საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

და­მა­ლო­ბა­ნას თა­მა­ში ვი­რუს­თან და ახ­ალი გა­მო­სავ­ლის ძი­ება

პროგ­ნო­ზი — მა­ლე და­ვა­მარ­ცხებთ ვი­რუსს — თურ­მე ზედ­მე­ტად ოპ­ტი­მის­ტუ­რია, რად­გან ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია ეს რე­ალ­ობა ასე მა­ლე დად­გეს. რა გვე­ლო­დე­ბა და რის­გან ვი­ცავთ თავს სახ­ლში ჩა­კეტ­ვით? რი­სი იმ­ედი უნ­და გვქონ­დეს და რე­ალ­ურ­ად რა გა­დაგ­ვარ­ჩენს? — გვე­სა­უბ­რე­ბა ვი­რუ­სო­ლო­გი, თსუ-ის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი ნი­ნო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე.

 

- რა­ში მდგო­მა­რე­ობს „კო­ვიდ-19“ ვი­რუ­სის უჩ­ვე­ულ­ობა?

- მი­აქ­ცევ­დით ყუ­რადღე­ბას, რომ რო­დე­საც „კო­ვიდ-19“-ზე იწყე­ბა ლა­პა­რა­კი, ყო­ველ­თვის წინ ურ­თა­ვენ სიტყვას — ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია. ვი­რუ­სი ნამ­დვი­ლად ახ­ალია. კო­რო­ნა­ვი­რუ­სე­ბი კარ­გად აღ­წე­რი­ლი და ცნო­ბი­ლი ჯგუ­ფია. ის­ინი ძუ­ძუმ­წოვ­რებ­ში იწ­ვე­ვენ ზე­და სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ავ­ად­ებ­ებს, თუმ­ცა ჩლი­ქო­სან პი­რუტყვში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ენ­ტე­რო ინ­ფექ­ცი­ებ­იც. ახ­ალი ვი­რუ­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ­ის იმ­ით, რომ აქ­ამ­დე ად­ამი­ან­ში ის აღ­წე­რი­ლი არ იყო, ად­ამი­ანი მას არ და­უს­ნე­ბოვ­ნე­ბია და, მი­თუ­მე­ტეს, არ ახ­ასი­ათ­ებ­და ად­ამი­ან­იდ­ან ად­ამი­ან­ზე გა­და­ცე­მა, რი­სი სა­შუ­ალ­ებ­აც შე­იძ­ინა მუ­ტა­ცი­ის მეშ­ვე­ობ­ით. ახ­ლა გვაქ­ვს ის სუ­რა­თი, რაც გვაქ­ვს — 2 მი­ლი­ონ­ზე მე­ტი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ად­ამი­ანი მსოფ­ლი­ოში და გარ­დაც­ვლი­ლე­ბის საკ­მა­ოდ დი­დი რიცხვი.

მუ­ტა­ცია ვი­რუ­სებს ახ­ასი­ათ­ებთ, ეს ჩვე­ულ­ებ­რი­ვი ბი­ოლ­ოგი­ური მოვ­ლე­ნაა, მაგ­რამ ახ­ალი ვი­რუ­სი ჯერ შეს­წავ­ლი­ლი არ არ­ის — არც მი­სი ქცე­ვა, არც მი­სი რეპ­ლი­კა­ცი­ური ციკ­ლის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი ბო­ლომ­დე არ ვი­ცით. ვი­ცით, რომ ის ძა­ლი­ან კონ­ტა­გი­ოზ­ურია, ვი­ცით მი­სი ქცე­ვის ტი­პი­ური სუ­რა­თი, მაგ­რამ არ გვაქ­ვს მკურ­ნა­ლო­ბის სრულ­ყო­ფი­ლი სქე­მა. ჩვენ ვი­ცავთ ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის და მი­სი გარ­თუ­ლე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის და პრო­ფი­ლაქ­ტი­კის ზო­გად პრო­ტო­კოლს. თუმ­ცა, რო­დე­საც საქ­მე ტი­პი­ური შემ­თხვე­ვე­ბი­დან გა­დახ­რას ეხ­ება, აქ ზუს­ტად ვე­ღარ ვხსნით — რა ხდე­ბა. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ერთ სივ­რცე­ში ყოფ­ნი­სას ცო­ლი და­ინ­ფი­ცირ­და და ქმა­რი — არა, ერ­თი ექ­იმი ერთ შემ­თხვე­ვა­ში და­ინ­ფი­ცირ­და, ხო­ლო მე­ორე ექ­იმი, რო­მელ­მაც მთე­ლი დღე გა­ატ­არა ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან მა­შინ, რო­ცა არც იც­ოდა — ის­ინი „კო­ვიდ-19“-ით იყ­ვნენ თუ არა და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, გა­დარ­ჩა, არ და­ინ­ფი­ცირ­და. ანუ, ამ ვი­რუ­სის ყვე­ლა ტი­პის ქცე­ვა წი­ნას­წარ არ ვი­ცით. მი­სი კონ­ტა­გი­ოზ­ურ­ობ­ის თით­ქოს­და ცნო­ბი­ლი ფაქ­ტიც კი ხან­და­ხან კითხვებს იწ­ვევს.

- არ­ის თუ არა „კო­ვიდ 19“ სე­ზო­ნუ­რი ვი­რუ­სი?

- კო­რო­ნა ვი­რუ­სებს, ის­ევე, რო­გორც ე.წ. „გა­ცი­ებ­ებ­ის გა­მომ­წვევ“ ვი­რუ­სებს (ად­ენო ვი­რუ­სი, რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­ალ­ური ვი­რუ­სი, გრი­პის ვი­რუ­სი და ა.შ.) ახ­ასი­ათ­ებთ სე­ზო­ნუ­რი ციკ­ლუ­რო­ბა. ის­ინი სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს, ოქ­ტომ­ბრის და­საწყი­სი­დან იწყე­ბენ გა­აქ­ტი­ურ­ებ­ას დე­და­მი­წა­ზე და გა­ზაფხუ­ლის ბო­ლოს­კენ ნელ­დე­ბა მა­თი აქ­ტი­ვო­ბა. შემ­დგომ მათ ენ­აც­ვლე­ბათ ენ­ტე­რო­ვი­რუ­სე­ბი — კუჭ-ნაწ­ლა­ვის ინ­ფექ­ცი­ებ­ის გა­მომ­წვე­ვე­ბი. ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­აც შე­იძ­ლე­ბო­და სე­ზო­ნურ ვი­რუ­სად ჩაგ­ვეთ­ვა­ლა, მაგ­რამ, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ახ­ლად წარ­მოქ­მნი­ლი კო­რო­ნა­ვი­რუ­სი რო­გორ მო­იქ­ცე­ვა, იქ­ნე­ბა თუ არა ის სე­ზონ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, გა­მო­იწ­ვევს თუ არა დათ­ბო­ბა ან აცი­ება მის დე­აქ­ტი­ვა­ცი­ას, ან პი­რი­ქით, უფ­რო გა­აქ­ტი­ურ­ებს მას თუ არა — ეს ჯერ არ­ავ­ინ იც­ის. ვნა­ხეთ, რომ თბილ ქვეყ­ნებ­შიც, მი­უხ­ედ­ავ­ად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და მი­უხ­ედ­ავ­ად მზის სხი­ვე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბი­სა, მა­ინც შე­ნარ­ჩუნ­და მი­სი აქ­ტი­ვო­ბა.

- მოკ­ვდე­ბა თუ არა ვი­რუ­სი ოდ­ეს­მე?

- ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ვის­წავ­ლოთ ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­ული ინ­ფექ­ცი­ური პრო­ცე­სის მკურ­ნა­ლო­ბა, მო­ვახ­დი­ნოთ ვი­რუ­სის დე-აქ­ტი­ვა­ცია ორ­გა­ნიზ­მში, შე­ვი­მუ­შა­ოთ ვაქ­ცი­ნა და ავ­ცრათ მო­სახ­ლე­ობა, მაგ­რამ ბუ­ნე­ბა­ში თა­ვის­თა­ვად წარ­მოქ­მნი­ლი ვი­რუ­სი „გარ­და­იც­ვა­ლოს“ — ას­ეთი რამ არ ხდე­ბა. ახ­ალ­ახ­ალი ვი­რუ­სე­ბის წარ­მოქ­მნა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩვე­ულ­ებ­რი­ვი ბი­ოლ­ოგი­ური პრო­ცე­სია, ის მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს და ას­ეთი ახ­ლად წარ­მოქ­მნი­ლი ვი­რუ­სე­ბი ცირ­კუ­ლი­რე­ბენ დე­და­მი­წა­ზე. თუ ის გვა­ინ­ტე­რე­სებს — შე­ნელ­დე­ბა თუ არა ამ ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბა, ანუ გა­ივ­ლის თუ არა ეს სა­ში­ნე­ლი პან­დე­მია? გი­პა­სუ­ხებთ: — დი­ახ, პან­დე­მია გა­და­ივ­ლის და ეს მოხ­დე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ­ის ხარ­ჯზე, რომ ან ჩვენ შე­ვი­მუ­შა­ვებთ მკურ­ნა­ლო­ბის ეფ­ექ­ტურ მე­ქა­ნიზ­მს, შევ­ქმნით წა­მალს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ეფ­ექ­ტუ­რად შე­ებ­რძო­ლე­ბა ამ ვი­რუსს, ან და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა ის­ეთი რა­ოდ­ენ­ობა დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ობ­ის, რომ შე­იქ­მნე­ბა ე.წ. „იმ­უნ­ური ფე­ნა“ და შე­სა­ბა­მი­სად, შე­ჩერ­დე­ბა ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბა. იმ­უნ­ური ფე­ნა შე­იქ­მნე­ბა ან ბუ­ნებ­რი­ვად — მო­სახ­ლე­ობ­ის დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ის ინ­ფი­ცი­რე­ბის და ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნის, ან ვაქ­ცი­ნის გა­მო­გო­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მა­სი­ური იმ­უნ­იზ­აცი­ის შე­დე­გად. ეს არ­ის და ეს, რაც შე­იძ­ლე­ბა ვი­რუსს მო­ვუ­ხერ­ხოთ.

გარ­და ამ­ისა, ამ­ჟა­მად ის­იც ბო­ლომ­დე გარ­კვე­ული არ არ­ის — ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სი რამ­დე­ნად მყარ იმ­უნ­იტ­ეტს ტო­ვებს. არ­ის ინ­ფექ­ცი­ური და­ავ­ად­ებ­ები, რო­მელ­საც ერ­თხელ თუ გა­და­იტ­ანს ორ­გა­ნიზ­მი, შემ­დეგ მას იმ­უნ­იტ­ეტი ამ და­ავ­ად­ებ­ის მი­მართ მიყ­ვე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. არ­ის სხვა ტი­პის ინ­ფექ­ცი­ური სნე­ულ­ებ­ები, რო­მე­ლიც ძლი­ერ იმ­უნ­იტ­ეტს არ ტო­ვებს და არ არ­სე­ბობს გა­რან­ტია, რომ მე­ორ­ეჯ­ერ, მე­სა­მე­ჯერ არ მოხ­დე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბა. შე­ღა­ვა­თი ისაა, რომ ხელ­მე­ორ­ედ ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ავ­ად­ება შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი ფორ­მით წა­ვა. ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ და რა მოხ­დე­ბა, ჯერ ბო­ლომ­დე არ ვი­ცით. ინ­ფექ­ცი­აგ­ად­ატ­ან­ილ ავ­ად­მყო­ფებს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­მო­უმ­უშ­ავ­დათ იმ­უნ­იტ­ეტი და დღეს­დღე­ობ­ით არ­ის ლა­პა­რა­კი იმ­აზე, რომ ას­ეთი იმ­უნ­იტ­ეტ­გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხალ­ხის პლაზ­მა გა­მო­ვი­ყე­ნოთ სამ­კურ­ნა­ლოდ. თუმ­ცა, ახ­ალ ვი­რუს­თან მი­მარ­თე­ბით რამ­დე­ნად მდგრა­დი იქ­ნე­ბა იმ­უნ­იტ­ეტი, არ ვი­ცით. გეტყვით იმ­ას­აც, რომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ე.წ. იმ­უნ­ური ფე­ნის შექ­მნა მა­ინც იქ­ნე­ბა აუც­ილ­ებ­ელი — ეს იქ­ნე­ბა ინ­ფექ­ცი­აგ­ად­ატ­ან­ილი ხალ­ხის ხარ­ჯზე თუ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ხარ­ჯზე, სხვა საქ­მეა.

- რო­მე­ლი უფ­რო ად­რე გვექ­ნე­ბა თქვე­ნი აზ­რით, წა­მა­ლი თუ ვაქ­ცი­ნა?

- ვაქ­ცი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბის და მე­რე მი­სი გა­მოც­დის პრო­ცე­სი ცო­ტა უფ­რო ხან­გრძლი­ვია, თუმ­ცა წამ­ლის შე­მუ­შა­ვე­ბას და მე­რე მის გა­მოც­და­საც ნაკ­ლე­ბი დრო არ სჭირ­დე­ბა. ამ­ჟა­მად უკ­ვე არ­ის ლა­პა­რა­კი რამ­დე­ნი­მე პრე­პა­რატ­ზე, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი სხვა­დას­ხვას იყ­ენ­ებ­ენ, შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს უზი­არ­ებ­ენ გა­მოც­დი­ლე­ბას და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა წა­მა­ლი მი­მარ­თუ­ლია ვი­რუ­სუ­ლი ციკ­ლის შეწყვე­ტა­ზე. არ­ის რამ­დე­ნი­მე წა­მა­ლი, რო­მე­ლიც ამ­ას ახ­ერ­ხებს სამ-ოთხ დღე­ში, ზო­გი­ერ­თი წა­მა­ლი — ერთ კვი­რა­ში. ვერ გეტყვით რო­მე­ლი და­ას­წრებს — წა­მა­ლი თუ ვაქ­ცი­ნა, მაგ­რამ მგო­ნია, რომ წა­მა­ლი უფ­რო ად­რე იქ­ნე­ბა, ალ­ბათ, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ვაქ­ცი­ნას კი სადღაც ერთ წლამ­დე, მი­ნი­მუმ, გა­მოც­და დას­ჭირ­დე­ბა.

- და­ამ­არ­ცხა თუ არა ჩი­ნეთ­მა ვი­რუ­სი?

- ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ჩი­ნეთს არ მი­უტ­რი­ალ­და ის­ევ ეს ვი­რუ­სი უკ­ან. ერ­თი რამ არ­ის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, რო­დე­საც ვი­რუს­ზე ვსა­უბ­რობთ, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩვე­ულ­ებ­რი­ვი ბი­ოლ­ოგი­ური პრო­ცე­სია: ვი­რუ­სი, გა­მოვ­ლი­ლი სხვა­დას­ხვა „მას­პინ­ძელ“ ორ­გა­ნიზ­მებ­ში და, მი­თუ­მე­ტეს, თუ ეს „მას­პინ­ძე­ლი“ ორ­გა­ნიზ­მე­ბი გან­სხვავ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თის­გან ერ­ოვ­ნე­ბით, რა­სით და ა.შ., იძ­ენს ახ­ალ-ახ­ალ თვი­სე­ბებს. ეს ეპ­იდ­ემია ოდ­ეს­ღაც დამ­თავ­რდე­ბა ნამ­დვი­ლად, მაგ­რამ რო­დე­საც უკ­ვე ჩაქ­რო­ბის სტა­დი­აში იქ­ნე­ბა (ალ­აგ-ალ­აგ დარ­ჩე­ბა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუთხე­ში წვრილ-წვრი­ლი კე­რე­ბი), ალ­ბათ, მო­იხ­სნე­ბა კა­რან­ტი­ნი და რო­გორც კი ხალ­ხი კვლავ და­იწყებს მოგ­ზა­ურ­ობ­ებს ერ­თი ქვეყ­ნი­დან მე­ორ­ეში, დი­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ინ­ფექ­ცი­ის თა­ვი­დან აფ­ეთ­ქე­ბის სწო­რედ ვი­რუ­სის ამ „გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ებ­ით“. მო­გის­მე­ნი­ათ, ალ­ბათ, რომ სხვა­დას­ხვა შტა­მი ტრი­ალ­ებს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. ეს სხვა­დას­ხვა შტა­მე­ბი, თან ნა­ირ­ნა­ირ მას­პინ­ძელ­გა­მოვ­ლი­ლი, უკ­ან რო­ცა და­უბ­რუნ­დე­ბა მა­გა­ლი­თად ჩი­ნეთს, ვნა­ხოთ — რო­გორ მო­იქ­ცე­ვი­ან ის­ინი და მე­რე ვი­სა­უბ­როთ — და­ამ­არ­ცხა თუ არა ჩი­ნეთ­მა ვი­რუ­სი. ამ­ჟა­მად ვხე­დავთ, რომ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში ნამ­ყოფ­მა თა­ვი­ან­თმა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უკ­ან „ჩა­უტ­ან­ეს“ ჩი­ნეთს ვი­რუ­სი და კი­ნა­ღამ ხე­ლა­ხა­ლი ეპ­იდ­ემია წა­მო­ვი­და. ასე რომ, ვნა­ხოთ.

- სად არ­ის გა­მო­სა­ვა­ლი?

- გა­მო­სავ­ლია სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტის დრო­ული მიგ­ნე­ბა და ვაქ­ცი­ნის შექ­მნა. ის, რა­საც ჩვენ დღეს ვა­კე­თებთ — თვი­თი­ზო­ლა­ცია, ნაკ­ლე­ბი კონ­ტაქ­ტე­ბი და ა.შ., არ­ის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცია, რა­თა ერ­თდრო­ულ­ად არ და­ავ­ად­დეს ძა­ლი­ან დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ის ხალ­ხი. ფაქ­ტი­ურ­ად, ჩვენ რა­საც ვა­კე­თებთ, არ­ის „და­მა­ლო­ბა­ნას“ თა­მა­ში ვი­რუს­თან. ჩვენ, უბ­რა­ლოდ, ვწე­ლავთ დროს და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ რა­ღაც დრო­ის მე­რე გვექ­ნე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის ეფ­ექ­ტუ­რი სქე­მა, პრე­პა­რა­ტი ან ვაქ­ცი­ნა. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ჩვენ ვწე­ლავთ დროს იმ­ის­ათ­ვის, რომ ერ­თდრო­ულ­ად ძა­ლი­ან დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ით ად­ამი­ან­ებ­ის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა ავ­ირ­იდ­ოთ თა­ვი­დან, რომ ჩვენ­მა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ ამ­ას გა­უძ­ლოს. ყვე­ლას ხომ უნ­და ჰყავ­დეს მკურ­ნა­ლი ექ­იმი — ინ­ფექ­ცი­ონ­ის­ტი. ღმერ­თმა არ ქნას, ერ­თდრო­ულ­ად და­ინ­ფი­ცირ­დეს იმ­დე­ნი, რომ პა­ცი­ენ­ტის ინ­ფექ­ცი­ური პრო­ცე­სის მარ­თვა ინ­ფექ­ცი­ონ­ის­ტის მა­გივ­რად მო­უხ­დეს ოტ­ოლ­არ­ინ­გო­ლოგს, ოფ­თალ­მო­ლოგს, დერ­მა­ტო­ლოგს და ა.შ. ამ­იტ­ომ, ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი სტრა­ტე­გია სწო­რია, ეს არ­ის ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლი.

მიკ­რო­ბუ­ლი სამ­ყა­რო (ვი­რუ­სე­ბი, ბაქ­ტე­რი­ები, სო­კო­ები) სწრა­ფად ცვა­ლე­ბა­დია. ჩვენ, ად­ამი­ან­ები, ას­ეთი ტემ­პით ამ ცვლი­ლე­ბებს ხში­რად ვერ მივ­სდევთ. არ­ას­დროს გვე­გო­ნოს, რომ მხო­ლოდ ჩვენ გაგ­ვაჩ­ნია თავ­დაც­ვის სის­ტე­მა იმ­უნ­იტ­ეტ­ის სა­ხით. მიკ­რო­ბი საკ­მა­ოდ მოქ­ნი­ლი და კრე­ატი­ულია. ან­ტი­ბი­ოტ­იკო რე­ზის­ტენ­ტო­ბის მოვ­ლე­ნა — ეს არ­ის ძა­ლი­ან კარ­გი მა­გა­ლი­თი იმ­ისა, რო­გორ უპ­ას­უხა ჩვენს დი­ად აღ­მო­ჩე­ნას — ან­ტი­ბი­ოტ­იკს — მიკ­რო­ბულ­მა სამ­ყა­რომ. თით­ქმის 100 წე­ლია გა­სუ­ლი იმ დრო­იდ­ან, რო­დე­საც პირ­ვე­ლი ან­ტი­ბი­ოტ­იკი შე­იქ­მნა პე­ნი­ცი­ლი­ნის სა­ხით და გავ­რცელ­და მსოფ­ლი­ოში. შემ­დეგ შე­იქ­მნა სხვა ან­ტი­ბი­ოტ­იკ­ებ­იც, ის­ინი და­მუ­შავ­და ბი­ოტ­ექ­ნო­ლო­გი­ური გზით, და­ემ­ატა სხვა­დას­ხვა რა­დი­კა­ლე­ბი და მი­ვი­ღეთ ძა­ლი­ან ძლი­ერი პრე­პა­რა­ტე­ბი. გვე­გო­ნა, რომ და­ვა­მარ­ცხეთ ბაქ­ტე­რი­ული სამ­ყა­რო. გა­ვი­და არ­ას­რუ­ლი 100 წე­ლი­წა­დი და შე­ვე­ჩე­ხეთ პრობ­ლე­მას — ბაქ­ტე­რი­ებ­ის მდგრა­დო­ბას ამ ძლი­ერი პრე­პა­რა­ტე­ბის მი­მართ. მიკ­რო­ბულ სამ­ყა­როს ევ­ოლ­უცი­ური სა­ზო­მით, ფაქ­ტობ­რი­ვად, წა­მე­ბი დას­ჭირ­და იმ­ის­ათ­ვის, რომ გა­მო­ემ­უშ­ავ­ებ­ინა ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ძა­ლი­ან „ჭკვი­ანი“ მე­ქა­ნიზ­მე­ბი ან­ტი­ბი­ოტ­იკ­ებ­ის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად. ამ­ას მიკ­რო­ბი ახ­ერ­ხებს იმ­იტ­ომ, რომ ის გახ­ლავთ ცოცხა­ლი, გან­ვი­თა­რე­ბა­დი და ად­აპ­ტი­რე­ბა­დი. ფაქ­ტია, რომ დღეს­დღე­ობ­ით ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ლო­დი­ნი სწო­რედ ეს არ­ის, რომ, სადღაც, 20-25 წლის შემ­დეგ ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ან­ტი­ბი­ოტ­იკ­ები სა­ერ­თოდ ვე­ღარ გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რად­გან ის­ინი შე­იძ­ლე­ბა აღ­არ იყ­ვნენ ეფ­ექ­ტუ­რი ბაქ­ტე­რი­ებ­ის წი­ნა­აღ­მდეგ. ბი­ოტ­ექ­ნო­ლო­გი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იმ­ედი არ­სე­ბობს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მი­თუ­მე­ტეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც გვაქ­ვს გ. ელი­ავ­ას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ოფ­აგი­ის, მიკ­რო­ბი­ოლ­ოგი­ისა და ვი­რუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი — ფა­გე­ბი და ფა­გო­თე­რა­პია. ანუ, გვაქ­ვს ალ­ერ­ნა­ტი­ვა ფა­გე­ბის სა­ხით და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ­სე­ბობს ბი­ოტ­ექ­ნო­ლო­გი­ის პერ­სექ­ტი­ვაც, რომ მთლად ასე უიმ­ედ­ოდ არ დავ­რჩე­ბით. თუმ­ცა ის ფაქ­ტი, რომ მიკ­რო­ბუ­ლი სამ­ყა­რო ბევ­რად უფ­რო „ხან­დაზ­მუ­ლია“ ჩვენ­ზე, ჩვენ­ზე ბევ­რი რამ „უნ­ახ­ავს“ და გა­ნუც­დია დე­და­მი­წას­თან ერ­თად, მუდ­მი­ვად ცვა­ლე­ბა­დი და გან­ვი­თა­რე­ბა­დია და სავ­სეა მო­ულ­ოდ­ნე­ლო­ბე­ბით, მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ას ნამ­დვი­ლად არ იძ­ლე­ვა.

- რო­გორ აფ­ას­ებთ სა­ქარ­თვე­ლოს რე­აგ­ირ­ებ­ის ხა­რის­ხს „კო­ვიდ 19“-თან ბრძო­ლის ამ ეტ­აპ­ზე?

- ამ ეტ­აპ­ის­თვის გა­კეთ­და მაქ­სი­მუ­მი, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. არა მხო­ლოდ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ამ­ედ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­სი­დან და მე­დი­იდ­ან­აც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მი­იღო სა­ქარ­თვე­ლომ ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის ღო­ნის­ძი­ებ­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო სივ­რცი­დან. ძა­ლი­ან სწო­რი მე­ნეჯ­მენ­ტი აირ­ჩია ქვე­ყა­ნამ, მთავ­რო­ბამ, ჩვენ­მა ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგ­ებ­მა და ჩვენ­მა სა­სა­ხე­ლო ლუ­გა­რის ცენ­ტრმა. ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან სწორ და მო­ზო­მილ ნა­ბი­ჯებს დგა­მენ.

ესაუბრა ნინო კაკულია

თარიღი: 21/04/2020