საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დიანა ძიძიგურის ახალი პრემია და კვლევა რა ახსენდება ღვიძლს?

აკ­ად­ემ­იკ­ოს ნი­ნო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მე­და­ლი თსუ-ის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორს დი­ანა ძი­ძი­გურს გა­და­ეცა.

 

აკ­ად­ემ­იკ­ოს ნი­ნო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია 2017 წელს და­არ­სდა. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის დი­მიტ­რი კორ­ძი­ას თქმით, პრე­მი­ით ის მკვლევ­რე­ბი ჯილ­დოვ­დე­ბი­ან, რომ­ლებ­საც ბო­ლო სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მორ­ფო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­უკ­ეთ­ესო ნაშ­რო­მე­ბი აქ­ვთ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

 

„პრე­მი­ის პირ­ვე­ლი ლა­ურე­ატი პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ კა­კა­ბა­ძე გახ­ლდათ, 2019 წელს ის პრო­ფე­სორ­მა ლი­ანა გო­გი­აშ­ვილ­მა მო­იპ­ოვა, წელს პრო­ფე­სორ დი­ანა ძი­ძი­გურს გა­და­ვე­ცით“, — აღ­ნიშ­ნა დი­მიტ­რი კორ­ძაიამ.

 

პრე­მი­ის მფლო­ბელ­მა, პრო­ფე­სორ­მა დი­ანა ძი­ძი­გურ­მა მი­სი ახ­ალი კვლე­ვა — „სხვა­დას­ხვა პა­თო­ლო­გი­ის საწყის ეტ­აპ­ზე ღვიძ­ლში კომ­პენ­სა­ტო­რულ-ად­აპ­ტა­ცი­ური პრო­ცე­სე­ბის აქ­ტი­ვა­ცი­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი და­სა­ბუ­თე­ბა“ გაგ­ვაც­ნო.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­თო­ლო­გი­ის პი­რო­ბებ­ში ღვიძ­ლში კომ­პენ­სა­ტო­რულ-ად­აპ­ტა­ცი­ური პრო­ცე­სე­ბის შეს­წავ­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში ერთ-ერ­თი მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლე­ვე­ბი, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ბო­ლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გახ­და ინ­ტე­სი­ური.

 

„კვლე­ვის შე­დე­გად, ჩვენ სხვა­დას­ხვა მო­დე­ლებ­ზე პირ­ვე­ლად ერ­თი ახ­ალი მე­ქა­ნიზ­მი ვაჩ­ვე­ნეთ, რო­მე­ლიც ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში გე­ნე­ტი­კუ­რად დე­ტერ­მი­ნი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჩვე­ულ­ებ­რივ მდგო­მა­რე­ობ­აში ღვიძ­ლი ამ უნ­არს არ იყ­ენ­ებს. თუმ­ცა მა­შინ, რო­დე­საც ღვიძ­ლი ხვდე­ბა რთულ ვი­თა­რე­ბა­ში, ირ­ღვე­ვა ქსო­ვი­ლო­ვა­ნი და, ზო­გა­დად, ორ­გა­ნიზ­მის ჰო­მე­ოს­ტა­ზი, ღვიძ­ლს „ახ­სენ­დე­ბა“, რომ აქ­ვს სა­რე­ზერ­ვო მე­ქა­ნიზ­მი და ამ მე­ქა­ნიზ­მს რთავს. ამ იდე­ას ბევ­რი მკვლე­ვა­რი ეწ­ინა­აღ­მდე­გე­ბო­და, რუ­სუ­ლი სა­მეც­ნი­ერო სკო­ლა, მაგ­რამ ჩვენ გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ეს სა­თა­და­რი­გო მე­ქა­ნიზ­მი არ­სე­ბობს და სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად წარ­მო­ვად­გი­ნეთ პა­თო­ლო­გი­ის ორი ახ­ალი მო­დე­ლი, რაც ჩვენს მო­საზ­რე­ბას ამ­ტკი­ცებს. ეს კვლე­ვე­ბი სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად გან­ვა­ხორ­ცი­ელე, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის­თვის აღ­მოვ­ჩნდით მო­ტი­ვა­ცია.

 

რაც შე­ეხ­ება ნი­ნო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მედ­ლის მი­ღე­ბას, ჩემ­თვის ეს დი­დი პა­ტი­ვია, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ მე მი­სი მოს­წავ­ლე ვარ და მე­დი­ცი­ნა­ში ჩე­მი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი მორ­ფო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუტ­ში გა­დავ­დგი“, — გა­ნაცხა­და პრო­ფე­სორ­მა დი­ანა ძი­ძი­გურ­მა.

 

თარიღი: 21/11/2021