საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბიზნეს და სამეცნიერო ეთიკა

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესის და ახალი ტექნოლოგიების ცენტრისა (ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, 21 იანვარს, გაიმართა სემინარი და პანელური დისკუსია თემაზე - „ბიზნეს და სამეცნიერო ეთიკა“.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: პროფესორი, განათლებისა და სოციალური პოლიტიკის ევროპული ინსტიტუტის პრეზიდენტი, საზოგადოების ტექნიკურ მეცნიერებათა ისტორიის ლაბორატორიის დირექტორი ჟან-კლოდ რუანო-ბორბალანი (ჩNAM-ის - ხელოვნებისა და რეწვის ეროვნული კონსერვატორია), თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ირმა გრძელიძე და GIPA-ს (Georgian Institute of Public Affairs) ასოცირებული პროფესორი თამარ ჩივაძე.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობას გასუსვა ხაზი თავის გამოსვლაში პროფესორმა ჟან-კლოდ რუანო-ბორბალანიმ, რომელმაც საინტერესოდ ისაუბრა ტექნოლოგიების დანერგვის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მის გამოწვევებსა და საფრთხეებზე. ,,გასაგებია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებელია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს პროცესი უამრავი პრობლემის გადაწყვეტას მოითხოვს და, შესაბამისად, სწრაფად და უმტკივნეულოდაც, ალბათ, ვერ ჩაივლის. იმ ახალგაზრდებს, რომელთაც აქვთ დაინტერესება დარჩნენ სოფლებში, განავითარონ სოფლის მეურნეობა, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მოიყვანონ ბოსტნეული ან, თუნდაც, ააშენონ რობოტიზირებული ფერმა, სახელმწიფომ ზურგი უნდა გაუმაგროს და უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ცოდნით, განათლებითა და ფინანსებით. სწორად განხორციელებული ინვესტიცია მრავალი პრობლემის აღმოფხვრისა და წარმატებული მომავლის საწინდარია“, - განაცხადა ჟან-კლოდ რუანო-ბორბალანიმ.

თარიღი: 21/02/2020