საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოიცა ჟაკ ფრანსუა გამბას „მოგზაურობა კავკასიაში“ (II ტომი)

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

 

ახ­ლად გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი — ჟაკ ფრან­სუა გამ­ბას „მოგ­ზა­ურ­ობა კავ­კა­სი­აში“ (II ტო­მი) მე-19 სა­უკ­უნ­ის 20-იანი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ურ-პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ობ­ის და სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვის შეს­წავ­ლის თვალ­საზ­რი­სით მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­იც­ავს.

 

წიგ­ნს აქ­ვს მი­ნა­წე­რი, რომ „მოგ­ზა­ურ­ობა სამ­ხრეთ რუ­სეთ­ში, კერ­ძოდ კავ­კა­სი­ის ქე­დის გა­დაღ­მა, გა­ნა­ხორ­ცი­ელა 1820–1824 წლებ­ში შე­ვა­ლიე გამ­ბამ, მე­ფის კონ­სულ­მა თბი­ლის­ში“.

 

წიგ­ნში აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო და თბი­ლი­სია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მელ­შიც „გამ­ბა სა­გან­გე­ბოდ ეხ­ება თბი­ლი­სის სტრა­ტე­გი­ული ად­გილ­მდე­ბა­რე­ობ­ის უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ არც თუ ისე შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში, რე­გი­ონ­ში ვაჭ­რო­ბის ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცი­ისა და მრეწ­ვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გად, იგი გახ­დე­ბა ჭეშ­მა­რი­ტად ევ­რო­პუ­ლი ქა­ლა­ქი და ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის საკ­ვან­ძო პუნ­ქტი“.

 

წი­ნა­სიტყვა­ობ­აში, რო­მე­ლიც თხზუ­ლე­ბას უძ­ღვის, ნათ­ქვა­მია, რომ ნაშ­რომ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია არ­ან­აკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცნო­ბე­ბი რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბის, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი სხვა ერ­ოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა (მათ შო­რის — გერ­მა­ნე­ლი კო­ლო­ნის­ტე­ბის) შე­სა­ხებ; ამ­ას­თა­ნა­ვე, თხზუ­ლე­ბა შე­იც­ავს უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლებს კავ­კა­სი­ის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წი­ლის მო­სახ­ლე­ობ­აზე (ოს­ები, ინ­გუ­შე­ბი, და­ღეს­ტნე­ლე­ბი და სხვ.), კავ­კა­სი­ის ის­ტო­რი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკითხვე­ლი აქ­ვე გა­ეც­ნო­ბა ავ­ტო­რი­სე­ულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­სა და მო­საზ­რე­ბებს სტრა­ტე­გი­ული თუ ეკ­ონ­ომ­იკ­ური თვალ­საზ­რი­სით ის­ეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ქა­ლა­ქებ­ზე, რო­გო­რიც იყო აღ­ნიშ­ნულ ეპ­ოქ­აში ბა­ქო, ას­ტრა­ხა­ნი, ვლა­დი­კავ­კა­ზი, დერ­ბენ­დი და სხვ.“

 

წიგ­ნი თსუ-ის ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუტ­ში გა­მო­იცა. იგი ფრან­გუ­ლი­დან თარ­გმნა მზია მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა.

თარიღი: 24/09/2021