საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

მაია ტო­რა­ძე

 

რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად ახ­ალი ინ­იცი­ატ­ივ­ის ხორ­ცშეს­ხმას იწყებს – მო­მა­ვა­ლი წლი­დან, საგ­რან­ტო კონ­კურ­სის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, უცხო­ეთ­ში მდე­ბა­რე ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ურ ცენ­ტრებს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებს და­უფ­ინ­ან­სე­ბენ! – ამ­ის შე­სა­ხებ რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის დი­რექ­ტორ­მა ჯა­ბა სა­მუ­ში­ამ წმინ­და გრი­გოლ ფე­რა­ძის მე-2 სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­სნით სე­სი­აზე გა­ნაცხა­და.

 

სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია – „სა­ქარ­თვე­ლო და ქრის­ტი­ან­ული ცი­ვი­ლი­ზა­ცია“ – 20–21 სექ­ტემ­ბერს ჩა­ტარ­და და დიდ­გო­რის ბრძო­ლის 900 წლის­თავს მი­ეძ­ღვნა. კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სახ­ლმწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი, ვარ­შა­ვის აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის­მცოდ­ნე­ობ­ის ცენ­ტრი, რო­მის სა­პი­ენ­ცას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ევ­რა­ზი­ის, ხმელ­თა­შუა ზღვი­სა და სუბ­სა­ჰა­რულ აფ­რი­კას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტრი, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემია და წმინ­და გრი­გოლ ფე­რა­ძის სა­ზო­გა­დო­ება.

 

კონ­ფე­რენ­ცია გახ­სნა თსუ-ის ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი ჭე­იშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც მად­ლო­ბა გა­და­უხ­ადა კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის პარ­ტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და აღ­ნიშ­ნა, რომ მი­უხ­ედ­ავ­ად უამ­რა­ვი სა­მეც­ნი­რო კვლე­ვი­სა, და­ვი­თის ეპ­ოქ­ის გა­ან­ალ­იზ­ება კვლავ აქ­ტუ­ალ­ური და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა­შიც ამ კონ­ფე­რენ­ცი­ას­აც ექ­ნე­ბა თა­ვი­სი წვლი­ლი.

 

კონ­ფე­რენ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რო­გორც Zoom-ის დახ­მა­რე­ბით, ას­ევე უშუ­ალ­ოდ თსუ-ის პირ­ველ კორ­პუს­ში. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა შეძ­ლეს და 15 ქვეყ­ნი­დან დას­წრე­ბი­სა და მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მსურ­ვე­ლებს ონ­ლა­ინ-სივ­რცეც შეს­თა­ვა­ზეს, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და 50-ზე მე­ტი მოხ­სე­ნე­ბა მო­ეს­მი­ნათ.

 

მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სიტყვე­ბი წარ­მოთ­ქვეს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ნუ­ნუ მიც­კე­ვიჩ­მა, რო­მის სა­პი­ენ­ცას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ევ­რა­ზი­ასა და ხმელ­თა­შუა ზღვი­სა და სუბ­სა­ჰა­რულ აფ­რი­კას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ან­დრეა კარ­ტნიმ, სა­ქარ­თვე­ლოს შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის ხელ­მძღვა­ნელ­მა ჯა­ბა სა­მუ­ში­ამ და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ, რო­მელ­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კმა­ყო­ფი­ლე­ბით აღ­ნიშ­ნა კონ­ფე­რენ­ცი­ის მსვლე­ლო­ბა­ში ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა მო­ნა­წი­ლე­ობ­ის შე­სა­ხებ: „დიდ­გო­რის ბრძო­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა იყო – ეს იყო გან­მსაზღვრე­ლი მთე­ლი საქ­რის­ტი­ან­ოსი იმ პე­რი­ოდ­ში. ას­ეთი რან­გის და მსგავ­სი მოვ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­აში არ ყო­ფი­ლა, ამ­იტ­ომ აღ­ნიშ­ვნა ამ მოვ­ლე­ნის 900 წლის­თა­ვი­სა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. უამ­რა­ვი რა­მაა საკ­ვლე­ვი ამ სა­კითხზე და სა­სი­ხა­რულოა ახ­ალ­გაზ­რდა მკვლევ­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა კონ­ფე­რენ­ცი­აში“, – აღ­ნიშ­ნა მან.

 

„ძლე­ვაი საკ­ვირ­ვე­ლი“ – ასე ერ­ქვა მოხ­სე­ნე­ბას, რო­მე­ლიც კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს წა­რუდ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტმა, აკ­ად­ემ­იკ­ოს­მა რო­ინ მეტ­რე­ველ­მა. მან დაწ­ვრი­ლე­ბით მი­მო­იხ­ილა და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის პე­რი­ოდ­ის სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო, დიდ­გო­რის ბრძო­ლის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნის შე­დე­გე­ბი.

 

კონ­ფე­რენ­ცი­აზე ოთხი Live-სექ­ცია და ორი Zoom-სექ­ცია მუ­შა­ობ­და. წარ­მოდ­გე­ნილ მოხ­სე­ნე­ბებს შო­რის იყო უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო და სა­მეც­ნი­ერო მნიშ­ვნე­ლო­ბის კვლე­ვა, რომ­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბი­თაც მო­მა­ვალ­შიც ბევ­რი საკ­ვლე­ვი თე­მა გა­მო­იკ­ვე­თე­ბა.

 

* * *

„ლეკ­ვი ლო­მი­სა სწო­რია“. ქალ­თა ძა­ლა­უფ­ლე­ბა მე­თორ­მე­ტე სა­უკ­უნ­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში“ — ასე ერ­ქვა მოხ­სე­ნე­ბას, რო­მე­ლიც ვე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის (ავ­სტრია) მკლე­ვარ­მა ჯ. ბა­ილ­იმ წარ­მო­ად­გი­ნა. მას­ში გან­ხი­ლუ­ლი იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი შუა სა­უკ­უნე­ებ­ის სა­ქარ­თვე­ლოს სო­ცი­ალ­ურ-პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტო­რია. გა­ან­ალ­იზ­ებ­ული იყო, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში წერ­და რუს­თა­ვე­ლი: „ჩვენ უნ­და გვეს­მო­დეს თუ რამ­დე­ნად გან­სხვავ­დე­ბო­და არ­სე­ბუ­ლი რე­ალ­ობა და წარ­მოდ­გე­ნა მა­მა­კა­ცი­სა და ქა­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ხებ და რამ­დე­ნად შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ ქალ­თა ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ხებ ზო­გა­დი თვალ­საზ­რი­სით. მე სწო­რედ შემ­დეგს ვამ­ტკი­ცებ: თუ ქა­ლე­ბის კო­ლექ­ტივს ერ­თი­ან­ად შევ­ხე­დავთ, რო­გორც ფარ­თო კონ­ცეპ­ტს პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა და კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბი­სათ­ვის შუ­ამ­ავ­ლო­ბის და დიპ­ლო­მა­ტი­ის აზ­რით, იმ­ის და­მა­ტე­ბით, რაც არ­ის ნა­წი­ლობ­რივ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წმინ­დად საგ­ვა­რე­ულო კავ­ში­რე­ბი­სა­გან, ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მოგ­ვად­გეს ელ­იტ­არ­ული ქა­ლე­ბის ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის გზის მო­დე­ლი­რე­ბი­სათ­ვის სა­მე­ფო წრე­ებ­ის მიღ­მაც. თავ­მოყ­რი­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ცხად­ყოფს, რომ ქა­ლე­ბი დრო­დად­რო, გარ­კვე­ული ფუნ­ქცი­ებ­ის შეს­რუ­ლე­ბი­სას, მა­მა­კა­ცებ­ზე უფ­რო მა­ღალ მდგო­მა­რე­ობ­ას ფლობ­დნენ, რაც მათ აძ­ლევ­და უფ­ლე­ბას, ჩა­მო­ეყ­ალ­იბ­ებ­ინ­ათ პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე და ეწ­არ­მო­ებ­ინ­ათ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი“, – აღ­ინ­იშ­ნა მოხ­სე­ნე­ბის დას­კვნით ნა­წილ­ში ჯ. ბა­ილ­იმ.

 

მოხ­სე­ნე­ბა­ში – „ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ელი ხალ­ხე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს­თან ის­ტო­რი­ული ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კითხი­სათ­ვის“ – ყა­რა­ჩაი-ჩერ­ქე­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის (რუ­სე­თი) მკვლე­ვარ­მა ა. ბა­ირ­ამ­ყუ­ლო­ვამ წარ­მო­ად­გი­ნა კვლე­ვა, რო­მელ­შიც ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო, რომ XX სა­უკ­უნ­ის უმ­ეტ­ესი პე­რი­ოდ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის მკვიდ­რი ხალ­ხე­ბი იჩ­ენ­დნენ სი­ახ­ლო­ვის სურ­ვილს და სიმ­პა­თი­ას სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, რაც, ალ­ბათ, კულ­ტუ­რუ­ლი მსგავ­სე­ბით და ის­ტო­რი­ული სი­ახ­ლო­ვის ფაქ­ტო­რით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. „შემ­თხვე­ვი­თი არ არ­ის, რომ ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე რეს­პუბ­ლი­კას­თან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული შე­ერ­თე­ბის სა­კითხიც კი დგე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, 1920 წლის ივ­ნის­ში, და­სავ­ლეთ და­ღეს­ტნის მმარ­თველ­მა, პოლ­კოვ­ნიკ­მა კ. ალ­იხ­ან­ოვ­მა, ავ­არი­ელი ხალ­ხის გავ­ლე­ნი­ანი პი­რე­ბის სა­ხე­ლით, წინ წა­მო­წე­ული წი­თე­ლი არ­მი­ის საფ­რთხის, აგ­რეთ­ვე „სუ­ლი­სა და სის­ხლის“ სი­ახ­ლო­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრს თხოვ­ნით მი­მარ­თა — მი­ეღო ავ­არ­ები სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა­ში ავ­ტო­ნო­მი­ის სა­ფუძ­ველ­ზე.

 

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც რსფსრ-სთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო 1920 წლის 7 მა­ის­ის მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, რომ­ლის თა­ნახ­მად და­ღეს­ტა­ნი რუ­სე­თის ნა­წი­ლად იქ­ნა აღი­არ­ებ­ული, აშ­კა­რად თავს იკ­ავ­ებ­და ავ­არ­ებ­ის­ათ­ვის პა­სუ­ხის გა­ცე­მი­სა­გან. თუმც ამ სიფ­რთხი­ლეს არ შე­უფ­ერ­ხე­ბია ბოლ­შე­ვი­კე­ბის სამ­ხედ­რო შე­მოჭ­რა (1921 წლის თე­ბერ­ვა­ლი) სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის მიზ­ნით.

 

რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, უკ­ვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა სის­ტე­მის პი­რო­ბებ­ში, მოს­კოვ­ში და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­აში სე­რი­ოზ­ულ­ად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ჩრდი­ლო­ეთ ოს­ეთ­ის ტე­რი­ტო­რი­ის სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­ერ­თე­ბის სა­კითხი, რო­მე­ლიც სამ­ხრეთ ოს­ეთ­თან ერ­თად შექ­მნი­და ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კას სა­ქარ­თვე­ლოს სსრ-ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.

 

ამ­ას­თან, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში მი­უხ­ედ­ავ­ად ეკ­ონ­ომ­იკ­ური, სა­მეც­ნი­ერო, კულ­ტუ­რუ­ლი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ებ­ში ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, ემ­ოცი­ური კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ხალ­ხებს შო­რის თან­და­თან შე­სუს­ტდა, ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბა არ იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში რე­გი­ონ­თა­შო­რი­სი კავ­ში­რე­ბის რე­ალ­ური გან­მტკი­ცე­ბით. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ხალ­ხთა ერ­ოვ­ნუ­ლი თვით­შეგ­ნე­ბის ზრდამ, რო­მე­ლიც მე­ორე მსოფ­ლიო ომ­ის შემ­დეგ სა­ყუ­რადღე­ბო ფაქ­ტო­რი გახ­და, ჩა­შა­ლა ერ­თი­ანი საბ­ჭო­თა ერ­ის შექ­მნის გეგ­მე­ბი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის სა­კითხი მხო­ლოდ დრო­ის ამ­ბა­ვი იყო“, – ით­ქვა კონ­ფე­რენ­ცი­აზე.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­მა მ. ბახ­ტა­ძემ წარ­მო­ად­გი­ნა „რამ­დე­ნი­მე მო­საზ­რე­ბა ერ­თი­ანი ქარ­თუ­ლი სა­მე­ფოს მე­ფე­თა ტი­ტუ­ლა­ტუ­რის შე­სა­ხებ“. კონ­ფე­რენ­ცი­აზე მან გა­ახ­მო­ვა­ნა მო­საზ­რე­ბა, რომ ბაგ­რატ III-ის ტი­ტუ­ლა­ტუ­რა უნ­და აღ­ვად­გი­ნოთ ისე, რო­გორც ეს არ­ის კაცხის წარ­წე­რა­ში – „ბაგ­რატ აფხაზ­თა და ქარ­თველ­თა მე­ფეჲ, ტაოჲსა და რან­თა, კახ­თა და ყოვ­ლი­სა აღ­მო­სა­ვა­ლი­სა დი­დი კუ­რა­პა­ლა­ტი“, ხო­ლო გი­ორ­გი I-ის, ბაგ­რატ IV-ისა და გი­ორ­გი II-ის ტი­ტუ­ლა­ტუ­რა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო – „მე­ფე აფხაზ­თა და ქარ­თველ­თა“. ამ შემ­თხვე­ვა­ში აღ­არ იქ­ნე­ბო­და „მე­ფე რან­თა და კახ­თა“, რად­გან ამ ტი­ტულს კა­ხეთ-ჰე­რე­თის მე­ფე­ები ფლობ­დნენ. „მე­ფე რან­თა და კახ­თა“ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­თა ტი­ტუ­ლა­ტუ­რა­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მე­ფო­ბი­სას, მას შემ­დეგ, რაც მან კა­ხეთ-ჰე­რე­თის სა­მე­ფო შე­მოიერთა.

 

„გვინ­და შევ­ჩერ­დეთ ტი­ტუ­ლა­ტუ­რა­ში არ­სე­ბულ „სო­მეხ­თა“-ს სა­კითხზე. ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­აში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ ამ ტი­ტუ­ლის გა­ჩე­ნა და­ვით მე­ფის მი­ერ „სომ­ხე­თის და „სო­მეხ­თა“ სამ­ფლო­ბე­ლოს – ლო­რეს სა­მე­ფოს – შე­მო­ერ­თე­ბას უკ­ავ­შირ­დე­ბა. თუმ­ცა ი. ფა­ღა­ვამ გა­მოთ­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ „სო­მეხ­თა“ უკ­ავ­შირ­დე­ბა ან­ისს. ვერ გა­ვი­ზი­არ­ებთ ამ თვალ­საზ­რისს. ამ მხრივ სა­ინ­ტე­რე­სოა ის­ტო­რი­ანი და აზ­მა­ნის ერ­თი ცნო­ბა, რო­მე­ლიც ეხ­ება ყუთ­ლუ-არ­სლანს – „შე­იპყრა ყუთ­ლუ-არ­სლან, მე­ჭურ­ჭლე­თუ­ხუ­ცე­სი და აწ თა­ვი­სა თჳსი­სა ამ­ირ­სპა­სა­ლა­რად და სომ­ხითს სო­მეხ­თა მე­ფი­სა ად­გილ­სა ლო­რეს დაჯ­დო­მად გან­მზა­დე­ბუ­ლი“. ამ ცნო­ბი­დან აშ­კა­რად ჩანს, რომ ყუთ­ლუ-არ­სლანს უნ­და სო­მეხ­თა მე­ფე­თა ძველ ად­გილ­ზე „დაჯ­დო­მა“ და რომ ეს ად­გი­ლი ლო­რეა. ანუ „სო­მეხ­თა მე­ფე“ უკ­ავ­შირ­დე­ბა ლო­რეს და არა ან­ისს“, – აღ­ნიშ­ნა მ.ბახ­ტა­ძემ.

 

სომ­ხე­თის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ის აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე­ობ­ის ინ­სტი­ტუ­ტის მკლე­ვარ­მა გ. მარ­გა­რი­ან­მა ისა­უბ­რა სომ­ხე­თის, სა­ქარ­თვე­ლოს და მა­თი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ის­ტო­რი­აზე XI – XIII სა­უკ­უნე­ებ­ში. მოხ­სე­ნე­ბა მიზ­ნად ის­ახ­ავ­და გაეანალიზებინა სომ­ხე­თის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და მა­თი მე­ზო­ბე­ლი რე­გი­ონ­ებ­ის ეკ­ონ­ომ­იკ­ური ცხოვ­რე­ბა, თუ რა ბე­დი ეწია XI–XIII სა­უკ­უნე­ებ­ის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­აში გა­მა­ვალ სა­ვაჭ­რო და სატ­რან­ზი­ტო გზებს. მომ­ხსე­ნე­ბელ­მა ას­ევე ისა­უბ­რა რო­გორც სელ­ჩუკ­თა დაპყრო­ბე­ბის, ისე მა­თი მმარ­თვე­ლო­ბის დროს სა­ვაჭ­რო და ეკ­ონ­ომ­იკ­ური ცხოვ­რე­ბის ტრან­სფორ­მა­ცი­აზე.

 

სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბით წარ­დგა კონ­ფე­რენ­ცი­ის წი­ნა­შე კ. კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ნა­წერ­თა ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მკვლე­ვა­რი თ. გო­გო­ლა­ძე. მან ისა­უბ­რა მან­გლი­სის სი­ონ­ის მე­მო­რი­ალ­ურ წარ­წე­რა­ში მოხ­სე­ნი­ებ­ული მე­ფე გი­ორ­გის იდ­ენ­ტი­ფი­კა­ცი­ის სა­კითხზე და აღ­ნიშ­ნა, რომ მოხ­სე­ნე­ბა შე­ეხ­ება ტაძ­რის სამ­ხრეთ სტო­ას შე­სას­ვლე­ლის თაღ­ზე ამ­ოღ­არ­ულ თავ-ბო­ლო­ნაკ­ლულ წარ­წე­რას სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფის გი­ორ­გის მოხ­სე­ნი­ებ­ით. „1074 წელს მო­პო­ვე­ბულ­მა წარ­მა­ტე­ბებ­მა ას­ახ­ვა ჰპო­ვა ქვე­ყა­ნა­ში კულ­ტუ­რულ-სა­აღ­მშე­ნებ­ლო საქ­მი­ან­ობ­აზე. ამ­ის ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბაა მან­გლი­სის ეკ­ლე­სი­ის მე­მო­რი­ალ­ური წარ­წე­რა ერ­თი­ანი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფის, გი­ორ­გი II-ის მოხ­სე­ნი­ებ­ით. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად წარ­წე­რის ქრო­ნო­ლო­გი­ას 1074–1089 წლე­ბით გან­ვსაზღვრავთ“ – თქვა მან.

 

„და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი – მე­ფე მსა­ხუ­რი“ – ას­ეთი იყო თსუ ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მკვლევ­რის ე. კვა­ჭან­ტი­რა­ძის მოხ­სე­ნე­ბის სა­თა­ური, რო­მელ­შიც მან და­ვი­თის დრო­ინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი ერ­თო­ბა იდ­ენ­ტო­ბის მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბის გან­მტკი­ცე­ბას გა­უს­ვა ხა­ზი. „ამ დროს იქ­მნე­ბა თვი­სებ­რი­ვად ახ­ალი ქვე­ყა­ნა: ახ­ალი სა­გა­რეო-პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტუ­სით, ამ­აღ­ლე­ბუ­ლი სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი მიდ­გო­მით, ახ­ალი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბით, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მენ­ტა­ლო­ბით: სა­ქარ­თვე­ლოს მრა­ვალ­რიცხო­ვან ეთ­ნოს­თა მი­ერ მო­ქა­ლა­ქე­ობ­ის სრუ­ლი გან­ცდით და აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჰარ­მო­ნი­ით სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­ას შო­რის. ამ პე­რი­ოდ­ის ქარ­თუ­ლი იდ­ენ­ტო­ბის მა­ხა­სი­ათ­ებ­ელია სა­ერო და სა­სუ­ლი­ერო აზ­როვ­ნე­ბის შერ­წყმა, რაც, ვფიქ­რობთ, და­ვი­თის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე­ობ­ის სა­წინ­და­რია“, – აღ­ინ­იშ­ნა მოხ­სე­ნე­ბა­ში. აქ­ვე სა­უბ­არი იყო და­ვი­თის მი­ერ სხვა­დას­ხვა ეთ­ნოსს შო­რის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი თვით­შეგ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ზე. „და­ვით­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ სხვა­დას­ხვა ეთ­ნოსს შო­რის მო­ქა­ლა­ქე­ობ­ის სრუ­ლი შეგ­ნე­ბა მე­ფე-ხე­ლი­სუ­ფა­ლის პი­რა­დი მა­გა­ლი­თის ფონ­ზე ჩა­მო­აყ­ალ­იბა. ამ­ის ნი­მუ­შია და­ვი­თის ურ­თი­ერ­თო­ბა ყივ­ჩა­ღებ­თან, სომ­ხებ­თან, თბი­ლი­სის მუს­ლიმ მო­სახ­ლე­ობ­ას­თან. ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი ყივ­ჩა­ღე­ბის სრუ­ლი შერ­წყმა მოხ­და ქარ­თულ ეთ­ნოს­თან. და­ვი­თის მი­ერ ლაშ­ქრის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის გად­მო­სახ­ლე­ბუ­ლი 40 ათ­ასი ოჯ­ახი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სწრა­ფად მრავ­ლდე­ბო­და, ისე შე­ერ­წყა ქარ­თულ ერ­თო­ბას, რომ მა­ლე მა­თი კვა­ლიც კი და­იკ­არ­გა. ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის დრო­იდ­ან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თან­მიმ­დევ­რულ პო­ლი­ტი­კას ატ­არ­ებს სო­მეხ­თა ქარ­თულ სამ­ყა­რო­ში შე­მო­საყ­ვა­ნად და სა­ერ­თო შემ­წყნა­რებ­ლურ პო­ლი­ტი­კას­თან ერ­თად ფრთხი­ლად, მაგ­რამ მა­ინც ცდი­ლობს მო­ნო­ფი­ზიტ სო­მეხ­თა მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა­ზე მოქ­ცე­ვას. და­ვი­თი ხში­რად და­დის სომ­ხურ ეკ­ლე­სი­აში, შე­დის მე­ჩეთ­სა და სი­ნა­გო­გა­ში. და­ვი­თის ქმე­დე­ბე­ბი მი­მარ­თუ­ლია იმ­ის­კენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ყო­ველ ად­ამი­ანს თა­ვი სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქედ ეგ­რძნო, მი­უხ­ედ­ავ­ად მი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა თუ რე­ლი­გი­ური მრწამ­სი­სა. ეს, ცხა­დია, ქარ­თუ­ლი ერ­თო­ბის მდგრა­დო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. და­ვით­მა შექ­მნა „და­უმ­ონ­ებ­ელი თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ – ნათ­ქვა­მია კვლე­ვა­ში.

 

კონ­ფე­რენ­ცი­აზე წარ­დგე­ნილ მოხ­სე­ნე­ბა­თა შო­რის ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მკვლევ­რის ა. თვა­რა­ძის მოხ­სე­ნე­ბამ: „ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და დი­დი ფე­ოდ­ალ­ებ­ის ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­კითხი XIII სა­უკ­უნ­ის 10-იანი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო­ში“; დ. კან­დე­ლა­კის (თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი) ნაშ­რომ­მა „ცნო­ბე­ბი XIX სა­უკ­უნ­ის უცხო­ელი ავ­ტო­რე­ბის ნაშ­რო­მე­ბი­დან და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ეპ­ოქ­ის შე­სა­ხებ“; ი. გი­ვი­აშ­ვი­ლის (გ. ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის სახ. ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ისა და ძეგ­ლთა დაც­ვის ერ­ოვ­ნუ­ლი კვლე­ვი­თი ცენ­ტრი) მოხ­სე­ნე­ბამ „და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მე­ორე იერ­უს­ალ­იმ­ის ლე­გი­ტი­მა­ცია“; დ. თი­ნი­კაშ­ვი­ლის (კავ­კა­სი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი) თე­მამ: „და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის რე­ლი­გი­ური პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლი­მუ­რი თე­მის მი­მართ“; ნ. პრო­დო­მის (ლი­ლის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, საფ­რან­გე­თი) კვლე­ვამ „წარ­სუ­ლის გა­და­წე­რა: ზო­გი შე­ნიშ­ვნა ბაგ­რა­ტი­ონ­თა მი­ერ ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა­სა და მოქ­ცე­ვაჲ ქარ­თლი­საჲში წარ­მოდ­გე­ნილ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­ის ხედ­ვის თა­ობ­აზე, ვა­რა­უდი შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის შე­სა­ხებ“; ჯ.სა­მუ­ში­ას (თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი) მოხ­სე­ნე­ბამ: „დიდ­გო­რის ბრძო­ლა: ლო­კა­ლი­ზა­ცი­ისა და მიმ­დი­ნა­რე­ობ­ის შე­სა­ხებ“; მ. ჩხარ­ტიშ­ვი­ლის (ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი) თე­მამ: „წმინ­და ნი­ნოს ცხოვ­რე­ბის უძ­ვე­ლე­სი რე­დაქ­ცია“.

 

ამ­ით წმინ­და გრი­გოლ ფე­რა­ძის მე-2 სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ამ მუ­შა­ობა და­ას­რუ­ლა. და­იგ­ეგ­მა შემ­დგო­მი ფო­რუ­მის ჩა­ტა­რე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ისა და ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ური სა­კითხე­ბის კვლე­ვა­ში დიდ წვლილს შე­იტ­ანს.

თარიღი: 24/09/2021