საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი წიგნი ანტიკური ხანის ხელოვნებაზე საბერძნეთში

შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი

 

სი­ახ­ლე გვაქ­ვს ან­ტი­კუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის და მეც­ნი­ერ­ებ­ის­თვის: ახ­ლა­ხან გა­მო­იცა თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ისა და თე­ორი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რის ნი­ნო სი­ლა­გა­ძის ნაშ­რო­მი — „ან­ტი­კუ­რი ხა­ნის ხე­ლოვ­ნე­ბა: ძვე­ლი სა­ბერ­ძნე­თი“, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ეტ­აპ­ობ­რივ მი­მო­ხილ­ვას და მა­ტე­რი­ალ­ური კულ­ტუ­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ძეგ­ლე­ბის ან­ალ­იზს. ნაშ­რო­მი, სა­დაც მთლი­ან­ობ­აშია გან­ხი­ლუ­ლი ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი და ან­ტი­კუ­რი ხა­ნის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა ას­პექ­ტი, ქარ­თულ ენ­აზე პირ­ვე­ლად ქვეყ­ნდე­ბა.

 

ნაშ­რო­მი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ავ­ტო­რის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბულ სა­ლექ­ციო კურ­სზე, რო­მე­ლიც თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე­ობ­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე იკ­ითხე­ბა.

 

წიგ­ნში სა­ინ­ტე­რე­სოდ არ­ის აღ­წე­რი­ლი ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ეპ­ოქ­ალ­ური სტი­ლის და­ხა­სი­ათ­ება, მი­სი ნი­მუ­შე­ბის მხატ­ვრულ-სტი­ლუ­რი ან­ალ­იზი, მა­თი ში­ანა­არ­სობ­რი­ვი თუ ფორ­მა­ლუ­რი ინ­ტერ­პრე­ტა­ცია. ავ­ტო­რი მი­მო­იხ­ილ­ავს, ას­ევე ცალ­კე­ული ძეგ­ლე­ბის ის­ტო­რი­ას, მათ რე­კონ­სტრუქ­ცი­ას, ატ­რი­ბუ­ცი­ისა და და­თა­რი­ღე­ბის სა­კითხებს. მას­ში გა­ან­ალ­იზ­ებ­ულია აგ­რეთ­ვე უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ის — კოლ­ხე­თი­სა და იბ­ერი­ის — კულ­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი ბერ­ძნულ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას­თან.

 

წიგ­ნი ილ­უს­ტრი­რე­ბუ­ლია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ფო­ტო­მა­სა­ლით.

 

ნი­ნო სი­ლა­გა­ძის ნაშ­რო­მი — „ან­ტი­კუ­რი ხა­ნის ხე­ლოვ­ნე­ბა: ძვე­ლი სა­ბერ­ძნე­თი“ — გან­კუთ­ვნი­ლია ის­ტო­რი­ის, არ­ქე­ოლ­ოგი­ის, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე­ობ­ის, კულ­ტუ­რუ­ლო­გი­ის და სხვა მო­მიჯ­ნა­ვე დის­ციპ­ლი­ნე­ბის სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის.

 

ნაშ­რო­მი ხელ­მი­საწ­ვდო­მია რო­გორც თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის სამ­კითხვე­ლო დარ­ბაზ­ში, ას­ევე ხელ­ვნე­ბის ის­ტო­რი­ისა და თე­ორი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სა­ხით:

https://independent.academia.edu/NinoSilagadze?from-navbar=true 

 

თარიღი: 24/09/2021