საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დაუბრუნდება თუ არა ქართული ენა კუთვნილ ღირსეულ ადგილს

„ნა­ცი­ონ­ალ­ური მოძ­რა­ობ­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა ქარ­თუ­ლი ენ­ის­ათ­ვის სა­ბე­დის­წე­რო შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა: გააუქმეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის კო­მი­სია; გააუქმეს პარ­ლა­მენ­ტში ქარ­თუ­ლი ენ­ის ქვე­კო­მი­ტე­ტი; გააუქმეს ენ­ის სა­ხელ­მწი­ფო პა­ლა­ტა; გააუქმეს ყვე­ლა ჟურ­ნა­ლი და გა­ზე­თი, რო­მე­ლიც ქარ­თულ ენ­ას ეხ­ებ­ოდა; გააუქმეს ყვე­ლა ტე­ლე და რა­დი­ოგ­ად­აც­ემა ქარ­თუ­ლი ენ­ის შე­სა­ხებ; შე­ამ­ცი­რეს სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენ­ის სა­ათ­ები... პირ­ველ კლას­ში დე­და­ენ­ის სა­ათ­ები გა­უყ­ვეს ინ­გლი­სურს...“ — ამ­ბობს თსუ-ის ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებ­ის ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი გო­გო­ლაშ­ვი­ლი.

 

პრო­ფე­სო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში რუს­თა­ვე­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­ის ეგ­იდ­ით ჩა­ტარ­და გა­მო­კითხვა ორ გა­მორ­ჩე­ულ სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სპე­ცი­ალ­ობ­ებ­ზე. კვლე­ვის ფარ­გლებ­ში პირ­ველ­კურ­სელ სტუ­დენ­ტებს შეს­თა­ვა­ზეს კითხვა­რი ქარ­თულ ენ­ასა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. გა­მო­კითხვის შე­დე­გე­ბი სა­ვა­ლა­ლო აღ­მოჩ­ნდა. დას­მუ­ლი იყო შემ­დე­გი კითხვე­ბი: რო­მელ ბრუნ­ვა­შია ხაზ­გას­მუ­ლი სა­ხე­ლი? რო­მელ რიცხვშია ხაზ­გას­მუ­ლი სიტყვა? რო­მელ მწკრივ­შია ხაზ­გას­მუ­ლი ზმნა? სულ 16 შე­კითხვა იყო. სწო­რი პა­სუ­ხი გა­ეცა 40%-ს; (ვერ ამო­იც­ნეს სწო­რად: სა­ხე­ლის ბრუნ­ვა – 54%-მა, სა­ხე­ლის რიცხვი – 36%-მა, ზმნის მწკრი­ვი – 90%-მა).

 

ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი ვი­თა­რე­ბის ან­ალ­იზს პრო­ფე­სო­რი გო­გი გო­გო­ლაშ­ვი­ლი ეხ­მა­ურ­ება: „სამ­წუ­ხა­როდ, ერ­ოვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის პრინ­ცი­პია ის­ეთი, აბ­იტ­ური­ენ­ტმა შე­იძ­ლე­ბა არ იც­ოდ­ეს — რამ­დე­ნი ბრუნ­ვაა ქარ­თულ­ში და მი­იღ­ოს უმ­აღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა!... ასე ხდე­ბა უწ­იგ­ნუ­რო­ბი­სა და უც­ოდ­ინ­არ­ობ­ის წა­ხა­ლი­სე­ბა... ეს ერ­თი მხა­რეა ჩვე­ნი უბ­ედ­ურ­ებ­ისა... თუმ­ცა ეს სა­უბ­არი შორს წაგ­ვიყ­ვანს... მთა­ვა­რი და არ­სე­ბი­თი ისაა, რომ ქარ­თუ­ლი ენ­ის სწავ­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბია მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი და, სა­ერ­თოდ, სა­ხელ­მწი­ფო ენ­ას მე­ტი ყუ­რადღე­ბა სჭირ­დე­ბა. დი­ახ, აკ­ლია ეს ყუ­რადღე­ბა ქარ­თულს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნო­ბა ბო­ლო ათ­წლე­ულ­ებ­ში.

 

ეს­ეც მო­ვი­გო­ნოთ: 1978 წლის 14 აპ­რი­ლის მო­ტა­ნი­ლი ერთ-ერ­თი სი­კე­თე ის­იც იყო, რომ ერ­თი წლის შემ­დეგ (1979 წლის 12 აპ­რილს) სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მი­იღო დად­გე­ნი­ლე­ბა – „რეს­პუბ­ლი­კის სას­წავ­ლებ­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენ­ისა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ობ­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ღო­ნის­ძი­ებ­ათა შე­სა­ხებ“. სწო­რედ ამ დად­გე­ნი­ლე­ბის შე­დე­გი იყო ის, რომ რეს­პუბ­ლი­კის ყვე­ლა უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, ყვე­ლა სპე­ცი­ალ­ობ­აზე შე­მო­ღე­ბუ­ლი იქ­ნა ქარ­თუ­ლი ენ­ის სწავ­ლე­ბა („ქარ­თუ­ლი მეტყვე­ლე­ბის კულ­ტუ­რა“); შე­იქ­მნა ამ საგ­ნის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ები, პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ები... ეს იყო ქარ­თუ­ლი ენ­ის სწავ­ლე­ბის საქ­მე­ში დი­დად წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი (და­მე­თან­ხმე­ბი­ან სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბიც და ის­ინ­იც, ვინც ეს კურ­სი მო­ის­მი­ნა)... კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ეს დი­დად სა­ჭი­რო კურ­სი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში იკ­ითხე­ბო­და 2005 წლამ­დე!..

 

სა­უბ­ედ­ურ­ოდ, „ნაც­ტალ­ღამ“ დე­და­უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­შიც შე­მო­აღ­წია (ამ­ის შე­სა­ხებ ად­რეც ვწერ­დი ჩვენს გა­ზეთ­ში – 1. XII, 2016: „დე­და­უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ქარ­თუ­ლი ენა აღ­არ არ­ის პრი­ორ­იტ­ეტ­ული“)...

 

ის­ევ ფაქ­ტე­ბი: 2006 წლი­დან ქარ­თუ­ლი ენა აღ­არ ის­წავ­ლე­ბა ევ­რო­პუ­ლი ენ­ებ­ის, აღ­მო­სავ­ლუ­რი ენ­ებ­ის, კავ­კა­სი­ური ენ­ებ­ის, კლა­სი­კუ­რი ენ­ებ­ის სპე­ცი­ალ­ობ­ებ­ზე... ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის სა­გა­ნი — ქარ­თუ­ლი დი­ალ­ექ­ტო­ლო­გია აღ­არაა სა­ვალ­დე­ბუ­ლო და ა.შ. მე არ შეხ­ვედ­რია პრო­ფე­სი­ონ­ალი, რო­მელ­საც ეთ­ქვას, რომ ამ სპე­ცი­ალ­ობ­ებ­ზე ქარ­თუ­ლი ენ­ის სწავ­ლე­ბა არააო სა­ჭი­რო... სამ­წუ­ხა­როდ, აგ­ერ უკ­ვე რამ­დე­ნი თა­ობა გა­ვუშ­ვით ამ ცოდ­ნის გა­რე­შე... „მი­ზეზ­თა“ გა­მო და­კარ­გუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა დღემ­დე... კარ­გია, რომ დღე­ვან­დე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია გვის­მენს და იძ­ლე­ვა და­პი­რე­ბას, რომ დე­და­უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ქარ­თუ­ლი ენა კუთ­ვნილ ღირ­სე­ულ ად­გილს და­იჭ­ერს; იმ ად­გილს, რო­მე­ლიც მას გა­ნუ­საზღვრეს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა...“

თარიღი: 31/10/2021