საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბრატისლავაში ვიზიტი პროექტის - „სადოქტორო პროგრამა საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და სოციალურ მეცნიერებებში“ - ფარგლებში

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

თსუ მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­ლე­გა­ცი­ამ ბრა­ტის­ლა­ვა­ში სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თა. ვი­ზი­ტი ფა­კულ­ტეტ­ზე მიმ­დი­ნა­რე ერ­ას­მუს + პრო­ექ­ტის — „სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სო­ცი­ალ­ურ მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ში“ — ფარ­გლებ­ში და­იგ­ეგ­მა. შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი სლო­ვა­კე­თის სა­მე­დი­ცი­ნო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის პრო­ფი­ლის სა­დოქ­ტო­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­არ­ება იყო. მხა­რე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის სტრუქ­ტუ­რა, სას­წავ­ლო და კვლე­ვი­თი კომ­პო­ნენ­ტის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, კვლე­ვი­თი პრო­ფი­ლი და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა, ას­ევე, იმ­სჯე­ლეს დო­კუ­მენ­ტის — „DPPHSS Milestones and Deliverables’’ — საკ­ვან­ძო სა­კითხე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც თი­თოეული ინ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ერ 2019-2021 წლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული აქ­ტი­ვო­ბე­ბია ას­ახ­ული.

 

„სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ზე გა­ვე­ცა­ნით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის ევ­რო­პულ გა­მოც­დი­ლე­ბას, რაც თსუ მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბის სა­მიზ­ნე ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლებს. ას­ევე გან­ვი­ხი­ლეთ თსუ მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის გა­მოც­დი­ლე­ბაც. პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ობ­ის პრო­ცეს­ში თსუ-ის სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვა და ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგია“ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­ნახ­ლდა და გა­ნახ­ლე­ბულ­მა პროგ­რა­მამ 2020 წელს პროგ­რა­მუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია ყვე­ლა სტან­დარ­ტში სრუ­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბით მო­იპ­ოვა. შეხ­ვედ­რე­ბის მი­ზანს სწო­რედ სა­უკ­ეთ­ესო პრაქ­ტი­კე­ბის გა­ზი­არ­ება და მათ სა­ფუძ­ველ­ზე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და სრულ­ყო­ფა წარ­მო­ად­გენ­და.

 

სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ორ­თვი­ანი კვლე­ვი­თი პრაქ­ტი­კის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი სა­კითხე­ბიც და­ზუს­ტდა, რის შე­დე­გა­დაც სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის — „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვა და ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგია’’ სტუ­დენ­ტი თა­მარ ნა­რო­უშ­ვი­ლი კვლე­ვით პრაქ­ტი­კას რუ­მი­ნე­თის ბა­ბეშ-ბო­ლიაის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­ივ­ლის“, — გა­ნაცხა­და პრო­ფე­სორ­მა ნი­ნო ჩიხ­ლა­ძემ.

 

ბრა­ტის­ლა­ვა­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი დი­მიტ­რი კორ­ძაია, პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრო­ფე­სო­რი ნი­ნო ჩიხ­ლა­ძე, სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვა და ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგია“ ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი პა­ატა იმ­ნა­ძე და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი ნა­ტო ფიცხე­ლა­ური 23-26 მარ­ტს იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მხა­რე­ებ­მა 2022 წელს და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბიც გა­ნი­ხი­ლეს.

თარიღი: 15/04/2022