საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი შარვაშიძე: ჩემთვის და ჩემი თაობისთვის საბჭოთა კავშირი 1978 წლის 14 აპრილს დასრულდა

მაია ტო­რა­ძე

 

სა­ქარ­თვე­ლოს და უნ­ივ­ერ­სი­ტეტს არა­ერ­თი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლა ახ­სოვს, მაგ­რამ ის ერ­თი, 1978 წლის 14 აპ­რი­ლი, სხვა იყო – ყვე­ლა­ზე სა­ხალ­ხო და ყვე­ლა­ზე მარ­თა­ლი, რო­მელ­მაც საბ­ჭო­თა სის­ტე­მა მძლავ­რად შე­არ­ყია, ქვე­ყა­ნას შე­უნ­არ­ჩუ­ნა ენა და გა­ნუმ­ტკი­ცა და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის­თვის გარ­და­უვ­ალი ბრძო­ლის რწმე­ნა. 1978 წლის აპ­რილ­ში გა­ზეთ „კო­მუ­ნის­ტში“ გა­მოქ­ვეყ­ნდა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კონ­სტი­ტუ­ცი­ის ახ­ალი ვერ­სია, რო­მე­ლიც მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ენ­ის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სტა­ტუ­სის ჩა­მორ­თმე­ვას გუ­ლის­ხმობ­და. კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, სსრკ-ის სა­ხელ­მწი­ფო ენ­ად გა­ნი­საზღვრე­ბო­და მხო­ლოდ რუ­სუ­ლი.

 

დღემ­დე გა­მო­ცა­ნად რჩე­ბა – ვინ და­იწყო კონ­სტი­ტუ­ცი­ის ამ მუხ­ლში ჩა­დე­ბუ­ლი მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა (ინ­იცი­ატ­ივ­ას ხან ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს მი­აწ­ერ­ენ და ხა­ნაც ქარ­თულ დი­სი­დენ­ტურ მოძ­რა­ობ­ას), მაგ­რამ ფაქ­ტია – გა­დაწყვე­ტი­ლე­ბას მძაფ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უწია ქარ­თველ­მა სტუ­დენ­ტო­ბამ და ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ამ. ეს იყო საპ­რო­ტე­სო ტალ­ღა, რო­მელ­საც გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რი არ ჰყავ­და და იმ დღე­ებ­ში ლი­დე­რი გახ­და ხალ­ხი, რო­მელ­საც კარ­გად ახ­სოვ­და 1956 წლის მარ­ტის სის­ხლი­ანი დღე­ები, მაგ­რამ უშ­იშ­რად და მედ­გრად და­უპ­ირ­ის­პირ­და ბრეჟ­ნე­ვი­სა და სუს­ლო­ვის გან­ზრახ­ვას – წა­ეშ­ალ­ათ ერ­ოვ­ნუ­ლო­ბის უპ­ირ­ვე­ლე­სი ნი­შა­ნი – ენა, რო­მე­ლიც გარ­კვე­ული დრო­ის შემ­დეგ სა­ში­ნაო მოხ­მა­რე­ბის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ალ­ებ­ად დარ­ჩე­ბო­და. სა­შიშ­რო­ება რე­ალ­ური იყო და ერ­თნა­ირ­ად ემ­უქ­რე­ბო­და გაქ­რო­ბით რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ას­ევე კავ­კა­სი­ის სხვა რეს­პუბ­ლი­კე­ბის – სომ­ხე­თი­სა და აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ობ­ას.

 

მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მა მა­ლე­ვე გა­მო­აშ­კა­რავ­და და ამ მოძ­რა­ობ­ის სა­თა­ვე, ის­ევე, რო­გორც ბევ­რი სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ცი­ისა, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი გახ­და. აქ­ედ­ან და­იწყო პრო­ტეს­ტი საბ­ჭო­თა კონ­სტი­ტუ­ცი­აში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლი­თაც ქარ­თუ­ლი ენა სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სტა­ტუსს კარ­გავ­და. მძლავ­რი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეზ­ოდ­ან აგ­ორ­და და რუს­თა­ვე­ლამ­დე გზა­დაგ­ზა იმ­ატ­ებ­და სხვა­დას­ხვა ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტებს, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებს, უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ული ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ის იძ­ულ­ებ­ული გახ­და, ხე­ლი აეღო გან­ზრახ­ვა­ზე და მა­შინ­დე­ლი ცე­კას პირ­ვე­ლი მდივ­ნის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის პი­რით ამ­ცნო მთავ­რო­ბის სახ­ლის წინ შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ებ­ას, რომ ქარ­თუ­ლის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის, სტა­ტუ­სი აღ­დგა.

 

არ­ქი­ვებ­ში ახ­ლაც ინ­ახ­ება The Times-ის 17 აპ­რი­ლის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის ას­ლი, რო­მელ­შიც წე­რია, რომ ორ­მა ამ­ერ­იკ­ელ­მა იურ­ის­ტმა — რო­ბერ მაკ­კე­იმ და ერ­იკ რა­იმ­ენ­მა, რომ­ლე­ბიც იმ დროს თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, The Times-ის რე­დაქ­ცი­ას მი­აწ­ოდ­ეს ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორ შეხ­ვდა ახ­ალ­გაზ­რდო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის მდივ­ნის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მცდე­ლო­ბას — შე­ეხ­სე­ნე­ბი­ნა მათ­თვის საფ­რთხე­ები და და­ემ­შვი­დე­ბი­ნა. მათ მი­ერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, შე­ვარ­დნა­ძემ მო­მი­ტინ­გე­ებს ამ ტექ­სტით მი­მარ­თა: „ჩე­მო შვი­ლე­ბო, რას აკ­ეთ­ებთ?“, რა­ზეც მო­მი­ტინ­გე­ებ­მა ყვი­რი­ლით უპ­ას­უხ­ეს: „ჩვენ შე­ნი შვი­ლე­ბი არ ვართ!“.

 

ახ­ალ­გაზ­რდო­ბის ამ გან­წყო­ბამ აიძ­ულა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, კი­დევ ერ­თხელ მი­ემ­არ­თა მოს­კო­ვის­თვის და ეც­ნო­ბე­ბი­ნა, რომ სი­ტუ­აცია არ იყო მარ­თუ­ლი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ დათ­მობ­და ყვე­ლა­ზე მთა­ვარს – ენ­ას, რო­მე­ლიც მის­თვის სამ­შობ­ლოს, სარ­წმუ­ნო­ებ­ას, ერ­ოვ­ნუ­ლო­ბას აერ­თი­ან­ებ­და. სწო­რედ დე­მონ­სტრან­ტე­ბის თავ­გან­წირ­ვა გახ­ლდათ ის იარ­აღი, რომ­ლის წი­ნა­შეც უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლა­ზე და­უნ­დო­ბე­ლი იმ­პე­რი­ული მან­ქა­ნა. ქარ­თუ­ლი ენა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ობა გა­დარ­ჩა!

 

მას შემ­დეგ 43 წე­ლი გა­ვი­და და ამ დღეს, რო­გორც ქარ­თუ­ლი ენ­ის მა­რა­დი­სო­ბის ნი­შანს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ყო­ველ­წლი­ურ­ად გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ნიშ­ნავს. წელ­საც, პან­დე­მი­ის გა­მო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად, მაგ­რამ ეს დღე მა­ინც აღ­ინ­იშ­ნა. შეკ­რე­ბილ­თა შო­რის იყ­ვნენ ის ად­ამი­ან­ები, ვინც უშუ­ალ­ოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და დე­მონ­სტრა­ცი­აში.

 

ამ შეხ­ვედ­რამ, გარ­და იმ­ისა, რომ მას ქარ­თუ­ლი ენ­ის მა­რა­დი­სო­ბის ნი­შა­ნი აჩ­ნდა, კი­დევ ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ გა­მოკ­ვე­თა – 1978 წლის 14 აპ­რი­ლი იყო დღე, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად შე­აზ­ან­ზა­რა საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ული მან­ქა­ნა და რუ­სე­თის მი­ერ ოკ­უპ­ირ­ებ­ულ ქვეყ­ნებ­ში, უპ­ირ­ვე­ლე­სად კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­აჩ­ინა და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შან­სი, რაც და­ახ­ლო­ბით ერ­თი ათე­ული წლის შემ­დეგ რე­ალ­ური გახ­და.

 

სწო­რედ ეს მუხ­ტი გას­დევ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის გა­მოს­ვლას, რო­მელ­მაც კი­დევ ერ­თხელ შე­ახ­სე­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­ას, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ყო­ველ­თვის იდ­გა ქარ­თუ­ლი საქ­მის სა­თა­ვე­ში და სწო­რედ აქ იღ­ებს სა­თა­ვეს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტ­აპ­ები: „ის მოვ­ლე­ნე­ბი, რო­მე­ლიც ხდე­ბო­და 14 აპ­რილს, გა­მორ­ჩე­ული იყო არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, არ­ამ­ედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის – მა­შინ არ­ავ­ინ ელ­ოდა, რომ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში გა­იმ­არ­თე­ბო­და ას­ეთი მა­სი­ური დე­მონ­სტრა­ცია – დახ­ლო­ებ­ით 100 000 კა­ცი გა­მო­ვი­და ქუ­ჩა­ში. ეს იყო ერ­ოვ­ნუ­ლი მუხ­ტის მა­ტა­რე­ბე­ლი აქ­ცია, რო­მელ­მაც გა­აკ­ეთა ის, რომ და­იმ­სხვრა მი­თი საბ­ჭო­ეთ­ის უძ­ლე­ვე­ლო­ბი­სა, და­იმ­სხვრა მი­თი იმ­ისა, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი არ­ის ყოვ­ლის­შემ­ძლე იმ­პე­რია. ჩემ­თვის და ჩე­მი თა­ნა­ტო­ლე­ბის­თვის საბ­ჭო­თა კავ­ში­რი მა­შინ დას­რულ­და“, – გა­ნაცხა­და გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ.

 

14 აპ­რი­ლის და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის წვლი­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ობ­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და აღ­დგე­ნი­სათ­ვის მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ამ დღემ გა­მო­აღ­ვი­ძა კავ­კა­სი­ის სხვა რეს­პუბ­ლი­კე­ბიც: „ეს იყო ერ­ის სას­წა­ული გა­ერ­თი­ან­ება, რო­მელ­მაც მო­იტ­ანა დი­დი გა­მარ­ჯვე­ბის ზე­იმი და არა მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, არ­ამ­ედ კავ­კა­სი­ის სხვა ქვეყ­ნე­ბის­თვი­საც. ჩვენ არა მხო­ლოდ ჩვე­ნი ენა გა­და­ვარ­ჩი­ნეთ, არ­ამ­ედ ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი­საც – ამ დე­მოს­ტრა­ცი­ის შემ­დეგ შე­ვი­და შეს­წო­რე­ბა სომ­ხე­თის და აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ის კონ­სტი­ტუ­ცი­ებ­ში,“ – ით­ქვა რექ­ტო­რის გა­მოს­ვლა­ში, რაც კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ული რო­ლის ხაზ­გას­მა­ზე მი­ან­იშ­ნებ­და.

 

ამ დღეს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­აქ­ტო დარ­ბა­ზის ფოიეში გა­მო­ფე­ნი­ლი იყო სხვა­დას­ხვა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც 14 აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნებს ას­ახ­ავ­და. სა­ზო­გა­დო­ებ­ის მი­მარ­თვე­ბის, სტუ­დენ­ტთა ხელ­მო­წე­რე­ბის, კონ­სტი­ტუ­ცი­ის და სხვა გა­სა­ჯა­რო­ებ­ული მა­სა­ლე­ბის გვერ­დით, გა­მო­ფე­ნი­ლი იყო უცხო­ური პრე­სის გა­მოხ­მა­ურ­ებ­ებ­იც, რომ­ლებ­შიც აშ­კა­რად ჩანს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ერ­ოვ­ნუ­ლი გა­მოფხიზ­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ული რექ­ცი­ები – პირ­ვე­ლი ნი­შა­ნი იმ­ისა, რომ საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის რკი­ნის ფარ­დის დაშ­ვე­ბის დრო ახ­ლოვ­დე­ბო­და.

თარიღი: 18/04/2021