საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დე­მეტ­რე კორ­ძაიას „კრი­ტი­კუ­ლი“ თვა­ლე­ბი და ბა­ბუ­ას მი­ერ კო­რექ­ტი­რე­ბუ­ლი ზღა­პა­რი

ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დღეს, 1 ივ­ნისს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ცდი­ლობს — თა­ნამ­შრო­მელ პრო­ფე­სორ­თა შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს თა­ვი და­ამ­ახ­სოვ­როს იმ­ით, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზეთ­ში მათ შე­სა­ხებ გაჩ­ნდეს ჩა­ნა­წე­რი — და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სა­ბავ­შვო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, ამ­ბე­ბი და წარ­მა­ტე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი. „პრე­სა­ში უკ­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ“ — ეტყვის დე­და, მა­მა, ბა­ბუა ან ბე­ბია პა­ტა­რებს თუ მოზ­რდი­ლებს და „ამ პო­პუ­ლა­რო­ბის“ ხიბ­ლით, ვინ იც­ის, რა კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი დად­გნენ... ასე რომ, ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დღეს ჩვენ მათ უფ­ლე­ბას შე­ვე­ხე­ბით — წარ­მოჩ­ნდნენ, რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი.

 

თსუ მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის დი­მიტ­რი კორ­ძაიას მო­ნა­ყო­ლი­დან

 

ჩე­მი თორ­ნი­კეს ვა­ჟი, ჩე­მი პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი, თით­ქმის სეხ­ნია — დე­მეტ­რე კორ­ძაია — 7-8 თვის შეს­რულ­და თუ არა, სი­ხა­რუ­ლით გად­მო­ვი­ბა­რე მი­სი და­ძი­ნე­ბის საქ­მე. ას­ეთ მე­თოდს ვი­ყე­ნებ­დი: ხელ­ში ვა­ნა­ნა­ვებ­დი და დუ­დუნ/ჩურ­ჩუ­ლით ლექ­სებს ვუ­კითხავ­დი. მე-7-8 ლექ­სად სი­მონ ჩი­ქო­ვა­ნის „ვი­ნა სთქვას“ რომ წა­ვი­კითხავ­დი, ანა კა­ლან­და­ძის „შენ ისე ღრმა ხარ“ ბო­ლო აკ­ორ­დი­ვით იყო — სა­ხე­ზე ღი­მი­ლით იძ­ინ­ებ­და. მაგ­რამ, ზოგ­ჯერ გა­ჯი­უტ­დე­ბო­და, მოკ­ლე ლექ­სებს არ ეპუ­ებ­ოდა. რომ მე­გო­ნა და­იძ­ინა-თქო, ტი­რილ­ნა­რე­ვი ხმით მეტყო­და, მაგ­რძნო­ბი­ნებ­და — კი­დე­ვო... და მეც ვიწყებ­დი „ბა­ლა­დას ვეფხი­სა და მოყ­მი­სა“ ან ვა­ჟას „ბა­კურს“, ან ლა­დო ას­ათი­ან­ის „ფი­როს­მა­ნის მე­გობ­რებ­თან“. თა­ნაც სიტყვე­ბის ძა­ლად გაგ­რძე­ლე­ბით და მო­ნო­ტო­ნუ­რად, რომ ამ, მის­თვის ჯე­რაც უცხო, სიტყვა­თა წამ­ღე­რე­ბა­ში ჩას­ძი­ნე­ბო­და.

 

წლი­ნა­ხევ­რი­სას, სიტყვე­ბის ის­ეთი მა­რა­გი და­უგ­როვ­და, ზღაპ­რებ­ზე გა­და­ვე­დი. ზღაპ­რე­ბი სა­ბავ­შვო იყო, ზოგ­ჯერ ენ­ის მოჩ­ლე­ქით, ზოგ­ჯერ ცხო­ველ­თა და სხა­დას­ხვა ტი­პის ად­ამი­ან­თა ხმის მი­ბაძ­ვით ვუ­ამ­ბობ­დი. ერთ დღეს ან­ამ, ჩემ­მა რძალ­მა, პე­და­გო­გი­ური მი­თი­თე­ბა მომ­ცა: კვლე­ვე­ბი ად­ას­ტუ­რებს, რომ ბავ­შვებს ძა­ლი­ან მოს­წონთ და სხვა­ნა­ირ­ად, უფ­რო რე­ალ­ურ­ად აღ­იქ­ვა­მენ, თუ ზღაპ­რის გმი­რე­ბი თვი­თო­ნაც არი­ანო. და და­ვიწყე თხზვა მთე­ლი ჩე­მი გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბი­თი ფან­ტა­ზი­ით: დე­მეტ­რე ველ­ზე წი­ქა­რას­თან, დე­მეტ­რე მა­უგ­ლის­თან და ბა­გი­რას­თან, დე­მეტ­რე თვით­მფრი­ნავ­ში და გემ­ში ას­ფურ­ცე­ლას­თან, ცის­კა­რას­თან, ბაიასთან ერ­თად; მე­რე ძა­მი­კოც და მა­მი­დაშ­ვი­ლიც რომ წა­მო­ეს­წრნენ, უკ­ვე მათ­თა­ნაც — ალ­ექ­სან­დროს­თან და და­თის­თან ერ­თად. რაც უფ­რო იზ­რდე­ბო­და, მით მე­ტად მოს­წონ­და, თვი­თო­ნაც მიკ­ვე­თავ­და სი­უჟ­ეტს, უხ­არ­ოდა, რომ ყვე­ლა­ფერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­დი­ოდა, რომ ყვე­ლას სჯობ­და ძა­ლით, ჭკუ­ით, მო­ხერ­ხე­ბით, ცოდ­ნით...

 

და ერთ დღე­საც, 3 წლი­საა უკ­ვე, ვუ­ამ­ბობ, მთე­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი რომ ჩა­ვარ­დნი­ლა გან­საც­დელ­ში და ყვე­ლას გმი­რის იმ­ედი რომ აქ­ვს, ვამ­ბობ: გა­დაწყვი­ტეს დახ­მა­რე­ბა ეთხო­ვათ ამ მა­ტა­რე­ბელ­ში მჯდო­მი ყვე­ლა­ზე ჭკვი­ანი, ყვე­ლა­ზე ღო­ნი­ერი, ყვე­ლა­ზე გუ­ლი­თა­დი ბი­ჭის­თვის (თვა­ლე­ბი უც­იმ­ცი­მებს სა­სი­ამ­ოვ­ნო მო­ლო­დი­ნით)... თორ­ნი­კეს­თვის... (???) წა­მომ­ცდა... (ჩე­მი ვა­ჟის სა­ხე­ლი წა­მომ­ცდა. ალ­ბათ, ძველ­მა ჩვე­ვამ თუ იჩ­ინა თა­ვი, თორ­ნი­კე­საც რომ ვუყ­ვე­ბო­დი ზღაპ­რებს). დე­მეტ­რეს თვა­ლე­ბი გა­უფ­არ­თოვ­და მო­ულ­ოდ­ნე­ლო­ბის­გან, გულ­დაწყვე­ტის­გან, შემ­დეგ ნერ­წყვი გა­დაყ­ლა­პა და ჩუ­მი ხმით მკითხა: „მე იქ არ ვი­ყა­ვი?!“. იხ­ტი­ბა­რი არ გა­ვი­ტე­ხე: ჰო­და, სწო­რედ იმ­იტ­ომ, რომ იყ­ავი, თორ­ნი­კე მა­მი­კომ ასე უპ­ას­უხა მთხოვ­ნე­ლებს — ჩემ­თარ რა გინ­დათ, რო­ცა ამ მა­ტა­რე­ბელ­ში ზის ჩემ­ზე ჭკვი­ანი, ჩემ­ზე ღო­ნი­ერი და ჩემ­ზე გულ­კე­თი­ლი ბი­ჭი, ას­ფურ­ცე­ლას და ბაიას მე­გო­ბა­რი დე­მეტ­რე, მას სთხო­ვეთ და აუც­ილ­ებ­ლად გიშ­ვე­ლი­თო.... გა­უხ­არ­და, გა­იღ­იმა, აენ­თო... უც­ებ აღ­დგა ნდო­ბა ჩვენს შო­რის...

 

ახ­ლა დე­მეტ­რეს გარ­და, უმ­ცროს შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც ვუყ­ვე­ბი ზღაპ­რებს... ძა­ლი­ან ვფრთხი­ლობ, შვი­ლე­ბი არ „შე­მომ­ყვნენ“ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის ზღაპ­რებ­ში.

თარიღი: 31/05/2020