საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოვლინდნენ მედიაგანათლების პროგრამის კურსდამთავრებულთა მინი გრანტების მფლობელები

მაია ტო­რა­ძე

 

„კონ­ცეფ­ცი­ური ერ­თო­ბის მიღ­წე­ვის ალ­ბა­თო­ბა სას­წავ­ლო კურ­სში „შე­სა­ვა­ლი პრო­ფე­სი­აში“, – ასე ჰქვია კვლე­ვით პრო­ექ­ტს, რო­მე­ლიც აშშ-ის სა­ელ­ჩოს საგ­რან­ტო პროგ­რა­მე­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული მე­დი­აგ­ან­ათ­ლე­ბის პროგ­რა­მის კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­თა მი­ნი გრან­ტე­ბის კონ­კურ­სის ერთ–ერ­თი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი და სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი ხა­თუ­ნა მა­ის­აშ­ვი­ლი.

 

 

პრო­ექ­ტის მი­სი მი­ზა­ნია, გა­ან­ალ­იზ­დეს, რო­გორ ას­წავ­ლი­ან, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის კუ­რი­კუ­ლუ­მის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს 16 უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სა­განს „შე­სა­ვა­ლი პრო­ფე­სი­აში“.

 

„რთულ ამ­ოც­ან­ას შე­ვე­ჭი­დე. ეს არ­ის ინ­დი­ვი­დუ­ლუ­რი პრო­ექ­ტი და გუ­ლის­ხმობს 16 უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის კუ­რი­კუ­ლუმ­ში ერ­თი საგ­ნის – „შე­სა­ვა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­სა და მას­კო­მუ­ნი­კა­ცი­აში“ – სი­ლა­ბუ­სე­ბის შეს­წავ­ლას. თუმ­ცა მხო­ლოდ სი­ლა­ბუ­სე­ბი საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური სა­კუთ­რე­ბი­სა და კვლე­ვის ეთ­იკ­ის სრუ­ლი დაც­ვით უნ­და ჩა­იწ­ერ­ოს პი­რის­პი­რი ინ­ტერ­ვიუები პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან და საგ­ნის პე­და­გო­გებ­თან. მი­ზა­ნი ერ­თი მაქ­ვს – და­ვად­გი­ნო, რას ვას­წავ­ლით დღეს, რო­გორ ვას­წავ­ლით და რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია კონ­ცეპ­ტუ­ალ­ური ერ­თი­ან­ობ­ის მიღ­წე­ვა სას­წავ­ლო მე­თო­დო­ლო­გი­აში. თე­მე­ბის გარ­და, შე­ვის­წავ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს, რომ­ლე­ბი­თაც ას­წავ­ლი­ან. კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მომ­ზად­დე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის პა­კე­ტი და სტა­ტი­ები ქარ­თუ­ლა­დაც და ინ­გლი­სუ­რა­დაც. მთა­ვა­რია, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შედ­გეს,“ – გვითხრა ხა­თუ­ნა მა­ის­აშ­ვილ­მა.

 

კონ­კურ­სში კი­დევ ორ­მა პრო­ექ­ტმა მო­იპ­ოვა და­ფი­ნან­სე­ბა: „ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ერ­ება და მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კა“ (ხელ­მძღვა­ნე­ლი შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი მაგ­და მე­მა­ნიშ­ვი­ლი) და „სა­ერ­თა­შო­რის გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დია გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის“ (ხელ­მძღვა­ნე­ლი კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ზა­ზა ცოტ­ნი­აშ­ვი­ლი).

 

აშშ-ის სა­ელ­ჩოს საგ­რან­ტო პროგ­რა­მე­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული მე­დი­აგ­ან­ათ­ლე­ბის პროგ­რა­მის მი­ზა­ნია უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა. კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­მი პრო­ექ­ტი და­ეხ­მა­რე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაძ­ლი­ერ­ებ­ას სა­ქარ­თვე­ლოს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებს შო­რის, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვა­ლი თა­ობ­ის ჟურ­ნა­ლის­ტებს ამ­ზა­დე­ბენ.

თარიღი: 16/04/2022