საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოვლინდა ორი საუკეთესო სტუდენტი „აზიის სამეცნიერო ბანაკი 2022“–ში მონაწილეობის მისაღებად

მაია ტო­რა­ძე

 

გა­მოვ­ლინ­და ორი სა­უკ­ეთ­ესო სტუ­დენ­ტი „აზი­ის სა­მეც­ნი­ერო ბა­ნა­კი 2022“–ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­სა­ღე­ბად. კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ თსუ-ის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი მა­რი­ამ შენ­გე­ლია (ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა) და მა­რი­ამ შვე­ლი­ძე (ქი­მი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა).

 

„აზი­ის სა­მეც­ნი­ერო ბა­ნა­კი 2022“ ტრა­დი­ცი­ული ბა­ნა­კია, რო­მე­ლიც თავს უყ­რის ნი­ჭი­ერ ახ­ალ­გაზ­რდებს მთე­ლი მსოფ­ლი­ოდ­ან. წელს სამ­ხრეთ კო­რე­ას ქა­ლაქ და­ეჯე­ონ­ში მათ სა­მეც­ნი­ერო სი­ახ­ლე­ებს გა­აც­ნო­ბენ მსოფ­ლი­ოში ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ერ­ები, ახ­ალ­გაზ­რდე­ბი მო­ის­მე­ნენ ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­ურე­ატ­ებ­ის ლექ­ცი­ებს.

 

ბა­ნაკ­ში წა­სას­ვლე­ლად თბი­ლი­სის სახ­ლმწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის­თვის 11-მა სტუ­დენ­ტმა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი. კონ­კურ­სან­ტებს მო­ეთხო­ვე­ბო­დათ მა­ღა­ლი აკ­ად­ემი­ური მოს­წრე­ბა და ინ­გლი­სუ­რი ენ­ის ცოდ­ნა (კო­მუ­ნი­კა­ცია, წე­რა, კითხვა). შე­სა­ბა­მი­სი სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ის მი­ერ შე­ირ­ჩნენ პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბი: მა­რი­ამ შენ­გე­ლია (ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა) და მა­რი­ამ შვე­ლი­ძე (ქი­მი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა).

 

„აზი­ის სა­მეც­ნი­ერო ბა­ნა­კი 2022“ მა­ღა­ლი დო­ნის სა­მეც­ნი­ერო ბა­ნა­კია, სა­დაც სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მნი­ლი სა­მეც­ნი­ერო მუ­შა­ობ­ის­თვის. ის ერ­თი კვი­რა გრძელ­დე­ბა და, გარ­და იმ­ისა, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქ­ვთ, შეხ­ვდნენ და მო­უს­მი­ნონ მსოფ­ლი­ოში ცნო­ბილ მეც­ნი­ერ­ებ­სა და ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­ურე­ატ­ებს, ის­ინი ატ­არ­ებ­ენ პრე­ზენ­ტა­ცი­ებს, მარ­თა­ვენ დის­კუ­სი­ებს სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ტი­კა­ზე. ეს ბა­ნა­კი სა­უკ­ეთ­ესო სა­შუ­ალ­ებაა ახ­ალ­გაზ­რდე­ბის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად, გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის ას­ამ­აღ­ლებ­ლად და თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვი­თი სტან­დარ­ტე­ბის და­სახ­ვე­წად“, – თქვა ჩვენ­თან სა­უბ­არ­ში თსუ–ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა ვა­ჟა ტრა­პა­იძ­ემ.

 

„აზი­ის სა­მეც­ნი­ერო ბა­ნა­კი 2022“ წელს 24 – 30 ივ­ლისს გა­იმ­არ­თე­ბა. თსუ–ის გუნ­დს ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი რა­მაზ ხო­მე­რი­კი უხ­ელ­მძღვა­ნე­ლებს.

თარიღი: 16/04/2022