საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გა­ლაკ­ტი­ონი და სა­ქარ­თვე­ლო­დან სამ­ყა­როს გა­დარ­ჩე­ნის დღე­ვან­დე­ლი მი­სია

„მი­ვის­წრა­ფო­დით გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის­კენ და აგ­ერ თავს დაგ­ვატყდა ას­ეთი გლო­ბა­ლუ­რი გა­ჭირ­ვე­ბა“ — ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი ინ­ესა მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თვლის, რომ კა­ცობ­რი­ობ­ას მი­სი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე ას­ეთი შო­კის­მომ­გვრე­ლი სა­შიშ­რო­ება არ გა­ნუც­დია. ბა­ირ­ონ­ოლ­ოგს და გა­ლაკ­ტი­ონ­ოლ­ოგს ახ­ალ გა­მოწ­ვე­ვა­ზე თა­ვი­სე­ბუ­რად ნა­აზ­რე­ვი პა­სუ­ხე­ბი აქ­ვს... რუს­თვე­ლის „ვეფხის­ტყა­ოს­ან­ში“ და გა­ლაკ­ტი­ონ­ის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ინ­ესა მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­ერ მო­ძი­ებ­ული სქე­მე­ბი — რო­გორ გა­დავ­რჩეთ ქარ­თვე­ლე­ბი და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ დე­და­მი­წა, რო­მელ­საც, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ტკი­ვი­ლი მი­ვა­ყე­ნეთ, ეხ­მა­ურ­ება პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და სო­ლი­და­რობის თე­მებ­საც. სწო­რედ ამ­დე­ნა­დაა სა­გუ­ლის­ხმო — სახ­ლში დარ­ჩე­ნილ გა­ლაკ­ტი­ონ­ის პო­ეტ­ური თარ­გმა­ნე­ბის დი­სოს­ტატს რო­გორ ეს­ახ­ება გამ­კლა­ვე­ბა ახ­ალ გა­მოც­დას­თან.

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის პრო­ფე­სო­რი ინ­ესა მე­რა­ბიშ­ვი­ლი

 

- დღე­ვან­დელ­მა ვი­თა­რე­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად წარ­მო­აჩ­ინა ის, რომ ჩვენ სო­ლი­და­რო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ერი ვართ და რო­გორც ვუ­ყუ­რებთ, ყო­ველ მო­ქა­ლა­ქე­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ძა­ლი­ან კარ­გად არ­ის გაც­ნო­ბი­ერ­ებ­ული. მე პი­რა­დად რაც შე­მე­ხე­ბა, ვარ სახ­ლში და ვცდი­ლობ, მი­თი­თე­ბი­სა­მებრ, მი­ნი­მა­ლუ­რად გა­ვი­დე სახ­ლი­დან — ამ­ით უნ­და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ჩვენ არა მარ­ტო სა­კუ­თა­რი თა­ვი, არ­ამ­ედ სა­ერ­თოდ სამ­ყა­რო, რად­გან კა­ცობ­რი­ობ­ას მი­სი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე ას­ეთი შო­კის­მომ­გვრე­ლი სა­შიშ­რო­ება არ გა­ნუც­დია. აი, რომ მი­ვის­წრა­ფო­დით გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის­კენ და აგ­ერ თავს დაგ­ვატყდა ას­ეთი გლო­ბა­ლუ­რი გა­ჭირ­ვე­ბა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნი­დან ქვე­ყა­ნას გა­და­ედ­ება, რის დაძ­ლე­ვა­საც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მზა­ობა და დი­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სჭირ­დე­ბა.

უნ­ივ­ერ­სტე­ტი გა­და­ვი­და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე. მე უკ­ვე გა­ვაგ­ზავ­ნე თით­ქმის მთე­ლი სე­მეს­ტრის სა­კითხა­ვი მა­სა­ლა, ას­ევე ჩე­მი ვი­დეო-ლექ­ცი­ები. ბა­ირ­ონ­ის სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც 25 წე­ლია ჩე­მი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ქვე­შაა, ვცდი­ლობთ, არ შევ­წყვი­ტოთ სწავ­ლე­ბა და სკო­ლა ონ­ლან რე­ჟიმ­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. ეს ყო­ვე­ლი­ვე რო­გორც კი მო­ვა­წეს­რი­გე, სა­კუ­თა­რი ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ით შე­მო­ვი­ფარ­გლე და ჩემს აკ­ად­ემი­ურ საქ­მი­ან­ობ­ას შე­ვუ­დე­ქი. პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც ხელ­ში ავ­იღე, გახ­ლდათ „ვეფხის­ტყა­ოს­ანი“. ამ დროს, და­მე­თან­ხმე­ბით, მის­ტი­კა გაძ­ლი­ერ­ებ­ულია და ტექ­სტის სწო­რედ იმ მო­ნაკ­ვეთს ჩა­ვავ­ლე თვა­ლი, რო­მელ­მაც პა­სუ­ხი მომ­ცა დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ობ­აზე. რო­დე­საც ავ­თან­დი­ლი უცხო მოყ­მის მო­სა­ძებ­ნად მი­ეშ­ურ­ება, თი­ნა­თინს შემ­დე­გი სიტყვე­ბით ემ­შვი­დო­ბე­ბა: „ფა­თე­რა­კი სწო­რად მოკ­ლავს, ერ­თი იყ­ოს თუნ­და ასი, მარ­ტო­ობა ვე­რას მი­ზამს, მცავს თუ ცი­სა ძალ­თა და­სი“. მე მგო­ნი, ამ­ით ყვე­ლას მოგ­ვცა ნი­შა­ნი და, პირ­ველ­ყოვ­ლი­სა, მე, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, შინ ვარ და ვარ მარ­ტო, ვცდი­ლობ არ გა­ვი­დე გა­რეთ, რომ რა­მე ფა­თე­რაკს არ გა­და­ვე­ყა­რო. მარ­ტო­ობა და დღეს შინ ყოფ­ნა, დი­დი პო­ეტ­ის არ იყ­ოს, ვე­რა­ფერს დაგ­ვაკ­ლებს, თუ ჩვე­ნი რწმე­ნა ძლი­ერია, რად­გან ცი­სა ძალ­თა და­სი აუც­ილ­ებ­ლად დაგ­ვი­ცავს. ეს ჩე­მი მიგ­ნე­ბა ჯერ შვი­ლებს და­ვუგ­ზავ­ნე, ოჯ­ახ­ის წევ­რებს, მე­გობ­რებს და შემ­დეგ ფე­ის­ბუქ­ზეც ავ­ტვირ­თე შო­თას სა­ვა­რა­უდო პორ­ტრე­ტით. ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მო­მეხ­მა­ურა და მგო­ნია, რომ ას­ეთი რა­მის ურ­თი­ერ­თგა­ზი­არ­ება გაგ­ვა­მაგ­რებს — ეს­ეც სო­ლი­და­რო­ბაა.

მინ­და გითხრათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო საკ­მა­ოდ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი შეხ­ვდა ვი­რუსს მო­სახ­ლე­ობ­ის შეგ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით და თა­ვად ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ქმე­დუ­ნა­რი­ან­ობ­ის თვალ­საზ­რი­სით. ჯერ ვერც კი გი­ნატ­რია იმ­აზე — რა იქ­ნე­ბა ვი­რუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად სწო­რი ფორ­მა თუ სტრა­ტე­გია და მთავ­რო­ბას ეს უკ­ვე გა­კე­თე­ბუ­ლი აქ­ვს. ასე რომ, მე, პი­რა­დად, სა­ქარ­თვე­ლომ ძა­ლი­ან და­მა­იმ­ედ­ებ­ელი სუ­რა­თი შე­მომ­თა­ვა­ზა და არც მე­პა­რე­ბო­და ეჭ­ვი, რომ ასე იქ­ნე­ბო­და. გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი არ­ის — ზო­გი შოკ­შია, ზო­გი დაბ­ნე­ულია და ამ­იტ­ომ არ­ის სა­ჭი­რო კო­მენ­დან­ტის სა­ათი, კა­რან­ტი­ნი. ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არა მარ­ტო დღე­ვან­დე­ლო­ბას და ამ სო­ცი­უმს ეხ­ება, არ­ამ­ედ ჩვე­ნი ვა­ლია მო­მა­ვა­ლი თა­ობ­ის­ად­მი დი­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გაც­ნო­ბი­ერ­ებ­აც. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მთლი­ან­ად ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე გა­და­ერ­თო, და­იწყეს სას­წავ­ლო ტე­ლე­გა­და­ცე­მე­ბი. რა არ­ის ეს, თუ არა ზრუნ­ვა მო­მა­ვალ­ზე, ხომ? ის, რომ შენ ჩა­იკ­ეტ­ები, ამ­ით მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს ხომ არ უფ­რთხილ­დე­ბი? შენ არ უნ­და იყო ვი­რუ­სის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი. ახ­ალ­გაზ­რდო­ბაა გა­და­სარ­ჩე­ნი! მი­ხა­რია და აღ­სა­ნიშ­ნი ფაქ­ტია, რომ მსოფ­ლი­ომ შე­აფ­ასა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ვი­თა­რე­ბა­ში და შე­დე­გე­ბი. მთავ­რო­ბის გვერ­დით გა­მორ­ჩე­ულ­ად აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო, რად­გან მათ გა­რე­შე ერი და ბე­რი ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა. მინ­და, მად­ლო­ბა ვუთხრა მე­დი­კო­სე­ბის დიდ გუნ­დს, მაგ­რამ, თქვე­ნის ნე­ბარ­თვით გა­მო­ვარ­ჩევ სა­მე­ულს — ამ­ირ­ან გამ­ყრე­ლი­ძე, პა­ატა იმ­ნა­ძე, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე, რად­გან ვიც­ნობ მათ და დი­დი ხა­ნია თვალს ვა­დევ­ნებ მათ საქ­მი­ან­ობ­ას. ვიც­ნობ, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, იმ­იტ­ომ, რომ სა­მი­ვე ჩე­მი თა­ობ­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, იმ თა­ობ­ისა, რო­მელ­საც ცო­ტა ხნის წინ უთხრეს — გან­ზე გა­დე­ქით და გზა ახ­ალ­გაზ­რდებს და­უთ­მე­თო. მე ვი­ცი, რომ ამ სა­მე­ულ­მა მრა­ვა­ლი ბრძო­ლა და პე­რი­პე­ტია გა­და­იტ­ანა. მე და ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა ეს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მა­გა­ლით­ზე გა­მოვ­ცა­დეთ. სა­ბედ­ნი­ერ­ოდ, ამ გა­მორ­ჩე­ულ­მა მე­დი­კო­სებ­მა არ დათ­მეს სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მი, დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა და ის სა­მო­მავ­ლოდ გა­და­არ­ჩი­ნეს სა­კუ­თარ თავ­ში. აი, აქ კი­დევ და­მა­ტე­ბით იკ­ვე­თე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხი: სა­ზო­გა­დო­ებ­ის წევ­რს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გაც­ნო­ბი­ერ­ებ­ული უნ­და ჰქონ­დეს არა მხო­ლოდ ამ სა­ზო­გა­დო­ებ­ის და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ახ­ალ­გაზ­რდო­ბის წი­ნა­შე, არ­ამ­ედ სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­შე (ამ უკ­ან­ას­კნელ­ში პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მსა და დაგ­რო­ვილ ცოდ­ნას ვგუ­ლის­ხმობ). თუ ღმერ­თმა ნი­ჭი მო­გა­მად­ლა და ვი­თა­რე­ბამ შენ პრო­ფე­სი­ონ­ალ­ად ჩა­მო­გა­ყა­ლი­ბა, ვალ­დე­ბუ­ლი ხარ — ეს ყო­ვე­ლი­ვე სამ­ყა­როს სი­კე­თით და­უბ­რუ­ნო და ისე გა­დას­ცე მო­მა­ვალ თა­ობ­ას. დღეს ჩვენ­მა მე­დი­კო­სებ­მა ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლეს. ამ მოვ­ლე­ნას, ცო­ტა არ იყ­ოს, იუმ­ორ­იც და­ამ­შვე­ნებ­და: ეს ხომ ის თა­ობაა, რო­მელ­საც დღეს აფ­რთხი­ლე­ბენ — ას­აკ­ობ­რი­ვი რის­კის გა­მო ში­ნი­დან გა­რეთ ნუ გა­მოხ­ვალ­თო. არა მხო­ლოდ ში­ნი­დან გა­რეთ გა­მო­დი­ან, არ­ამ­ედ თავ­და­დე­ბით იბ­რძვი­ან ფრონ­ტის წი­ნა ხაზ­ზე. მინ­და, ახ­ალ­გაზ­რდა თა­ობ­ას ვუთხრა, რომ თა­ობ­ათა ცვლა კი არა, თა­ობ­ათა კავ­ში­რი გვჭირ­დე­ბა.

მე­ოცე სა­უკ­უნ­ის ბო­ლოს დავ­წე­რე წიგ­ნი ბა­ირ­ონ­ზე და პო­ეზი­აზე, რა­საც შე­სა­ვა­ლი და­ვურ­თე. დღე­ვან­დელ­მა დგო­მა­რე­ობ­ამ გა­მახ­სე­ნა, რომ ას­ეთი რამ და­მი­წე­რია: „თუ ას­აფ­ეთ­ქებ­ლად ყალ­ყზე შემ­დგარ დე­და­მი­წას გა­დარ­ჩე­ნა უწ­ერია, მო­მა­ვალ­ში ის აუც­ილ­ებ­ლად და­აფ­ას­ებს ამ გან­სა­კუთ­რე­ბულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს — ამ­აღ­ლე­ბულს, ზნე­ობ­რივს და ასე შემ­დეგ’’. მხო­ლოდ იმ წიგ­ნის და­წე­რის დროს კი არა, ყო­ველ­თვის მქონ­და ეს გან­ცდა. ძა­ლი­ან გა­თა­მამ­და ად­ამი­ანი და ჩვენს დე­და­მი­წას ვერ მო­ვუფ­რთხილ­დით. დე­და­მი­წა ქარ­თვე­ლის­თვის დე­დაა, გან­სხვა­ვე­ბით სხვა ენ­ებ­ის­გან (არა მარ­ტო დე­და სამ­შობ­ლო გვაქ­ვს, არ­ამ­ედ ჩვე­ნია დე­და მი­წაც). მან ჩვენ თი­თი დაგ­ვიქ­ნია და რო­ცა შევ­ძლებთ, პირ­ველ რიგ­ში, დე­და მი­წის და მე­რე ჩვე­ნი თა­ვის გა­დარ­ჩე­ნას, შემ­დეგ, ალ­ბათ, ეს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი უნ­და და­ვა­ფა­სოთ. მა­შინ ამ მო­ახ­ლო­ებ­ულ სა­შიშ­რო­ებ­აზე, ალ­ბათ, ასე არ ვფიქ­რობ­დი, რო­დე­საც გა­ლაკ­ტი­ონ­ზე ლექ­ცი­ებს ვკითხუ­ლობ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის საზღვრებს გა­რეთ. მე არ შე­მეძ­ლო ჩე­მი სათ­ქმე­ლი არ მეთ­ქვა სამ­ყა­როს­თვის და, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი წრე­ებ­ის­ათ­ვის. გა­ლაკ­ტი­ონი შე­ვა­და­რე მსოფ­ლიო მო­აზ­როვ­ნე­ებს და მათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. მათ შე­იძ­ლე­ბა არ იცი­ან — ვინ არ­ის გა­ლაკ­ტი­ონი, მაგ­რამ კარ­გად იც­ნო­ბენ მე­ოცე სა­უკ­უნ­ის გე­ნი­ოს­ებს, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, პო­ეზი­აში ინ­გლი­სელ-ამ­ერ­იკ­ელი პო­ეტი — დი­დი ელი­ოტი, სალ­ვა­დორ და­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, იგ­ივე პი­კა­სო... მათ იმ ჰარ­მო­ნი­ის შექ­მნა ვერ შეძ­ლეს, რო­მე­ლიც შექ­მნა გა­ლაკ­ტი­ონ­მა პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით, რაც დგას ზნე­ობ­აზე, სი­კე­თე­ზე, რწმე­ნა­ზე, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა­ზე, სიყ­ვა­რულ­ზე და აუც­ილ­ებ­ლად მშვი­დო­ბა­ზე. გა­ლაკ­ტი­ონი ამ­ბობს: „ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს... მშვი­დო­ბის გზა რომ ოდ­ეს­მე მოკ­ვდეს, არა, ეს არ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს!“ ამ დროს, ნუ დაგ­ვა­ვიწყდე­ბა, რომ ფუ­ტუ­რიზ­მი ომს ქა­და­გებ­და, რა­თა ამ­ით „გა­ეწ­მინ­დათ“ კა­ცობ­რი­ობა. ის­იც ნუ დაგ­ვა­ვიწყდე­ბა, რომ და­და­იზ­მი, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვლად და­ედო სი­ურე­ალ­იზ­მსა და მრა­ვალ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბას ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ყვე­ლა­ზე სნე­ულ ფი­ლო­სო­ფი­ად გა­მოცხად­და. ამ­იტ­ომ­აც იტყვის ტო­მას ელი­ოტი, ჩვენ გა­მო­შიგ­ნუ­ლი ად­ამი­ან­ები ვარ­თო. სალ­ვა­დორ და­ლიმ შექ­მნა არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი მე­დი­ტა­ცი­ური წი­თე­ლი ვარ­დი სი­ლაჟ­ვარ­დის ფონ­ზე რამ­დე­ნი­მე ათე­ული წლის დაგ­ვი­ან­ებ­ით გა­ლაკ­ტი­ონ­იდ­ან, რო­მელ­მაც „სი­ლაჟ­ვარ­დე ანუ ვარ­დი სი­ლა­ში“ ჯერ კი­დევ 1917 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მი­უხ­ედ­ავ­ად სალ­ვა­დორ და­ლის გე­ნი­ალ­ობ­ისა, მან მრა­ვალ ტი­ლო­ზე გა­მო­შიგ­ნა ად­ამი­ანი და ისე მი­აწ­ოდა კა­ცობ­რი­ობ­ას, თან თქვა — ეს­თე­ტი­კა მე არ მჭირ­დე­ბაო, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რიცხუ­ლია გა­ლაკ­ტი­ონ­ის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. პი­კა­სომ თა­ვი­სი მშვე­ნი­ერი კუ­ბე­ბით და­ან­გრია ად­ამი­ან­ის სა­ხე (ის­იც მიმ­დე­ვა­რი იყო ახ­ალი თე­ორი­ებ­ის), ამ დროს კი გა­ლაკ­ტი­ონ­ის მი­ერ შექ­მნი­ლი სამ­ყა­რო არ­ის მხო­ლოდ ჰარ­მო­ნია და ამ­ას გა­ლაკ­ტი­ონი შემ­თხვე­ვით აკ­ეთ­ებს? არა! იგი მი­ზან­და­სა­ხუ­ლია და იც­ის, რომ მან სა­ქარ­თვე­ლო­დან უნ­და გა­და­არ­ჩი­ნოს სამ­ყა­რო. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე გა­ლაკ­ტი­ონ­ის რჩე­ული ლექ­სე­ბი ვთარ­გმნე ინ­გლი­სურ ენ­აზე, რაც ორ­ჯერ გა­მო­იცა ლონ­დონ­ში. ორ­ჯერ­ვე წიგ­ნის წარ­დგე­ნა ლონ­დონ­ში შედ­გა ბრი­ტა­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ური და დიპ­ლო­მა­ტი­ური წრე­ებ­ის მო­ნა­წი­ლე­ობ­ით. სწო­რედ მა­თი მონ­დო­მე­ბი­თა და ძა­ლის­ხმე­ვით გა­ლაკ­ტი­ონ­ის პო­ეზი­ის გაც­ნო­ბა და მას­ზე სა­უბ­არი ევ­რო­პის საბ­ჭო­ში გა­ვაგ­რძე­ლე. ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, გა­ლაკ­ტი­ონი სწო­რად მი­მე­წო­დე­ბი­ნა ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ათ­ვის, უფ­რო ზუს­ტად რომ ვთქვათ, გა­მე­ბე­და და მეთ­ქვა მათ­თვის, რომ გა­ლაკ­ტი­ონი ერ­თა­დერ­თი გა­მორ­ჩე­ული მო­აზ­როვ­ნეა მე­ოცე სა­უკ­უნ­ისა, რო­მე­ლიც არ და­ემ­ორ­ჩი­ლა ეპ­ოქ­ის კა­ტაკ­ლიზ­მებს და სა­კუ­თა­რი პო­ეზი­ით ჰარ­მო­ნი­ული სამ­ყა­რო გა­დაგ­ვირ­ჩი­ნა. უფ­რო მე­ტიც, მას სწამს, რომ ეს სამ­ყა­რო გა­და­არ­ჩენს მსოფ­ლი­ოს. აი, რას ვკითხუ­ლობთ მის ერთ-ერთ ლექ­სში: „ეკ­ლი­ან გზა­ზე და­ეცა ბევ­რი/მხო­ლოდ მე ერ­თი გა­დავ­რჩი მგზავ­რი,/რომ გა­მო­მევ­ლო ჯე­რარ­სმე­ნი­ლი/ქარ­ტე­ხი­ლე­ბი ცეცხლთა ფე­ნი­სა/და მო­მე­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში/სიმ­ღე­რა ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნი­სა!“ მას სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­აქ­ვს სა­იმ­ედო სიმ­ღე­რა არა მარ­ტო ჩვე­ნი ქვეყ­ნის, არ­ამ­ედ მსოფ­ლი­ოს გა­და­სარ­ჩე­ნად.

შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ კაც­თმოყ­ვა­რე­ობა, არ დავ­კარ­გოთ მოწყა­ლე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის უნ­არი, ვა­ღი­არ­ოთ ნი­ჭი და მშვე­ნი­ერ­ება და, მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც წინ მიგ­ვიძ­ღვის რწმე­ნა, აუც­ილ­ებ­ლად გა­დავ­რჩე­ბით. მაგ­რამ გა­დავ­რჩე­ბით, თუ­კი ბევ­რად უკ­ეთ გა­ვუფ­რთხილ­დე­ბით და და­ვა­ფა­სებთ ერ­თმა­ნეთს, ჩვენს სამ­შობ­ლოს და თა­ვად დე­და­მი­წას.

ესა­უბ­რა ნი­ნო კა­კუ­ლია

თარიღი: 21/04/2020