საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძე: ახ­ალი რუ­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში მოვ­ძებ­ნოთ ის­ეთი საქ­მი­ან­ობა, რაც ახ­ალ ფუნ­ქცი­ას გვა­პოვ­ნი­ნებს

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის პრო­ფე­სო­რი, თსუ-ის კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძე

 

– ქალ­ბა­ტო­ნო გუ­გუ­ლი, რას ით­ვა­ლის­წი­ნებს კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მი­ერ ფსი­ქო­ლო­გი­ური დახ­მა­რე­ბის ცხე­ლი ხა­ზის ამ­უშ­ავ­ება? რა ტი­პის დახ­მა­რე­ბას უწ­ევთ მსურ­ვე­ლებს?

– ფსი­ქო­ლო­გი­ური დახ­მა­რე­ბის ცხე­ლი ხა­ზი თსუ–ის კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი­სა და და­მო­უკ­იდ­ებ­ელ ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტთა თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ამ­უშ­ავ­და. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ვუ­პა­სუ­ხოთ (COVID-19) პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის კუთხით არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს. ეპ­იდ­ემია თა­ვის­თა­ვად ჩვენს ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას უქ­მნის საფ­რთხეს, თუმ­ცა ეს ვი­თა­რე­ბა უფ­რო ბევრ ად­ამი­ანს აყ­ენ­ებს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე. გარ­და იმ ად­ამი­ან­ებ­ისა, ვი­საც უშუ­ალ­ოდ შე­ეხო ვუ­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კე­ბი (კა­რან­ტინ­ში და თვი­თი­ზო­ლა­ცი­აში მყო­ფი ად­ამი­ან­ები, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, ვი­რუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი ად­ამი­ან­ები და მა­თი ოჯ­ახ­ის წევ­რე­ბი), ფსი­ქო­ლო­გი­ური გა­მოწ­ვე­ვე­ბი ბევ­რად უფ­რო ფარ­თო ჯგუფს და­უდ­გა — ეს­ენია რისკ ჯგუ­ფის ქვეშ მყო­ფი ად­ამი­ან­ები, მოწყვლა­დი ჯგუ­ფე­ბი, ის­ინი, ვინც სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობ­ის გა­მო გა­ნიც­დი­ან სტრესს და შფოთ­ვას და, ზო­გა­დად, ის­ინი, ვის­თვი­საც ეს ვი­თა­რე­ბა ემ­ოცი­ურ­ად რთუ­ლი გა­სამ­კლა­ვე­ბე­ლია.

ჩვე­ნი გუნ­დი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, გა­მოც­დი­ლი ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა, რო­მელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს და ამ სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით მუ­შა­ობ­ენ. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს მო­სახ­ლე­ობ­ას მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ფსი­ქო­ლო­გი­ური მომ­სა­ხუ­რე­ბა შევ­თა­ვა­ზოთ. რო­დე­საც ად­ამი­ანი ცხელ ხაზ­ზე გვი­კავ­შირ­დე­ბა, მას გა­ესა­უბ­რე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­ური ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, რო­მე­ლიც ერ­თჯე­რა­დად ნა­ხე­ვა­რი სა­ათ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­უწ­ევს დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბით გა­მოწ­ვე­ული ემ­ოცი­ური და ფსი­ქო­ლო­გი­ური სირ­თუ­ლე­ებ­ის შე­სა­ხებ. მო­სახ­ლე­ობ­ას ორი გზით შე­უძ­ლია ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბა: სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რი და სკა­იპ ზა­რი. ეს სა­შუ­ალ­ებ­ას გვაძ­ლევს, მო­ვიც­ვათ თით­ქმის ყვე­ლა ად­ამი­ანი, ვი­საც ჩვე­ნი სერ­ვი­სის სა­ჭი­რო­ება აქ­ვს, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ას­ევე ქვეყ­ნის გა­რეთ.

– რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ის შე­თა­ვა­ზე­ბა იმ ად­ამი­ან­ებ­ის­თვის, რომ­ლე­ბიც, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, სახ­ლებ­ში (ან კა­რან­ტინ­ში) აღ­მოჩ­ნდნენ?

– თვი­თი­ზო­ლა­ცია და კა­რან­ტი­ნი, სო­ცი­ალ­ური დის­ტან­ცია თა­ვის­თა­ვად მხარ­და­ჭე­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­სურ­სს — ად­ამი­ან­ურ კონ­ტაქ­ტს — გვაკ­ლებს. იზ­ოლ­აცია ფსი­ქო­ლო­გი­ურ­ად რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნია, მით უმ­ეტ­ეს, რო­დე­საც ამ­ას გა­ურ­კვევ­ლო­ბა ემ­ატ­ება. ად­ამი­ან­მა არ იც­ის — რა რე­ალ­ობ­ის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, რამ­დე­ნად და­ცუ­ლია მი­სი ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცოცხლე. ამ პი­რო­ბებ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მხარ­და­ჭე­რის სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბა, რაც ად­ამი­ანს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სშუ­ალ­ებ­ას მის­ცემს.

ფსი­ქო­თე­რა­პია ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი სერ­ვი­სია, რომ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის მქო­ნე ად­ამი­ან­ებს ყო­ველ­თვის არ აქ­ვთ. პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ებ­ები კი­დევ უფ­რო მძაფ­რდე­ბა. ამ ად­ამი­ან­ებ­ის­თვის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უფ­ასო სერ­ვი­სე­ბის არ­სე­ბო­ბა და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა.

და ბო­ლოს, რაც, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ობა შე­იძ­ლე­ბა ტრავ­მის რან­გში გან­ვი­ხი­ლოთ. სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო კრი­ტე­რი­უმ­ებ­ში ტრავ­მა გა­ნი­საზღვრე­ბა რო­გორც სი­ცოცხლის­თვის სა­ში­ში საფ­რთხის გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­დე­საც თა­ვად ად­ამი­ანს ან მის ახ­ლობ­ლებს საფ­რთხე ემ­უქ­რე­ბა, ან, სუ­ლაც, რო­დე­საც ად­ამი­ანი ცოცხლად ან მე­დი­ის სა­შუ­ალ­ებ­ით სხვი­სი ტრა­გე­დი­ის მოწ­მე ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ გა­მოც­დი­ლე­ბის და­საწყის­ში­ვე მხარ­და­ჭე­რის არ­სე­ბო­ბა შემ­დგო­მი ფსი­ქო­ლო­გი­ური სირ­თუ­ლე­ებ­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრე­ვენ­ცია შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს.

– რა გა­მო­იკ­ვე­თა ახ­ალი მომ­სა­ხუ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში? რა ჩი­ვი­ლე­ბი აქ­ვს სა­ზო­გა­დო­ებ­ას?

– ჩვენს ცხელ ხაზ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის მქო­ნე ად­ამი­ან­ები გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან. ეს შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს კითხვე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის სირ­თუ­ლე­ებ­ის მქო­ნე ოჯ­ახ­ის წევ­რთან სწო­რი მიდ­გო­მის გა­მო­სა­ძებ­ნად, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­მა­ტე­ბუ­ლი შფოთ­ვა და სტრე­სი, ზო­გა­დი ემ­ოცი­ური ფო­ნით გა­მოწ­ვე­ული პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი და ა.შ.

– რა რჩე­ვებს მის­ცემ­დით ად­ამი­ან­ებს? რო­გორ დაძ­ლი­ონ სახ­ლში დარ­ჩე­ნით გა­მოწ­ვე­ული სტრე­სი? რო­გორ მო­იქ­ცნენ, რა აკ­ეთ­ონ, რომ მა­თი ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი და შრო­მი­თი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი არ შე­სუს­ტდეს?

– ამ კუთხით რამ­დე­ნი­მე სა­სარ­გებ­ლო რამ შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ:

შინ დარ­ჩე­ნამ ჩვე­ნი რუ­ტი­ნა სე­რი­ოზ­ულ­ად შეც­ვა­ლა. ამ­ას­თან მორ­გე­ბა მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა. სწო­რედ ახ­ალი რუ­ტი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა არ­ის კარ­გი სა­ფუძ­ვე­ლი სი­ტუ­აცი­ას­თან მო­სარ­გე­ბად. შე­ვე­ცა­დოთ, შე­ვი­მუ­შა­ვოთ ჩვე­ნი რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იქ­ნე­ბა: კვე­ბის და ძი­ლის რე­ჟი­მი, ვარ­ჯი­ში, სა­მუ­შაო სა­ათ­ები და დრო დას­ვე­ნე­ბის­თვის, სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი დრო (რე­ლაქ­სა­ცია, მუ­სი­კის მოს­მე­ნა, ნე­ბის­მი­ერი რამ, რაც ჩვენს გო­ნე­ბას შფოთ­ვის­გან გან­ტვირ­თავს).

არ დაგ­ვა­ვიწყდეს სო­ცი­ალ­ური კონ­ტაქ­ტე­ბი — ტექ­ნო­ლო­გია გვაძ­ლევს სა­შუ­ალ­ებ­ას იზ­ოლ­ირ­ებ­ულ­ად არ ვიგ­რძნოთ თა­ვი. და­ვუ­კავ­შირ­დეთ ჩვენს ახ­ლობ­ლებს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­სა და ქვეყ­ნებ­ში, გა­ვუ­ზი­არ­ოთ ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა. ში­შის და შფოთ­ვის გა­ზი­არ­ებ­აც კი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ­ით ჩვენც მხარ­და­ჭე­რას ვი­ღებთ და მე­ორე ად­ამი­ანს ვე­უბ­ნე­ბით, რომ ის მარ­ტო არ არ­ის, რომ სხვე­ბიც ასე გრძნო­ბენ თავს.

ნუ და­ვუთ­მობთ ახ­ალი ამ­ბე­ბის წა­კითხვას და ყუ­რე­ბას ძა­ლი­ან დიდ დროს, გან­სა­კუთ­რე­ბით ის­ეთი ამ­ბე­ბის, რომ­ლე­ბიც ჩვენს შფოთ­ვას ზრდის. სი­ახ­ლე­ებს დღის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ში გა­ვეც­ნოთ. მო­ვი­ძი­ოთ ფაქ­ტე­ბი და ვი­ყოთ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ სტრე­სის მომ­ტა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის ზედ­მე­ტი ნა­კა­დი შევ­ზღუ­დოთ.

მოვ­ძებ­ნოთ ის­ეთი საქ­მი­ან­ობა, რაც ახ­ალ ფუნ­ქცი­ას გვა­პოვ­ნი­ნებს — ონ­ლა­ინ დახ­მა­რე­ბა იმ სფე­რო­ში, რა­შიც ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქ­ვს, მო­ხა­ლი­სე­ობა და ა.შ.

და ბო­ლოს, და­ვი­ნა­ხოთ და­დე­ბი­თიც ამ ყვე­ლა­ფერ­ში. ჩვენ გვაქ­ვს მე­ტი დრო ოჯ­ახ­ის წევ­რებ­თან გა­სა­ტა­რებ­ლად. ვსწავ­ლობთ მუ­შა­ობ­ის და გა­ნათ­ლე­ბის ახ­ალ მე­თო­დებს, ვხე­დავთ სი­კე­თის და თა­ნად­გო­მის უამ­რავ მა­გა­ლითს. ალ­ბათ, თი­თოეულ ჩვენ­განს შეგ­ვიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლოთ რამ­დე­ნი­მე და­დე­ბი­თი რამ, რაც ამ მდგო­მა­რე­ობ­ამ მოგ­ვი­ტა­ნა.

ესა­უბ­რა მაია ტო­რა­ძე

თარიღი: 07/04/2020