საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი ინტეგრირებული პროგრამები მედიცინის ფაკულტეტზე

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი დი­მიტ­რი კორ­ძაია

 

ახ­ალ სას­წავ­ლო წელს მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე­ებ­ით ხვდე­ბა. მიმ­დი­ნა­რე წელს მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის ერ­თსა­ფე­ხუ­რი­ან ქარ­თულ და ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს მი­ენ­იჭ­ათ სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია სრუ­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბით ყვე­ლა სტან­დარ­ტთან მი­მარ­თე­ბა­ში, 7 წლის ვა­დით. შე­სა­ბა­მი­სად, 2021-2022 წლი­დან და­იწყე­ბა ახ­ალი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ება.

 

ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მა „მე­დი­ცი­ნა“ უკ­ვე 10 წე­ლია ამ­ზა­დებს უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს. წელს უკ­ვე მე­ორ­ედ, ქარ­თველ მა­ღალ­ქუ­ლი­ან აბ­იტ­ური­ენ­ტებ­საც (შეზღუ­დულ კონ­ტინ­გენ­ტს) ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ის­წავ­ლონ „მე­დი­ცი­ნის“ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან პროგ­რა­მა­ზე.

 

2021-1922 სას­წავ­ლო წლი­დან პირ­ვე­ლად ამ­ოქ­მედ­დე­ბა „სტო­მა­ტო­ლო­გი­ის“ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მა, რო­მელ­ზეც უცხო­ელ აბ­იტ­ური­ენ­ტთა ჩა­რიცხვაც ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა.

 

წელს, მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე შე­იქ­მნა მრჩე­ველ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭო, მე­დი­ცი­ნის სხვა­დას­ხვა დარ­გის წამ­ყვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტე­ბის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი საკ­რე­ბუ­ლო, რო­მელ­შიც ამ­ჯა­მად 15 წევ­რია. მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს შექ­მნის მი­ზა­ნია ხე­ლი შე­უწყოს ფა­კულ­ტეტ­ზე კვლე­ვე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მა­ღა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გვას და ფა­კულ­ტე­ტის ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­აცი­ის ხა­რის­ხის ამ­აღ­ლე­ბას — კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ის, სა­ექ­სპერ­ტო საქ­მი­ან­ობ­ის, ლექ­ცი­ებ­ის, სა­მეც­ნი­ერო ფო­რუ­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ას­ევე გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის და ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის გზით.

 

მიმ­დი­ნა­რე წელს მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტი გახ­და ევ­რო­პის სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის ას­ოცი­აცი­ის (AMEE) წევ­რი.

 

ფა­კულ­ტე­ტი ინ­ტენ­სი­ურ­ად აგ­რძე­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ას, მათ შო­რის, ერ­თი წლით გაგ­რძელ­და ჯან­მრთე­ლო­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის (აშშ) ფო­გარ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის პრო­ექ­ტი „ICREATE — კვლე­ვის მო­ცუ­ლო­ბის გაზ­რდა აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში“, რო­მელ­შიც აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალ­თან ერ­თად აქ­ტი­ურ­ად არი­ან ჩარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი.

 

„სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვი­სა და ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ის“ სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა­ზე ჩა­ირ­იცხა 4 დოქ­ტო­რან­ტი, რომ­ლე­ბიც კვლე­ვებს აშშ-ში გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ებ­ენ. ის­ინი სრუ­ლად არი­ან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი თსუ-ის პარ­ტნი­ორ­ის, ას­ოცი­აცია „პარ­ტნი­ორ­ობ­ის“ მი­ერ, აშშ ჯან­მრთე­ლო­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის (NIH) გრან­ტის ფარ­გლებ­ში.

 

მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის ახ­ალი სა­მეც­ნი­ერო პუბ­ლი­კა­ცი­ები გა­მოქ­ვეყ­ნდა მა­ღალ­რე­იტ­ინ­გულ ჟურ­ნა­ლებ­ში, რო­გო­რი­ცაა: World Neurosurgery, Risk Managment and Healthcare Policy, Injury and Violence prevention, Journal of Anatomy, World Journal of Hepatology და სხვა.

 

დას­რულ­და 4-სე­რი­ანი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის „სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის სა­თა­ვე­ებ­თან“ გა­და­ღე­ბა (მომ­ზა­დე­ბუ­ლია ტე­ლე­კომ­პა­ნია „პულ­სის“ მი­ერ), რო­მე­ლიც გან­თავ­სე­ბუ­ლია ფა­კულ­ტე­ტის გა­ნახ­ლე­ბულ ვებ გვერ­დზე.

თარიღი: 18/09/2021