საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახ­ალ რე­ალ­ობ­აში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მცი­რე სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბი­დან 5 პრო­ექ­ტი და­ფი­ნან­სდა

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის გან­მსაზღვრელ­მა საბ­ჭომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა. წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­მეც­ნი­ერო და კულ­ტუ­რულ/სპორ­ტუ­ლი/სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი­დან 5 პრო­ექ­ტი და­ფი­ნან­სდე­ბა: „ლი­ტე­რა­ტუ­რულ-ან­ალ­იტ­იკ­ური ესე­ებ­ის კონ­კურ­სი — „პიგ­მა­ლი­ონი“; „უხ­უც­ეს­თა გა­ერ­თი­ან­ებ­ები პან­კის­ში, რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­თა ჩარ­თუ­ლო­ბის არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი-ტრა­დი­ცი­ული მე­ქა­ნიზ­მე­ბი“; „ღვიძ­ლის ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ექ­სპლან­ტა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ორ­გა­ნიზ­მში აჰ­ეპ­ატ­ური ფა­ზით გა­მოწ­ვე­ული დარ­ღვე­ვე­ბის­გან დაც­ვა ცხო­ვე­ლებ­ში ბი­კა­ვა­ლუ­რი სწრა­ფი შუნ­ტით“; „ვარ­ძი­ის ახ­ალ­გაზ­რდა არ­ქე­ოლ­ოგ­თა მე-12 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია“ და „სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია-Act for sustainability“. პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის სა­კითხის გან­სა­ხილ­ვე­ლად საბ­ჭო წე­ლი­წად­ში 3-ჯერ იკ­რი­ბე­ბა.

„სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის კონ­კურ­სის მე­ორე ეტ­აპი 15 აპ­რილს დას­რულ­და და უკ­ვე გა­მოქ­ვეყ­ნდა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. პრო­ექ­ტე­ბის რა­ოდ­ენ­ობა მცი­რე იყო, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო, სულ, 8 პრო­ექ­ტი და და­ფი­ნან­სდა 5 პრო­ექ­ტი. ალ­ბათ იმ­იტ­ომ, რომ სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბაა და ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით მცი­რე იყო სტუ­დენ­ტე­ბის აქ­ტი­ურ­ობა. ყვე­ლა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი მა­ღალ დო­ნე­ზე იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ამ­ოვ­ნოა. ძი­რი­თა­დად იყო სა­მეც­ნი­ერო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი. გარ­და ამ­ისა, ჩანს, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობ­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც იქ­ნე­ბა გარ­კვე­ული შეზღუდ­ვე­ბი, რის გა­მოც რთუ­ლია წი­ნას­წარ და­გეგ­მო პრო­ექ­ტის სა­მუ­შაოები, რა­საც ზოგ­ჯერ ბევ­რი ად­ამი­ან­ის შეკ­რე­ბა, აქ­ტი­ური კო­მუ­ნი­კა­ცია, დიდ მან­ძი­ლებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ალ­ბათ, ამ­იტ­ომ შე­იკ­ავ­ეს თა­ვი სტუ­დენ­ტებ­მა. შემ­დე­გი ეტ­აპი შე­მოდ­გო­მა­ზე გვექ­ნე­ბა, 1 ოქ­ტომ­ბრამ­დე იქ­ნე­ბა პრო­ექ­ტე­ბის მი­ღე­ბა“, — გა­ნაცხა­და სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის გან­მსაზღვრე­ლი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, პრო­ფე­სორ­მა თა­მარ გა­გო­ში­ძემ.

თარიღი: 05/05/2020