საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოიცა სამტომეული „ანისი: ქართული კულტურული მემკვიდრეობა“

მაია ტო­რა­ძე

 

17 ივ­ნისს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­ას თსუ-ის ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ისა და თე­ორი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი და გა­მო­ცე­მუ­ლი სამ­ტო­მე­ული — „ან­ისი და სა­ქარ­თვე­ლო — ნარ­კვე­ვე­ბი, მა­სა­ლე­ბი“ — წა­რუდ­გი­ნეს. წიგ­ნე­ბი შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული პრო­ექ­ტის — „ან­ისი: ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობა“ — ფარ­გლებ­ში გა­მო­იცა.

 

ღო­ნის­ძი­ებ­ას ეს­წრე­ბო­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის დი­რექ­ტო­რი ჯა­ბა სა­მუ­შია, თსუ-ის აკ­ად­ემი­ური სა­ზო­გა­დო­ება.

 

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ თა­ვის სიტყვა­ში მრა­ვალ­ჯერ აღ­ნიშ­ნა გა­მო­ცე­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა და რო­ლი არა მხო­ლოდ ქარ­თულ, არ­ამ­ედ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო სივ­რცე­ში. „დღეს ძა­ლი­ან დი­დი შრო­მის ნა­ყო­ფი არ­ის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეს არ­ის არა მხო­ლოდ სამ­ტო­მე­ული, არ­ამ­ედ უზ­არ­მა­ზა­რი სა­მეც­ნი­ერო პუბ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ეპ­ოქ­ას მო­იც­ავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი და სამ­ტო­მე­ული ეძ­ღვნე­ბა იმ კულ­ტუ­რულ, ის­ტო­რი­ულ მემ­კვიდ­რე­ობ­ას, რო­მე­ლიც არ­ის გზის გა­სა­ყარ­ზე ანუ იქ, სა­დაც ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ები ხვდე­ბო­და ერ­თმა­ნეთს.

 

მა­სა­ლებ­ში, რო­მე­ლიც აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია, ახ­ლე­ბუ­რად არ­ის გა­აზ­რე­ბუ­ლი და შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ბევ­რი მიგ­ნე­ბა. ყვე­ლამ, ვინც ჩარ­თუ­ლი იყო ამ პრო­ექ­ტში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­ოვ­ნუ­ლი საქ­მე გა­აკ­ეთა. ამ­დე­ნად, მსურს, პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ვუ­ლო­ცო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­ცე­მა. ეს არ არ­ის ად­გი­ლობ­რი­ვი მოვ­ლე­ნა, რად­გან არ­სე­ბობს ნა­თარ­გმნი ვერ­სი­აც და ამ­ით ჩვენ მსოფ­ლი­ოს ვაც­ნობთ ან­ისს, რო­მე­ლიც არ­ის მემ­კვიდ­რე­ობა, რომ­ლი­თაც ყვე­ლამ უნ­და იამ­აყ­ოს“,- თქვა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ.

 

პრო­ექ­ტი „ან­ისი: ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობა“ — მიზ­ნად ის­ახ­ავს ან­ის-ში­რა­კის, რო­გორც გა­მორ­ჩე­ული მრა­ვალ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მოს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რი მომ­ცვე­ლო­ბით წარ­მო­ჩე­ნას, ამ­ას­თან მას­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის შრე­ებ­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი, აღ­მსა­რებ­ლო­ბი­თი და მხატ­ვრუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის თა­ნა­არ­სე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მხა­რე­ებ­ის შეს­წავ­ლას. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი მრა­ვალ­მხრივ სრულ­ყოფს ან­ის­ის, რო­გორც სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რუ­ლი წრის შეხ­ვედ­რი­სა და ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბის გა­რე­მოს სუ­რათს, ამ­ას­თა­ნა­ვე ახ­ალი კუთხით წარ­მო­აჩ­ენს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ვრცელ რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე ეთ­ნო­კონ­ფე­სი­ურ თუ კულ­ტუ­რულ პრო­ცე­სებს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს, ისე ეკ­ლე­სი­ის მი­მარ­თე­ბებს მათ­თან, სა­ზო­გა­დოდ – ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ად­გილ­სა და როლს ამ პრო­ცე­სებ­ში.

 

„მე სი­ამ­აყ­ით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დი იყო ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი­სა. თუ ბო­ლო პე­რი­ოდ­ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­აში გა­კე­თე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბის რეტ­როს­პექ­ტი­ვას გა­ვა­კე­თებთ და გა­დავ­ხე­დავთ, თა­მა­მად ვიტყვი, რომ ეს პრო­ექ­ტი არ­ის გა­მორ­ჩე­ული, რო­გორც ფონ­დის­თვის, ას­ევე ამ დარ­გში გა­კე­თე­ბულ ყვე­ლა ნაშ­რომ­თან შე­და­რე­ბით. ეს გა­მოწ­ვე­ულია იმ­ით­აც, რომ პრო­ექ­ტს ჰყავს ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე­ობ­აში გა­მოკ­ვე­თი­ლი სა­ხე­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი და დი­დი მეც­ნი­ერია. ფონ­დის სა­ხე­ლით მინ­და დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ ზა­ზა სხირ­ტლა­ძეს და მთელ ჯგუფს, რომ ას­ეთი დი­დი სა­ჩუ­ქა­რი მი­ეც­ით ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ას და, უპ­ირ­ვე­ლე­სად, ას­ევე არ­მე­ნო­ლო­გი­ას, რად­გან ეს წიგ­ნი გახ­დე­ბა შე­უც­ვლე­ლი არ­მე­ნო­ლო­გე­ბის­თვი­საც“,- აღ­ნიშ­ნა ჯა­ბა სა­მუ­ში­ამ.

 

სა­მი წლის მან­ძილ­ზე (2016–2018) პრო­ექ­ტს ახ­ორ­ცი­ელ­ებ­დნენ: ზა­ზა სხირ­ტლა­ძე (პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი), გი­ორ­გი ჭე­იშ­ვი­ლი, ენ­ტო­ნი ის­ტმონ­დი, ირ­ინე გი­ვი­აშ­ვი­ლი, ირ­ინე ელ­იზ­ბა­რაშ­ვი­ლი, ნა­ტა­ლია ტუ­რა­ბე­ლი­ძე, ნა­ნა სი­ხა­რუ­ლი­ძე, ვლა­დი­მერ კე­კე­ლია, ნე­ლი ჩაკ­ვე­ტა­ძე, ჯიმ­შერ ჩხვი­მი­ანი, ნი­ნო ბაგ­რა­ტი­ონი, ვი­ოლა ტუ­ღუ­ში, ზე­ინ­აბ გურ­ჯი­ძე. შემ­დგომ­ში პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ელ­ებ­ელ ჯგუფს შე­მოუერთდნენ თეო ჯა­ლა­ღა­ნია, მაია პა­ტა­რი­ძე, ირ­აკ­ლი ფა­ღა­ვა და ირ­აკ­ლი თე­ზე­ლაშ­ვი­ლი. ხო­ლო, გა­მო­ცე­მის დი­ზა­ინი და და­კა­ბა­დო­ნე­ბა შე­ას­რუ­ლა ვა­ნო კიკ­ნა­ძემ.

 

პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის შე­დე­გებ­მა თა­ვი მო­იყ­არა სამ­ტო­მე­ულ­ში, რომ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ორე ტო­მე­ბი ეთ­მო­ბა გა­მოკ­ვლე­ვებს, ხო­ლო მე­სა­მე­ში თავ­მოყ­რი­ლია კვლე­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი და აღ­ნუს­ხუ­ლი მა­სა­ლე­ბი.

 

წიგ­ნის ინ­გლი­სუ­რი ვერ­სია ორ ტო­მა­დაა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი — მათ­გან პირ­ველ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ნარ­კვე­ვე­ბი, მე­ორ­ეში კი — წყა­რო­ები და მა­სა­ლე­ბი.

 

ღო­ნის­ძი­ებ­აზე დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ებ­ას პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ზა­ზა სხირ­ტლა­ძემ სპე­ცი­ალ­ურ­ად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ზუ­ალ­ური მა­სა­ლა, პრო­ექ­ტის ან­გა­რი­ში და სამ­ტო­მე­ულ­ის მი­მო­ხილ­ვა გა­უზი­არა. მან გვი­ამ­ბო, რომ კვლე­ვის პრო­ცე­სი მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო, ხო­ლო მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი საკ­მა­ოდ კომ­პლექ­სუ­რი აღ­მოჩ­ნდა.

 

„პრო­ექ­ტი ოფ­იცი­ალ­ურ­ად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა 5 წე­ლი დას­ჭირ­და, რად­გან თავ­და­პირ­ვე­ლად და­გეგ­მი­ლი იყო ერ­თტო­მე­ულ­ის გა­მო­ცე­მა. კვლე­ვის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ გა­მო­იც­ეს სამ­ტო­მე­ული. ას­ევე და­იბ­ეჭ­და ინ­გლი­სუ­რი ას­ლიც. ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ჩა­ტარ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია და, შე­სა­ბა­მი­სად, მი­სი მა­სა­ლე­ბიც გა­მო­იცა ინ­გლი­სურ ენ­აზე. ამ­ას­თან, ცალ­კე გა­მო­ვე­ცით სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი, რო­მე­ლიც ეხ­ება ან­ის­ის სიძ­ვე­ლე­ებ­ის ნა­წილს. ეს პრო­ექ­ტი მიზ­ნად ის­ახ­ავს ან­ის­ში, რო­გორც მრა­ვალ­კულ­ტუ­რულ გა­რე­მო­ში, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ად­გი­ლის ჩვე­ნე­ბას სხვა კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ობ­ებ­თან ერ­თად“, — აღ­ნიშ­ნა ზა­ზა სხირ­ტლა­ძემ.

 

პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­ის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნილ და შეს­წავ­ლილ მა­სა­ლებ­ში, წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ებ­ის გვერ­დით, ერ­თი­ან­დე­ბა არ­ქე­ოლ­ოგი­ური მო­ნა­პო­ვა­რი, ნუ­მიზ­მა­ტი­კა, ლა­პი­და­რუ­ლი და ფრეს­კუ­ლი ეპ­იგ­რა­ფი­კა, ხუ­როთ­მოძ­ღვრე­ბა და კედ­ლის მხატ­ვრო­ბა, აგ­რეთ­ვე სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი – დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­ვე­ლე დღი­ურ­ები, ფო­ტო­ები – რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ის სხვა­დას­ხვა ეტ­აპ­თან და მის კვლე­ვას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამ მა­სა­ლის აღ­ნუს­ხვა და შეს­წავ­ლა ან­ის­ის, რო­გორც სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის თავ­შეყ­რის ად­გი­ლის, მრა­ვალ­მხრივ სა­გუ­ლის­ხმო სუ­რათს სა­ხავს, ამ­ას­თან ახ­ალი კუთხით წარ­მო­აჩ­ენს ამ სუ­რათ­ში ქარ­თუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ობ­ის ხა­სი­ათ­სა და მას­შტა­ბებს.

 

სამ­ტო­მე­ულ­ის წი­ნათ­ქმა­ში ვკითხუ­ლობთ: „პირ­ვე­ლი ტო­მი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ული ნარ­კვე­ვით იწყე­ბა; შემ­დეგ ვრცე­ლი გა­მოკ­ვლე­ვა ეძ­ღვნე­ბა ან­ის­ის პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტო­რი­ის, ის­ტო­რი­ული და სა­ეკ­ლე­სიო გე­ოგ­რა­ფი­ის სა­კითხებს; სა­გან­გე­ბო ნაკ­ვეთ­ში გან­ხი­ლუ­ლია ან­ის­ის სა­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბის ცალ­კე­ული მხა­რე­ები, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ეთ­ნო­კულ­ტუ­რუ­ლი წრის – მათ შო­რის, ქარ­თუ­ლის – თა­ნა­არ­სე­ბო­ბით იქ­მნე­ბო­და; მოკ­ლე­დაა გან­ხი­ლუ­ლი ან­ის-ში­რა­კის ქარ­თუ­ლი ნუ­მიზ­მა­ტი­კუ­რი მა­სა­ლა; და­ხა­სი­ათ­ებ­ულია ქა­ლა­ქის სა­ფორ­ტი­ფი­კა­ციო სის­ტე­მა, მი­სი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ეტ­აპ­ები, მათ შო­რის – სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს მფლო­ბე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ის მას­შტა­ბუ­რი აღ­მშე­ნებ­ლო­ბა და ცალ­კე­ული კონ­სტრუქ­ცი­ულ-მხატ­ვრუ­ლი მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბი; გან­ხი­ლუ­ლია ან­ის­ის სა­ეკ­ლე­სიო-სა­აღ­მშე­ნებ­ლო სკო­ლის ის ძეგ­ლე­ბი, რო­მელ­თა მხატ­ვრუ­ლი იერ­სა­ხეც სხვა­დას­ხვა მხატ­ვრუ­ლი წრის – მათ შო­რის ქარ­თუ­ლის – მა­ხა­სი­ათ­ებ­ელ­თა თა­ნა­არ­სე­ბო­ბი­თა და ერ­თი­ან­ობ­ით იქ­მნე­ბო­და“.

 

მე­ორე ტო­მი მთლი­ან­ად და­ეთ­მო გა­მოკ­ვლე­ვას ან­ის­ის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფერ­წე­რუ­ლი ან­სამ­ბლის – ტიგ­რან ჰო­ნენ­ცის სა­ფა­სით აგ­ებ­ული წმ. გრი­გო­ლის ეკ­ლე­სი­ის, მი­სი კა­რიბ­ჭის და ეკ­ვდე­რის ფრეს­კე­ბის შე­სა­ხებ. მკვლევ­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ „მო­ხა­ტუ­ლო­ბე­ბის სა­გან­გე­ბო კვლე­ვამ შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და მათ შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­ერ­თი არ­სე­ბი­თი სა­კითხის ნა­თელ­ქმნა და და­ზუს­ტე­ბა. მათ შო­რი­საა ფერ­წე­რუ­ლი ან­სამ­ბლის პროგ­რა­მის სა­ზო­გა­დო საზ­რი­სი და მი­სი მი­მარ­თე­ბა ქარ­თველ­თა სა­მე­ფოს მფლო­ბე­ლო­ბის ეპ­ოქ­ის ან­ის­ისა და სამ­ხრე­თი კავ­კა­სი­ის პო­ლი­ტი­კურ, აღ­მსა­რებ­ლო­ბით და კულ­ტუ­რულ რე­ალი­ებ­თან. აქ­ვე მო­ცე­მუ­ლია წმ. გრი­გოლ პარ­თე­ლის ცხოვ­რე­ბის ციკ­ლში აღ­ბეჭ­დი­ლი ეთ­ნო­კულ­ტუ­რუ­ლი ტენ­დენ­ცი­ები და ციკ­ლის საზ­რი­სის წა­ნამ­ძღვრე­ბი, რაც, გარ­კვე­ული ის­ტო­რი­ული ეტ­აპ­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

 

მე­სა­მე ტომ­ში შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად თავ­მოყ­რი­ლია ან­ის-ში­რა­კი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის სხვა­დას­ხვა მხა­რე­თა ამ­სახ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი, სომ­ხუ­რი, ბი­ზან­ტი­ური, არ­აბ­ული, სი­რი­ული, სპარ­სუ­ლი, ოს­მა­ლუ­რი და რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ული წყა­რო­ები; მას­ში ერ­თი­ანი კორ­პუ­სის სა­ხით ქვეყ­ნდე­ბა ან­ის­ისა და მი­სი შე­მო­გა­რე­ნის ის ეპ­იგ­რა­ფი­კუ­ლი ძეგ­ლე­ბი (სა­ხელ­დობრ, ქარ­თუ­ლი და სომ­ხუ­რი ლა­პი­და­რუ­ლი, აგ­რეთ­ვე ქარ­თუ­ლი და ბერ­ძნუ­ლი ფრეს­კუ­ლი წარ­წე­რე­ბი), რომ­ლე­ბიც ას­ახ­ავს ან­ის­სა და ის­ტო­რი­ულ ში­რაკ­ში მიმ­დი­ნა­რე, ქარ­თულ მემ­კვიდ­რე­ობ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ, პო­ლი­ტი­კურ, აღ­მსა­რებ­ლო­ბით, კულ­ტუ­რულ პრო­ცე­სებს; ამ­ას მოს­დევს კა­ტა­ლო­გე­ბი: ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მფლო­ბე­ლო­ბის ეპ­ოქ­ის ნუ­მიზ­მა­ტი­კუ­რი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ყარ­სის მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი; ას­ევე ყარ­სის მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი რე­ლი­ეფი ქარ­თუ­ლი წარ­წე­რით; სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი არ­ქე­ოლ­ოგი­ური მა­სა­ლე­ბი ან­ის­იდ­ან. „ტო­მის ბო­ლო ნაკ­ვეთ­ში გა­ერ­თი­ან­და ან­ის­ისა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტე­ბი“,- წე­რია წი­ნათ­ქმა­ში.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სამ­ტო­მე­ული და­იბ­ეჭ­და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ძეგ­ლთა დაც­ვის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­აგ­ენ­ტოს და ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით.

 

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ას­ევე მომ­ზად­და ორი პუბ­ლი­კა­ცია: „ან­ისი გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე“, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­აზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი მოხ­სე­ნე­ბე­ბის კრე­ბუ­ლია (მომ­ზად­და ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში, ხო­ლო და­იბ­ეჭ­და საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ ცის­კა­რის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით) და „მა­სა­ლე­ბი ან­ის­ის წმ. გრი­გო­ლის ეკ­ლე­სი­ის მო­ხა­ტუ­ლო­ბის შეს­წავ­ლის­თვის“, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნის და რეს­ტავ­რა­ტო­რის, ნი­კო­ლაი სი­ჩო­ვის მი­ერ 1911 წელს ან­ის­ში გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული სა­მუ­შა­ოს დღი­ურ­ის (თან­დარ­თუ­ლი გრა­ფი­კუ­ლი ჩა­ნა­ხა­ტე­ბით და ქარ­თუ­ლი ფრეს­კუ­ლი წარ­წე­რე­ბის მო­ნა­ხა­ზე­ბით), აგ­რეთ­ვე 1912 წელს მის მი­ერ წა­კითხუ­ლი მოხ­სე­ნე­ბის პუბ­ლი­კა­ცია გახ­ლავთ. პუბ­ლი­კა­ცია მომ­ზად­და ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ისა და თე­ორი­ის ინ­სტი­ტუ­ტის და სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის მა­ტე­რი­ალ­ური კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. წიგ­ნი გა­მო­იცა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში.

 

ღო­ნის­ძი­ებ­აზე მრა­ვალ­ჯერ გაჟღერ­და, რომ მსგავ­სი კვლე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­აზე, სხვა ქა­ლა­ქებ­სა და რე­გი­ონ­ებ­შიც უნ­და ჩა­ტარ­დეს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კუთხე­ებ­ის ის­ტო­რი­ული სიმ­დიდ­რი­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ჩვე­ნე­ბას და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას მე­ტად შე­უწყობს ხელს.

თარიღი: 20/06/2022