საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახ­ალ თა­ობ­ას სურს — სარ­კმლის გახ­სნი­სას სა­ჭი­რო მო­მენ­ტში სწორ ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდეს

სტა­ტია მო­ამ­ზა­და ნი­ნო კა­კუ­ლი­ამ

„ჩვე­ნი თა­ობა რა­ღაც ახ­ალი, გარ­დამ­ტე­ხის მომ­ტა­ნი უნ­და იყ­ოს ქვეყ­ნის და მთლი­ან­ად დე­და­მი­წის მო­მა­ვალ­ში. მსოფ­ლიო მოხ­მა­რე­ბის გა­ნუხ­რე­ლი ზრდა პლა­ნე­ტის რე­სურ­სებს კა­ტას­ტრო­ფუ­ლად ამ­ცი­რებს და ახ­ლა, რო­გორც არ­ას­დროს, აუც­ილ­ებ­ელია, თი­თოეულ ჩვენ­განს ქონ­დეს გა­ნათ­ლე­ბის და შეგ­ნე­ბის ის დო­ნე, რო­მე­ლიც არა მარ­ტო ეფ­ექ­ტი­ან­ად აზ­როვ­ნე­ბას, არ­ამ­ედ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სარ­კმლის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. ეს სარ­კმე­ლი შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ დღეს გა­იხ­სნას და აუც­ილ­ებ­ელია, ამ დროს სწორ ად­გი­ლას ვიმ­ყო­ფე­ბო­დეთ. ამ­ის­ათ­ვის სა­ჭი­როა სა­კუ­თარ და მე­გობ­რე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე და შეგ­ნე­ბა­ზე ვი­მუ­შა­ოთ და გრძელ­ვა­დი­ან შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ თა­ობ­ად ვიქ­ცეთ.ვი­აზ­როვ­ნოთ „მდგრა­დად“, ვიზ­რუ­ნოთ სა­ზო­გა­დო­ებ­აზე და გვქონ­დეს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის იმ­ედი!“ — ეს გახ­ლავთ ახ­ალი თა­ობ­ის წარ­მო­მად­გენ­ლის, ბე­ქა ბაიაშვილის მო­წო­დე­ბა თა­ნა­ტო­ლე­ბი­სად­მი. რო­გორც ჩანს, თა­ობ­ები იც­ვლე­ბი­ან, მაგ­რამ ის­ტო­რია მე­ორ­დე­ბა და თა­ობ­ებს ერ­თი გო­ნი, თვით­დამ­კვიდ­რე­ბის და გა­დარ­ჩე­ნის ერ­თი ინ­სტიქ­ტი აერ­თი­ან­ებს, მი­უხ­ედ­ავ­ად ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მუდ­მი­ვი გა­და­ფა­სე­ბი­სა.

ბე­ქა ბაიაშვილი თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის III კურ­სის სტუ­დენ­ტია, რო­მე­ლიც თე­ლა­ვის რაიონის სო­ფელ ლა­ფან­ყურ­ში ცხოვ­რობს, უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში კი რუს­თა­ვი­დან და­დის. თვლის, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა ცხოვ­რე­ბის ახ­ალი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტ­აპ­ის კა­რი გა­უღო და მის ცნო­ბი­ერ­ებ­აში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა. „ამ სა­მი წლის მან­ძილ­ზე ვხვდე­ბი და მე­გობ­რე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ უკ­ეთ­ეს­ობ­ის­კენ შე­ვიც­ვა­ლე. ამ ახ­ალ ეტ­აპ­ზე მიღ­წე­ულ­მა შე­დე­გებ­მა თავ­და­ჯე­რე­ბა შემ­მა­ტა და დაშ­ვე­ბულ­მა შეც­დო­მე­ბა საკ­მა­ოდ დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა და­მი­ტო­ვა რო­გორც პი­რად, ისე კა­რი­ერ­ულ ცხოვ­რე­ბა­ში“, — ამ­ბობს მო­მა­ვა­ლი ეკ­ონ­ომ­ის­ტი. ბე­ქას ან­ერ­ვი­ულ­ებს, რო­დე­საც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ხელს ზოგ­ჯერ ლაფ­ში სვრი­ან მა­ვან­ნი და სურს, ამ გა­მა­ღი­ზი­ან­ებ­ელ კამ­პა­ნი­ას გა­მო­ეხ­მა­ურ­ოს: „უმ­ეტ­ეს შემ­თხვე­ვა­ში, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლის შებღალ­ვას სხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფა­ნა­ტი­კო­სი სტუ­დენ­ტე­ბი და ლექ­ტო­რე­ბი ცდი­ლო­ბენ. მე, პი­რა­დად, ძა­ლი­ან ბევრ პრობ­ლე­მას ვხე­დავ სა­კუ­თარ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში და იმ­ის მა­გივ­რად, რომ უარ­ყო­ფი­თად ვი­სა­უბ­რო, მის მოგ­ვა­რე­ბას ვცდი­ლობ, თუნ­დაც, და­უფ­არ­ავი სა­უბ­რით. მგო­ნია, რომ უნ­აკ­ლო არ­ავ­ინ და არ­აფ­ერია და გა­მა­ღი­ზი­ან­ებ­ელია, რო­ცა აფ­ას­ებ­ენ იმ­ას, რა­შიც არ­აკ­ომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი არი­ან“, — მი­აჩ­ნია ბე­ქას. ამ ეტ­აპ­ზე ძი­რი­თად დროს სწავ­ლას და წე­რას უთ­მობს. პა­რა­ლე­ლუ­რად მდგრა­დი ეკ­ონ­ომ­იკ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახ­ალი პლატ­ფორ­მის — sustainability.ge-ის წევ­რი გახ­და და სტა­ტი­ებს აქ­ვეყ­ნებს. აქ­ტი­ური მომ­ხმა­რე­ბე­ლია ვი­კი­პე­დი­ის, რო­მელ­ზეც უმ­ეტ­ეს­ად სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის სტა­ტი­ებს ტვირ­თავ­და. ახ­ლა ამ საქ­მეს დიდ დროს ვე­ღარ უთ­მობს და, ძი­რი­თა­დად, სტა­ტი­ებ­ში სხვე­ბის შე­ტა­ნილ ცვლი­ლე­ბებს ამ­ოწ­მებს. ან­აზღა­ურ­ებ­ით, ამ ეტ­აპ­ზე, არ­სად არ მუ­შა­ობს. მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვად მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, oikos-ის ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის oikos Tbilisi-ის წევ­რია.

პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბის ახ­ალი სტი­ლი ბე­ქას­თვის უჩ­ვე­ულო არ არ­ის. „ზო­გა­დად, ინ­ტრო­ვერ­ტი ად­ამი­ანი ვარ. ამ­იტ­ომ ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ­აფ­ერი შეც­ვლი­ლა და დრო ჩვე­ულ რიტ­მში გა­დის“, — ამ­ბობს ბე­ქა. დის­ტან­ცი­ური სწავ­ლის პრო­ცეს­ში ად­ვი­ლად ჩა­ერ­თო, მი­უხ­ედ­ავ­ად პრობ­ლე­მე­ბი­სა. მი­სი თქმით, პირ­ველ ეტ­აპ­ზე კომ­პი­უტ­ერ­ის ეკ­რა­ნი­დან კითხვა უჭ­ირ­და, რა­საც ნელ-ნე­ლა მი­ეჩ­ვია. „ხან­და­ხან ინ­ტერ­ნე­ტის პრობ­ლე­მა მაქ­ვს, ხან ელ­ექ­ტრო ენ­ერ­გი­ის, მაგ­რამ სი­ტუ­აცი­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ლახ­ვა­დია“, — აცხა­დებს მე­სა­მე კურ­სე­ლი ეკ­ონ­ომ­ის­ტი. ბე­ქა ბაიაშვილი მე­გობ­რე­ბის ამ­ჟა­მინ­დელ ქცე­ვა­საც აკ­ვირ­დე­ბა და ამ­ბობს, რომ ირ­გვლივ ყვე­ლა მი­სი თა­ნა­ტო­ლი სო­ცი­ალ­ური ქსე­ლე­ბით, ინ­ტერ­ნეტ-თა­მა­შე­ბი­თა და კითხვით იქ­ცევს თავს.

პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ დღე­ვან­დელ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ კრი­ზის­ზე ბე­ქას, რო­გორც მო­მა­ვალ ეკ­ონ­ომ­ის­ტს, თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბე­ბი აქ­ვს და ცდი­ლობს — გან­მარ­ტოს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ებ­ის არ­სი: „მი­სი ჰო­ბია სხვა­დას­ხვა მო­ნე­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, რა­საც ბავ­შვო­ბი­დან აკ­ეთ­ებს. ამ ეტ­აპ­ზე რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის 60-მდე მო­ნე­ტა აქ­ვს. ამ გა­ტა­ცე­ბას მის­თვის და­მამ­შვი­დე­ბე­ლი ეფ­ექ­ტი აქ­ვს. რო­გორც ბე­ქა ამ­ბობს, სტა­ტი­ებ­ის გარ­და ლექ­სებ­საც წერს. ლექ­სე­ბის წე­რა 14 წლის ას­აკ­იდ­ან და­უწყია. „გა­მორ­ჩე­ულ­ად ის ლექ­სე­ბი მიყ­ვარს, რო­მელ­საც ბო­ლოს ვწერ... ძვე­ლე­ბი მა­ვიწყდე­ბა ხოლ­მე და ახ­ლაც, ცო­ტა ხნის წინ, მარ­ტის და­სას­რულს დავ­წე­რე ლექ­სი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბის პე­რი­ოდ­ის ემ­ოცი­ური გა­მოვ­ლე­ნაა“, — გვიხ­სნის ბე­ქა და გვთა­ვა­ზობს თა­ვის ახ­ლად და­წე­რილ ლექ­სს წარ­მოდ­გე­ნის შე­საქ­მნე­ლად, ზო­გა­დად, ად­ამი­ან­ზე — რო­მე­ლიც ინ­ტრო­ვერ­ტია, მაგ­რამ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზეთს დი­დი სი­ამ­ოვ­ნე­ბით და­თან­ხმდა — გა­მოხ­მა­ურ­ებ­ოდა.დღე­ვან­დე­ლი დღე გვაჩ­ვე­ნებს, რომ კა­ცობ­რი­ობ­ის ცნო­ბი­ერ­ება უახ­ლო­ეს წლებ­ში რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვლე­ბა. 2008 წლის კრი­ზი­სის შემ­დეგ მსგავ­სი ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სის წი­ნა­შე კა­ცობ­რი­ობა არ დამ­დგა­რა. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ 2008 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­წარ­მეო სფე­როს მო­ნა­ცე­მებ­ში მა­ინც იყო წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით ზრდა, რად­გან, ამ­დე­ნი უარ­ყო­ფი­თი ფაქ­ტო­რის მი­უხ­ედ­ავ­ად, წარ­მო­ება იმ დო­ნე­ზე, რა დო­ნე­ზეც ახ­ლაა, არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა. ამ ეტ­აპ­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია სი­ტუ­აცი­ის სრუ­ლი სუ­რა­თის და­ნახ­ვა, რად­გან სა­ჭი­როა ჯერ კრი­ზი­სის ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი ეტ­აპ­ის გა­და­ლახ­ვა და შემ­დეგ გარ­კვე­ული პე­რი­ოდი, რომ სა­ერ­თო შე­დე­გე­ბი შე­ჯამ­დეს. არ გა­მოვ­რიცხავ, რომ სი­ტუ­აცი­ის გარ­თუ­ლე­ბის და დრო­ში გა­ხან­გრძლი­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 2020 წლის კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გა­მო გა­მოწ­ვე­ულ­მა კრი­ზის­მა დეპ­რე­სი­ის დო­ნემ­დეც მი­აღ­წი­ოს. ჩე­მი პი­რა­დი, ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მის­ტუ­რი პროგ­ნო­ზით, მსოფ­ლი­ოს მთავ­რო­ბე­ბი არც ისე დი­დი ხნის წი­ნან­დე­ლი კრი­ზი­სე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბით შეძ­ლე­ბენ სი­ტუ­აცი­ის გარ­კვე­ულ­წი­ლად მარ­თვას და კრი­ზი­სი, უბ­რა­ლოდ, მსოფ­ლიო კლა­სი­ფი­კა­ცი­ით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩა­ვარ­დნის დო­ნეს დას­ჯერ­დე­ბა“, — აცხა­დებს მო­მა­ვა­ლი ეკ­ონ­ომ­ის­ტი.

 

მარ­ტის სო­ნე­ტი

მე მარ­ტი მქვია, ხვალ სა­ღა­მოს გარ­და­ვიც­ვლე­ბი,
დღეს რომ გაწ­ვიმ­და, ჩემს და­კარ­გულ სი­გი­ჟეს ვგლო­ვობ;
აპ­რი­ლად მო­ვალ, სხვა ფიქ­რე­ბი არ გა­მიც­ნო­ბენ,
იმ­ედი არ მკლავს — იას­ამ­ნად მა­ის­ში გპო­ვებ.

დრო წამ­ში გა­ვა, სა­ათ­ები გა­ირ­ბენს მალ­ვით,
სი­ხარ­ბით, ალ­ბათ, მო­ვი­პა­რავ შე­ფა­რულ მზე­რას,
პირ­ველ ნა­პერ­წკალს ვუფ­რთხილ­დე­ბი ჩუ­მად და კრძალ­ვით,
ფურ­ცლის ხა­ლი­ჩას შე­მო­ვაქ­სოვ სულ ახ­ალ ფე­რებს.

თუ შენ ქა­რი­ვით მო­მიყ­ვე­ბი შო­რე­ულ ამ­ბებს,
მე შე­მოდ­გო­მის ფოთ­ლე­ბი­ვით აგ­ყვე­ბი ახ­ლოს
და თუ­კი სახ­ლის გა­მო­მიხ­სნი ჩა­კე­ტილ სარ­კმლებს,
გპირ­დე­ბი, ვი­ცი, არ დაგ­ტო­ვებ ფიქ­რებ­თან მარ­ტოს.

მე მარ­ტი მქვია, ხვალ სა­ღა­მოს გარ­და­ვიც­ვლე­ბი,
მა­ის­ში გპო­ვებ, სხვა ფიქ­რე­ბი არ გა­მიც­ნო­ბენ.

„ ბ.ბ. „

თარიღი: 24/04/2020