საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი ლობჟანიძის მორიგი წარმატება

ნი­ნო კა­კუ­ლია

 

თსუ-ის პრო­ფე­სო­რის, პო­ეტ­ისა და მთარ­გმნე­ლის გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძის ლექ­სმა კა­ტარ­ში პო­ეზი­ის კონ­კურ­სზე — „ნაზ­რა“ — გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად და­სა­ხელ­და.

 

„კა­ტარ­ში არ­სე­ბობს ას­ეთი მშვე­ნი­ერი ორ­გა­ნი­ზა­ცია „პო­ეზი­ის სახ­ლი“, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ებ­ას ატ­არ­ებს ხოლ­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მათ შო­რის: ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გვერ­დი ინ­სტაგ­რამ­ზე ყო­ვე­ლი წლის სექ­ტე­ბერ­ში ირ­ჩევს რო­მე­ლი­მე ენ­ასა და ქვე­ყა­ნას და რა­იმე დე­ვი­ზით ატ­არ­ებს ამ ქვეყ­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ეტ­ებ­ის ერ­თგვარ დათ­ვა­ლი­ერ­ება-კონ­კურ­სს, ამ კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე პო­ეტ­ებს კი მომ­დევ­ნო წელს ეპ­ატ­იჟ­ება დო­ჰას წიგ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რულ ფეს­ტი­ვალ­ზე. და­მი­კავ­შირ­დნენ და მთხო­ვეს, არ­აბ­ულ­ად მე­თარ­გმნა 10 თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი პო­ეტ­ის თი­თო ლექ­სი, ჩე­მი ლექ­სი­ან­ად. სექ­ტემ­ბრის და­საწყის­ში თავ­ზე ცეცხლი მე­კი­და, მაგ­რამ მა­ინც გავ­რის­კე და ვთარ­გმნე ეს ლექ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც, რო­გორც მითხრეს, ორ­ენ­ოვ­ან ბრო­შუ­რად გა­მო­იც­ემა წიგ­ნის გა­მო­ფე­ნი­სათ­ვის. ჩვე­ნი კონ­კურ­სის დე­ვი­ზი იყო: „ად­ამი­ანი – პო­ეზი­ისა და სი­კე­თის შუ­აგ­ული“.

 

ბევ­რი ფუქ­რის შემ­დეგ ერ­თი ძა­ლი­ან დი­დი ხნის წი­ნათ და­წე­რი­ლი და გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლი ლექ­სი შე­ვარ­ჩიე, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე იმ მი­ზე­ზით არ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე, რომ თა­ვი­სი მძაფ­რი ორი­ენ­ტა­ლიზ­მე­ბის გა­მო, შე­საძ­ლოა, ქარ­თვე­ლი მკითხვე­ლი­სათ­ვის აღ­საქ­მე­ლად რთუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი სწო­რედ ეს ლექ­სი გა­მო­მად­გა, რომ­ლის არ­აბ­ული თარ­გმა­ნიც კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ისე მო­ეწ­ონ­ათ, რომ ერ­თი სიტყვაც კი არ შე­უც­ვლი­ათ. მოკ­ლედ, დიდ საქ­მეს და­ვად­გი თა­ვი. კა­ტარ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ქალ­ბა­ტო­ნი ანა მარ­ტი­ნენ­კოს დი­დი მად­ლო­ბა მინ­და ვუთხრა, ჩემს თარ­გმა­ნებ­ზე მე­ტად ალ­ბათ მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ამ­ხე­ლა რე­ზო­ნან­სი ჰქონ­და კა­ტარ­ში ამ ინ­იცი­ატ­ივ­აში ჩვენს მო­ნა­წი­ლე­ობ­ას. ახ­ლა მომ­წე­რეს, რომ ამ კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ჩე­მი ლექ­სი და­სა­ხელ­და“, — აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე.

 

თარიღი: 17/10/2021