საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი შარვაშიძე: მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, აკადემიურ საზოგადოებას და სტუდენტებს!

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური სა­ზო­გა­დო­ება უკ­რა­ინ­ას მხარ­და­ჭე­რა­სა და თა­ნად­გო­მას უცხა­დებს. უკ­რა­ინ­ის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი მკა­ფიო პო­ზი­ცი­ას აფ­იქ­სი­რებს და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ალ­ის­ტურ პო­ლი­ტი­კას გმობს. „რუ­სე­თის ეს ქმე­დე­ბა 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ის ოკ­უპ­აცი­ის გა­მე­ორ­ებაა…“ „101 წლის შემ­დეგ — სა­ქარ­თვე­ლოს 20%-ის ოკ­უპ­აცი­ას­თან ერ­თად, ახ­ლა უკ­ვე უკ­რა­ინ­აში შეჭ­რით, რუ­სე­თი კვლავ ცდი­ლობს იმ­პე­რი­ის აღ­დგე­ნას…“ — აღ­ნიშ­ნუ­ლია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ოფ­იცი­ალ­ურ გან­ცხა­დე­ბებ­ში.

 

„101 წლის წინ — 1921 წლის 25 თე­ბერ­ვალს, რუ­სე­თის წი­თელ­მა არ­მი­ამ თბი­ლი­სი და­იკ­ავა. ფრონ­ტზე მო­ხა­ლი­სედ მყო­ფი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი, მათ შო­რის, მა­რო მა­ყაშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი, პავ­ლე ბეშ­ქე­ნა­ძე თბი­ლი­სის დაც­ვი­სას და­იღ­უპ­ნენ. საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბა 70 წლით შე­აფ­ერ­ხა. დღეს რუ­სე­თი იმ­პე­რი­ის აღ­დგე­ნას ის­ევ ცდი­ლობს. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური სა­ზო­გა­დო­ება, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­თვის ამ ტრა­გი­კულ დღეს, უკ­რა­ინ­ის გვერ­დით დგას და გმობს რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის შეჭ­რას უკ­რა­ინ­აში. გა­მარ­ჯვე­ბას ვუ­სურ­ვებთ უკ­რა­ინ­ელ მე­გობ­რებს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში! მხარ­და­ჭე­რას ვუცხა­დებთ უკ­რა­ინ­ელ ხალ­ხს, აკ­ად­ემი­ურ სა­ზო­გა­დო­ებ­ას და სტუ­დენ­ტებს! — აც­ახ­დებს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს უკ­რა­ინ­ის­ტი­კის კვლე­ვა-სწავ­ლე­ბის მრა­ვალ­წი­ანი ტრა­დი­ცია აქ­ვს. თსუ-ს პარ­ტნი­ორი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტია უკ­რა­ინ­ის შვი­დი უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი: უკ­რა­ინ­ის კა­რა­ზი­ნის სა­ხე­ლო­ბის ხარ­კო­ვის ერ­ოვ­ნუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, ოს­ტრო­გის აკ­ად­ემი­ის ერ­ოვ­ნუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, ტა­რას შევ­ჩენ­კოს სა­ხე­ლო­ბის კი­ევ­ის ერ­ოვ­ნუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, უჟ­გო­რო­დის ერ­ოვ­ნუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, კი­ევ­ის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­ვაჭ­რო-ეკ­ონ­ომ­იკ­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, სა­ბა­ჟო საქ­მი­სა და ფი­ნან­სე­ბის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, უკ­რა­ინ­ის სა­ინ­ჟინ­რო-პე­და­გო­გი­ური აკ­ად­ემია.

 

თარიღი: 28/02/2022