საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი სახე უნივერსიტეტიდან - ფრანგული განათლება და ქართული გონიერება

რო­ცა ბამ­ბა ჩხრი­ალ­ებს, რო­ცა ვერ­ცხლი ოქ­რო­ზე მე­ტად გეძ­ვირ­ფა­სე­ბა, რო­ცა ახ­ალ­და­ბა­დე­ბუ­ლის მზე­რა­ში მის სა­ინ­ტე­რე­სო მო­მა­ვალს ამო­იკ­ითხავ — ეს ის ემ­ოცი­ებია, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე-8 კორ­პუს­ში კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სას ლი­კა გორ­დე­ზი­ან­ის შემ­თხვე­ვით გაც­ნო­ბას უკ­ავ­შირ­დე­ბა... ლი­კა გორ­დე­ზი­ანი უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მოწ­ვე­ულ ლექ­ტო­რად სულ ახ­ლა­ხანს, ყვე­ლას­გან შე­უმ­ჩნევ­ლად, მო­სუ­ლა... ეს გვა­გო­ნებს სი­ჩუ­მეს, რო­მე­ლიც ხმა­ურ­ის სა­ბაბს იძ­ლე­ვა...

 

ლი­კა გორ­დე­ზი­ან­ის დი­დი წი­ნა­პა­რი აკ­ად­ემ­იკ­ოსი, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლი სი­მონ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლი იყო, რომ­ლის სა­ხელ­საც უკ­ავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის და ქარ­თუ­ლი ბი­ზან­ტი­ნო­ლო­გი­ური სკო­ლის და­არ­სე­ბა. იგი ამ დარ­გის ერთ-ერ­თი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი გახ­ლავთ. შემ­დეგ უკ­ვე სი­მონ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლის შვი­ლის, აკ­ად­ემ­იკ­ოს თი­ნა­თინ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლის შთა­მო­მავ­ლო­ბა და, მე­ორე ხა­ზით, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის, ბი­ზან­ტი­ნის­ტი­კი­სა და ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის დამ­ფუძ­ნებ­ლის, აკ­ად­ემ­იკ­ოს რის­მაგ გორ­დე­ზი­ან­ის შვი­ლიშ­ვი­ლო­ბა აწ­ევს ლი­კა გორ­დე­ზი­ანს მხრებ­ზე დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბად. გარ­და სა­ხე­ლო­ვა­ნი წი­ნაპ­რე­ბი­სა, გორ­დე­ზი­ან­ებ­ის ოჯ­ახ­ის ღრმა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლო­ბას უს­ვამს ხაზს ლი­კას დედ-მა­მის ას­ევე შთამ­ბეჭ­და­ვი სა­მეც­ნი­ერო კა­რი­ერა. მა­მა — ლე­ვან გორ­დე­ზი­ანი — თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი და მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის სას­წავ­ლო სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის ძვე­ლი მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ის კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლია, დე­და კი — ირ­ინე ტა­ტიშ­ვი­ლი — თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ას­ირი­ოლ­ოგი­ის კა­თედ­რის გამ­გე და ცნო­ბი­ლი ხე­თო­ლო­გია. ამ მეც­ნი­ერ­ებ­ის კლა­სი­კოს­თა ოჯ­ახ­ის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა წევ­რმა, ლი­კა გორ­დე­ზი­ან­მა სა­მეც­ნი­ერო ას­პა­რეზ­ზე თა­ვის და­სამ­კვიდ­რებ­ლად კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გია აირ­ჩია... ეს ხმა­მა­ღა­ლი გა­ნაცხა­დია, თუმ­ცა ჩვე­ნი აღ­მო­ჩე­ნი­ლი 33 წლის ლექ­ტო­რი ძა­ლი­ან უხ­მა­ურ­ოდ, თავ­მდაბ­ლუ­რად ერ­თვე­ბა პრო­ცე­სებ­ში ისე, რომ სხვის­გან ვი­გებთ — რა პო­ტენ­ცი­ალს მა­ლავს...

 

ლი­კა გორ­დე­ზი­ან­მა 2006 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის მა­რი ბრო­სეს სა­ხე­ლო­ბის ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი სკო­ლა და იმ­ავე წელს ჩა­ირ­იცხა საფ­რან­გე­თის ტუ­ლუ­ზის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში. მა­გის­ტრა­ტუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ის პა­რი­ზის დიდ­როს სა­ხე­ლო­ბის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ამ­თავ­რებს დოქ­ტო­რან­ტუ­რას. ეს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი სორ­ბო­ნის სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო გა­ერ­თი­ან­ებ­აში შე­დის. ლი­კა გორ­დე­ზი­ანს ეუხ­ერ­ხუ­ლე­ბა ოჯ­ახ­ური სა­მეც­ნი­ერო ბეგ­რა­უნ­დის შეხ­სე­ნე­ბაც კი და მო­წი­წე­ბუ­ლად გვე­უბ­ნე­ბა, რომ 10-მდე ენა იც­ის. „მინ­და, კლა­სი­კუ­რი ენ­ები ისე ვას­წავ­ლო, რომ სტუ­დენ­ტებს არ ჰქონ­დეთ ის­ეთი შეგ­რძნე­ბა, რომ მკვდარ ენ­ებ­თან აქ­ვთ საქ­მე“, — ამ­ბობს ლი­კა გორ­დე­ზი­ანი, რომ­ლის გაც­ნო­ბაც მარ­ტის, ანუ ქა­ლე­ბის თვეს უკ­ავ­შირ­დე­ბა. სწო­რედ ამ კონ­ტექ­სტში გახ­და მი­სი აღ­მო­ჩე­ნა ჩვენ­თვის ღი­რე­ბუ­ლი, რად­გად ლი­კა თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით მსუ­ყე საკ­ვლე­ვი სუ­ბი­ექ­ტია იმ­ის და­სად­გე­ნად, თუ რამ­დე­ნად აქ­ვთ გა­ნათ­ლე­ბულ და შრო­მის­მოყ­ვა­რე, ნი­ჭი­ერ ქა­ლებს წარ­მა­ტე­ბის რე­ალ­ური პერ­სპექ­ტი­ვა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში? მეც­ნი­ერ­ებ­ის გზა­ზე შემ­დგა­რი დიდ ფი­ნან­სურ სარ­გე­ბელს სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­ში არ ელ­ოდ­ება — ეს უკ­ვე გულ­სატ­კე­ნია და გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი. ლი­კა გორ­დე­ზი­ანი ფიქ­რობს, რომ წარ­მა­ტე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი ქა­ლებს ის­ეთ­ივე აქ­ვთ, რო­გორც მა­მა­კა­ცებს. და­სავ­ლურ ჰა­ერ­ზე გაზ­რდილს, მას, ცო­ტა ხე­ლოვ­ნუ­რად ეჩ­ვე­ნე­ბა დე­დის დღი­სა და 8 მარ­ტის გა­მო­ყო­ფა, რად­გან თვლის, რომ ყო­ვე­ლი დღე უნ­და იყ­ოს რო­გორც კა­ცის, ისე ქა­ლის.

 

თა­ობ­ები იც­ვლე­ბი­ან — ახ­ალი მო­დის და ძვე­ლი წარ­სულ ის­ტო­რი­ას რჩე­ბა, თუმ­ცა არი­ან ად­ამი­ან­ები, რომ­ლე­ბიც სწო­რედ ძვე­ლი თა­ობ­ის მემ­კვიდ­რე­ობ­აზე და­აშ­ენ­ებ­ენ ახ­ალს და ეს სიმ­ბი­ოზი ბევ­რად უფ­რო შთამ­ბეჭ­და­ვია. რა­ტომ აირ­ჩია კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გია? — ამ კითხვა­ზე ლი­კა გვპა­სუ­ხობს: „შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ბავ­შვო­ბი­დან მი­ზი­დავ­და და მა­ინ­ტე­რე­სებ­და ან­ტი­კუ­რი სამ­ყა­რო. ენ­ებ­ის­ად­მი ინ­ტე­რე­სიც ყო­ველ­თვის მქონ­და. ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რო­ცა ბა­ბუა მიყ­ვე­ბო­და ბერ­ძნულ მი­თებს და ან­ტი­კუ­რი სამ­ყა­რო ჩემ­თვის ბავ­შვო­ბი­დან­ვე საკ­მა­ოდ ახ­ლო­ბე­ლი იყო“, — ამ­ბობს ლი­კა და გან­მარ­ტავს, რომ მას და ბა­ბუ­ას (რის­მაგ გორ­დე­ზი­ანს), ფარ­თო გა­გე­ბით, ერ­თი სპე­ცი­ალ­ობა აქ­ვთ, თუმ­ცა მა­თი კვლე­ვის ვიწ­რო სფე­რო­ები საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ლი­კა გორ­დე­ზი­ანს აინ­ტე­რე­სებს თე­ატ­რი, მი­თო­ლო­გია, ის­ტო­რია, ან­ტი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის რე­ცეფ­ცია... რო­მა­ელი ავ­ტო­რე­ბი­დან უფ­რო მე­ტი უმ­უშ­ავია პლავ­ტუ­სის კო­მე­დი­ებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით „ამ­ფიტ­რი­ონ­ზე“, რო­მელ­საც ჰე­რაკ­ლეს და­ბა­დე­ბის მი­თი უდ­ევს სა­ფუძ­ვლად. ლი­კას აინ­ტე­რე­სებს, ას­ევე, თე­ატ­რის პე­და­გო­გი­ური ფუნ­ქცია. ახ­ლო მო­მა­ვალ­ში სურს — ჩა­უღ­რმავ­დეს, მა­გა­ლი­თად, იმ სა­კითხს, თუ რო­გორ იყ­ენ­ედ­ნენ რე­ნე­სან­სის დროს თე­ატ­რს სას­წავ­ლებ­ლებ­ში.

 

ლი­კა გორ­დე­ზი­ანი ამ­ჟა­მად უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, რო­გორც მოწ­ვე­ული ლექ­ტო­რი, ან­ტი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ის და ან­ტი­კუ­რი ლი­რი­კის სე­მი­ნა­რებს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. „სი­ამ­ოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს სტუ­დენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. მთე­ლი გუ­ლით მინ­და და ვცდი­ლობ, რომ ჩე­მი ლექ­ცი­ები მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­სი­ამ­ოვ­ნო იყ­ოს, რა­თა სი­ხა­რუ­ლით შე­მო­დი­ოდ­ნენ ლექ­ცი­აზე და შე­უყ­ვარ­დეთ ეს საგ­ნე­ბი“, — ამ­ბობს ლი­კა.

 

საფ­რან­გე­თი­დან წლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, არ გას­ჭირ­ვე­ბია. ყო­ველ­თვის ენ­ატ­რე­ბო­და ოჯ­ახ­ის და მე­გობ­რე­ბის ნახ­ვა. ამ­ბობს, რომ სორ­ბო­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე სწავ­ლამ და­მო­უკ­იდ­ებ­ლად კვლე­ვის უნ­არი გა­მო­უმ­უშ­ავა. მი­სი აზ­რით, სტუ­დენ­ტის­თვის გა­რე­მოს გა­მოც­ვლა სა­სარ­გებ­ლოა, რამ­დე­ნა­დაც, პირ­ველ რიგ­ში, თვალ­სა­წი­ერს აფ­არ­თო­ებს.

 

გარ­და მეც­ნი­ერ­ებ­ისა, უყ­ვარს თე­ატ­რი, მუ­სი­კა, ბუ­ნე­ბა­ში სე­ირ­ნო­ბა. ხში­რად მი­უღია თე­ატ­რა­ლურ სა­ხე­ლოს­ნო­ში მო­ნა­წი­ლე­ობა. „მა­გა­ლი­თად, 2013 წელს მო­მე­ცა სა­შუ­ალ­ება, რომ ჩვენს ინ­სტი­ტუტ­ში, ნე­ოგ­რე­ცისტ სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად, მე­თა­მა­შა იაკ­ოვ­ოს კა­ბა­ნე­ლი­სის პი­ეს­აში „სე­რო­ბა“. ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ას­ევე ფრან­გუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის მი­ერ მოწყო­ბილ თე­ატ­რა­ლურ სა­ხე­ლოს­ნო­ებ­ში. ახ­ლა­ხანს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ფრან­გუ­ლე­ნო­ვა­ნი თე­ატ­რა­ლუ­რი წრე. იმ­ედი მაქ­ვს, რომ პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გან­ვა­ახ­ლებთ შეხ­ვედ­რებს. თე­ატ­რი უდ­იდ­ეს სი­ამ­ოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, მამ­დიდ­რებს. მსი­ამ­ოვ­ნებს დრო­ებ­ითი გარ­და­სახ­ვა, მე­გობ­რებ­თან ერ­თად რა­ღაც კარ­გის შექ­მნა. თე­ატ­რი წარ­მო­სახ­ვის უნ­არს მი­ვი­თა­რებს და მეხ­მა­რე­ბა, ას­ევე, ჩე­მი თა­ვის უკ­ეთ­ეს­ად შეც­ნო­ბა­ში. გარ­და ამ­ისა, თე­ატ­რმა შემ­ძი­ნა ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი“, — გვიყ­ვე­ბა ლი­კა, რო­მე­ლიც არა­ერთ ფო­ტოს გვაჩ­ვე­ნებს, სა­დაც კოს­ტი­უმ­ში გა­მოწყო­ბი­ლი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე დგას. „თა­მა­ში მიყ­ვარს სცე­ნა­ზე, ცხოვ­რე­ბა­ში — არა!“ — ამ­ბობს „მორ­ცხვი მსა­ხი­ობი“, რო­მე­ლიც მარ­თლაც ვერ თა­მა­შობს ამ­ბი­ცი­ური ახ­ალ­გაზ­რდა ლექ­ტო­რის როლს თა­ვი­სი გო­ნებ­რი­ვი პო­ტენ­ცი­ალ­ის, უნ­არ­ებ­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად. არც ის გვიკ­ვირს, რომ თე­ატ­რის ირ­გვლივ სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­ზე და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე უფ­რო ღი­ად გვე­სა­უბ­რა. თე­ატ­რი რომ მი­სი ოჯ­ახ­ის­თვის სუ­ლი­ერ­ებ­ის წყა­როა, იქ­იდ­ან­აც ვას­კვნით, რომ თურ­მე რის­მაგ გორ­დე­ზი­ან­სა და მის მე­უღ­ლეს ერ­თხელ იტ­ალი­აში მოგ­ზა­ურ­ობ­ის­ას მთე­ლი ფუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნის ნახ­ვის მიზ­ნით და­უხ­არ­ჯავთ. არც ის არ­ის გა­საკ­ვი­რი, რომ ლი­კა გორ­დე­ზი­ანს, რო­გორც კლა­სი­კუ­რი სა­მეც­ნი­ერო ოჯ­ახ­ური წრის წარ­მო­მად­გე­ნელს, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მოს­მე­ნა იტ­აც­ებს და გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ცარ­ტი უყ­ვარს. „მო­ცარ­ტი ჩემ­თვის მე­გო­ბა­რია, რო­მე­ლიც ჩემ­თა­ნაა გან­საც­დელ­შიც და სი­ხა­რულ­შიც. მუ­სი­კის ას­ეთი სიყ­ვა­რუ­ლი დე­და­ჩემ­მა ჩა­მი­ნერ­გა. ღრმა ბავ­შვო­ბი­დან მას­მე­ნი­ნებ­და მუ­სი­კას. თა­ვი­სუ­ფალ დროს, ას­ევე, მიყ­ვარს ბუ­ნე­ბა­ში სე­ირ­ნო­ბა, ლაშ­ქრო­ბა დე­და­ჩემ­თან და მა­მა­ჩემ­თან, დე­იდ­აჩ­ემ­თან, დე­იდ­აშ­ვი­ლებ­თან ან მე­გობ­რებ­თან ერ­თად. დიდ სი­ამ­ოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს და მამ­შვი­დებს ბუ­ნე­ბა­ში ხე­ტი­ალი“, — ამ­ბობს ლი­კა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით, ინ­ტე­რე­სე­ბით, ემ­ოცი­ური გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბე­ბით, კულ­ტუ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­თა და, ამ­ავე დროს, ბავ­შვუ­რი გულ­წრფე­ლო­ბით კი­დევ ერ­თხელ გვიმ­ტკი­ცებს ოჯ­ახ­იშ­ვი­ლო­ბას, ქარ­თვე­ლო­ბას და ეს იმ ფონ­ზე, რო­ცა თი­ნე­იჯ­ერ­ობ­ის ას­აკ­ის შემ­დეგ, ფაქ­ტობ­რი­ვად, პა­რიზ­ში გა­იზ­არ­და...

 

მო­ამ­ზა­და ნი­ნო კა­კუ­ლი­ამ

 

 

თარიღი: 13/03/2021