საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დიდ უკრაინაში პატარა საქართველოს მოჭირნახულეს რუსული ბომბებისაგან თავდასაცავ თავშესაფარში ვულოცავთ დაბადების დღეს

წე­რი­ლი ეძ­ღვნე­ბა უკ­რა­ინ­ელ ქარ­თვე­ლო­ლოგს ლი­უდ­მი­ლა გრი­ცი­კის

 

 

„დიდ უკ­რა­ინ­აში პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ჭირ­ნა­ხუ­ლეს რუ­სუ­ლი ბომ­ბე­ბი­სა­გან თავ­და­სა­ცავ თავ­შე­სა­ფარ­ში ვუ­ლო­ცავთ და­ბა­დე­ბის დღეს ერ­თა­დერ­თი — მშვი­დო­ბი­სა და გა­დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლით", — ასე ეხ­მა­ურ­ება თსუ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ოთ­არ ბა­ქა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის უკ­რა­ინ­ის­ტი­კის ცენ­ტრი ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ერ­ის, უკ­რა­ინ­ელი ქარ­თვე­ლო­ლო­გის, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და კულ­ტუ­რის დი­დი გულ­შე­მატ­კივ­რის, თსუ-ის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რის, პრო­ფე­სორ ლი­უდ­მი­ლა გრი­ცი­კის იუბ­ილ­ეს, რო­მელ­საც 19 მარ­ტს აქ­ვს და­ბა­დე­ბის დღე.

 

 

„რამ­დე­ნი სა­ერ­თო ჰქო­ნია ამ ხალ­ხს ჩვენს ხალ­ხთან“

 

მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი კა­ცობ­რი­ობ­ის ყუ­რადღე­ბა დღეს უკ­რა­ინ­ის­კე­ნაა მიპყრო­ბი­ლი. უფ­რო მე­ტიც, მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი კა­ცობ­რი­ობა გა­ერ­თი­ან­ებ­ულია ერ­თი იდე­ის გარ­შე­მო – გულ­შე­მატ­კივ­რობს და მხარს უჭ­ერს უკ­რა­ინ­ელ ხალ­ხს ამ სას­ტიკ და და­უნ­დო­ბელ ბრძო­ლა­ში. თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში უკ­რა­ინა გმი­რო­ბის სი­ნო­ნი­მი გახ­და. თუ­კი ამ ქვეყ­ნის მი­მართ ვინ­მეს ემ­პა­თი­ის გან­ცდა აქ­ვს და შე­უძ­ლია, სრუ­ლი­ად გა­და­უჭ­არ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლი ხალ­ხია.

 

ჯერ კი­დევ მე­ოცე სა­უკ­უნ­ის გა­რიჟ­რაჟ­ზე იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი „სა­ხალ­ხო გა­ზე­თის ფურ­ცლებ­ზე“ წერ­და: „რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის საზღვრებ­ში მოქ­ცე­ულია ერ­თი ხალ­ხი, რომ­ლის ბე­დი ძლი­ერ ემ­სგავ­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბედ­სა და რომ­ლის შვილ­თა შო­რის კაი ხა­ნია და­იბ­ადა და აღ­იზ­არ­და თა­ნაგ­რძნო­ბა და სიმ­პა­თია სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი. ამ ქვე­ყა­ნას ჰქვი­ან უკ­რა­ინა“. კი­დევ უფ­რო ად­რე, მეცხრა­მე­ტე სა­უკ­უნ­ეში, უკ­რა­ინ­ელი ერ­ის სიმ­ბო­ლუ­რი სა­ხე — სა­კულ­ტო პო­ეტი ტა­რას შევ­ჩენ­კო პე­ტერ­ბურ­გის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენტ აკ­აკი წე­რე­თელ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავ­და — „რამ­დე­ნი სა­ერ­თო ჰქო­ნია ამ ხალ­ხს ჩვენს ხალ­ხთან“. ის­ტო­რი­ამ და­ად­ას­ტუ­რა, რომ ეს ფრა­ზე­ბი ოც­და­მე­ერ­თე სა­უკ­უნ­ეშ­იც ყვე­ლა­ზე სწო­რი და შე­სა­ბა­მი­სი ყო­ფი­ლა.

 

კულ­ტუ­რუ­ლი ტრან­სფე­რის კონ­ცეფ­ცი­ები

 

ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ერი, უკ­რა­ინ­ელი ქარ­თვე­ლო­ლო­გი, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და კულ­ტუ­რის დი­დი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, თსუ სა­პა­ტიო დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ლი­უდ­მი­ლა გრი­ცი­კი იუბ­ილ­არია. ამ სტა­ტი­ის და­წე­რაც სულ სხვა პა­თო­სით იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, ტრა­დი­ცი­ული მი­ლოც­ვაც სხვა ტექ­სტით იქ­ნე­ბო­და, ისე, რო­გორც გა­სულ წლებ­ში ხდე­ბო­და... მაგ­რამ დღეს დიდ უკ­რა­ინ­აში პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ჭირ­ნა­ხუ­ლეს რუ­სუ­ლი ბომ­ბე­ბი­სა­გან თავ­და­სა­ცავ თავ­შე­სა­ფარ­ში ვუ­ლო­ცავთ და­ბა­დე­ბის დღეს ერ­თა­დერ­თი — მშვი­დო­ბი­სა და გა­დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლით.

 

სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­არ­ებ­ულია ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ური კვლე­ვე­ბის დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა და ამ გზით სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სე­ული ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი კა­ცობ­რი­ობ­ის პო­ლი­ტი­კურ-კულ­ტუ­რულ სივ­რცე­ში. ამ მე­ტად სა­პა­ტიო მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა­ში უცხო­ელი ქარ­თვე­ლო­ლო­გე­ბის რო­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძ­ენს. ამ სა­კითხზე მსჯე­ლო­ბი­სას ყო­ველ­თვის მახ­სენ­დე­ბა დო­ნალდ რე­იფ­ილ­დის მო­საზ­რე­ბა, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის­ად­მი მიძ­ღვნი­ლი წიგ­ნის წი­ნა­სიტყვა­ობ­აში ახ­მო­ვა­ნებს: „უცხო­ელი, რო­მე­ლიც ხელს ამა თუ იმ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის აღ­წე­რას მოჰ­კი­დებს, შე­იძ­ლე­ბა, მის­თვის უცხო ერ­ის გან­საც­დელ­სა და მის­წრა­ფე­ბებს სულ სხვა­ნა­ირ­ად, უფ­რო ზე­რე­ლე­დაც კი აღ­იქ­ვამ­დეს. არც ისაა გა­მო­რიცხუ­ლი, რომ ერ­ოვ­ნულ სუფ­რა­ზე და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი თუ და­უპ­ატ­იჟ­ებ­ელი სტუ­მა­რი გა­კად­ნი­ერ­დეს და უკ­მე­ხად ან ქედ­მაღ­ლუ­რად მო­იქ­ცეს.... ხში­რად თუ არა, ზოგ­ჯერ მა­ინც, სტუ­მა­რი იმ­ას ამ­ჩნევს ხოლ­მე, რა­საც მას­პინ­ძე­ლი ვერ ხე­დავს ან, უბ­რა­ლოდ, არ სურს, და­ინ­ახ­ოს“. შე­სა­ბა­მი­სად, უცხო­ელი მკვლევ­რე­ბის თვა­ლით და­ნა­ხულ ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ის­ეთი ნიუანსების აღ­მო­ჩე­ნა, რა­საც ჩვენ ვერ ვხე­დავთ ან არ გვსურს, რომ და­ვი­ნა­ხოთ, ან...

 

უკ­ვე ნა­ხე­ვა­რი სა­უკ­უნეა უკ­რა­ინ­ელი მკვლე­ვა­რი ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას იკ­ვლევს. მი­სი ნაშ­რო­მე­ბი სრუ­ლი­ად დამ­სა­ხუ­რე­ბულ ად­გილს იკ­ავ­ებს სხვა ცნო­ბი­ლი უცხო­ელი ქარ­თვე­ლო­ლო­გე­ბის ნაშ­რო­მე­ბის გვერ­დით.

 

უკ­რა­ინ­ელ მეც­ნი­ერს დიდ და მდი­დარ ტრა­დი­ცი­ებ­ზე მო­უწია თა­ვი­სი საქ­მი­ან­ობ­ის გაგ­რძე­ლე­ბა. სან­ტე­რე­სოა უკ­რა­ინ­ის ის­ტო­რია: ერ­თი მხრივ, რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ალ­იზ­მი მეცხრა­მე­ტე სა­უკ­უნ­ეში, მე­ორე მხრივ კი — ყა­ლიბ­დე­ბა მო­დერ­ნუ­ლი უკ­რა­ინ­ული ნა­ცია, ას­ევე, უკ­რა­ინ­ული კულ­ტუ­რა, ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ობა, რო­გორც სა­მეც­ნი­ერო დის­ციპ­ლი­ნა და სხვ. ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რით სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ის­ეთი ცნო­ბი­ლი უკ­რა­ინ­ელი მეც­ნი­ერ­ები და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ები, რო­გო­რე­ბიც არი­ან: მი­ხა­ილო დრა­გო­მა­ნო­ვი, მი­კო­ლა გუ­ლა­კი, ივ­ან ფრან­კო, მოგ­ვი­ან­ებ­ით მათ რიგს შეუერთდება მსოფ­ლიო მას­შტა­ბის ორი­ენ­ტა­ლის­ტი აგ­ათ­ან­გელ კრიმ­სკი და სხვე­ბი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე უკ­რა­ინ­ის ის­ტო­რი­აში არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა­სა და ცხოვ­რე­ბა­ში გა­და­იკ­ვე­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა. ამ­ავე დროს, შე­ინ­იშ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბა ცნო­ბი­ლი უკ­რა­ინ­ელი მთარ­გმნე­ლე­ბის მი­ერ.

 

რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი იმ­პე­რი­ალ­იზ­მის პი­რო­ბებ­ში უკ­რა­ინ­ული ენა და, ზო­გა­დად, მწერ­ლო­ბა მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბულ პო­ზი­ცი­აზე იმ­ყო­ფე­ბო­და და არ­ას­რულ­ფა­სოვ­ნად მი­იჩ­ნე­ოდა. რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ერ­ები აღ­ნიშ­ნა­ვენ, უკ­რა­ინ­ული მწერ­ლო­ბის თარ­გმა­ნი­სა თუ სხვა ფორ­მე­ბით არ­ეპ­რე­ზენ­ტი­რე­ბუ­ლი უცხო კულ­ტუ­რებ­თან კონ­ტაქ­ტი მი­სი თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ან­ობ­ის დე­მონ­სტრი­რე­ბა და დი­დი კულ­ტუ­რე­ბის გვერ­დით ღირ­სე­ული ად­გი­ლის და­კა­ვე­ბის მცდე­ლო­ბა იყო. ამ კონ­ტექ­სტში უფ­რო გა­სა­გე­ბია ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის, აკ­აკი წე­რეთ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის და თვით „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ თარ­გმნი­სა თუ კვლე­ვის ის­ტო­რი­ულ-ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა XIX სა­უკ­უნ­ის და­სას­რუ­ლი­სა და XX სა­უკ­უნ­ის და­საწყი­სის უკ­რა­ინ­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ცეს­ში.

 

დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ას­ეთი ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლის მეც­ნი­ერ­ულ­მა შეს­წავ­ლამ გა­ნა­პი­რო­ბა უკ­რა­ინ­აში ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ური კვლე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მე-20-ე სა­უკ­უნ­ის 60-იან წლებ­ში. რო­გორც სა­მარ­თლი­ან­ად არ­ის აღ­ნიშ­ნუ­ლი, უკ­რა­ინ­ულ ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ას ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბიძ­გი მის­ცა ქარ­თულ­მა უკ­რა­ინ­ის­ტი­კა­მაც.

 

პრო­ფე­სორ ოთ­არ ბა­ქა­ნი­ძის მე­ტად პროგ­რე­სუ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რით, გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულ­იყო ქარ­თვე­ლი და უცხო­ელი (იმ დროს ყო­ფი­ლი სსრკ-ს რეს­პუბ­ლი­კე­ბის) სტუ­დენ­ტთა გაც­ვლა სწო­რედ უკ­რა­ინ­ას­თან თა­რან­შრომ­ლო­ბით და­იწყო. დღეს ამ პრო­ექ­ტის შე­დე­გი შთამ­ბეჭ­და­ვია, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე პოს­ტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის შე­დე­გად ხვდე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­წმი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ლი­უდ­მი­ლა გრი­ცი­კი, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ გან­საზღვრა მი­სი მო­მა­ვა­ლი სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობ­ის პრო­ფი­ლი. რო­გორც თა­ვად მეც­ნი­ერი აღ­ნიშ­ნავს, ეს იყო ერ­თგვა­რი ბე­დი­ცა და არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბაც. ნა­ხე­ვა­რი სა­უკ­უნ­ის გან­ვა­ლო­ბა­ში უკ­რა­ინ­ელ­მა მეც­ნი­ერ­მა შე­ის­წავ­ლა უკ­რა­ინ­აში ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის რე­ცეფ­ცი­ის უც­ნო­ბი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტე­ბი. მი­სი სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცია „ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი პრო­ზა უკ­რა­ინ­ულ თარ­გმა­ნებ­ში“ (1973), ყო­ველ­გვა­რი გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე, დღემ­დე ერთ-ერთ იშ­ვი­ათ ნაშ­რო­მად რჩე­ბა უკ­რა­ინ­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ობ­აში/თარ­გმან­მცოდ­ნე­ობ­აში, რად­გან არც თუ ისე ში­რად გვხვდე­ბა ასე მას­შტა­ბუ­რად გან­ხი­ლუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტრან­სლა­ტო­ლო­გი­ის პრობ­ლე­მე­ბი — ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის უკ­რა­ინ­ულ ენ­აზე თარ­გმნის ლინ­გვო­კულ­ტუ­რო­ლო­გი­ური სა­კითხე­ბი, ავ­ტო­რი­სა და მთარ­გმნე­ლის ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური სტი­ლის თუ თა­ნა­მედ­რო­ვე კომ­პა­რა­ტი­ვის­ტი­კის­თვის ასე აქ­ტუ­ალ­ური — კულ­ტუ­რუ­ლი ტრან­სფე­რის – კონ­ცეფ­ცი­ები. კვლე­ვის უფ­რო ღრმა და ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ხა­სი­ათი ვლინ­დე­ბა, ას­ევე, მის სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­აში, რო­მელ­შიც მხატ­ვრულ ტექ­სტებ­თან, მკითხვე­ლი აუდ­იტ­ორი­ის რე­აქ­ცი­ის შეს­წავ­ლას­თან ერ­თად, მო­ძი­ებ­ული და გა­ან­ალ­იზ­ებ­ულია უნ­იკ­ალ­ური ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლა უკ­რა­ინ­აში ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მო­ებ­ის ლი­ტე­რა­ტუ­რულ-კულ­ტუ­რუ­ლი საქ­მი­ან­ობ­ის შე­სა­ხებ. უკ­რა­ინ­ულ-ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კვლე­ვა­ში სრუ­ლი­ად ახ­ალი, უც­ნო­ბი და შე­უს­წავ­ლე­ლი მა­სა­ლე­ბი ეკ­უთ­ვნის დიდ უკ­რა­ინ­ელ მეც­ნი­ერს — ესაა ევ­რო­პა­ში უკ­რა­ინ­ული დი­ას­პო­რის არ­ქი­ვებ­ში მიკ­ვლე­ული ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის უც­ნო­ბი თარ­გმა­ნე­ბი და მთარ­გმნე­ლე­ბი, კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლე­ბი „ვეფხის­ტყა­ოს­ნი­სა“ და სხვა ქარ­თუ­ლი ტექ­სტე­ბის შე­სა­ხებ.

 

ლი­უდ­მი­ლა გრი­ცი­კის ლექ­სი

 

აღ­ნიშ­ვნას იმ­სა­ხუ­რებს ლ. გრი­ცი­კის მი­ერ ქარ­თუ­ლი­დან უკ­რა­ინ­ულ ენ­აზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თარ­გმა­ნე­ბი, მი­სი რე­დაქ­ტო­რო­ბით გა­მო­ცე­მუ­ლი ბი­ლინ­გვუ­რი ან­თო­ლო­გი­ები, ქარ­თულ-უკ­რა­ინ­ული ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პრო­ფი­ლით მი­სი კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ით და­ცუ­ლი 4 სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია. უკ­ან­ას­კნელ წლებ­ში პროფ. ლ. გრი­ცი­კის ორ­გა­ნი­ზე­ბით (კი­ევ­ის ტა­რას შევ­ჩენ­კოს სა­ხე­ლო­ბის ნა­ცი­ონ­ალ­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და თსუ-ს ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში) ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სი სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია, სა­მეც­ნი­ერო კრე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ცე­მა... და სა­მო­მავ­ლოდ კი­დევ ბევ­რი და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც აუც­ილ­ებ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა!

 

და­სას­რულს, მინ­და გა­ვიხ­სე­ნო ლ. გრი­ცი­კის ლექ­სი, რომ­ლის ბრწყინ­ვა­ლე თარ­გმა­ნი ეკ­უთ­ვნის ნია აბ­ეს­აძ­ეს:

 

„მშო­ბე­ლი დე­დის ხე­ლის­გუ­ლებ­ზე,

წა­მო­იზ­არ­და სო­ფე­ლი ერ­თი,

მშო­ბე­ლი დე­დის ხე­ლის­გუ­ლებ­ზე

ხარ­კი მი­ეზღო ბო­როტს და კე­თილს.

მშო­ბე­ლი დე­დის ხე­ლის­გუ­ლებ­ზე

კოჟ­რებს გა­დაჰ­კრავს ყვი­თე­ლი ფე­რი

და ცხოვ­რობს დე­დის ხე­ლის­გუ­ლებ­ზე

ვრცე­ლი სამ­ყა­როს ყო­ვე­ლი ერი.

... ხე­ლის­გუ­ლე­ბი ჟამ­მა გა­დახ­ნა,

და სის­ხლის კვა­ლი ნახ­ნავ­ში ბრწყი­ნავს...

მწუხ­რი­სას ოხ­რავს დე­და ხან­და­ხან:

ნე­ტა­ვი მა­ლე მო­ვი­დეს წვი­მა!...

 

დღეს, უკ­რა­ინ­აში სწო­რედ ბო­როტ­სა და კე­თილს შო­რის ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ყვე­ლას გვწამს, რომ სი­კე­თე და სი­მარ­თლე გა­იმ­არ­ჯვებს! ყვე­ლას გვჯე­რა, რომ ბომ­ბე­ბის­გან თავ­და­სა­ცა­ვი სარ­და­ფე­ბი­დან მა­ლე გა­მო­ვა და მო­მა­ვალ იუბ­ილ­ეს აუც­ილ­ებ­ლად მშვი­დო­ბი­ან უკ­რა­ინ­აში მი­ვუ­ლო­ცავთ ქალ­ბა­ტონ ლი­უდ­მი­ლას. დი­დე­ბა უკ­რა­ინ­ას! მად­ლი­ერი მოს­წავ­ლე­ები და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავთ, ჩვე­ნო მას­წავ­ლე­ბე­ლო!

 

ივ­ანე მჭე­დე­ლა­ძე

თსუ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი,

პროფ. ოთ­არ ბა­ქა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის უკ­რა­ინ­ის­ტი­კის ცენ­ტრი

თარიღი: 19/03/2022