საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გლობალიზაცია და პანდემიის ეკონომიკური პრობლემები

თსუ-ის პა­ატა გუ­გუშ­ვი­ლის სახ­ელ­ობ­ის ეკ­ონ­ომ­იკ­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის, ეკ­ონ­ომ­იკ­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რის, პრო­ფე­სორ რა­მაზ აბ­ეს­აძ­ის ექ­სპერ­ტუ­ლი ხედ­ვა და რჩე­ვე­ბი

 

დღე­ვან­დე­ლი პან­დე­მი­ური შო­კის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა არ­ის ის, რომ უარ­ყო­ფი­თი ეკ­ონ­ომ­იკ­ური შე­დე­გე­ბი გა­მოწ­ვე­ულია მთავ­რო­ბის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი დიდ­მას­შტა­ბი­ანი შეზღუდ­ვე­ბით ეკ­ონ­ომ­იკ­ური საქ­მი­ან­ობ­ის თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­ში. ეკ­ონ­ომ­იკ­ური შო­კე­ბის დროს ყუ­რადღე­ბა მახ­ვილ­დე­ბა მა­თი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა­სა და მათ აღ­მოფხვრა­ზე. პან­დე­მი­ური შო­კის მი­ზე­ზი სა­ხე­ზეა და მთავ­რო­ბე­ბის მი­ერ მარ­თუ­ლია. მთავ­რო­ბას შე­უძ­ლია გა­ზარ­დოს ან შე­ამ­ცი­როს შო­კის მოქ­მე­დე­ბა, აკ­რძალ­ვე­ბის გაზ­რდი­სა და შემ­ცი­რე­ბის ან ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის გზით. ეს შო­კი გა­მოწ­ვე­ულია არა ეკ­ონ­ომ­იკ­ის რო­მე­ლი­მე სფე­რო­ში წარ­მოქ­მნი­ლი კრი­ზი­სის შე­დე­გად, არ­ამ­ედ მას აქ­ვს სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ათი, ვი­ნა­იდ­ან, აკ­რძალ­ვე­ბის გა­მო მეტ­ნაკ­ლე­ბი სი­დი­დით ზა­რალ­დე­ბა ეკ­ონ­ომ­იკ­ის ყვე­ლა სფე­რო. ეკ­ონ­ომ­იკ­ის და­ნა­კარ­გე­ბი დი­დია, ვი­ნა­იდ­ან დღე­ვან­დე­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ის მას­შტა­ბე­ბი უზ­არ­მა­ზა­რია და სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკ­ონ­ომ­იკ­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ძალ­ზე მჭიდ­რო. დღეს უკ­ვე სა­ხე­ზეა გლო­ბა­ლუ­რი ეკ­ონ­ომ­იკ­ური რე­ცე­სია: უმ­უშ­ევ­რო­ბის ზრდა, მცი­რე და სა­შუ­ალო ბიზ­ნე­სე­ბის გა­კოტ­რე­ბა, ტუ­რიზ­მი­სა და ავი­აცი­ის სექ­ტო­რის ჩა­მოშ­ლა, ნავ­თობ­ზე ფა­სე­ბის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ვარ­დნა, რე­კორ­დუ­ლი ვარ­დნა სა­ფონ­დო ბა­ზარ­ზე და ა.შ.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პან­დე­მი­ური შო­კის მარ­თვა გან­სხვავ­დე­ბა ეკ­ონ­ომ­იკ­ურ­ის­აგ­ან. მი­სი მოხ­ნა და­მო­კი­დე­ბუ­ლია არა მთავ­რო­ბის მი­ერ გა­ტა­რე­ბულ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ზე, არ­ამ­ედ ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ვა­დებ­ზე, მას­შტა­ბებ­სა და აგ­რე­სი­ულ­ობ­აზე. ას­ევე, მა­გა­ლი­თად, თუ ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის დროს, უპ­ირ­ვე­ლეს­ყოვ­ლი­სა, გა­და­სარ­ჩე­ნი იყო მსხვი­ლი ბან­კე­ბი, დღეს, უმ­თავ­რე­სად, გა­და­სარ­ჩე­ნია მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ალო სი­დი­დის სა­წარ­მო­ები: მცი­რე მა­ღა­ზი­ები, სას­ტუმ­რო­ები, რეს­ტორ­ნე­ბი, სწრა­ფი კვე­ბა, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი, ატ­ელი­ები, ბა­რე­ბი, კა­ფე­ები, ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ები და ა. შ. თით­ქმის შე­მო­სავ­ლე­ბის გა­რე­შე დარ­ჩნენ თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და ბევ­რი სხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. პან­დე­მი­ის დროს იზ­რდე­ბა ეკ­ონ­ომ­იკ­ის იმ სფე­რო­ებ­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა და მას­შტა­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ალ­ოდ არი­ან და­კავ­ში­რე­ბულ­ნი ად­ამი­ან­თა სი­ცოცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას­თან (სურ­სა­თით უზ­უნ­ველ­ყო­ფა, მე­დი­ცი­ნა, სა­აფ­თი­აქო სის­ტე­მა, სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვე­ბი, ონ­ლა­ინ ვაჭ­რო­ბა, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა, დის­ტან­ცი­ური სამ­სა­ხუ­რი და სხვ.). პან­დე­მი­ამ გვიჩ­ვე­ნა, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მის, ისე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის გან­ვი­თა­რე­ბა, პირ­ვე­ლის, რო­გორც სი­ცოცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის, ხო­ლო მე­ორ­ის, რო­გორც სურ­სა­თით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სფე­რო.

მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ეკ­ონ­ომ­იკ­ური რე­ცე­სია გა­მოწ­ვე­ულია პან­დე­მი­ით, დღე­ის­ათ­ვის უკ­ვე ჩა­მო­ყა­ლიბ­და წმინ­და ეკ­ონ­ომ­იკ­ური ხა­სი­ათ­ის ნე­გა­ტი­ური პრო­ცე­სე­ბი (უმ­უშ­ევ­რო­ბა, სი­ღა­რი­ბის ზრდა, ინ­ფლა­ცია, ვა­ლუ­ტის გა­უფ­ას­ურ­ება, ერ­ოვ­ნუ­ლი ად­ამი­ან­ისე­ული კა­პი­ტა­ლის, და­ნა­ზო­გე­ბის, ში­გა და უცხო­ური ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ის, საზღვარ­გა­რე­თი­დან ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა და სხვ.), რო­მე­ლიც ვრცელ­დე­ბა მთელ ეკ­ონ­ომ­იკ­აზე და შე­საძ­ლე­ბე­ლია, პან­დე­მი­ური შო­კი ღრმა ეკ­ონ­ომ­იკ­ურ კრი­ზის­ში გა­და­იზ­არ­დოს, რომ­ლის დაძ­ლე­ვა პან­დე­მი­ის მოხ­სნის შემ­დე­გაც ბევრ სირ­თუ­ლე­ებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მდგო­მა­რე­ობ­ას არ­თუ­ლებს ის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შო­კი გლო­ბა­ლუ­რი ხა­სი­ათ­ისაა.

თა­ნა­მედ­რო­ვე პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მთავ­რო­ბას უწ­ევს ოქ­როს შუ­ალ­ედ­ის მო­ძებ­ნა ად­ამი­ან­ის ჯან­მრთე­ლო­ბას, მის სი­ცოცხლე­სა და ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ვარ­დნას შო­რის, თუმ­ცა პირ­ვე­ლი უმ­თავ­რე­სია. ად­ამი­ან­ის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სი­ცოცხლეს, რო­გორც უმ­აღ­ლეს ღი­რე­ბუ­ლე­ბას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უპ­ირ­ატ­ეს­ობა უნ­და მი­ენ­იჭ­ოს, მაგ­რამ უკ­იდ­ურ­ესი გა­დახ­რა რო­გორც ერთ, ისე მე­ორე მხა­რეს, გა­მო­იწ­ვევს რო­გორც ად­ამი­ან­თა, ისე ეკ­ონ­ომ­იკ­ის ძლი­ერ და­ზა­რა­ლე­ბას. მა­გა­ლი­თად, თუ მთავ­რო­ბა უგ­ულ­ებ­ელ­ყოფს ად­ამი­ან­თა უს­აფ­რთხო­ებ­ას და თვით­დი­ნე­ბა­ზე მი­უშ­ვებს პრო­ცე­სებს, კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გა­იზ­რდე­ბა და­ავ­ად­ებ­ულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რა­ოდ­ენ­ობა, რაც ას­ევე კა­ტას­ტრო­ფულ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ეკ­ონ­ომ­იკ­აზე ერ­ოვ­ნუ­ლი ად­ამი­ან­ისე­ული კა­პი­ტა­ლის შემ­ცი­რე­ბი­სა და და­ავ­ად­ებ­ულ­თა მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბის დი­დი მას­შტა­ბე­ბის გა­მო. თუ მთავ­რო­ბა ძლი­ერ შეზღუ­დავს ეკ­ონ­ომ­იკ­ურ საქ­მი­ან­ობ­ას, მო­იშ­ლე­ბა ეკ­ონ­ომ­იკ­ური სის­ტე­მა, გა­იზ­რდე­ბა უმ­უშ­ევ­რო­ბა, შემ­ცირ­დე­ბა შე­მო­სავ­ლე­ბი, და­იწყე­ბა შიმ­ში­ლი, და­იძ­აბ­ება სო­ცი­ალ­ური გა­რე­მო და ამ­ით შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­იზ­არ­დოს სიკ­ვდი­ლი­ან­ობა, რომ არ­აფ­ერი ვთქვათ კე­თილ­დღე­ობ­ის გაუარესებაზე. მა­შა­სა­და­მე, მთავ­რო­ბა იძ­ულ­ებ­ულია წა­ვი­დეს გარ­კვე­ულ დათ­მო­ბა­ზე რო­გორც ად­ამი­ან­თა უს­აფ­რთხო­ებ­ის, ისე ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და ამ­ით მი­იღ­ოს პან­დე­მი­იდ­ან თა­ვის დაღ­წე­ვის ყვე­ლა­ზე უკ­ეთ­ესი შე­დე­გი.

გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ას არა­ერ­თი და­დე­ბი­თი მხა­რე აქ­ვს, მაგ­რამ მას აქ­ვს ას­ევე ნე­გა­ტი­ური მხა­რეც. მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში წარ­მო­შო­ბი­ლი უარ­ყო­ფი­თი პრო­ცე­სი შე­საძ­ლე­ბე­ლია მთელ მსოფ­ლი­ოში სწრა­ფად გავ­რცელ­დეს. დღეს სწო­რედ ჩი­ნეთ­ში წარ­მო­შო­ბი­ლი ეპ­იდ­ემი­ის მსოფ­ლი­ოში გავ­რცე­ლე­ბას აქ­ვს ად­გი­ლი. ად­ამი­ან­თა მსხვერ­პლი იმ­დე­ნად დი­დია და საფ­რთხე იმ­დე­ნად სა­ში­ში, რომ იგი პან­დე­მი­ად გა­მოცხად­და.

პან­დე­მია გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა, მაგ­რამ იგი არ არ­ის უშუ­ალ­ოდ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გი. იგი აჩ­ქა­რებს ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას, მაგ­რამ პან­დე­მია, უფ­რო მე­ტად, თვით ინ­ფექ­ცის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბაა. იგი მსოფ­ლი­ოში ვრცელ­დე­ბო­და მა­ში­ნაც, რო­დე­საც არ­ათუ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის, არ­ამ­ედ სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკ­ონ­ომ­იკ­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დო­ნეც კი უმ­ნიშ­ვნე­ლო იყო. მა­გა­ლი­თად, „შა­ვი ჭი­რის“ (ჟა­მის), „შა­ვი სიკ­ვდი­ლის“, „ქო­ლე­რის“, „ეს­პა­ნუ­რი გრი­პის“ და სხვ პამ­დე­მი­ები, რო­მელ­თაც ად­ამი­ან­თა დი­დი მსხვერ­პლი და ღრმა ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სე­ბი მოჰ­ყვა. გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის გაღ­რმა­ვე­ბას­თან ერ­თად, მე­დი­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გად, პან­დე­მი­ათა უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი მცირ­დე­ბა. ამ­აზე მეტყვე­ლებს „ღო­რის გრი­პის“, „ატ­იპ­ური“ და „ფრინ­ვე­ლის გრი­პის“ პან­დე­მი­ები.

დღე­ვან­დე­ლი პან­დე­მი­ის დრო­საც ად­ამი­ან­თა და­ავ­ად­ებ­ის მას­შტა­ბე­ბი და მსხვერ­პლი ჯერ­ჯე­რო­ბით მცი­რეა (თუმ­ცა ერ­თი ად­ამი­ან­ის და­კარ­გვაც კი ტრა­გე­დიაა), თუმ­ცა კო­რო­ნა­ვი­რუ­სი უფ­რო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და თუ სას­წრა­ფო ზო­მე­ბი არ იქ­ნე­ბო­და მი­ღე­ბუ­ლი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ად­ამი­ან­ური მსხვერ­პლი უფ­რო დი­დი ყო­ფი­ლი­ყო. ას­ევე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის, რომ კო­რო­ნა­ვი­რუსს შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი აგ­რე­სი­ულ­ობა ახ­ასი­ათ­ებს. ას­ევე, მიღ­წე­ვე­ბი მე­დი­ცი­ნა­ში და მსოფ­ლი­ოში ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­თა გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე და­ავ­ად­ებ­ულ­თა გან­კურ­ნე­ბის გა­ცი­ლე­ბით მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იძ­ლე­ვა, ვიდ­რე წარ­სულ­ში (გან­სა­კუთ­რე­ბით შა­ვი ჭი­რის, ქო­ლე­რი­სა და სპი­დის დროს).

მი­უხ­ედ­ავ­ად პან­დე­მი­ებ­ის მდი­და­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა, მსოფ­ლიო მა­ინც ძალ­ზე მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი შეხ­ვდა კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ას არა სა­მე­დი­ცი­ნო, არ­ამ­ედ მის წი­ნა­აღ­მდეგ გლო­ბა­ლუ­რი ბრძო­ლის თვალ­საზ­რი­სით. ბი­ოლ­ოგი­ური კა­ტას­ტრო­ფის საფ­რთხის და­საძ­ლე­ვად 85 ტრი­ლი­ონი­ანი მშპ-ს მქო­ნე მსოფ­ლი­ომ სა­ჭი­რო სახ­სრე­ბი ვერ გა­მო­ნა­ხა (ნ. ჭი­თა­ნა­ვა, გან­საც­დელ­მა გა­აზ­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა უნ­და შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნოს. 2020). ეს გა­მოწ­ვე­ულია იმ­ით, რომ ეკ­ონ­ომ­იკ­ის გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის დო­ნე წინ უს­წრებს პო­ლი­ტი­კუ­რი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის დო­ნეს. პო­ლი­ტი­კუ­რი მზა­ობ­ის შემ­თხვე­ვა­ში, ეკ­ონ­ომ­იკ­ური გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის დო­ნე დღე­ის­ათ­ვის სა­შუ­ალ­ებ­ას იძ­ლე­ვა — ას­ეთი სა­ხის ინ­ფექ­ცი­ებ­ის დროს მსოფ­ლი­ომ იმ­ოქ­მე­დოს მყი­სი­ერ­ად; სა­ერ­თო ძა­ლე­ბით წარ­მო­შო­ბის კე­რა­ში­ვე მოს­პოს იგი ან ძლი­ერ შეზღუ­დოს მი­სი გავ­რცე­ლე­ბის არი­ალი და მას­შტა­ბე­ბი; არ და­უშ­ვას ეპ­იდ­ემი­ის პან­დე­მი­ად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბა კი გვიჩ­ვე­ნებს, რომ ცალ­კე­ული ქვეყ­ნე­ბი იყ­ვნენ მა­ყუ­რებ­ლთა როლ­ში ან და­მო­უკ­იდ­ებ­ლად მოქ­მე­დებ­დნენ. არ­ადა, პან­დე­მი­ის აღ­მოფხვრა შე­უძ­ლე­ბე­ლია ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ან­ებ­ის გა­რე­შე. თუ ინ­ფექ­ცი­ის კე­რა რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ბა, არ­სე­ბობს მი­სი თა­ვი­დან გავ­რცე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ება სხვა ქვეყ­ნებ­ში.

ქვეყ­ნე­ბის დღე­ვან­დელ­მა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ამ გა­აჩ­ინა გარ­კვე­ული ან­ტიგ­ლო­ბა­ლის­ტუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, არ­ადა, აუც­ილ­ებ­ელია პი­რი­ქით მოქ­მე­დე­ბა. სა­ჭი­როა შე­იქ­მნას სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია ყვე­ლა ქვეყ­ნის მო­ნა­წი­ლე­ობ­ით (ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად), რო­მე­ლიც მო­ახ­დენს სწრაფ რე­აგ­ირ­ებ­ას ეპ­იდ­ემი­ებ­ზე, გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ებს შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ებ­ებს მსოფ­ლიო მას­შტა­ბით და ხელს შე­უშ­ლის მის გავ­რცე­ლე­ბას სხვა ქვეყ­ნებ­ში. ამ­ის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად უნ­და არ­სე­ბობ­დეს შე­სა­ბა­მი­სი ფონ­დიც. მსოფ­ლიო მზად უნ­და იყ­ოს ახ­ალი ინ­ფექ­ცი­ებ­ის­აგ­ან თავ­და­სა­ცა­ვად.

არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ის შემ­დეგ შემ­ცირ­დე­ბა გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის დო­ნე, ქვეყ­ნე­ბი აირ­ჩე­ვენ პრო­ტექ­ცი­ონ­ის­ტულ პო­ლი­ტი­კას, თვით­კმა­რო­ბის პო­ლი­ტი­კას, რაც შე­უძ­ლებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია, ვი­ნა­იდ­ან ეს შე­ამ­ცი­რებს გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის (ად­ამი­ან­თა სი­ცოცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის, სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვის, ომ­ისა და მშვი­დო­ბის, ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის ამ­ოწ­ურ­ვის, სა­სურ­სა­თო, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის, ეკ­ოლ­ოგი­ური, კოს­მო­სი­სა და ოკე­ანე­ებ­ის ათ­ვი­სე­ბის პრობ­ლე­მა და სხვა) გა­დაჭ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ეკ­ონ­ომ­იკ­ის შეკ­ვე­ცას, შე­მო­სავ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას, და­ნა­ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბას სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვებ­ზე, ინ­ოვ­აცი­ებ­ზე და, სა­ბო­ლოო ან­გა­რი­შით, შე­აფ­ერ­ხებს ეკ­ონ­ომ­იკ­ურ გან­ვი­თა­რე­ბას მთელ მსოფ­ლი­ოში. რაც შე­ეხ­ება ექ­სპორ­ტის ზრდი­სა და იმ­პორ­ტჩა­ნაც­ვლე­ბა­დი დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბას, ეს დღე­საც დღის წეს­რიგ­შია.

გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი ობი­ექ­ტუ­რი რე­ალ­ობაა და ის აუც­ილ­ებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა, მაგ­რამ კო­რექ­ტი­ვე­ბის შე­ტა­ნა მას­ში აუც­ილ­ებ­ელია. სა­ჭი­როა ჯან­დაც­ვის გაძ­ლი­ერ­ება, მი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ახ­ალი ფორ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და და­ნერ­გვა. ას­ევე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს სა­ვა­ლუ­ტო კურ­სის პრობ­ლე­მას, უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­ვა­ლუ­ტო კურ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­გუ­ლი­რე­ბა, ვი­ნა­იდ­ან ცალ­კე­ული ქვეყ­ნი­სათ­ვის სტა­ბი­ლუ­რი სა­ვა­ლუ­ტო კურ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია, მას­ზე მოქ­მე­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო, ბევრ შემ­თხვე­ვა­ში, სუ­ბი­ექ­ტუ­რი და სტი­ქი­ური ფაქ­ტო­რის გა­მო. სა­ვა­ლუ­ტო კურ­სი გა­მო­ხა­ტავს სა­ქონ­ლი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფასს, მაგ­რამ იგი დგინ­დე­ბა არა მხო­ლოდ სა­სა­ქონ­ლო (რო­გორც ეს ხდე­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნით), არ­ამ­ედ სა­ვა­ლუ­ტო ბაზ­რებ­ზეც, ამ­იტ­ომ მას­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს სპე­კუ­ლა­ცი­ური მოქ­მე­დე­ბე­ბი, სა­ფი­ნან­სო ბუშ­ტე­ბი, დემ­პინ­გი, მთავ­რო­ბა­თა არა­ეკ­ონ­ომ­იკ­ური ჩა­რე­ვე­ბი და სხვა, რო­მელ­თა მოქ­მე­დე­ბა არ ეფ­უძ­ნე­ბა კა­ნო­ნი­ერ საქ­მი­ან­ობ­ას. არ­ადა, თი­თოეული ას­ეთი ნე­გა­ტი­ური პრო­ცე­სი ცალ­კე­ული ქვეყ­ნი­სათ­ვის შე­საძ­ლე­ბე­ლია ტრა­გე­დი­ად იქ­ცეს.

თა­ნა­მედ­რო­ვე პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბის ორი სცე­ნა­რი – მოკ­ლე­ვა­დი­ანი და გრძელ­ვა­დი­ანი. პირ­ვე­ლი სცე­ნა­რის შემ­თხვე­ვა­ში ეპ­იდ­ემია თა­ვის­თა­ვად ჩაცხრე­ბა მთელ მსოფ­ლი­ოში ან გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნა და და­ავ­ად­ებ­ის სამ­კურ­ნა­ლო წა­მა­ლი. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში ეკ­ონ­ომ­იკ­ის აღ­დგე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მოკ­ლე დრო­ში, ვი­ნა­იდ­ან სა­ხელ­მწი­ფო და კერ­ძო და­ნა­ზო­გე­ბი, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და ად­ამი­ან­ისე­ული კა­პი­ტა­ლი ძი­რი­თა­დად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მე­ორე შემ­თხვე­ვა­ში აუც­ილ­ებ­ელი გახ­დე­ბა ეკ­ონ­ომ­იკ­ური საქ­მი­ან­ობ­ის გაძ­ლი­ერ­ება პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ისე კერ­ძო და­ნა­ზო­გე­ბი ამო­იწ­ურ­ება, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და ად­ამი­ან­ისე­ული კა­პი­ტა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გა­ჩა­ნაგ­დე­ბა, და­ის­ად­გუ­რებს სი­ღა­რი­ბე, შიმ­ში­ლი და ა.შ. ას­ეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­რო გახ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ ად­გი­ლობ­რი­ვი და გა­რე­დან მო­ზი­დუ­ლი სახ­სრე­ბის მი­მარ­თვა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის აღ­სად­გე­ნად. სა­ხელ­მწი­ფომ და კერ­ძო სექ­ტორ­მა და­ნა­ხარ­ჯე­ბი უნ­და გას­წი­ონ ად­ამი­ან­თა და­ინ­ფი­ცი­რე­ბის თა­ვი­დან ას­აც­ილ­ებ­ლად, ძი­რი­თა­დად, შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ალ­ებ­ებ­ის (სა­მუ­შაო ძა­ლის ეკ­იპ­ირ­ება, ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ის ამ­აღ­ლე­ბა, რო­ბო­ტი­ზა­ცია, დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბა და საქ­მი­ან­ობა, და­საქ­მე­ბულ­თა ტრას­პორ­ტი­რე­ბა, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის დე­ზინ­ფექ­ცია და ა.შ.) გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის, ისე, რო­გორც ეს ხდე­ბა გა­რე­გა­ნი ეფ­ეტ­ებ­ის (ეკ­ოლ­ოგი­ურ­ად სუფ­თა ტექ­ნო­ლო­გი­ები) აღ­მო­საფხვრე­ლად. ას­ევე, გა­იზ­რდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უჯ­ეტ­ის ხარ­ჯე­ბი და­ავ­ად­ებ­ულ­თა სამ­კურ­ნა­ლოდ. იმ­ედია, ამ სცე­ნა­რით მოვ­ლე­ნე­ბი არ გან­ვი­თარ­დე­ბა.

პან­დე­მი­ის დროს სა­ხელ­მწი­ფოს რო­ლი აქ­ტი­ურ­დე­ბა. სწო­რედ მის ხელ­ში გა­და­დის რო­გორც ად­ამი­ან­თა უს­აფ­რთხო­ებ­ის, ისე ეკ­ონ­ომ­იკ­ური საქ­მი­ან­ობ­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ძი­რი­თა­დი ბერ­კე­ტე­ბი. სა­ხელ­მწი­ფოს გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა და მი­სი შე­დე­გე­ბის აღ­მოფხვრა ეკ­ონ­ომ­იკ­ასა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში. ას­ეთ ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში თით­ქოს უფ­რო ეფ­ექ­ტი­ანია სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბის არ­სე­ბო­ბა. მა­გა­ლი­თად, სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში უფ­რო ოპ­ერ­ატი­ულ­ად და შე­ფერ­ხე­ბე­ბის გა­რე­შე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჯან­დაც­ვის ღო­ნის­ძი­ებ­ები, სა­ხელ­მწი­ფო სა­წარ­მო­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი უხ­ელ­ფა­სოდ არ დარ­ჩე­ბი­ან, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, უფ­რო სწრა­ფად მო­ხერ­ხდე­ბა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ეკ­ონ­ომ­იკ­ური საქ­მი­ან­ობ­ის გაგ­რძე­ლე­ბი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბა და სხვ. ამ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­მა­ვალ­ში, სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბის ხვედ­რი­თი წი­ლის გაზ­რდის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ არ­სე­ბულ სა­წარ­მო­თა ნა­ცი­ონ­ალ­იზ­აცია მი­უღ­ებ­ელია, ვი­ნა­იდ­ან მოხ­დე­ბა სა­ბაზ­რო მე­ქა­ნიზ­მე­ბის მოშ­ლა და წარ­მო­იშ­ვე­ბა სო­ცი­ალ­ური და­ძა­ბუ­ლო­ბა.

კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ასა და მის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ ერ­თმა­ნე­თი­სა­გან უნ­და გავ­მიჯ­ნოთ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლი­სა და პოს­ტპან­დე­მი­ურ პე­რი­ოდ­ში გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ები (ე. მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი, ინ­ტერ­ვიუ გა­ზეთ­ში „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი“). საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი პან­დე­მი­ური შო­კი თან­და­თან ემ­სგავ­სე­ბა წმინ­და ეკ­ონ­ომ­იკ­ურ კრი­ზისს და პან­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნეს ის­ეთი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლი­სა, რო­გო­რიც გა­მო­იყ­ენ­ებ­ოდა დი­დი დეპ­რე­სი­ის, მე­ორე მსოფ­ლიო ომ­ისა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­ული ეკ­ონ­ომ­იკ­ური ვარ­დნი­სა და 2009-2010 წლე­ბის მსოფ­ლიო ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სე­ბის დაძ­ლე­ვის დროს, რო­მე­ლიც მო­იც­ავს ფის­კა­ლურ, მო­ნე­ტა­რულ, ინ­სტი­ტუ­ცი­ურ და სხვა ინ­სტრუ­მენ­ტთა ერ­თობ­ლი­ობ­ას, რომ­ლე­ბიც იწ­ვე­ვენ წარ­მო­ებ­ის სტი­მუ­ლი­რე­ბას, უმ­უშ­ევ­რო­ბის შემ­ცი­რე­ბას და სა­ბო­ლო­ოდ მაკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ური სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მიღ­წე­ვას. მოკ­ლე­ვა­დი­ანი პან­დე­მი­ური ეკ­ონ­ომ­იკ­ური შო­კი­დან გა­მოს­ვლას კი გა­ცი­ლე­ბით მცი­რე დრო და და­ნა­ხარ­ჯე­ბი დას­ჭირ­დე­ბა და ბევრ შემ­თხვე­ვა­ში კერ­ძო სექ­ტო­რი, ძი­რი­თა­დად, თა­ვის­თა­ვად აღ­იდ­გენს პან­დე­მი­ამ­დე არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ობ­ას, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფოს აქ­ტი­ური დახ­მა­რე­ბაც აუც­ილ­ებ­ელი იქ­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ სფე­რო­ებ­ის­ად­მი, რომ­ლებ­მაც დი­დი და­ნაკ­ლი­სი გა­ნი­ცა­დეს.

უნ­და ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ძი­რი­თა­დად, დრო­ულ­ად მო­ხერ­ხდა სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ება ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რის შე­დე­გა­დაც შე­ნელ­და ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის პრო­ცე­სი და მიღ­წე­ულ იქ­ნა სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით ად­ამი­ან­თა მსვერ­პლის ძალ­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, შე­ნარ­ჩუნ­და ად­ამი­ან­ის სა­არ­სე­ბო პი­რო­ბე­ბი­სა და ქვეყ­ნის ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ის­ათ­ვის სა­ჭი­რო ეკ­ონ­ომ­იკ­ური საქ­მი­ან­ობ­ის გარ­კვე­ული დო­ნე. სა­ერ­თა­შო­რი­სო დახ­მა­რე­ბე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უჯ­ეტ­ის ხარ­ჯზე ხერ­ხდე­ბა დახ­მა­რე­ბე­ბის გა­წე­ვა რო­გორც მო­სახ­ლე­ობ­ის, ისე ბიზ­ნე­სი­სათ­ვის. თუმ­ცა, ალ­ბათ, სა­ჭი­როა დახ­მა­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა იმ თვით­და­საქ­მე­ბუ­ლებ­ზეც, რომ­ლე­ბიც არ იყ­ვნენ და­რე­გის­ტრი­რე­ბულ­ნი, არ შე­უძ­ლი­ათ შე­სა­ბა­მი­სი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბის წარ­მოდ­გე­ნა, მაგ­რამ მძი­მე ეკ­ონ­ომ­იკ­ურ პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

უკ­ვე მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (მა­გა­ლი­თად, და­ავ­ად­ებ­ულ­თა გან­კურ­ნე­ბის მა­ღა­ლი შან­სი, ეპ­იდ­ემი­ის მას­შტა­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბა, ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მო­სახ­ლე­ობ­აში ვი­რუ­სი­სა­გან თავ­და­სა­ცა­ვად, სო­ცი­ალ­ური დის­ტან­ცი­რე­ბა, ონ­ლა­ინ საქ­მი­ან­ობა და სხვ.), აუც­ილ­ებ­ელია მკაც­რი შეზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა, რომ არ მი­ვი­დეთ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ კო­ლაფ­სამ­დე და სო­ცი­ალ­ური და­ძა­ბუ­ლო­ბის უკ­იდ­ურ­ეს გამ­წვა­ვე­ბამ­დე. კარ­გია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს პრო­ცე­სი უკ­ვე და­იწყო. შე­სა­ბა­მი­სი ვაქ­ცი­ნის ან წამ­ლის აღ­მო­ჩე­ნამ­დე ქვე­ყა­ნამ უნ­და მო­ახ­ერ­ხოს პან­დე­მი­ის (ეპ­იდ­ემი­ის) პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბა. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია არა მხო­ლოდ ში­და პრობ­ლე­მე­ბი, არ­ამ­ედ სხვა ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ობა, რა­თა ინ­ფექ­ცი­ის ხე­ლა­ხა­ლი გავ­რცე­ლე­ბა არ მოხ­დეს.

მო­მა­ვალ­ში, რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ოში, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში, კო­რო­ნა­ვი­რუ­სუ­ლი პან­დე­მი­ის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყუ­რადღე­ბა უნ­და გა­მახ­ვილ­დეს მე­დი­ცი­ნის, ბი­ოტ­ექ­ნო­ლო­გი­ებ­ისა და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის, სოფ­ლის ეკ­ონ­ომ­იკ­ის, ციფ­რუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ფარ­თოდ უნ­და და­ინ­ერ­გოს ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა, ონ­ლა­ინ ვაჭ­რო­ბა და დის­ტან­ცი­ური საქ­მი­ან­ობა, რაც, გარ­და ად­ამი­ან­თა უს­აფ­რთხო­ებ­ისა, გა­მო­იწ­ვევს რე­სურ­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ეკ­ონ­ომი­ასა და დრო­ის და­ნა­ზოგს.

თა­ნა­მედ­რო­ვე ეტ­აპ­ზე ად­ამი­ან­თა კე­თილ­დღე­ობ­ის ამ­აღ­ლე­ბა სულ უფ­რო და უფ­რო და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბა პროგ­რე­სულ თვი­სებ­რივ ცვლი­ლე­ბებ­ზე ეკ­ონ­ომ­იკ­აში (ეკ­ონ­ომ­იკ­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე). ამ­დე­ნად, მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გე­ნე­რა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა უნ­და გახ­დეს ეკ­ონ­ომ­იკ­ის ინ­ოვ­აცი­ური გან­ვი­თა­რე­ბა. ქვეყ­ნის ინ­ოვ­აცი­ურ­მა სის­ტე­მამ უნ­და შეძ­ლოს ინ­ოვ­აცი­ებ­ის გე­ნე­რი­რე­ბა ან იმ­პორ­ტი. თავ­და­პირ­ვე­ლად უპ­ირ­ატ­ეს­ობა უნ­და მი­ენ­იჭ­ოს ინ­ოვ­აცი­ებ­ის იმ­პორ­ტს, ხო­ლო შემ­დეგ სა­კუ­თარ კვლე­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ინ­ოვ­აცი­ებ­ის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას (თუ გვინ­და ქვეყ­ნის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­ობა ამ­აღ­ლდეს). ამ პრო­ცეს­ში პრი­ორ­იტ­ეტი უნ­და მი­ენ­იჭ­ოს მეც­ნი­ერ­ებ­ას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს სა­ფუძ­ვე­ლი გა­მო­ეც­ლე­ბა და შე­დე­გი ვერ მი­იღ­წე­ვა. სწო­რედ ინ­ოვ­აცი­ებ­ის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის შე­დე­გად, კა­ცობ­რი­ობ­ის ერ­თი­ანი მოქ­მე­დე­ბით, შე­იძ­ლე­ბა გა­და­იჭ­რას დღე­ის­ათ­ვის მსოფ­ლი­ოში არ­სე­ბუ­ლი სა­სი­ცოცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, მათ შო­რის, ის გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მაც, რო­მელ­საც პან­დე­მია ჰქვია.

თარიღი: 08/05/2020