საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახ­ალი ვი­რუ­სის გა­მოც­დი­ლე­ბა და­ას­უს­ტებს თუ გა­აძ­ლი­ერ­ებს ამ­ერ­იკ­ას მო­მა­ვალ­ში?

ესა­უბ­რა თა­მარ და­დი­ანი

 

ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­აში ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი თავ­დას­ხმა გან­ვი­ცა­დეთ. მარ­თლაც ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი თავ­დას­ხმაა. გა­ცი­ლე­ბით უარ­ესია, ვიდ­რე პერლ-ჰარ­ბორ­ზე თავ­დას­ხმა. გა­ცი­ლე­ბით უარ­ესია, ვიდ­რე მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტრზე თავ­დას­ხმა“, — ასე შე­აფ­ასა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამ­პმა აშშ-ში კო­რო­ნა­ ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბა. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს, აშშ შე­ეც­დე­ბა შე­ის­წავ­ლოს — თუ რო­გორ გავ­რცელ­და ვი­რუ­სი და ეჭ­ვქვეშ აყ­ენ­ებს ჩი­ნე­თის მი­ერ იმ პო­ზი­ცი­ებ­ის უარ­ყო­ფას, რომ შე­იძ­ლე­ბა ჩი­ნეთ­მა შეც­დო­მა და­უშ­ვა, რის შე­დე­გა­დაც ვი­რუ­სი „შეც­დო­მით” გავ­რცელ­და. ის პე­კინ­სა და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მთე­ლი და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა­ში ად­ან­აშა­ულ­ებს.

ამ­ერ­იკ­ის პო­ზი­ცი­ას იზი­არ­ებს ავ­სტრა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიც სკოტ მო­რი­სო­ნი და აცხა­დებს, რომ მსოფ­ლი­ომ ზუს­ტად უნ­და იც­ოდ­ეს — რა მოხ­და, რა­თა მსგავ­სი რამ, რა­საც უდ­იდ­ესი ად­ამი­ან­ური და­ნა­კარ­გი და ეკ­ონ­ომ­იკ­ური პრობ­ლე­მე­ბი მოჰ­ყვე­ბა, აღ­არ­ას­დროს გან­მე­ორ­დეს.

ოფ­იცი­ალ­ური პე­კი­ნი ამ­გვარ გა­მო­ძი­ებ­ას ჩი­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ამ­ერ­იკ­ის მი­ერ მარ­თუ­ლი პრო­პა­გან­დის ნა­წი­ლად მი­იჩ­ნევს. კრი­ტი­კო­სე­ბი კი აცხა­დე­ბენ, რომ თეთ­რი სახ­ლი ცდი­ლობს ყუ­რადღე­ბა ჩი­ნეთ­ზე გა­და­იტ­ან­ოს და ამ­ით ის კრი­ტი­კა გა­და­ფა­როს, რომ პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია პან­დე­მი­ას სა­თა­ნა­დოდ ვერ გა­უმ­კლავ­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ თე­მებ­ზე რას ფიქ­რობს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ვა­სილ კა­ჭა­რა­ვა.

- შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში კო­რო­ნა­ ვი­რუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ერთ მი­ლი­ონს გა­დაც­და, ქვე­ყა­ნა­ში თვე­ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტია, რაც სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობა მოქ­მე­დებს... რო­გორ მოგ­წონთ ამ­ერ­იკ­ის დღე­ვან­დე­ლი პო­ზი­ცი­ები და ბრძო­ლის სტრა­ტე­გია ვი­რუს­თან?

— ძნე­ლი სათ­ქმე­ლია. რო­გორც ვხე­და­ვათ მსხვერ­პლი საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რია (7 მა­ის­ის­თვის გარ­დაც­ვლი­ლია 74 000 ად­ამი­ანი) გან­სა­კუთ­რე­ბით ნიუ-იორ­კის მსგავს დიდ მე­გა­პო­ლი­სებ­ში, სა­დაც ხალ­ხი მჭიდ­რო­დაა და­სახ­ლე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ის­იც ცნო­ბი­ლია, რომ ამ­ერ­იკ­ელ­თა დი­დი ნა­წი­ლი სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში ცხოვ­რობს, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნე­თის­გან საკ­მა­ოდ და­შო­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ სა­ყიდ­ლებ­ზე სი­არ­ული ხომ ყვე­ლას უწ­ევს...

ამ­ერ­იკ­ის­გან, რო­გორც მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რი სა­ხელ­მწი­ფოს­გან, ვი­რუს­თან ბრძო­ლის უფ­რო ეფ­ექ­ტი­ან ნა­ბი­ჯებს ვე­ლო­დით, მაგ­რამ ამ უზ­არ­მა­ზარ ქვე­ყა­ნა­ში — საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­თა და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის დო­ნით, სა­დაც მი­ლი­ონ­ობ­ით ხალ­ხი ცხოვ­რობს, ალ­ბათ, არ იყო ად­ვი­ლი ერ­თი­ანი და სის­ტე­მუ­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა და გა­ტა­რე­ბა. მსოფ­ლი­ოს სხვა, ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ და გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­საც უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბი ჰქონ­დათ. მაგ­რამ იყო გა­მო­ნაკ­ლი­სიც, იგ­ივე გერ­მა­ნი­ის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხით, მა­შინ, რო­ცა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ნი, სამ­წუ­ხა­როდ, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა იგ­ივე გერ­მა­ნი­ის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა ქარ­თვე­ლი ექ­იმ­ებ­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რის­თვი­საც მათ დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი!

- რო­გორ ფიქ­რობთ, ამ პან­დე­მი­ის ფონ­ზე ხომ არ ჩა­მო­იშ­ლე­ბა ამ­ერ­იკ­ის ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბის მი­თი... ყვე­ლა­ზე მძი­მე სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, აშშ-ში კო­რო­ნა ­ვი­რუ­სის შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა მი­ლი­ონ­ზე მე­ტი ად­ამი­ანი გარ­და­იც­ვა­ლოს. შეძ­ლებს თუ არა ამ­ერ­იკ­ის მო­ქე­დი პრე­ზი­დენ­ტი მო­სახ­ლე­ობ­ის დარ­წმუ­ნე­ბას, რომ კო­რო­ნა ­ვი­რუ­სი ვერ შეც­ვლის ამ­ერ­იკ­ის მო­მა­ვალს?!

- ჯერ­ჯე­რო­ბით სა­უბ­რო­ბენ მხო­ლოდ 100 000-მდე გარ­დაც­ვლილ­ზე... სამ­წუ­ხა­როდ, ამ­ერ­იკა ნელ-ნე­ლა მი­დის ამ მაჩ­ვე­ნებ­ლის­კენ, მა­გა­რამ მი­ლი­ონი გარ­დაც­ვლი­ლი, იმ­ედია, ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა. თუმ­ცა პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში ამ­ერ­იკა, ამ ეტ­აპ­ზე, რა­იმე გან­სა­კუთ­რე­ბულ წარ­მა­ტე­ბებს ვერ აღ­წევს, მაგ­რამ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი რომ ცდი­ლობს და არ­ავ­ით­არ სა­ხელ­მწი­ფო ხარ­ჯებს არ ერ­იდ­ება, ის­იც ფაქ­ტია... რაც დე­მოკ­რა­ტე­ბის მი­ერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტამ მო­ითხო­ვა ვი­რუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად, ტრამ­პმა იმ­აზე მე­ტი გა­იღო. ამ­ერ­იკ­ამ 1950 წლის ფე­დე­რა­ლუ­რი კა­ნო­ნიც კი აამ­ოქ­მე­და, რო­მე­ლიც კო­რე­ის ომ­ის სა­პა­სუ­ხოდ შე­მუ­შავ­და, რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვი­სა და სა­ომ­არი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის ვრცე­ლი ძა­ლის­ხმე­ვის ნა­წი­ლი ცი­ვი ომ­ის პი­რო­ბებ­ში. კა­ნო­ნი ამ­ერ­იკ­ულ ბიზ­ნესს ავ­ალ­დე­ბუ­ლებს — სა­ხელ­მწი­ფოს­თვის სა­ჭი­რო პრო­დუქ­ცი­ის მომ­ზა­დე­ბას, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბის, სა­სუნ­თქი აპ­არ­ატ­ებ­ის და სხვა სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ვენ­ტა­რის წარ­მო­ებ­ის დაჩ­ქა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს.

„ჩვენ ვა­პი­რებთ და­ვა­მარ­ცხოთ უხ­ილ­ავი მტე­რი“, — გა­ნაცხა­და ტრამ­პმა და აღ­ნიშ­ნა, რომ გან­ვი­თა­რე­ბულ­მა კრი­ზის­მა იგი, ფაქ­ტობ­რი­ვად, „სა­ომ­არი პე­რი­ოდ­ის პრე­ზი­დენ­ტად“ აქ­ცია.

აქ­ვე უნ­და აღ­ვნიშ­ნოთ ის ფაქ­ტიც, რომ ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ უკ­ვე და­იწყო შეზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა. ალ­ბათ, აქ­ვთ კი­დეც ამ­ის სა­ფუძ­ვე­ლი. ის, რომ პან­დე­მი­ის შე­დე­გად ამ­ერ­იკ­ის ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბა და ეკ­ონ­ომ­იკა ჩა­მო­იშ­ლე­ბა, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უდოა. ამ­ერ­იკა კვლავ ამ­ერ­იკ­ად დარ­ჩე­ბა! თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პრე­ზი­დენტ ტრამ­პს, რო­მელ­საც სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ თით­ქმის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ჰქონ­და საპ­რე­ზი­დენ­ტო რბო­ლა­ში გა­მარ­ჯვე­ბა, ეპ­იდ­ემი­ამ სე­რი­ოზ­ული პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა. ახ­ლა აშშ-ის ყო­ფი­ლი ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­იდ­ენი უს­წრებს პო­პუ­ლა­რო­ბით, რო­მე­ლიც ამ პე­რი­ოდ­ში ძი­რი­თა­დად ჩუ­მა­დაა, რად­გან მის საქ­მეს ვი­რუ­სი აკ­ეთ­ებს, რო­მე­ლიც სპობს სა­მუ­შაო ად­გი­ლებს. ამ­ერ­იკ­აში უკ­ვე 26 მი­ლი­ონ­ამ­დე ად­ამი­ან­მა და­კარ­გა სა­მუ­შაო ად­გი­ლი, მა­შინ, რო­დე­საც სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამ­ერ­იკ­ას ის­ტო­რი­აში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი უმ­უშ­ევ­რე­ბის დო­ნე ჰქონ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს პან­დე­მი­ის ბრა­ლია, მაგ­რამ მა­ვა­ნი ქვეყ­ნის პირ­ველ პირ­საც და­აბ­რა­ლებს, მი­თუ­მე­ტეს, ამ­ით ის­არ­გებ­ლებს ტრამ­პის მო­ძუ­ლე მე­დია. პრე­ზი­დენ­ტის ზოგ­ჯე­რაც ზედ­მე­ტად ემ­ოცი­ური გა­მოს­ვლე­ბიც არ აღ­მოჩ­ნდა მის­თვის სა­სარ­გებ­ლო. თუმ­ცა ვნა­ხოთ, თუ ვი­თა­რე­ბა გა­მოს­წორ­დე­ბა, ნო­ემ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ტრამ­პი და­კარ­გულ პო­ზი­ცი­ებს და­იბ­რუ­ნებს. მით უმ­ეტ­ეს, რომ დღე­საც იგი პო­პუ­ლა­რო­ბით კვლავ უს­წრებს დე­მოკ­რა­ტე­ბის მი­ერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად კონ­გრესს, უფ­რო სწო­რად, მის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტას.

პან­დე­მი­ის, ის­ევე, რო­გორც ბევ­რი სხვა მძი­მე კრი­ზი­სის შემ­დეგ, ამ­ერ­იკა კი­დევ უფ­რო ძლი­ერი და გავ­ლე­ნი­ანი გახ­დე­ბა, რად­გან ამ­ერ­იკ­ელ­ებ­მა კარ­გად იცი­ან წარ­სუ­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და მის სა­ფუძ­ველ­ზე ქვეყ­ნის გაძ­ლი­ერ­ება. აშშ-ის კონ­კუ­რენ­ტე­ბი კი, რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის სა­ხით, სა­ვა­რა­უდ­ოდ, უფ­რო და­სუს­ტდე­ბი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით ეკ­ონ­ომ­იკ­ის სფე­რო­ში.

- რამ­დე­ნად რე­ალ­ურია ამ­ერ­იკ­ის ჩი­ნეთ­თან მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბის პროგ­ნო­ზი პან­დე­მი­ის გა­მო?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ტრამ­პი და მი­სი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მა­იკ პომ­პეო ცდი­ლო­ბენ ამ პან­დე­მი­ის დაწყე­ბა ჩი­ნეთს და­აბ­რა­ლონ და, ალ­ბათ, არც თუ უს­აფ­უძ­ვლოდ. ჩი­ნეთს მარ­თლაც მო­უწ­ევს პა­სუ­ხის­გებ­ლო­ბის ნა­წი­ლის მა­ინც აღ­ება სა­კუ­თარ თავ­ზე.

არ მგო­ნია, ამ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის რა­იმე სე­რი­ოზ­ული და ფუნ­და­მენ­ტუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა გან­ვი­თარ­დეს — ეს უფ­რო პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ომია. თუმ­ცა, თუ ამ­ერ­იკ­ამ ამ ომ­ში გა­იმ­არ­ჯვა, დიდ მო­გე­ბა­საც ნა­ხავს. მაგ­რამ ფუნ­და­მენ­ტუ­რი და, მით უმ­ეტ­ეს, სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტი, ვფიქ­რობ, რომ არაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ეკ­ონ­ომ­იკ­ურ­ად ძა­ლი­ან გა­და­ჯაჭ­ვულ­ნი არი­ან ერ­თმა­ნეთ­ზე და ეს არც ერ­თი მხა­რის­თვის არ მო­იტ­ანს სი­კე­თეს. თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ­ერ­იკ­ის მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ებ­ის ჩი­ნე­თის ბაზ­რი­დან გას­ვლა, რა­თა შემ­ცირ­დეს ამ­ერ­იკ­ული ბიზ­ნე­სის ჩი­ნურ სა­წარ­მო­ებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა ჩი­ნე­თის­თვის. მაგ­რამ, აქ­ვე ის­იც უნ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ჩი­ნეთს უკ­ვე ის­ეთი კო­ლო­სა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი რე­ზერ­ვე­ბი აქ­ვს დაგ­რო­ვი­ლი, რომ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ის პრობ­ლე­მა ნაკ­ლე­ბად ექ­ნე­ბა. ტექ­ნო­ლო­გი­ებ­იც საკ­მა­ოდ მი­ით­ვი­სა უკ­ვე და სა­კუ­თარ­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლად ამ­უშ­ავ­ებს.

- თქვე­ნი აზ­რით, რო­გორ შე­იც­ვლე­ბა მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვი­რუ­სის შემ­დეგ?

- ამ­აზე სრულ­ფა­სოვ­ნად რომ გი­პა­სუ­ხოთ, ალ­ბათ, ნო­ბე­ლის პრე­მი­ას­აც მი­ვი­ღებ...ცნო­ბილ­მა ფრან­გმა მწე­რალ­მა უელ­ბეკ­მა თქვა ახ­ლა­ხანს: „მსოფ­ლიო, ალ­ბათ, ის­ეთ­ივე იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ცო­ტა უფ­რო ცუ­დი.“ ნუ, ძნე­ლია გა­მო­ჩე­ნილ მწე­რალს ეკ­ამ­ათო, მაგ­რამ მგო­ნია, რომ მსოფ­ლიო გა­ცი­ლე­ბით უკ­ეთ­ესი გახ­დე­ბა! ამ პან­დე­მი­ამ ბევ­რი რამ გვას­წავ­ლა, უფ­რო ორ­გა­ნი­ზე­ბულ­ნი და რა­ცი­ონ­ალ­ურ­ები გაგ­ვხა­და. მრა­ვა­ლი ახ­ალი, დის­ტან­ცი­ური მარ­თვის ტექ­ნო­ლო­გი­ები შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად ახ­ალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გაგ­ვიხ­სნის. ასე რომ, მე უფ­რო ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი. მთა­ვა­რია, ვი­რუ­სის სამ­კურ­ნა­ლო წა­მა­ლი და პრე­ვენ­ცი­ის სა­შუ­ალ­ება შევ­ქმნათ დრო­ზე და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად და გა­ცი­ლე­ბით უკ­ეთ იქ­ნე­ბა! თუმ­ცა, იმ და­ღუ­პულ ად­ამი­ან­ებს, ბუ­ნებ­რი­ვია, ვე­რა­ვინ დაგ­ვიბ­რუ­ნებს...

თარიღი: 08/05/2020