საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ება — უნივერსიტეტელი სო­ფოს სამ­ყა­რო პა­ტა­რა სვა­ნეთ­ში

მღე­რის, წერს ან არ­ჩევს თა­ვი­სი სოფ­ლის პე­იზ­აჟ­ის ლა­მაზ კად­რებს... — ჩვენ მო­გიყ­ვე­ბით მეტ­სა­ხე­ლად „პო­ეზი­აში მო­ხე­ტი­ალე“ 19 წლის სო­ფიო ქუ­რას­ბე­დი­ან­ზე, რო­მე­ლიც სვა­ნეთ­ში, სო­ფელ ნა­ნარ­ში ცხოვ­რობს და თა­ვი­სი სო­ფე­ლი ქვე­ყა­ნას ურ­ჩევ­ნია. გუ­ლი წყდე­ბა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რის­გან ნელ-ნე­ლა იც­ლე­ბა ნა­ნა­რი... თბი­ლის­ში გაქ­ცე­ულ­ებს მა­ღა­ლი ფერ­დო­ბის წვე­რო­დან იმ­იტ­ომ არ უქ­ნევს და­სამ­შვი­დო­ბებ­ლად ხელს, რომ თვლის — „ქა­ლაქ­ში კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა უნ­და მი­იღო, მაგ­რამ მე­რე შენს სახ­ლს უნ­და და­უბ­რუნ­დე და სა­დაც, წე­სით, ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერი ხარ, იქ უნ­და მო­ნა­ხო შე­ნი საქ­მე“. რა­ღაც უც­ნა­ურ­ად ჟღერს (არა?) თა­ნა­მედ­რო­ვე, 19 წლის პა­ტა­რა გო­გოს­გან პა­ტა­რა სოფ­ლი­სად­მი ას­ეთი ერ­თგუ­ლე­ბა ინ­ტერ­ნე­ტი­ზა­ცი­ის ეპ­ოქ­აში...

გა­ნათ­ლე­ბას ქა­ლაქ­ში იღ­ებს — ახ­ლობ­ლე­ბის რჩე­ვით თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ჩა­აბ­არა და დღემ­დე ბრა­ზობს სა­კუ­თარ თავ­ზე, რომ გრან­ტის მო­პო­ვე­ბა ვერ შეძ­ლო. „უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა ძა­ლი­ან დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა. მას­წავ­ლა, თუ რამ­ხე­ლა ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სვლებს და რომ თი­თოეული სწო­რი ნა­ბი­ჯის გა­სა­ღე­ბი გა­ნათ­ლე­ბა­შია. მომ­ცა ცოდ­ნა და სხვა თვა­ლით და­მა­ნა­ხა სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც ჩე­მი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქ­ცა — ეს გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის სამ­ყა­როა“, — მპა­სუ­ხობს სო­ფო ჩემს შე­კითხვა­ზე, რო­მე­ლიც თა­ვის კუთხუ­რო­ბას იმ­ით­აც უს­ვამს ხაზს, რომ მტკი­ცეა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა­შიც. „მა­ღი­ზი­ან­ებს ნე­გა­ტი­ური და, ამ­ავ­დრო­ულ­ად, სარ­კაზ­მუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რა­საც ზოგ­ჯერ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მი­მართ ამ­ჟღავ­ნე­ბენ. ხში­რად მა­თი არ­გუ­მენ­ტი სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია. ად­ამი­ან­ები, რო­მელ­თაც ეს ჩვე­ვა ახ­ასი­ათ­ებთ, ჩემ­თვის ყო­ველ­გვარ თვით­შეგ­ნე­ბას მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან“, — ამ­ბობს სო­ფო. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ სო­ფელ­ში ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მა უჭ­ირს, სწავ­ლის პრო­ცეს­ში მა­ინც აქ­ტი­ურ­ად ჩა­ერ­თო. თა­ვი­დან ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო გა­უჭ­ირ­და დის­ტან­ცი­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი საყ­ვა­რელ ლექ­ტო­რებ­თან, მაგ­რამ, რო­გორც ამ­ბობს, სო­ცი­ალ­ური ქსე­ლის მეშ­ვე­ობ­ით თვალს ად­ევ­ნებ­და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მი­ერ გან­თავ­სე­ბულ სი­ახ­ლე­ებს, მი­თი­თე­ბებს და ამ­ის შე­დე­გად სირ­თუ­ლეც გა­და­ლა­ხა. სო­ფო ქუ­რას­ბე­დი­ანი თსუ-ში ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე ფი­ლო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლობს და არ გა­მო­რიცხავს, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა მო­უნ­დეს.

სო­ფოს დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა, რაც პან­დე­მი­ას უკ­ავ­შირ­დე­ბა, ძა­ლი­ან აღ­ელ­ვებს. „თუმ­ცა მთე­ბის კალ­თებ­ში გაბ­ნე­ული თა­ვი­სუფ­ლე­ბის სურ­ნე­ლი სა­ოც­არი იმ­ედ­ით მავ­სებს“, — მწერს პი­რად მი­მო­წე­რა­ში პა­ტა­რა სვა­ნი გო­გო, რო­მელ­საც „პო­ეზი­აში მო­ხე­ტი­ალე“ ტყუ­ილ­ად რო­დი შე­არ­ქვა მე­გო­ბარ­მა. ის ხომ ლექ­სებ­საც წერს, რო­მელ­საც მეც მი­ზი­არ­ებს და მე­უბ­ნე­ბა, რომ წე­რა და გან­სა­კუთ­რე­ბით ძვე­ლი სვა­ნუ­რი ნა­ნას სიმ­ღე­რა სი­ხა­რულს ან­იჭ­ებს და ამ­ატ­ებს: „მინ­და, სო­ფელ­ში ფოლ­კლო­რი გა­ვაღ­ვი­ვო. არ­სად ის­ეთი ბედ­ნი­ერი არ ვარ, რო­გორც სა­კუ­თარ სო­ფელ­ში. იმ ახ­ალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც დღეს სახ­ლში არი­ან ვი­რუ­სის გა­მო გა­მო­კე­ტი­ლე­ბი, მინ­და ვუთხრა — გა­ატ­არ­ეთ მე­ტი დრო ოჯ­ახ­ის წევ­რებ­თან, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ეს ვი­რუ­სი ჩა­ივ­ლის. არ მოს­წყდეთ არ­ას­დროს სა­კუ­თარ მიზ­ნებს და ამ­ოც­ან­ებს! იბ­რძო­ლეთ, თუნ­დაც ამ ბრძო­ლას თან ახ­ლდეს მრა­ვა­ლი დაბ­რკო­ლე­ბა. არ­ავ­ის და არ­აფ­რის გა­მო თქვათ უარი წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალ­ზე, რო­მელ­საც მხო­ლოდ ცოდ­ნით თუ შექ­მნით. თა­ნაც გულ­ში ად­ამი­ან­ებ­ის სიყ­ვა­რუ­ლი უნ­და გქონ­დეს, ისე არ­აფ­ერი გა­მო­ვა. სი­ძულ­ვი­ლით შეპყრო­ბილს ნაკ­ლე­ბად გა­გი­მარ­თლებს. მოკ­ლედ, გჯე­რო­დეთ უკ­ეთ­ესი დღის, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ალ­იზ­ებ­ის“, — ას­ეთია სო­ფოს გზავ­ნი­ლი სვა­ნე­თი­დან, რა­საც მხო­ლოდ შე­ფა­სე­ბი­თი კო­მენ­ტა­რი შე­გიძ­ლია და­ურ­თო — მე არ ვი­ცი ამ სტა­ტი­ის შექ­მნი­სას რო­გორ გა­მო­იყ­ურ­ება სო­ფო, მაგ­რამ ის ვი­ცი, რომ სი­ლა­მა­ზე არ­სად არ ქრე­ბა... ის მო­დის ძვე­ლი დრო­იდ­ან დღემ­დე და ამ პა­ტა­რა გო­გო­ნა­ში გა­მო­უხ­ეთ­ქავს პა­ტა­რა, „მი­სე­ულ სიბ­რძნედ“. რო­გორც ჩანს, სო­ფო აქ­ტი­ურია, რო­გორც მო­ქა­ლა­ქე, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­ის წევ­რი, რად­გან სო­ცი­ალ­ურ ქსელ­ში გა­აქ­ტუ­ალ­ურ­ებ­ულ ბევრ, მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მას ეხ­მა­ურ­ება: „დღეს ძა­ლი­ან აქ­ტუ­ალ­ური გახ­და მსჯე­ლო­ბა ამ სა­კითხზე და მინ­და შე­ვე­ხო: ვფიქ­რობ, სა­ხელ­მწი­ფო­მაც და ეკ­ლე­სი­ამ­აც უნ­და იზ­რუ­ნოს ხალ­ხის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ობ­აზე. უკ­ეთ­ესი იქ­ნე­ბო­და, ამ პე­რი­ოდ­ში ხალ­ხს თა­ვი შე­ეკ­ავ­ებ­ინა ტაძ­რებ­ში წას­ვლის­გან, რად­გან ამ­ით თა­ვი­დან ავ­იც­ილ­ებთ ეპ­იდ­ემი­ურ აფ­ეთ­ქე­ბას. ზო­გი­ერ­თი, სამ­წუ­ხა­როდ, ცუ­დად აღ­იქ­ვამს ამ ყო­ვე­ლი­ვეს და მი­იჩ­ნევს, რომ ეს აკ­რძალ­ვა რწმე­ნას უპ­ირ­ის­პირ­დე­ბა. თუ გუ­ლით ვი­წა­მებთ და ვი­ლო­ცებთ, უფ­ალ­თან ყო­ველ­თვის მი­ვა ეს ლოც­ვა. ვი­სურ­ვებ­დი, ყვე­ლა სა­სუ­ლი­ერო პირ­მა, მო­ქა­ლა­ქემ და სა­ხელ­მწი­ფომ ხე­ლი შე­უწყოს ვი­რუ­სის შე­ჩე­რე­ბას, რაც მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის წყა­ლო­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი“, — წერს სო­ფო ფე­ის­ბუქ­ში, რა­საც აქ­ტი­ურ­ად იყ­ენ­ებს. სიმ­ღე­რას­თან ერ­თად სო­ფო გა­ლობს კი­დეც და ის ხმა, რო­მე­ლიც გა­ლო­ბი­სას ყურ­ში ეს­მის, ხში­რად უშ­ლის ფიქ­რის სა­ღერ­ღელს, რაც შემ­დეგ ლექ­სებ­საც აწ­ერ­ინ­ებს ხოლ­მე...

 

სო­ფელს სო­ფოს­გან

ახ­ლა ჩემს სო­ფელ­ში, ნა­ნატრ შა­რაგ­ზებ­ზე,/ის­მის სა­გა­ლობ­ლის ხმე­ბი./

ნის­ლის მეგ­ზუ­რე­ბიც, ალ­ბათ, ჩა­ნან მთებ­ზე,/გლე­ხი თი­ვას ზი­დავს მხრე­ბით./

მსუ­ყე შე­მოდ­გო­მის ჩვე­ულ სიყ­ვით­ლე­ში,/ბა­ლახს აძ­ოვ­ებ­ენ ნა­ხირს,/

ლექ­სებს კითხუ­ლო­ბენ ყრმე­ბი სიფხიზ­ლე­ში,/უკ­ან მიჰ­ყვე­ბი­ან მარ­ხილს./

ახ­ლა, ჩემს სო­ფელ­ში ნა­ზი ოხ­ში­ვა­რი/საგ­ზლად აეკ­იდა ტო­რებს,/

მაღ­ლით ეკ­ლე­სია, მშვი­დად მომ­ზი­რა­ლი,/ცა­ზე შა­რა­ვან­დედს ტო­ვებს./

ფე­რად ჩუ­ქურ­თმე­ბით მორ­თულ აივ­ნის­კენ გე­ზი აუღი­ათ მტევ­ნებს,/

ას­ეთ სიმ­წი­ფე­ში გზე­ბი და­ივ­იწყეს,/შვე­ბა აგ­რძნო­ბი­ნეს ტევ­რებს./

ახ­ლა, ჩემს სო­ფელ­ში მთვა­რეც და­იბ­ადა,/ მზის­გან მო­იპ­არა სხი­ვი,/

რძის­ფერ გა­ლაქ­ტი­კის ზურ­გზე გა­იფ­ან­ტა,/გვერ­დი აუარა ტკი­ვილს./

გუ­ლი მაგ­რძნო­ბი­ნებს — სევ­და მო­ვარ­დე­ბა,/ქუ­ჩის გა­სა­ყარ­თან ვდგა­ვარ,/

უკ­ვე მო­მეჩ­ვია სოფ­ლის მო­ნატ­რე­ბა,/ვყვე­ბი ბავ­შვო­ბი­დან ზღა­პარს.

 სტა­ტია მო­ამ­ზა­და ნი­ნო კა­კუ­ლი­ამ

თარიღი: 21/04/2020