საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დოქტორანტი სალომე დანელია საკუთარ თავს მეცნიერებაში ხედავს

თა­მარ და­დი­ანი

 

სამ­შობ­ლოს კე­თილ­დღე­ობ­აზე ზრუნ­ვას ღრმა ბავ­შვო­ბი­დან აპ­ირ­ებ­და — დე­დის მო­ნათხრო­ბი ის­ტო­რი­ებ­ით და მა­მის მა­გა­ლი­თით შთა­გო­ნე­ბუ­ლი. სკო­ლა­ში ყვე­ლა სა­განს წარ­ჩი­ნე­ბით სწავ­ლობ­და, თუმ­ცა ის­ტო­რია და ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და, რაც ის­ტო­რი­კო­სი დე­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაც იყო. „მახ­სოვს დე­დის მი­ერ სა­ინ­ტე­რე­სოდ გად­მო­ცე­მუ­ლი ის­ტო­რი­ები, თი­თოეული სიტყვა გან­მსჭვა­ლუ­ლი იყო სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით. ეს პატ­რი­ოტ­ული სუ­ლის­კვე­თე­ბა მა­მის­გა­ნაც მო­დის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის ჟი­ნით აღ­სავ­სე 9 აპ­რილს ბრძო­ლის წი­ნა ხაზ­ზე იდ­გა. შე­სა­ბა­მი­სად, ღრმა ბავ­შვო­ბი­დან გო­ნე­ბა­ში ჩემს მო­მა­ვალს ვუ­კავ­ში­რებ­დი ის­ეთ საქ­მი­ან­ობ­ას, რო­მელ­საც სამ­შობ­ლოს კე­თილ­დღე­ობ­ას მო­ვახ­მარ­დი“, — აცხა­დებს თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი სა­ლო­მე და­ნე­ლია, რო­მელ­მაც პრო­ფე­სია ბე­ბი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და საქ­მი­ან­ობ­ის მი­ხედ­ვით აირ­ჩია.

 

„პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ზე დი­დი გავ­ლე­ნა ბე­ბი­ის საქ­მი­ან­ობ­ამ იქ­ონია. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ქა­ლაქ ფო­თის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ სამ­სა­ხურ­ში გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად. ქა­ლა­ქის ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უჯ­ეტ­ის შექ­მნა­ზე და მის შეს­რუ­ლე­ბა­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. მე და ჩე­მი ძმა ხში­რად შე­ვურ­ბენ­დით ხოლ­მე სამ­სა­ხურ­ში, სა­დაც ბევ­რი ნი­ჭი­ერი და სა­ინ­ტე­რე­სო ახ­ალ­გაზ­რდა საქ­მი­ან­ობ­და. ეს სა­მუ­შაო გა­რე­მო ჩვენ­თვი­საც მშობ­ლი­ური გახ­და, რა­მაც ჩე­მი და ჩე­მი ძმის პრო­ფე­სი­ული არ­ჩე­ვა­ნი გა­ნა­პი­რო­ბა“, — აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მემ, რო­მე­ლიც მერ­ვე კლა­სი­დან ეკ­ონ­ომ­იკ­ური პრო­ფი­ლის ევ­რო­პულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, სა­დაც სხვა ძი­რი­თად საგ­ნებ­თან ერ­თად, ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის სა­ფუძ­ვლე­ბი ის­წავ­ლე­ბო­და. რო­გორც თვი­თონ აღ­ნიშ­ნავს, საგ­ნი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბულ­მა ინ­ტე­რეს­მა კი­დევ უფ­რო გა­უღ­რმა­ვა სურ­ვი­ლი თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნესს ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ებ­არ­ებ­ინა. „თუმ­ცა, მი­უხ­ედ­ავ­ად ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, ჩე­მი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია ბო­ლომ­დე გაც­ნო­ბი­ერ­ებ­ული ნამ­დვი­ლად არ მქონ­და. სა­ბედ­ნი­ერ­ოდ, ეკ­ონ­ომ­იკა ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე წარ­მო­მედ­გი­ნა. ეს თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ­ლე­ბიც სა­ხე­ლოვ­ნად უძ­ღვე­ბი­ან ამ დარ­გს და ყვე­ლა­ფერს აკ­ეთ­ებ­ენ სტუ­დენ­ტთა პრო­ფე­სი­ული გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. მთა­ვა­რია სტუ­დენ­ტის­გან მონ­დო­მე­ბა და და­ინ­ტე­რე­სე­ბა და­ინ­ახ­ონ“, -აღ­ნიშ­ნავს სა­ლო­მე, რო­მელ­საც პრო­ფე­სი­ის სიღ­რმი­სე­ულ­ად შეს­წავ­ლამ კი­დევ უფ­რო გა­უღ­ვი­ვა ინ­ტე­რე­სი აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ფე­სი­ის­ად­მი.

 

„მეც­ნი­ერ­ული მუ­შა­ობ­ის სურ­ვი­ლი მა­გის­ტრა­ტუ­რის სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლის პრო­ცეს­ში გაჩ­ნდა. რაც უფ­რო მე­ტად ვუღ­რმავ­დე­ბო­დი პრო­ფე­სი­ას, მით უფ­რო მი­ზი­დავ­და ეს საქ­მი­ან­ობა. დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ზე ჩა­ბა­რე­ბას წინ უძ­ღო­და რონ­დე­ლის ფონ­დში (GFSIS) სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა პრო­ფე­სი­ული უნ­არ-ჩვე­ვე­ბის ას­ამ­აღ­ლებ­ლად სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ზე ჩა­რიცხვა, სა­დაც გა­ვი­ცა­ნი აკ­ად­ემ­იკ­ოსი ბ-ნი ვლა­დი­მერ პა­პა­ვა, რომ­ლის ლექ­ცი­ებ­მა და პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­მუ­შა­ვე­ბულ­მა თე­მამ კი­დევ უფ­რო მე­ტად გა­მიმ­ძაფ­რა სურ­ვი­ლი მუ­შა­ობა სა­მეც­ნი­ერო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ასე გავ­ხდი დოქ­ტო­რან­ტი და სწავ­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მოძ­ღვრე­ბა­თა ის­ტო­რი­ის კა­თედ­რა­ზე გა­ვაგ­რძე­ლე“.

 

სა­ლო­მეს სა­დოქ­ტო­რო კვლე­ვა ეძ­ღვე­ნე­ბა „ინ­ოვ­აცი­ური ეკ­ონ­ომ­იკ­ის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და პერ­სპექ­ტი­ვებს სა­ქარ­თვე­ლო­ში’’. თუ რა წარ­მო­ად­გენს კვლე­ვის მი­ზანს, ამ­აზე თვი­თონ გვე­სა­უბ­რე­ბა: „ჩე­მი სა­დოქ­ტო­რო თე­მის კვლე­ვის მი­ზა­ნია გან­ვსაზღვრო ეკ­ონ­ომ­იკ­ის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე პა­რა­დიგ­მა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ფაქ­ტო­რად წარ­მოგ­ვიდ­გენს არა მხო­ლოდ ბუ­ნებ­რივ რე­სურ­სებს, არ­ამ­ედ ინ­ოვ­აცი­ურ მიდ­გო­მებს, რო­მე­ლიც სტი­მულს მის­ცემს ქვეყ­ნის კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ის მიღ­წე­ვას და ახ­ალი ტი­პის ეკ­ონ­ომ­იკ­ური მიმ­დი­ნა­რე­ობ­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. თე­ორი­ული შე­ფა­სე­ბე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, ქარ­თულ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ზრდა­ზე ინ­ოვ­აცი­ური ეკ­ონ­ომ­იკ­ის გავ­ლე­ნის კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ზრდა­ზე მოქ­მე­დი ინ­ოვ­აცი­ური ეკ­ონ­ომ­იკ­ის დე­ტერ­მი­ნან­ტე­ბი არ არ­ის გა­მოვ­ლე­ნი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ეტ­აპ­ზე ინ­ოვ­აცი­ური ეკ­ონ­ომ­იკ­ის ფორ­მი­რე­ბა, რო­გორც ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რი, გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­ტუ­ალ­ობ­ას იძ­ენს. ამ თე­მის ფარ­გლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მაქ­ვს სტა­ტი­ები რო­გორც ქარ­თულ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ფე­რი­რე­ბულ ჟურ­ნა­ლებ­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შემ­დგომ­შიც ვა­პი­რებ კვლე­ვის გაგ­რძე­ლე­ბას.

 

დი­დი იმ­ედი მაქ­ვს, რომ ჩე­მი სა­დი­სერ­ტა­ციო თე­მა გახ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში ერთ-ერ­თი დამ­ხმა­რე „ჭან­ჭი­კი’’, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის ახ­ალ ვექ­ტორს დაგ­ვა­ნა­ხებს“, — ას­ეთი სე­რი­ოზ­ული გა­ნაცხა­დი გა­აკ­ეთა სა­ლო­მემ, რო­მე­ლიც თვლის, რომ სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდი მის­თვის საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ერი იყო.

 

„მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, თე­ორი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც მი­მე­ღო, რი­სი სა­შუ­ალ­ებ­აც ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მო­მე­ცა. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, პრო­ფე­სი­ული პრაქ­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში გა­ვი­არე — დარ­გობ­რი­ვი ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტეტ­ში, მე­ოთხე კურ­სზე — სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ერ­ოვ­ნულ სამ­სა­ხურ­ში. მინ­და მად­ლი­ერ­ება გა­მოვ­ხა­ტო თსუ-ის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც ღირ­სე­ულ­ად უძ­ღვე­ბი­ან ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტს და ყვე­ლა­ფერს აკ­ეთ­ებ­ენ სტუ­დენ­ტთა პრო­ფე­სი­ული გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს სტუ­დენ­ტთა თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რი­თა და მე­თო­დე­ბით სწავ­ლე­ბას, ხელს უწყობს სტუ­დენ­ტთა ინ­ტეგ­რა­ცი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო სივ­რცე­ში და უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ ჩარ­თუ­ლო­ბას გაც­ვლით პროგ­რა­მებ­სა და კვლე­ვით პრო­ცე­სებ­ში“, — აღ­ნიშ­ნავს სა­ლო­მე, რო­მე­ლიც ფიქ­რობს, რომ „თუ გა­მორ­ჩე­ული გინ­და იყო შენს პრო­ფე­სი­აში, აუც­ილ­ებ­ელია მუდ­მი­ვად ძი­ებ­ის პრო­ცეს­ში ყოფ­ნა და თვით­გან­ვი­თა­რე­ბა, სურ­ვი­ლი — სიღ­რმი­სე­ულ­ად დაეუფლო შენს პრო­ფე­სი­ას და არ და­ჯერ­დე მი­ღე­ბულ შე­დეგს.“ სწო­რედ ამ შე­მარ­თე­ბით სა­ლო­მემ დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლის პრო­ცეს­ში პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­აბ­არა და წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა რი­გის სა­მარ­თლი­სა და ეკ­ონ­ომ­იკ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, რა­მაც, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა შეს­ძი­ნა.

 

სა­ლო­მეს გად­მო­სა­ხე­დი­დან, სწავ­ლას­თან ერ­თად მუ­შა­ობა არ არ­ის მარ­ტი­ვი. „უკ­ან­ას­კნე­ლი წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახ­ალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს სტრუქ­ტუ­რა­ში ვმუ­შა­ობ, სა­დაც ვხელ­მძღვა­ნე­ლობ წარ­მო­ებ­ისა და სუბ­სი­დი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტს და უშუ­ალ­ოდ ვარ ჩარ­თუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის და ფი­ნან­სი­რე­ბის პრო­ცეს­ში. საკ­მა­ოდ რთუ­ლია შრო­მა­ტე­ვა­დი გრა­ფი­კის შე­თავ­სე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან, თუმ­ცა ვფიქ­რობ — მა­ინც შე­საძ­ლე­ბე­ლი... პა­რა­ლე­ლუ­რად, ლექ­ცი­ებს ვკითხუ­ლობ მშობ­ლი­ურ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, რაც ჩემ­თვის დი­დი პა­ტი­ვია და მი­ხა­რია, რომ რა­ღაც წვლი­ლი შე­მაქ­ვს მო­მა­ვა­ლი თა­ობ­ის გა­ნათ­ლე­ბა­ში, რად­გან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და კარ­გად აღ­ზრდი­ლი თა­ობა ქვეყ­ნის წინ­სვლის და წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რია“, — აცხა­დებს სა­ლო­მე და­ნე­ლია, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს მო­მა­ვალ­ში მეც­ნი­ერ­ებ­ასა და პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ობ­აში ხე­დავს.

თარიღი: 23/06/2021