საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი მეცნერული ხედვა - ისტორია, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

თსუ-ის ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მთა­ვარ­მა მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მელ­მა ავ­თან­დილ სონ­ღუ­ლაშ­ვილ­მა ახ­ალი ნაშ­რო­მი — „ის­ტო­რია, პო­ლი­ტი­კა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი“ — გა­მოს­ცა. წიგ­ნში მკითხვე­ლი მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის აქ­ტუ­ალ­ურ სა­კითხებს გა­ეც­ნო­ბა:

 

 

 

 

 

  • ფა­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ებ­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში XIX სა­უკ­უნ­ის 20-30-იან წლებ­ში
  •  
  • ამ­ერ­იკ­ელი მზვე­რა­ვის მკვლე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში...
  •  
  • სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს აღ­დგე­ნის იდეა (და­ვით ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის პრო­ექ­ტე­ბის მი­ხედ­ვით)
  •  
  • გენ­დე­რის პრობ­ლე­მე­ბი საბ­ჭო­ური რე­ჟი­მის პე­რი­ოდ­ში (XX სა­უკ­უნ­ის 20-იან წლებ­ში)
  •  
  • „მი­უკ­არ­ებ­ლე­ბი“ ინ­დო­ეთ­სა და იაპ­ონი­აში....

 

„წიგ­ნში ის აქ­ტუ­ალ­ური თე­მა­ტი­კა შე­ვი­ტა­ნე, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ერო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში დღეს ნაკ­ლე­ბად არ­ის შეს­წავ­ლი­ლი, მა­გა­ლი­თად: გან­ხი­ლუ­ლი მაქ­ვს კუ­რი­ლი­ის კუნ­ძუ­ლე­ბის სა­კითხთან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სე­თი­სა და იაპ­ონი­ის ურ­თი­ერ­თო­ბა — თუ რა­ტომ მოხ­ვდა ეს კუნ­ძლე­ბი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მე­ორე მსოფ­ლიო ომ­ის შემ­დეგ და რა პრე­ტენ­ზი­ები აქ­ვს იაპ­ონი­ას.

 

წიგ­ნში გა­ან­ალ­იზ­ებ­ულია ყი­რი­მის სა­კითხი, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ცხე­ლი წერ­ტი­ლია და მსოფ­ლიო ყუ­რადღე­ბის ცენ­ტრშია. დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს ამ ტე­რი­ტო­რი­ის ის­ტო­რი­ულ კუთ­ვნი­ლე­ბას, რად­გან თურ­ქე­თის გავ­ლე­ნის ქვეშ იყო 308 წე­ლი, რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში — 171 და უკ­რა­ინ­ის საზღვრე­ბის ფარ­გლებ­ში — 60.

 

ის­ევ აქ­ტუ­ალ­ურია ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის სა­კითხი... მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა თით­ქოს ჩაქ­რა და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი ნაკ­ლე­ბად ერ­ევი­ან ამ სა­კითხში, იქ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, რო­მე­ლიც 2011 წლი­დან და­იწყო და ახ­ლაც ფა­რუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად ხსნის. ნაშ­რომ­ში ამ სა­კითხის ახ­სნა­საც შე­ვე­ცა­დე. მკითხვე­ლი ას­ევე გა­ეც­ნო­ბა მსოფ­ლიო პან­დე­მი­ებ­ის ის­ტო­რი­ას და სხვა აქ­ტუ­ალ­ურ თე­მა­ტი­კას­თან ერ­თად, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­საზღვრო პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხე­ბი­სა და სა­საზღვრო ტე­რი­მო­ნო­ლო­გი­ის გან­მარ­ტე­ბებ­საც იხ­ილ­ავს“, — გა­ნაცხა­და ავ­თა­ნილ სონ­ღუ­ლაშ­ვილ­მა.

 

ავ­თან­დილ სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუტ­ში 1980 წლი­დან მუ­შა­ობს. 2006 წლი­დან ინ­სტი­ტუ­ტის ახ­ალი და უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

 

წიგ­ნის გა­საც­ნო­ბად მი­ყე­ვით ბმულს:

 

ავთანდილ სონღულაშვილი - ისტორია პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობები

თარიღი: 17/10/2021