საზღვრავს რო­გორც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სად­მი, ას­ევე არ­ჩე­ული პრო­ფე­სი­ის­ად­მი ჩვენს შემ­დგომ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას“, — ას­ეთ დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ან­იჭ­ებს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის IV კურ­სის სტუ­დენ­ტი თა­მარ მღებ­რიშ­ვი­ლი თა­ვი­სი პე­და­გო­გე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ყუ­რადღე­ბას თი­თოეული სტუ­დენ­ტის მი­მართ... ფი­ლო­ლო­გია ის სფე­როა, სა­დაც სა­კუ­თა­რი თა­ვი და პი­როვ­ნე­ბა აღ­მო­აჩ­ინა: „სწო­რედ იქ აღ­მოვ­ჩდი, სა­დაც უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი“ — ამ­ბობს თა­მა­რი, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით ეუფ­ლე­ბა ბერ­ძნულ ენ­ას, რა­თა დი­დი ბერ­ძე­ნი მო­აზ­როვ­ნე­ებ­ის შე­მოქ­მე­დე­ბის დე­დან­ში წა­კითხვა შეს­ძლოს. სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბი­სა და ემ­ოცი­ებ­ის გა­მო­ხატ­ვა­ში ლექ­სე­ბის წე­რა ეხ­მა­რე­ბა და პო­ეზი­ას სამ­ყა­როს­თან და­ახ­ლო­ებ­ის ხე­ლოვ­ნე­ბად თვლის. მო­მა­ვა­ლი ფი­ლო­ლო­გის­თვის მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მი წარ­მა­ტე­ბის გან­მსაზღვრე­ლია და თუ რო­გორ აპ­ირ­ებს თა­მარ მღებ­რიშ­ვი­ლი მწვერ­ვა­ლე­ბის დაპყრო­ბას, ამ­ის შე­სა­ხებ გუ­ლახ­დი­ლად გვე­სა­უბ­რე­ბა:

 

— აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბის ნა­წილს არ აქ­ვს გა­აზ­რე­ბუ­ლი რა უნ­და იყ­ოს მო­მა­ვალ­ში და არ იც­ნო­ბენ სფე­როს, სა­დაც მოღ­ვა­წე­ობ­ას აპ­ირ­ებ­ენ. თქვენს შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ მოხ­და?

 

— მეც იმ აბ­იტ­ური­ენ­ტთა რიცხვში ვი­ყა­ვი, რო­მელ­საც ბო­ლომ­დე არ ჰქონ­და გა­აზ­რე­ბუ­ლი — რო­მელ პრო­ფე­სი­ას ან სფე­როს და­უკ­ავ­ში­რებ­და სა­კუ­თარ მო­მა­ვალს. იქ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ად­ამი­ან­თა ინ­ტე­რე­სე­ბი ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტ­აპ­ზე მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა, ამ ას­აკ­ში ძნე­ლია გან­საზღვრო ზუს­ტად — სად წარ­მო­გიდ­გე­ნია სა­კუ­თა­რი თა­ვი. არ­ას­დროს მი­ფიქ­რია, რომ გავ­ხდე­ბო­დი ფი­ლო­ლო­გი და ეს იქ­ნე­ბო­და ის სფე­რო, სა­დაც სა­კუ­თარ თავ­სა და პი­როვ­ნე­ბას აღ­მო­ვა­ჩენ­დი. მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­ისა, სტუ­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი­ვე წელს ჩე­მი ინ­ტე­რე­სი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის მი­მართ გა­იზ­არ­და და მიხ­ვდი, რომ სწო­რედ იქ აღ­მოვ­ჩდი, სა­დაც უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

 

— პა­ტა­რა­ობ­ის­ას ალ­ბათ შენც გე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: „გა­აკ­ეთე შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუ­მი“. დღეს თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი ხარ. ეს ნიშ­ნავს იმ­ას, რომ ცხოვ­რე­ბის ამ ეტ­აპ­ზე შე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუმს აკ­ეთ­ებ. რა აქ­ტი­ვო­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე ხარ?

 

— სტუ­დენ­ტო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც მაქ­სი­მა­ლუ­რად ხარ ჩარ­თუ­ლი სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბა­ში. ჩე­მი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვცდი­ლობ გა­მო­ვი­ყე­ნო ყვე­ლა ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რა­საც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი გვთა­ვა­ზობს. სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ვი­ყა­ვი სტა­ჟი­ორი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ერო სამ­სა­ხურ­ში, რა­მაც დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა; 2019 წელს — მო­ხა­ლი­სე ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა III სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უმ­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მე­ტეტ­ში, ხო­ლო 2020 წელს გავ­ხდი ამ­ავე სიმ­პო­ზი­უმ­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის წევ­რი. პრო­ფე­სი­ული უნ­არ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ობ­ას ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში. რაც შე­ეხ­ება უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­რეთ აქ­ტი­ვო­ბებს, 2020 წელს გავ­ხდი კავ­კა­სი­ური სახ­ლის სა­ხალ­ხო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მსმე­ნე­ლი და ვი­ყა­ვი თბი­ლი­სის მუ­ზე­უმ­ებ­ის გა­ერ­თი­ან­ებ­ის სტა­ჟი­ორი გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძის სახლ-მუ­ზე­უმ­ში.

 

— მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ად თა­ნა­მედ­რო­ვე ბერ­ძნუ­ლი ენ­ის ცოდ­ნა აირ­ჩიე, რამ გა­და­გაწყვე­ტი­ნა არ­ჩე­ვა­ნი ბერ­ძნულ ენ­აზე შე­გე­ჩე­რე­ბი­ნა?

 

ბერ­ძნუ­ლი ენ­ის შეს­წავ­ლა იყო ყვე­ლა­ზე კარ­გი არ­ჩე­ვა­ნი, რაც პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მი­ღია. ვფიქ­რობ, თა­ნა­მედ­რო­ვე ბერ­ძნუ­ლი ენა დღეს ძა­ლი­ან პეს­პექ­ტი­ულია და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოც. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­იზ­არ­და ინ­ტე­რე­სი თა­ნა­მედ­რო­ვე ბერ­ძნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სად­მი და ით­არ­გმნა არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტექ­სტი. ამ ავ­ტო­რე­ბის ორ­იგ­ინ­ალ­ში წა­კითხვა ძა­ლი­ან დი­დი მიღ­წე­ვა იქ­ნე­ბა ჩემ­თვის.

 

— იყო დრო, რო­ცა ფი­ლო­ლო­გო­ბა არ­აპ­რეს­ტი­ჟულ და არ­აკ­ომ­ერ­ცი­ულ პრო­ფე­სი­ად ით­ვლე­ბო­და. თუ ამ პრო­ფე­სი­ას აირ­ჩევ­დი, თვლიდ­ნენ, რომ თავს წი­რავ­დი ღა­რი­ბი მას­წავ­ლებ­ლის არ­ას­ას­ურ­ვე­ლი ყო­ფის­თვის, რომ ძნე­ლია ამ პრო­ფე­სი­ით კა­რი­ერ­ის გა­კე­თე­ბა, რომ არ­ას­ერი­ოზ­ული საქ­მეა მხატ­ვრუ­ლი ტექ­სტე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, მა­თი ახ­სნა და სწავ­ლე­ბა. რას ნიშ­ნავს შენ­თვის პრო­ფე­სია ფი­ლო­ლო­გი, რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქ­ვს დღეს კარგ ფი­ლო­ლოგს?

 

— ფი­ლო­ლო­გი არ ნიშ­ნავს გახ­დე აუც­ილ­ებ­ლად მას­წავ­ლე­ბე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით დღეს, რო­ცა მას­წავ­ლებ­ლო­ბას სრუ­ლი­ად სხვა ეტ­აპ­ებ­ის გავ­ლა სჭირ­დე­ბა. პრო­ფე­სია ფი­ლო­ლო­გი ჩემ­თვის აღ­მოჩ­ნდა გზა, რო­მელ­მაც მომ­ცა სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სა­ბედ­ნი­ერ­ოდ, დღეს ფი­ლო­ლო­გო­ბა არ­აპ­რეს­ტი­ჟულ ან არ­აკ­ომ­ერ­ცი­ულ პრო­ფე­სი­ად აღ­არ ით­ვლე­ბა. ყვე­ლა ფი­ლო­ლოგს შე­უძ­ლია სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცეს. გა­მომ­დი­ნა­რე იქ­იდ­ან, რომ ფი­ლო­ლო­გია მრა­ვალ­ვექ­ტო­რი­ანი დის­ციპ­ლი­ნაა და გვაძ­ლევს ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას და მო­იც­ავს თით­ქმის ყვე­ლა სფე­როს, კარგ ფი­ლო­ლოგს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ალ­იზ­ება ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას შე­უძ­ლია.

 

— შე­მოქ­მე­დი ახ­ალ­გაზ­რდაც ბრძან­დე­ბით, ლექ­სებს წერ. რო­გორ ფიქ­რობ, რა­ში ეხ­მა­რე­ბა ად­ამი­ანს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა?

 

— ად­ამი­ანს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბი­სა და ემ­ოცი­ებ­ის გა­მო­ხატ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა, რაც, თა­ვის მხრივ, სა­კუ­თა­რი თა­ვის უკ­ეთ შეც­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს. შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბას შე­იძ­ლე­ბა ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა მივ­ცეთ, ის ან სამ­ყა­როს­თან და­ახ­ლო­ებ­აში გვეხ­მა­რე­ბა, ან პი­რი­ქით, რე­ალ­ობ­ის­გან თავ­დაც­ვა­ში. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ლექ­სის წე­რა ემ­ოცი­ებ­ისა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა.

 

— სულ მა­ლე სწავ­ლე­ბის პირ­ველ სა­ფე­ხურს — ბა­კა­ლავ­რი­ატს ამ­თავ­რებ. ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, რო­გორ შე­აფ­ას­ებ თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე სას­წავ­ლო პრო­ცესს, პროგ­რა­მებს და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას?

 

— უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი არ არ­ის მხო­ლოდ ლა­მა­ზი, დი­დი, თეთ­რი შე­ნო­ბა, უნ­ივ­ერ­სი­ტეტს უპ­ირ­ვე­ლე­სად იქ მყო­ფი ად­ამი­ან­ები ქმნი­ან. ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სა­ინ­ტე­რე­სო იყო სხვა­დას­ხვა კუთხით. ბა­კა­ლავ­რი­ატ­ზე სწავ­ლე­ბი­სას მე შე­მეძ­ლო გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა ამ ფა­კულ­ტე­ტის რე­სურ­სე­ბი და გა­ნათ­ლე­ბა არ მი­მე­ღო მხო­ლოდ ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით. მქონ­და შე­ხე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე­ობ­ას­თან, კლა­სი­კურ და ახ­ალ­ბერ­ძნულ ფი­ლო­ლო­გი­ას­თან, ას­ევე ის­ტო­რი­ას­თან და ფრან­გულ ფი­ლო­ლო­გი­ას­თა­ნაც. რო­დე­საც სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის საგ­ნებს ვირ­ჩევ­დი, ფარ­თოვ­დე­ბო­და ჩე­მი სა­ნაც­ნო­ბო წრე. გა­ვი­ცა­ნი უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ად­ამი­ანი და ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­დან მი­ვი­ღე დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა. პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სტუ­დენ­ტის­თვის მთლი­ან­ად გან­საზღვრავს რო­გორც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სად­მი, ას­ევე არ­ჩე­ული პრო­ფე­სი­იდ­ამი ჩვენს შემ­დგომ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

 

— დღეს­დღე­ობ­ით სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ წელს სულ მცი­რე 2000 ფი­ლო­ლო­გის დიპ­ლო­მი მა­ინც გა­იც­ემა (თუ მე­ტის არა). რო­გორ ფიქ­რობ, რა უნ­და გა­აკ­ეთო იმ­ის­თვის, რომ შრო­მის ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანი გახ­დე?

 

— შრო­მის ბა­ზარ­ზე შენს კონ­კუ­რენ­ტუ­რი­ან­ობ­ას უპ­ირ­ვე­ლე­სად შე­ნი პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მი გან­საზღვრავს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დიპ­ლო­მი არ იყ­ოს უმ­აღ­ლე­სი მწვერ­ვა­ლი, რომ­ლის დაპყრო­ბა­საც შევ­ძლებთ. კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­ობ­ის­თვის აუც­ილე­ებ­ლია მუდ­მი­ვი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა.

 

— რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა და რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გაქ­ვთ ახ­ალ­გაზ­რდებს?

 

— სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­ის მარ­ტი­ვი იყო სტუ­დენ­ტი, სტუ­დენ­ტო­ბა ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად მო­ითხოვს დიდ ეკ­ონ­ომ­ოკ­ურ რე­სურ­სს. სამ­წუ­ხა­როდ, სტუ­დენ­ტე­ბის დიდ ნა­წილს თა­ვად უწ­ევს ამ რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუ­დენ­ტე­ბის­თვის უფ­რო მე­ტი შე­თა­ვა­ზე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით. ახ­ალ­გაზ­რდებს შე­უძ­ლი­ათ გახ­დნენ პრო­ფე­სი­ონ­ალ­ები სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე, ის­არ­გებ­ლონ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი­თა და სტი­პენ­დი­ებ­ით.

თარიღი: 31/05/2021