საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდა მთარგმნელთათვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები

10 დე­კემ­ბერს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­მა და ფონ­დმა „დი­ოგ­ენ­ემ“, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით, შე­აჯ­ამა ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კონ­კურ­სი ახ­ალ­გაზ­რდა მთარ­გმნელ­თათ­ვის. კონ­კურ­სი ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის 85 წლის­თავს ეძ­ღვნე­ბო­და. და­ჯილ­დო­ება Zoom-ის პლატ­ფორ­მა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და და მას 80-ზე მე­ტი ად­ამი­ანი ეს­წრე­ბო­და. ღო­ნის­ძი­ებ­ის წამ­ყვან­მა – ფონდ „დი­ოგ­ენ­ეს“ ხელ­მძღვა­ნელ­მა თა­მარ ლე­ბა­ნი­ძემ ისა­უბ­რა მსგავ­სი კონ­კურ­სე­ბის გა­მარ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ის ხელს შე­უწყობს ნი­ჭი­ერი ახ­ალ­გაზ­რდა მთარ­გმნე­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და წა­ხა­ლი­სე­ბას: „დი­ოგ­ენე“ — ეს ის გა­მომ­ცემ­ლო­ბაა, რო­მელ­თა­ნაც ბა­ტონ ვა­ხუშ­ტის ბო­ლო წლებ­ში მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და ეს ნამ­დვი­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იყო. წელს პირ­ვე­ლად და, იმ­ედია, ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში უკ­ან­ას­კნე­ლად, ჩა­ტარ­და „ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ახ­ალ­გაზ­რდა მთარ­გმნელ­თა კონ­კურ­სი“ და მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პარ­ტნი­ორ­ებს და თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს – სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს და ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს, კერ­ძოდ კი, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტს“, — თქვა თა­მარ ლე­ბა­ნი­ძემ. მან, ას­ევე, გა­მოკ­ვე­თა ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის კავ­ში­რი ირ­ან­ულ კულ­ტუ­რას­თან და მი­სი ღვაწ­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რი­სი დას­ტუ­რიც იყო ირ­ან­ის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩოს კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ჰა­მიდ მუს­ტა­ფა­ვის სტუმ­რო­ბა და­ჯილ­დო­ებ­ის ცე­რე­მო­ნი­აზე. მან, თა­ვის მხრივ, მად­ლო­ბა გა­და­უხ­ადა კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს: „თარ­გმა­ნი ის­ეთი სფე­როა, რო­მე­ლიც ხალ­ხს და კულ­ტუ­რებს ძა­ლი­ან მჭიდ­როდ აერ­თი­ან­ებს და აკ­ავ­ში­რებს. ეს კონ­კურ­სი ბა­ტო­ნი ვა­ხუშ­ტის სა­ხე­ლით ტარ­დე­ბა, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რად­გან ის გა­მორ­ჩე­ული პი­როვ­ნე­ბა იყო. მან შეძ­ლო და სხვა­დას­ხვა თარ­გმა­ნით გა­ამ­დიდ­რა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა. ეს კონ­კურ­სი კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ახ­ალ­გაზ­რდა მთარ­გმნე­ლე­ბი­სა და მკვლევ­რე­ბის­თვის, რომ წარ­მო­აჩ­ინ­ონ სა­კუ­თა­რი თა­ვი ახ­ალ ას­პა­რეზ­ზე. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა ის ფაქ­ტი, რომ ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ტრა­დი­ცი­ებ­ის მქო­ნე კონ­კურ­სი, მი­უხ­ედ­ავ­ად ბევ­რი სირ­თუ­ლი­სა, წლე­ბია ტარ­დე­ბა,“ – აღ­ნიშ­ნა ჰა­მიდ მუს­ტა­ფავ­მა.

 

ღო­ნის­ძი­ებ­ას ას­ევე ეს­წრე­ბო­და თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ეს კონ­კურ­სი ლო­გი­კუ­რად და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად უკ­ავ­შირ­დე­ბა ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის სა­ხელს. მი­სი თქმით, სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ამ პრო­ექ­ტში ფონდ „დი­ოგ­ენ­ეს­თან“ ერ­თად აქ­ტი­ურ­ად იყო ჩარ­თუ­ლი ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი, რად­გან ამ ფა­კულ­ტეტ­ზე მთარ­გმნე­ლო­ბი­თი საქ­მი­ან­ობა, მი­სი მეც­ნი­ერ­ული კვლე­ვა და სწავ­ლე­ბა ტრა­დი­ცი­ულ­ად მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზეა: „ბო­ლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ება ჩა­ტარ­და, რო­მელ­თა მი­ზა­ნიც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია იყო. ერთ-ერთ ას­ეთ პრო­ექ­ტად მი­მაჩ­ნია კულ­ტუ­რის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ჩა­ტარ­და „ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კონ­კურ­სი ახ­ალ­გაზ­რდა მთარ­გმნე­ლე­ბი­სათ­ვის“. ბა­ტო­ნი ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი ჭეშ­მა­რი­ტი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლია. მან და­ამ­თავ­რა თსუ-ის აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე­ობ­ის ფა­კულ­ტე­ტი და ამ­ავე ფა­კულ­ტეტ­ზე მოღ­ვა­წე­ობ­და ჯერ დო­ცენ­ტის, შემ­დეგ კი პრო­ფე­სო­რის რან­გში. ამ­ით უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი და ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტიც დი­დად ამ­აყ­ობს“, — აღ­ნიშ­ნა ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა. ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა ას­ევე აღ­ნიშ­ნა, რომ ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის საქ­მი­ან­ობა სამ­კუთხედს ჰგავს, რომ­ლის სა­მი გვერ­დია მეც­ნი­ერ­ება, მხატ­ვრუ­ლი თარ­გმა­ნი და, ას­ევე, ქარ­თუ­ლი მხატ­ვრულ-ეს­თე­ტი­ური სამ­ყა­როს ტრა­დი­ცი­ებ­ისა და ფეს­ვე­ბის ძი­ება-პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა.

 

წელს ახ­ალ­გაზ­რდა მთარ­გმნელ­თა კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს 14 სხვა­დას­ხვა ენ­იდ­ან ნა­თარ­გმნი 60 ტექ­სტი. ნაშ­რო­მე­ბი, ან­ონ­იმ­ურ­ობ­ის დაც­ვით, შე­სა­ფა­სებ­ლად გა­და­ეგ­ზავ­ნა ხუ­თი წევ­რის­გან შემ­დგარ ჟი­ურ­ის, რომ­ლის წევ­რე­ბიც იყ­ვნენ: თსუ ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი მა­ნა­ნა ფხა­კა­ძე, მწე­რა­ლი და მთარ­გმნე­ლი და­თო ბარ­ბა­ქა­ძე, მთარ­გმნე­ლი და­თო ახ­ალ­აძე, მთარ­გმნე­ლი ანა კო­პა­ლი­ანი და მთარ­გმნე­ლი ლია რუ­ხა­ძე. მათ უნ­და შე­ერ­ჩი­ათ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი სამ ნო­მი­ნა­ცი­აშია: პო­ეზია, პრო­ზა და არ­ამ­ხატ­ვრუ­ლი ტექ­სტე­ბი.

 

2020 წლის კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში 11 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოცხა­დაა შე­სა­ბა­მი­სი ნო­მი­ნა­ცი­ებ­ისა და ად­გი­ლე­ბის მი­ხედ­ვით. ყვე­ლა ნო­მი­ნა­ცი­ის მე­ორე ად­გი­ლი ორ­მა მო­ნა­წი­ლემ გა­იყო.

 

ნო­მი­ნა­ცი­აში – პო­ეზია — მე-3 ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და ინ­გა ჟღენ­ტი (ლუ­ის გლუ­კის ლექ­სე­ბი: „ეპ­ილ­ოგი და წყვდი­ად­ის და­საწყი­სი“); მე-2 ად­გილ­ზე გა­ვიდ­ნენ: გი­ორ­გი ხუ­ლორ­და­ვა (სა­ადი ში­რა­ზე­ლის იგ­ავი „ბუს­თა­ნის მე­სა­მე თა­ვი­დან“) და ანა მი­ხა­ილ­ოვა-კე­ზე­ლი (სა­გა­ვა ჩი­კას ლექ­სე­ბის თარ­გმა­ნი­სათ­ვის); ამ ნო­მი­ნა­ცი­აში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი არ გა­იცა.

 

ნო­მი­ნა­ცი­აში — მხატ­ვრუ­ლი პრო­ზა – მე-3 ად­გი­ლი და­იკ­ავა გი­ორ­გი ყა­ზა­იშ­ვილ­მა (ედ­ვარდ პლან­კე­ტის „ცი­ხე ყოვ­ლის­გან უტ­ეხ­ელი საკ­ნო­თის გარ­და“); მე-2 ად­გილ­ზე გა­ვიდ­ნენ ილია ბა­წაშ­ვი­ლი (მარ­სელ ბრუს­ტის „და­კარ­გუ­ლი დრო­ის ძი­ებ­აში სვა­ნის მხა­რეს“) და მი­რი­ან რჩე­ულ­იშ­ვი­ლი (არ­ტურ კო­ნან დო­ილი „ბ24“); პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მო­იპ­ოვა და­ვით ხა­რა­იშ­ვილ­მა (რო­ბერტ ლუ­ის სტი­ვენ­სო­ნის „ერ­თი ღა­მის თავ­შე­სა­ფა­რი“).

 

ნო­მი­ნა­ცი­აში — არ­ამ­ხატ­ვრუ­ლი პრო­ზა – მე-3 ად­გი­ლი და­იკ­ავა ნა­თია მე­ჩი­თიშ­ვილ­მა (ჟურ­ნა­ლი „ნიუ იორ­კე­რი“ „ოც­ნე­ბე­ბი ევ­რო­პა­ზე — ესე იოს­ებ რო­ტის შე­სა­ხებ“); მე-2 ად­გი­ლი ერ­გო ირ­ინე გი­ორ­გა­ძე-მრო­ჟინ­სკას (ინ­ტერ­ვიუ ზა­ქა­რია თა­მირ­თან) და მა­რი­ამ კვერ­ნა­ძეს (ჯორჯ ლო­ედ­ის ვიქ­ტორ ფრან­კლის თე­ორია); პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­იმ­სა­ხუ­რა გიგ­ლა გო­ნაშ­ვილ­მა (ან­ტო­ნინ არ­ტო „თე­ატ­რი და მი­სი ორე­ული“).

 

კონ­კურ­სის საპ­რე­მიო ფონ­დი 5400 ლარს შე­ად­გენს. პირ­ვე­ლი ად­გი­ლის­თვის გა­იც­ემა 3000 ლა­რი (თი­თოეული — 1000 ლა­რი), მე­ორე ად­გი­ლის­თვის – თი­თოეული — 500 ლა­რი და მე­სა­მე პრე­მია – თი­თოეული — 300 ლა­რი.

 

და­ჯილ­დო­ებ­ის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ით­ქვა, რომ კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი გა­მოს­ცემს სა­უკ­ეთ­ესო თარ­გმა­ნე­ბის კრე­ბულს. გა­მარ­ჯვე­ბულ თარ­გმა­ნებ­თან ერ­თად კრე­ბულ­ში ყვე­ლა ის ნაშ­რო­მი მო­იყ­რის თავს, რო­მე­ლიც ჟი­ურ­იმ სა­უკ­ეთ­ეს­ოდ მი­იჩ­ნია. კრე­ბუ­ლის ეგ­ზემ­პლა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კურ­სის თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის — თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მი­ერ მომ­ზად­დე­ბა და და­იბ­ეჭ­დე­ბა, გა­და­ეც­ემა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, აგ­რეთ­ვე, უფ­ას­ოდ გავ­რცელ­დე­ბა ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ებ­ში და მე­დი­ათ­ეკ­ებ­ში. კრე­ბუ­ლის ელ.ვერ­სია ას­ევე უფ­ას­ოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ვებ-გვერ­დებ­ზე და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მებ­ზე saba.com.ge და lit.ge.

 

და­ჯილ­დო­ებ­ის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­მა მად­ლო­ბა გა­და­უხ­ად­ეს კონ­კურ­სის ჟი­ურ­ის წევ­რებს და აღ­ნიშ­ნეს, რომ ამ­გვა­რი კონ­კურ­სე­ბი მარ­თლაც უწყობს ხელს მთარ­გმნე­ლო­ბი­თი საქ­მი­ან­ობ­ის წა­ხა­ლი­სე­ბას.

 

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის: მთარ­გმნე­ლო­ბი­თი კონ­კურ­სი პირ­ვე­ლად 2010 წელს ჩა­ტარ­და და მა­შინ მხო­ლოდ ერ­თი ნო­მი­ნა­ცია არ­სე­ბობ­და „პო­ეზია ახ­ალ­გაზ­რდა მთარ­გმნე­ლე­ბის­თვის“. 2011 წელს „დი­ოგ­ენ­ემ“ ჩა­ატ­არა უკ­ვე მე­ორე კონ­კურ­სი იგ­ივე ნო­მი­ნა­ცი­ით. რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ანი პა­უზ­ის შემ­დეგ 2016, 2017 და 2018 წლებ­ში, მწე­რალ­თა სახ­ლის ინ­იცი­ატ­ივ­ით, კონ­კურ­სი გა­ნახ­ლდა და ჩა­ტარ­და სა­მი კონ­კურ­სი ორი ნო­მი­ნა­ცი­ით: „წიგ­ნად გა­მო­ცე­მუ­ლი ნა­თარ­გმნი პო­ეზია“ და „პე­რი­ოდ­იკ­აში და­ბეჭ­დი­ლი თარ­გმა­ნე­ბი“. 2019 წელს კონ­კურ­სი არ ჩა­ტარ­და, ხო­ლო წელს ის­ევ გა­ნახ­ლდა უკ­ვე სა­მი ნო­მი­ნა­ცი­ით.

 

2020 წელს გა­მარ­თუ­ლი კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ: ფონ­დი „დი­ოგ­ენე“ (თა­მარ ლე­ბა­ნი­ძე); თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი; თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ეკ­ატ­ერ­ინე ნავ­რო­ზაშ­ვი­ლი, თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რე­ბი: თეა შურ­ღაია, და­რე­ჯან გარ­და­ვა­ძე, მზია ბურ­ჯა­ნა­ძე, მა­რი­ნა ალ­ექ­სი­ძე, გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე, თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტე­ბი: ანა მინ­დი­აშ­ვი­ლი, მე­რი სა­მა­კაშ­ვი­ლი.

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

თარიღი: 13/12/2020