საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დე­მეტ­რე აბ­ეს­აძ­ის ოც­ნე­ბა — იყ­ოს გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ად­ამი­ანი

ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დღეს, 1 ივ­ნისს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ცდი­ლობს — თა­ნამ­შრო­მელ პრო­ფე­სორ­თა შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს თა­ვი და­ამ­ახ­სოვ­როს იმ­ით, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზეთ­ში მათ შე­სა­ხებ გაჩ­ნდეს ჩა­ნა­წე­რი — და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სა­ბავ­შვო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, ამ­ბე­ბი და წარ­მა­ტე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი. „პრე­სა­ში უკ­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ“ — ეტყვის დე­და, მა­მა, ბა­ბუა ან ბე­ბია პა­ტა­რებს თუ მოზ­რდი­ლებს და „ამ პო­პუ­ლა­რო­ბის“ ხიბ­ლით, ვინ იც­ის, რა კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი დად­გნენ... ასე რომ, ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დღეს ჩვენ მათ უფ­ლე­ბას შე­ვე­ხე­ბით — ისა­უბ­რონ და წარ­მოჩ­ნდნენ, რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი.

 

...

 

წმინ­და დე­მეტ­რეს ხსე­ნე­ბის დღეს და­იბ­ადა თხუთ­მე­ტი წლის წინ, ამ­იტ­ომ­აც და­არ­ქვეს დე­მეტ­რე. მა­მამ, მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა რა­მაზ აბ­ეს­აძ­ემ წარ­მა­ტე­ბე­ბის მიღ­წე­ვის სა­უკ­ეთ­ესო მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნა, დე­დამ ნა­ტო ჩხე­იძ­ემ ლი­ტე­რა­ტუ­რის, ხე­ლოვ­ნე­ბის სამ­ყა­როს აზი­არა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნ­არ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­უწყო ხე­ლი.

 

„თბი­ლი­სის 169-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ. დღემ­დე ათ­ოს­ანი ვარ, ინ­გლი­სუ­რის ოლ­იმ­პი­ად­ებ­ზე არა­ერ­თგზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. ყვე­ლა სა­გა­ნი მიყ­ვარს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­თე­მა­ტი­კა, ფი­ზი­კა, ქი­მია, ბი­ოლ­ოგია და ინ­გლი­სუ­რი მი­ტა­ცებს. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა მშობ­ლებ­მა პა­ტა­რა­ობ­იდ­ან­ვე ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბეს, რა­მაც ხე­ლი შე­უწყო ჩემს და­მო­უკ­იდ­ებ­ელ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვით არ მი­მიღ­წე­ვია წარ­მა­ტე­ბის­თვის, რად­გან იოლ­ად ვით­ვი­სებ ნე­ბის­მი­ერ სა­განს. მყავს მა­ღალ­კვა­ლი­ფი­ცი­ური, გუ­ლის­ხმი­ერი პე­და­გო­გე­ბი. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა — გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი­ერ­ება გა­მოვ­ხა­ტო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­მართ. იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი — ჩემ­თვის ნიშ­ნავს ას­ახ­ელო ოჯ­ახი, სკო­ლა, სამ­შობ­ლო!“ - ამ­ბობს დე­მეტ­რე, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია უცხო ენ­ებ­ის შეს­წავ­ლით, მა­ღალ დო­ნე­ზე ფლობს ინ­გლი­სურ ენ­ას, სწავ­ლობს რუ­სულს და ბავ­შვო­ბი­დან­ვე ვარ­სკვლა­ვე­ბის ყუ­რე­ბით ცდი­ლობს ამ­ოხ­სნას სამ­ყა­როს სა­იდ­უმ­ლო! დე­და­მი­წა­ზე კი მის­თვის ყვე­ლა­ზე დი­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბა — ად­ამი­ანია, რო­მე­ლიც, მი­სი აზ­რით, „უნ­და იყ­ოს ჰუ­მა­ნუ­რი, კე­თილ­შო­ბი­ლი, მიმ­ტე­ვე­ბე­ლი, შე­ეძ­ლოს სხვი­სი აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მა, სხვე­ბის თა­ნად­გო­მა და მი­სი ყო­ვე­ლი სიტყვა, ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი სიყ­ვა­რუ­ლით უნ­და იყ­ოს ნა­კარ­ნა­ხე­ვი.“

 

„ჩე­მი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნია სა­კუ­თა­რი შრო­მით გავ­ხდე კვა­ლი­ფი­ცი­ური სპე­ცი­ალ­ის­ტი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ად­ამი­ანი!“- ეს 15 წლის დე­მეტ­რეს ხმა­მა­ღა­ლი გა­ნაცხა­დია, რომ­ლის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ში ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა და სა­აბ­იტ­ური­ენ­ტო პროგ­რა­მის აქ­ედ­ან­ვე მა­ღალ დო­ნე­ზე და­უფ­ლე­ბა შე­დის. იც­ის, რომ ცოდ­ნის მი­ღე­ბა ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. წინ დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ელ­ოდ­ება, დღეს კი, ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბის უდ­არ­დელ დღე­ებს, ცოდ­ნის გარ­და, ცეკ­ვით, სიმ­ღე­რი­თა და მუ­სი­კით ილ­ამ­აზ­ებს.

თარიღი: 31/05/2020