საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დამანა მელიქიშვილის ახალი წელი

„დი­დი გან­საც­დე­ლი გვიჩ­ვე­ნებს ჭეშ­მა­რიტ გზას — ღმრთა­ებ­რი­ვი სათ­ნო­ებ­ისა და სიყ­ვა­რუ­ლის გზას, რომ­ლიც გა­და­არ­ჩენს არა მხო­ლოდ ჩვენს სამ­შობ­ლოს, არ­ამ­ედ მთელ სამ­ყა­როს, რო­მე­ლიც „გვაქ­ვს უთ­ვა­ლა­ვი ფე­რი­თა", – მი­აჩ­ნია თსუ–ის ემ­ერ­იტ­უს პრო­ფე­სორს და­მა­ნა მე­ლი­ქიშ­ვილს, რო­მე­ლიც ღმერ­თის წყა­ლო­ბად თვლის იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ახ­ალ წელს მი­სი ოჯ­ახ­ის მთელ არ­მი­ას ონ­ლა­ინ მი­ულ­ოც­ავს დღე­სას­წა­ულს.

 

* * *

— რა პო­ზი­ტი­ვით და­გა­მახ­სოვ­რათ თა­ვი მიმ­დი­ნა­რე წელ­მა?

 

— მო­მავ­ლის იმ­ედ­ისა რა მო­გახ­სე­ნოთ, მაგ­რამ ფიქ­რე­ბი კი ძა­ლი­ან მო­მე­ძა­ლა... გახ­სოვთ, ალ­ბათ, გა­ზაფხულ­ზე, „კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის" გა­რიჟ­რაჟ­ზე მსგავს შე­კითხვა­ზე დი­დი იმ­ედი გა­მოვ­თქვი: „ზო­გი ჭი­რი მარ­გე­ბე­ლია"-მეთ­ქი: მი­ხა­რო­და, რად­გა­ნაც მარ­ტი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სექ­ტემ­ბრამ­დე, ჩე­მი შვი­ლე­ბის მა­მა­პა­პე­ულ სა­უკ­უნ­ოვ­ან სახ­ლში, მშვიდ­სა და წყნარ გა­რე­მო­ში, ბედ­ნი­ერი დრო გა­ვა­ტა­რეთ სამ­მა თა­ობ­ამ: შვი­ლე­ბით, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი­თა და შვილ­თაშ­ვი­ლე­ბით ერ­თად ვცხოვ­რობ­დით და ყვე­ლა­ნი — თი­თოეული ჩვენ­გა­ნი — თავ-თა­ვის საქ­მეს უძ­ღვე­ბო­და: უფ­რო­სე­ბი — ოჯ­ახ­ურ­სა თუ „ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში" — სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ან­ობ­ას და სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ლექ­ცი­ებს; მოს­წავ­ლე­ები — სკო­ლის გაკ­ვე­თი­ლებს; მხატ­ვრებ­მა — გარ­და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ან­ობ­ისა, სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ან­ობ­აც წა­მო­იწყეს — სკე­ბი გა­იჩ­ინ­ეს და ფუტ­კა­რი მო­აშ­ენ­ეს, ჩვენს პა­ტა­რა ეზ­ოში ბოს­ტა­ნიც გა­აშ­ენ­ეს; სხვი­სი მი­ტო­ვე­ბუ­ლი მი­წე­ბი და­ამ­უშ­ავ­ეს: ხორ­ბლის სხვა­დას­ხვა ჯი­შე­ბი მო­იძი­ეს და მათ­თან ერ­თად ლო­ბი­ოც კი და­თე­სეს (აღ­ებ­ული მო­სა­ვა­ლი კი მი­წის პატ­რო­ნებ­საც გა­უნ­აწ­ილ­ეს)...

 

— გაგ­ვიმ­ხი­ლეთ იმ­ედ­ები, რი­თიც ხვდე­ბით ახ­ალ, 2021 წელს.

 

—...მაგ­რამ ეს იყო სექ­ტემ­ბრამ­დე, მა­ნამ, სა­ნამ სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა უპ­ას­უხ­ის­მგებ­ლო თავ­ყრი­ლო­ბებ­მა, მი­უხ­ედ­ავ­ად ჩვე­ნი ექ­იმ­ებ­ის დი­დი ძა­ლის­ხმე­ვი­სა, პან­დე­მი­ის სას­ტი­კი გამ­ძვინ­ვა­რე­ბა გა­მო­იწ­ვია...

 

ეს დი­დი გან­საც­დე­ლია არა მხო­ლოდ ჩე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის, არ­ამ­ედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­ათ­ვის: ბა­ბი­ლო­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, კა­ცობ­რი­ობ­ის ის­ტო­რი­ამ ბევ­რი გან­საც­დე­ლი გა­მოიარა და ყვე­ლა გან­საც­დე­ლი თვი­თონ და­იტ­ეხა თავ­ზე. ეს დღე­საც და ჩვენ­თა­ნაც ასეა: ნათ­ქვა­მია — „რაც მო­გი­ვა და­ვი­თაო, ყვე­ლა შე­ნი თა­ვი­თაო". გან­საც­დე­ლი — გა­მოც­დაა, რო­მელ­მაც უნ­და და­გა­ნა­ხოს მი­ზე­ზი და გაჩ­ვე­ნოს გა­მო­სა­ვა­ლი; ჩვენს ცდა­ზე, მე­ცა­დი­ნე­ობ­აზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ გა­დავ­ლა­ხავთ მას.

 

იმ­ედი მინ­და ვი­ქო­ნიო, რომ ეს დი­დი გან­საც­დე­ლი გვიჩ­ვე­ნებს ჭეშ­მა­რიტ გზას — ღმრთა­ებ­რი­ვი სათ­ნო­ებ­ისა და სიყ­ვა­რუ­ლის გზას, რომ­ლიც გა­და­არ­ჩენს არა მხო­ლოდ ჩვენს სამ­შობ­ლოს, არ­ამ­ედ მთელ სამ­ყა­როს, რო­მე­ლიც „გვაქ­ვს უთ­ვა­ლა­ვი ფე­რი­თა".

 

— რო­გორ და რით გა­ალ­ამ­აზ­ებთ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სა­ახ­ალ­წლო ღა­მეს?

 

— ჩე­მი ოჯ­ახ­ის წევ­რე­ბის ნა­წი­ლი თი­ან­ეთ­შია, ხო­ლო, ვინც თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დით — თავ­თა­ვის ბი­ნა­ში ვრჩე­ბით და, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ნი ერ­თად მხო­ლოდ „ონ­ლა­ინ­ით" შევ­ხვდე­ბით ახ­ალ წელს. ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ღვთის დი­დი წყა­ლო­ბაა!

 

* * *

ვუ­ლო­ცავ ჩვენს მშობ­ლი­ურ უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ახ­ალ წელს — დი­დი იმ­ედ­ით, რომ, რო­გორც ყო­ველ­თვის, კვლა­ვაც ღირ­სე­ულ­ად გა­და­იტ­ანს ნე­ბის­მი­ერ სიძ­ნე­ლეს!

თარიღი: 30/12/2020