საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი გეგმები, რომელიც ევროკავშირის სამართლის ქართველი სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემას დაასრულებს

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი

ნი­ნო ლა­პი­აშ­ვი­ლი

 

— ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნო, სულ ცო­ტა ხნის წინ თქვენს მი­ერ ინ­იც­ირ­ებ­ულ­მა ჟან მო­ნეს პრო­ექ­ტმა კონ­კურ­სში გა­იმ­არ­ჯვა და ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბაც მი­იღო. ზო­გა­დად, რას გუ­ლის­ხმობს, რას გვთა­ვა­ზობს ჟან მო­ნეს პრო­ექ­ტე­ბი და რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ?

 

— ევ­რო­კავ­ში­რის ჟან მო­ნეს ინ­იცი­ატ­ივა „Erasmus +“-ის პროგ­რა­მის ნა­წილს წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც მიზ­ნად ის­ახ­ავს უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ევ­რო­პის­მცოდ­ნე­ობ­ის დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბას, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის სრულ­ყო­ფას. ის სა­შუ­ალ­ებ­ას იძ­ლე­ვა ახ­ალი შე­ხე­ბის წერ­ტი­ლე­ბი გაჩ­ნდეს, ერ­თგვა­რი ხი­დე­ბი აიგ­ოს აკ­ად­ემი­ური წრე­ებ­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და ევ­რო­პე­იზ­აცი­ის პრო­ცეს­ში ჩარ­თულ პო­ლი­ტი­კო­სებს თუ სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან აქ­ტო­რებს შო­რის. ცხა­დია, მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტე­ბი გა­და­ტა­ნი­ლია ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ასა და გლო­ბა­ლურ კონ­ტექ­სტში ევ­რო­კავ­ში­რის რო­ლის სწორ გა­აზ­რე­ბა­ზე.

 

უმ­აღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის ჟან მო­ნეს ინ­იცი­ატ­ივ­ის ფარ­გლებ­ში არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მათ შო­რის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭ­ირ­ავს ე.წ. პრო­ექ­ტებს.

 

ევ­რო­კო­მი­სი­ის ჟან მო­ნეს პრო­ექ­ტე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ინ­ოვ­აცი­ის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დარ­გე­ბის ურ­თი­ერ­თკვე­თი­სა და, ახ­ალი ცოდ­ნის შექ­მნის მეშ­ვე­ობ­ით, ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზე. კერ­ძოდ, ინ­ოვ­აცი­აზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი ახ­ალი მე­თო­დო­ლო­გი­ებ­ისა თუ მიდ­გო­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას ის­ახ­ავს მიზ­ნად, რა­თა საგ­ნე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ უფ­რო მე­ტად მიმ­ზიდ­ვე­ლი და ად­აპ­ტი­რე­ბუ­ლი გახ­დეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­მიზ­ნე ჯგუ­ფე­ბის­თვის. ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი პრო­ექ­ტე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია დის­კუ­სი­ის წარ­მარ­თვის მეშ­ვე­ობ­ით ევ­რო­კავ­შირ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის და, ზო­გა­დად, ამ გა­ერ­თი­ან­ებ­ის შე­სა­ხებ ცოდ­ნის გა­აღ­რმა­ვე­ბი­სა და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდი­სა­კენ. ხო­ლო დი­სე­მი­ნა­ცი­აზე მი­მარ­თუ­ლი პრო­ექ­ტის ტი­პი ფარ­თო სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბას მოიაზრებს და ამ მიზ­ნით სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ებ­ის ორ­გა­ნი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს.

 

— რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ პრო­ექ­ტის ფლო­ბა ნე­ბის­მი­ერი უმ­აღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის?

 

— წელს სულ 360 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი შე­ირ­ჩა 1447 კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბულ კონ­კურ­სან­ტს შო­რის. თსუ ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის­თვის პა­ტი­ვია ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის ყოფ­ნა, რო­მელ­თა შო­რის არი­ან მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტის მა­ღალ­რე­იტ­ინ­გუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი. ჟან მო­ნეს პრო­ექ­ტის ფლო­ბა ნე­ბის­მი­ერი უმ­აღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, არ­ის პრეს­ტი­ჟი და, ამ­ავ­დრო­ულ­ად, დი­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც. ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან ეს არ­ის აღი­არ­ება და ნდო­ბა, ერ­თგვა­რი გაცხა­დე­ბა იმ­ისა, რომ შე­გიძ­ლია მი­აღ­წიო წარ­მა­ტე­ბას აკ­ად­ემი­ურ სფე­რო­ში, ხე­ლი შე­უწყო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბას ევ­რო­პის­მცოდ­ნე­ობ­ის სფე­რო­ში და ამ­გვა­რად, უფ­რო მე­ტად დაუახლოვდე ევ­რო­პულ სივ­რცეს.

 

ამ­ის გარ­და, პრო­ექ­ტი იძ­ლე­ვა უნ­იკ­ალ­ურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ევ­რო­პის­მცოდ­ნე­ობ­ის დარ­გის მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი ერთ სივ­რცე­სა და გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ნა­ხო, პი­რა­დად გა­იც­ნო და სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და­სა­ხო. ას­ეთი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა უკ­ვე გა­იმ­არ­თა მიმ­დი­ნა­რე წლის 26 ნო­ემ­ბერს, რო­მელ­საც ევ­რო­კო­მი­სი­ის გა­ნათ­ლე­ბის, აუდი­ოვ­იზუ­ალ­ური და კულ­ტუ­რის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი სა­აგ­ენ­ტოს გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ხო­სე-ლო­რენ­ცო ვა­ლე­სი უძ­ღვე­ბო­და. ტრა­დი­ცი­ულ­ად, ამ­გვა­რი შეხ­ვედ­რე­ბი ბრი­უს­ელ­ში იმ­არ­თე­ბო­და, მაგ­რამ კო­ვიდ პან­დე­მი­ამ წელს ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ება ელ­ექ­ტრო­ნულ სივ­რცე­ში გად­მო­იტ­ანა.

 

— რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, თსუ ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ჟან მო­ნეს პრო­ექ­ტი მიზ­ნად ის­ახ­ავს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ევ­რო­პის­მცოდ­ნე­ობ­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის შექ­მნას. ამ პროგ­რა­მის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ... რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა იგი, ვი­სი მხარ­და­ჭე­რი­თა და ჩარ­თუ­ლო­ბით?

 

— თსუ ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ჟან მო­ნეს პრო­ექ­ტი მიზ­ნად ის­ახ­ავს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ევ­რო­პის­მცოდ­ნე­ობ­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის შექ­მნას. აქ­ამ­დე და­არ­სე­ბუ­ლი ჩვე­ნი ყვე­ლა პროგ­რა­მა ინ­გლი­სურ ენ­აზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად კი ევ­რო­პის­მცოდ­ნე­ობ­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის სწავ­ლე­ბის ენა იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი, თუმ­ცა, პროგ­რა­მა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტე­ბით. ეს ნიშ­ნავს იმ­ას, რომ, ერ­თი მხრივ, მეტ ის­ეთ სტუ­დენ­ტს მივ­ცემთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ჩა­ერ­თოს პროგ­რა­მა­ში, რო­მე­ლიც ენ­ის ბა­რი­ერ­ის გა­მო თავს იკ­ავ­ებ­და ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტის ნა­წი­ლი გამ­ხდა­რი­ყო; მე­ორე მხრივ, არ შე­სუს­ტდე­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­აცი­ის კომ­პო­ნენ­ტი და, ტრა­დი­ცი­ულ­ად, გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რი სტუ­დენ­ტე­ბის მას­პინ­ძლო­ბა­საც, რაც ათ­წლე­ულ­ზე მე­ტია ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტის ერ­თგვარ ნი­შას წარ­მო­ად­გენს.

 

პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში ჩარ­თუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის ექ­სპერ­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­ბა­კა­ლავ­რო პრო­გა­მის შე­მუ­შა­ვე­ბის სხვა­დას­ხვა ეტ­აპ­ზე სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უზი­არ­ებ­ენ თსუ ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ქარ­თველ კო­ლე­გებს. სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებ­ზე გა­მოკ­ვე­თილ სა­უკ­ეთ­ესო გა­მოც­დი­ლე­ბებს გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტის ორ­ენ­ოვ­ან სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნალ­ში.

 

პრო­ექ­ტის იმ­პლე­მენ­ტა­ცი­ის ვა­და არ­ის 24 თვე და ამ პე­რი­ოდ­ში ვგეგ­მავთ რო­გორც პროგ­რა­მუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბას, ას­ევე ბა­კა­ლავ­რე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დის მი­ღე­ბა­საც.

 

— თუ შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ ახ­ალი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­მო­ღე­ბა­სა და გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აზე...

 

— ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი 2007 წელს ევ­რო­კო­მი­სი­ის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით TACIS-ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში და­არ­სდა. იგი კონ­ცეპ­ტუ­ალ­ურ­ად თსუ-ის ოთხ ფა­კულ­ტეტს ეფ­უძ­ნე­ბა — იურ­იდი­ულ, ეკ­ონ­ომ­იკ­ის, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ, ას­ევე, სო­ცი­ალ­ურ-პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტებს და ევ­რო­კავ­შირს ას­წავ­ლის და იკ­ვლევს ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი პერ­სპექ­ტი­ვი­დან (ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის (2007 წლი­დან) და სა­დოქ­ტო­რო (2014 წლი­დან) პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში (Masters in European Studies და Doctoral Programme in European Studies).

 

სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის შექ­მნა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ გრე­ნობ­ლის პი­ერ მენ­დე­სის საფ­რან­გე­თის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, ას­ევე, ათ­ენ­ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ბერ­ძნუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და ავ­სტრი­ული ინ­სბრუ­კის სა­ჯა­რო რე­ფორ­მე­ბის ცენ­ტრის­გან შემ­დგა­რი კონ­სორ­ცი­უმ­ის ექ­სპერ­ტე­ბი. პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბის დროს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნა რო­გორც აღ­ნიშ­ნულ სფე­რო­ში ევ­რო­პის მო­წი­ნა­ვე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის სა­უკ­ეთ­ესო გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი, ას­ევე ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის სტან­დარ­ტე­ბი და მიღ­წე­ვე­ბი. ხო­ლო ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა 2014 წელს ENPI პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნა დუბ­ლი­ნის თრი­ნი­თის კო­ლე­ჯის, ბუ­და­პეშ­ტის ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და სლო­ვე­ნი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ექ­სპერ­ტთა მო­ნა­წი­ლე­ობ­ით.

 

ევ­რო­კავ­ში­რის ძა­ლის­ხმე­ვამ, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მის სტრუქ­ტუ­რამ და ში­ნა­არ­სმა, მოწ­ვე­ულ პრო­ფე­სორ­თა პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მმა, ის­ევე, რო­გორც კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მა­ღალ­მა დო­ნემ და მა­თი და­საქ­მე­ბის 100 %-იან­მა მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა, დი­დად გან­საზღვრა თსუ ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის, რო­გორც სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-სა­მეც­ნი­ერო სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­ულ­ის, წარ­მა­ტე­ბუ­ლო­ბის ხა­რის­ხი.

 

ინ­სტი­ტუ­ტის მი­ერ მა­გის­ტრა­ტუ­რის და დოქ­ტო­რან­ტუ­რის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის შე­სას­წავ­ლი საგ­ნე­ბის ფარ­თო სპექ­ტრია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მათ შო­რის, ევ­რო­კავ­ში­რის ეკ­ონ­ომ­იკა, ევ­რო­კავ­ში­რის ფი­ნან­სუ­რი და სა­ვა­ლუ­ტო პო­ლი­ტი­კა, ევ­რო­კავ­ში­რის სა­მარ­თა­ლი, კონ­კუ­რენ­ცი­ის პო­ლი­ტი­კა და კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­მარ­თა­ლი, ევ­რო­პე­იზ­აცია და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის თე­ორი­ები, ევ­რო­კავ­ში­რის ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბა და პირ­და­პი­რი უცხო­ური ინ­ვეს­ტი­ცი­ები და სხვა. სტუ­დენ­ტებს აქ­ვთ სა­შუ­ალ­ება — დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნონ სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ას­პექ­ტებს უშუ­ალ­ოდ ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის­გან, მი­იღ­ონ სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა ევ­რო­პის და ევ­რო­კავ­ში­რის ის­ტო­რი­ისა და ევ­რო­პის კულ­ტუ­რუ­ლი მო­ზა­იკ­ის გარ­კვე­ული ას­პექ­ტე­ბის შე­სა­ხებ. ამ­ას­თან, სტუ­დენ­ტებს უნ­იკ­ალ­ური სა­შუ­ალ­ება ეძ­ლე­ვათ და­ეს­წრონ, მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღ­ონ და კითხვე­ბი დას­ვან სა­ქარ­თვე­ლოს და უცხო­ეთ­ის უმ­აღ­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ობ­ით ჩა­ტა­რე­ბულ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებ­სა და სე­მი­ნა­რებ­ში. ეს პრაქ­ტი­კა ინ­სტი­ტუტ­მა წარ­მა­ტე­ბით და­ნერ­გა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­უხ­სნა ბევრ ახ­ალ­გაზ­რდას ამ პრო­ცეს­ში პრაქ­ტი­კუ­ლად ჩარ­თულ პი­რებ­თან ერ­თად მი­ღე­ბუ­ლი თე­ორი­ული ცოდ­ნის გა­ან­ალ­იზ­ებ­ის­ათ­ვის.

 

სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ წელს ევ­რო­პის­მცოდ­ნე­ობ­ის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე კონ­რად ად­ენაუერის ფონ­დმა სა­უკ­ეთ­ესო შე­დე­გე­ბის მქო­ნე 5 ქარ­თვე­ლი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ონ­ის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტის­თვის (აზ­ერ­ბა­იჯ­ანი, სომ­ხე­თი, უკ­რა­ინა, მოლ­დო­ვა) სრუ­ლი სტი­პენ­დია და­აწ­ესა, რაც სწავ­ლის სა­ფა­სურს სრუ­ლად ან­აზღა­ურ­ებს, ას­ევე, ით­ვა­ლის­წი­ნებს საცხოვ­რე­ბელ ხარ­ჯებს.

 

დღი­დან და­არ­სე­ბი­სა, თსუ ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა ევ­რო­პულ აკ­ად­ემი­ურ წრე­ებ­ში ბევ­რი სტრა­ტე­გი­ული პარ­ტნი­ორი შე­იძ­ინა, რო­მელ­თან ერ­თად ხორ­ცი­ელ­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ერო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი. ინ­სტი­ტუ­ტი, ას­ევე, აგ­რძე­ლებს ნა­ყო­ფი­ერ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ უცხო ქვეყ­ნე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებ­თან და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო თუ არ­ას­ამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია 2011 წლის 1 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტეტ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულ ღო­ნის­ძი­ებ­ებ­თან ერ­თად, ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ექ­სპერ­ტე­ბი ჩა­ერ­თნენ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში, ხო­ლო 2020 წლის მა­ის­იდ­ან გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში, სტუ­დენ­ტებს აქ­ვთ პრაქ­ტი­კულ პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. წელს მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტებ­მა კო­მი­ტეტ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნეს ევ­რო­პის დღე­ები და ას­ოც­ირ­ებ­ის ხელ­მო­წე­რი­დან 6 წლის იუბ­ილე.

 

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩოს­თან და­ახ­ლო­ებ­ის პრო­ცეს­ში გა­მო­იკ­ვე­თა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ზე მე­ტად ევ­რო­კავ­ში­რის სა­მარ­თლის სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დის. ამ­იტ­ომ 2022 აკ­ად­ემი­ური წლი­დან ვილ­ნი­უს­ის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­იწყე­ბა ორ­მა­გი ხა­რის­ხის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ელ­ება (Double Degree MA), რომ­ლის ფარ­გლებ­შიც კურ­სდამ­თავ­რე­ბულს თსუ კვლა­ვაც მი­ან­იჭ­ებს ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ევ­რო­პის­მცოდ­ნე­ობ­ის მა­გის­ტრის ხა­რის­ხს (Master of Arts in European Studies), ხო­ლო ვილ­ნი­უს­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი — ევ­რო­კავ­ში­რის სა­მარ­თლის მა­გის­ტრის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას (LLM in EU Law).

ესა­უბ­რა თა­მარ და­დი­ანი

თარიღი: 23/12/2020