საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დიანა ჩირგაძეს ნამდვილი ჟურნალისტიკის ,,კეთება“ უნდა

დი­ანა ჩირ­გა­ძემ ბევ­რი პრო­ფე­სი­ის ძი­ებ­ისა და სა­კუ­თარ თავ­თან დი­ლე­მუ­რი ბრძო­ლის შემ­დეგ გა­დაწყვი­ტა გან­სხვა­ვე­ბულ სამ­ყა­რო­ში შე­ბი­ჯე­ბა და, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, აირ­ჩია ჟურ­ნა­ლის­ტი­კა. დღეს დი­ანა თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კუ­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტია. ამ­ჯე­რად ის თსუ-ის პუბ­ლი­ცი­ტი­კი­სა და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი მე­დია ცენ­ტრის სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თო და სურს პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სის გავ­ლა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ან­ობ­ის სწო­რად წარ­მარ­თვის მიზ­ნით. დი­ანა აც­ნო­ბი­ერ­ებს იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რაც ახ­ალი თა­ობ­ის ჟურ­ნა­ლის­ტებს დრომ და არ­სე­ბულ­მა გა­რე­მო­ებ­ამ და­აკ­ის­რათ. „ის, რომ დღეს მე­დი­ას გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რო­გორც მტერს და პრო­ვო­კა­ტორს, სწო­რედ იმ მე­დია გა­რე­მოს დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რაც დღეს გვაქ­ვს ქვე­ყა­ნა­ში. ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მეა შე­საც­ვლე­ლი, თუ გვინ­და, რომ მე­დი­ამ ხალ­ხის ნდო­ბა და­იბ­რუ­ნოს. აუდ­იტ­ორი­ის გა­რე­შე კი მე­დი­ას აზ­რი არ აქ­ვს. პლუ­რა­ლის­ტუ­რი, მაგ­რამ, ამ­ავე დროს, სა­მარ­თლი­ანი უნ­და იყ­ოს მე­დია, პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­ჟი­რე­ბის­გან დაც­ლი­ლი, რაც დღეს იშ­ვი­ათ­ობაა. ჩვენ უნ­და ვე­ცა­დოთ — ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ ნამ­დვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის „კე­თე­ბა­ში“, — ამ­ბობს დი­ანა.

 

დი­ანა ჩირ­გა­ძის­თვის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა მარ­ცხია, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ­კი ად­ამი­ანი დიდ შრო­მას ჩა­დებს საქ­მე­ში, რა­საც ცხოვ­რე­ბას მი­უძ­ღვნის და სა­ბო­ლო­ოდ არ გა­უმ­არ­თლებს. თუმ­ცა ას­ეთი პერ­სპექ­ტი­ვის და­ნახ­ვა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე მას არ სურს და იმ­ედ­ით უყ­ურ­ებს მო­მა­ვალს.

თარიღი: 31/10/2021