საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დიმიტრი კორძაიას ახალი წელი

თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი დი­მიტ­რი კორ­ძაია 2021 წელს პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბის წლად აცხა­დებს და იმ­ედ­ოვ­ნებს, რომ, დღე­ვან­დე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ობ­ას გა­ცი­ლე­ბით უკ­ეთ ექ­ნე­ბა გა­აზ­რე­ბუ­ლი პრე­ვენ­ცი­ული მე­დი­ცი­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა და ეფ­ექ­ტუ­რო­ბა, რაც ხელს შე­უწყობს ერ­ის გა­ჯან­სა­ღე­ბას.

 

გაგ­ვიმ­ხი­ლეთ იმ­ედ­ები, რი­თაც ხვდე­ბით ახ­ალ 2021 წელს?

 

2021 დას­რულ­დე­ბა „COVID-19“-ის პან­დე­მია და მსოფ­ლიო და­იწყებს და­უბ­რუნ­დეს ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ წესს. სა­ქარ­თვე­ლოც და­იწყებს ჩვე­ული ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რე­ბას. მაგ­რამ ის­ევე, რო­გორც ღრმა ჭრი­ლო­ბა ტო­ვებს სა­მუ­და­მო იარ­ას, რო­გორც დაჭ­რის პე­რი­პე­ტი­ებ­ის შეხ­სე­ნე­ბას, პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლი­სას მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა, ტკი­ვი­ლი და სი­ხა­რუ­ლი უნ­იკ­ალ­ურ გა­მოც­დი­ლე­ბად გაგ­ვყვე­ბა ცხოვ­რე­ბის გზა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ობ­ას გა­ცი­ლე­ბით უკ­ეთ ექ­ნე­ბა გა­აზ­რე­ბუ­ლი პრე­ვენ­ცი­ული მე­დი­ცი­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა და ეფ­ექ­ტუ­რო­ბა, რაც ხელს შე­უწყობს ერ­ის გა­ჯან­სა­ღე­ბას. დას­რულ­დე­ბა თსუ მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის „მე­დი­ცი­ნის“ (ქარ­თუ­ლი და ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი) ორ­ჯერ გა­და­ვა­დე­ბუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია და ფა­კულ­ტეტს სა­შუ­ალ­ება მი­ეც­ემა სრუ­ლად აამ­ოქ­მე­დოს პროგ­რა­მის ახ­ალი, მრა­ვალ­მხრივ უნ­იკ­ალ­ური ახ­ალი ვერ­სია.

 

2021 წელს წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა თსუ მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვე­ბის რა­მო­დე­ნი­მე ციკ­ლი და მოხ­დე­ბა მა­თი შე­დე­გე­ბის გაც­ნო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მე­დი­ცი­ნო სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ათ­ვის.

 

ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე 2024 წელს გა­ნაცხა­დის წარ­დგე­ნის ოფ­იცი­ალ­ურ­ად და­ან­ონ­სე­ბა ევ­რო­პუ­ლი გარ­დაქ­მნე­ბის ტემ­პს ააჩ­ქა­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაც უნ­და და­ეტყოს მეც­ნი­ერ­ებ­ის სფე­როს და­ფი­ნან­სე­ბას. იმ­ედი მაქ­ვს, ახ­ალი პარ­ლა­მენ­ტი კა­ნო­ნად აქ­ცევს იმ ინ­იცი­ატ­ივ­ას­აც, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს — მეც­ნი­ერ­ებ­ისა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში შეს­ყიდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს მი­ეც­ეთ ის­ეთ­ივე თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­გო­რიც აქ­ვთ კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს.

 

რა მოხ­და და­დე­ბი­თი 2020 წელს?

 

2020-მა წელ­მა უჩ­ვე­ნა, რომ რო­გორც ქვეყ­ნის, ისე სა­მე­დი­ცი­ნო დარ­გე­ბის მეს­ვე­ურ­ებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს „კრი­ზი­სუ­ლი მარ­თვის“ სე­რი­ოზ­ული, ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით სა­ერ­თა­შო­რი­სოდ გა­სა­ზი­არ­ებ­ელი, პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მსა და ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უნ­არი. უჩ­ვე­ნა ის­იც, რომ მი­უხ­ედ­ავ­ად ტრა­დი­ცი­ული „ჭი­რის“ სიმ­პტომ­თა საკ­მა­ოდ ხში­რად გა­მომ­ჟღავ­ნე­ბი­სა („ერ­თი ჭი­რი გვჭირს ქარ­თველ­თა, გინ­და დიდ­სა და მცი­რე­თა — ჩა­მოს­ხდე­ბი­ან, იტყვი­ან, უჩ­ემ­ოდ ვით იმ­ღე­რე­თა?“), ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ობ­ის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს, სა­ერ­თო საქ­ვეყ­ნო პრობ­ლე­მე­ბის დროს, ძა­ლუძს იცხოვ­როს სხვა­თა სურ­ვილ­თა და სა­ჭი­რო­ებ­ათა მე­ტად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ამ­ან კი გა­აძ­ლი­ერა რწმე­ნა და იმ­ედი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლუძს რთულ ვი­თა­რე­ბა­ში ჰუ­მა­ნუ­რი, ცი­ვი­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­ის სა­უკ­ეთ­ესო თვი­სე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა.

 

2020 წელს ჩვენ­მა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა გა­უძ­ლო „დის­ტან­ცი­ური მუ­შა­ობ­ის“ სირ­თუ­ლე­ებს და ერ­თი დღი­თაც არ შე­უწყვე­ტია სწავ­ლე­ბის და კვლე­ვის პრო­ცე­სი. მრა­ვალ­მა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტელ­მა სრულ­ყო კომ­პი­უტ­ერ­ული უნ­არ­ები, მათ შო­რის იმ თა­ობ­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც, რო­მელ­თაც კომ­პი­უტ­ერ­თან პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა შუ­ახ­ნის შემ­დგომ ას­აკ­ში მო­უწია. დის­ტან­ცი­ურ­მა სწავ­ლე­ბამ მო­ითხო­ვა სა­ლექ­ციო მა­სა­ლის უფ­რო მე­ტად დო­კუ­მენ­ტი­რე­ბა, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ცოდ­ნის გა­ნახ­ლე­ბის ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცი­ის აუც­ილ­ებ­ლო­ბა, მათ შო­რის, სა­მეც­ნი­ერო ინ­ფორ­მა­ცი­ის ციფ­რუ­ლი მა­ტა­რებ­ლე­ბის ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბით. მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალს დას­ჭირ­და „COVID-19“-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა და გა­და­მუ­შა­ვე­ბა. ამ­დე­ნად, ეს წე­ლი თსუ პრო­ფე­სუ­რი­სათ­ვის სწავ­ლის და ცოდ­ნის გა­ნახ­ლე­ბის წე­ლი იყო. ყო­ვე­ლი­ვე ეს თა­ვის და­დე­ბით კვალს და­ატყობს თსუ-ში სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო პრო­ცესს, გან­სა­კუთ­რე­ბით მუ­შა­ობ­ის ნორ­მა­ლუ­რი რე­ჟი­მის აღ­დგე­ნის შემ­დეგ.

 

სა­მე­დი­ცი­ნო ტე­ლე­კომ­პა­ნია პულ­სმა და­ას­რუ­ლა 5-სე­რი­ანი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი „სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის სა­თა­ვე­ებ­თან“, რო­მე­ლიც ეძ­ღვნე­ბა თსუ მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის და­არ­სე­ბას და საქ­მი­ან­ობ­ას 2018 წლი­დან დღემ­დე. მი­სი პრე­მი­ერა და­გეგ­მი­ლია 2021 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში.

 

გა­ფარ­თოვ­და ფა­კულ­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბი და უკ­ეთ გა­მო­იხ­ატა სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის სა­მო­მავ­ლო კონ­ტუ­რე­ბი.

 

რო­გორ და რით გა­ილ­ამ­აზ­ებთ კო­ვი­დის პი­რო­ბებ­ში სა­ახ­ალ­წლო ღა­მეს?

 

ალ­ბათ, ბევ­რი არ­აფ­ერი შე­იც­ვლე­ბა. რო­გორც ბო­ლო ორი ათ­წლე­ულ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ახ­ალი წლის ღა­მეს ახ­ლაც შევ­ხვდე­ბით ოჯ­ახ­ში, სა­კუ­თა­რი პა­ტა­რა ვე­ნა­ხის ღვი­ნით და იმ­ედ­ებ­ით, სიყ­ვა­რუ­ლით, წა­სულ­თა გახ­სე­ნე­ბით და კე­თი­ლი სა­მო­მავ­ლო სურ­ვი­ლე­ბით... იქ­ნე­ბა 100-მდე ორ­მხრი­ვი სა­ტე­ლე­ფო­ნო მი­ლოც­ვა... სხვა­დას­ხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებ­ის სა­ახ­ალ­წლო ეთ­ერ­ები... შე­იძ­ლე­ბა „უნი-ვერ­სი­ას“ და ქალ­ბა­ტონ ნი­ნო კა­კუ­ლი­ას მი­ერ ორი წლის წინ გა­და­ღე­ბუ­ლი „დი­მიტ­რი კორ­ძაიას ახ­ალი წე­ლი“ ვნა­ხოთ, რომ შე­ვა­და­როთ — რა შე­იც­ვა­ლა?

 

* * *

ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლე­ბო, პა­ტი­ვის­ცე­მით და სიყ­ვა­რუ­ლით გი­ლო­ცავთ ახ­ალ 2021 წელს! გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას, სი­ხა­რულს, ბედ­ნი­ერ­ებ­ას, წარ­მა­ტე­ბას! სიყ­ვა­რუ­ლით და ახ­ალი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ფე­სი­ული გა­მარ­ჯვე­ბე­ბით გევ­ლოთ აღ­თქმუ­ლი ქვეყ­ნის­კენ — ზნე­მა­ღა­ლი და ძლი­ერი სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე!

თარიღი: 30/12/2020