საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

არცერთ ეპოქაში საქართველო ისე არ ჩამორჩენილა კაცობრიობის განვითარებას, როგორ დღეს, ციფრულ ეპოქაში

თსუ არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას სა­ხე­ლო­ბის ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებ­ის ინ­სტი­ტუტ­მა გა­სულ წელს და­არ­სე­ბი­დან 80 წლის­თა­ვი აღ­ნიშ­ნა. აქ წლე­ბია მუ­შა­ობ­ენ ქარ­თუ­ლი ენ­ის სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მა­ტი­კა­ზე, მათ შო­რის, ენ­ის გა­ციფ­რუ­ლე­ბი­სა და ტერ­მინ­თბან­კის ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა­ზე, თუმ­ცა მეც­ნი­ერ­ები თა­ვა­დაც აღი­არ­ებ­ენ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო მცი­რე­დით ჩა­მორ­ჩე­ბა ევ­რო­პის ქვეყ­ნებს. ახ­ალი გზაა მო­სა­ძებ­ნი თუ ამ ჩა­მორ­ჩე­ნას სულ სხვა მი­ზე­ზე­ბი აქ­ვს თა­ნა­მედ­რო­ვე ციფ­რულ ეპ­ოქ­აში? — ამ სა­კითხე­ბის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რე­ბით ინ­სტი­ტუ­ტის თარ­გმნი­თი ლექ­სი­კო­ნე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ერო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტორს ლია ქა­რო­სა­ნი­ძეს.

 

 

— ამ კითხვებს სვა­მენ მო­მავ­ლის სწო­რად და­სა­გეგ­მა­ვად ევ­რო­პა­შიც. სწო­რედ ამ­ით გან­სხვავ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი მიდ­გო­მე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც ნე­ბის­მი­ერი სფე­როს მო­მა­ვა­ლი იგ­ეგ­მე­ბა უკ­ვე არ­სე­ბულ ან ამ­ის­თვის სა­გან­გე­ბოდ შექ­მნილ სტან­დარ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით. ამ და­გეგ­მვის ნა­წი­ლია ას­ევე ე.წ. სი­ტუ­აცი­ური კვლე­ვა: რა ხდე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა გა­კეთ­და და რა — ვე­რა, რა იყო წინ­სვლის ან მარ­ცხის მი­ზე­ზე­ბი, რა რე­სურ­სი და­იხ­არ­ჯა და იყო თუ არა ხარ­ჯი მი­ზან­შე­წო­ნი­ლი. მხო­ლოდ ამ ყვე­ლაფ­რის გა­მოკ­ვლე­ვას ეფ­უძ­ნე­ბა თი­თოეული მო­მა­ვა­ლი ნა­ბი­ჯი. ეს არ­ის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ხედ­ვა, აზ­როვ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი რამ სტი­ქი­ურ­ად და წარ­სულ-მო­მავ­ლის გაუაზრებლად ხდე­ბა, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვე­ბა ის მდგო­მა­რე­ობა, რო­მე­ლიც დღეს გვაქ­ვს. დი­ახ, სამ­წუ­ხა­როდ, არ­ცერთ ეპ­ოქ­აში სა­ქარ­თვე­ლო ისე არ ჩა­მორ­ჩე­ნი­ლა კა­ცობ­რი­ობ­ის გან­ვი­თა­რე­ბას, რო­გორ დღეს, ციფ­რულ ეპ­ოქ­აში.

 

მა­გა­ლი­თად, გვაქ­ვს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ული მემ­კვიდ­რე­ობა, რო­მე­ლიც ვერც კი გა­ვა­ციფ­რუ­ლეთ და, ცხა­დია, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პი­უტ­ერ­ული ლინ­გვის­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბაც ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ შევ­ძე­ლით. ამ­ისი მი­ზე­ზი სწო­რედ ის არ­ის, რომ 90-იანი წლებ­ში ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ ენ­ის კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის თან­მიმ­დევ­რუ­ლად, თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გან­ვი­თა­რე­ბა. ამ­ან ბევ­რი დრო და­გა­ვა­კარ­გვი­ნა, თუმ­ცა გვი­ან, მაგ­რამ მა­ინც დაგ­ვა­ნახ­ვა ინ­სტი­ტუ­ცი­ური კვლე­ვე­ბის უპ­ირ­ატ­ეს­ობა მრა­ვალ დარ­გში. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, შე­საძ­ლოა, სხვაგ­ვა­რად მე­ფიქ­რა, მაგ­რამ დღეს სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვამ­ტკი­ცებ: სა­ქარ­თვე­ლომ უნ­და შე­ინ­არ­ჩუ­ნოს ენ­ის კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც გაზ­რდის ახ­ალ­გაზ­რდა მკვლევ­რებს, ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებს, სხვაგ­ვა­რად დავ­კარ­გავთ უმ­თავ­რესს — სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვის ტრა­დი­ცი­ებს, რი­სი ნიშ­ნე­ბიც, სამ­წუ­ხა­როდ, უკ­ვე გა­მოჩ­ნდა. მკვლევ­რის გაზ­რდას წლე­ბი სჭირ­დე­ბა, ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რა­მე­ბი კი შე­და­რე­ბით სწრა­ფად ინ­ერ­გე­ბა.

 

ფიქ­რობთ, რომ ამ ტემ­პით შევ­ძლებთ იმ­ის გა­კე­თე­ბას, რა­საც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სამ­ყა­რო წი­ნა სა­უკ­უნ­ის 80-იანი წლე­ბი­დან ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ქმნი­და? რას გვეტყვით ქარ­თუ­ლი ტერ­მინ­თბან­კის შე­სა­ხებ, რო­მელ­ზეც ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებ­ის ინ­სტი­ტუტ­ში მუ­შა­ობთ?

 

— ქარ­თუ­ლი ტერ­მინ­თბან­კის პროგ­რა­მის შექ­მნა ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებ­ის ინ­სტი­ტუ­ტის ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბამ 2015 წელს და­იწყო სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და ერ­ოვ­ნულ ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ას­თან ერ­თად. 2017 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ერ­ოვ­ნულ ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში სა­ზო­გა­დო­ებ­ას წარ­ვუდ­გი­ნეთ ქარ­თუ­ლი ტერ­მინ­თბან­კის პრო­ექ­ტი და და­ვიწყეთ მი­სი შევ­სე­ბა. ქარ­თუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ური ბა­ზა ევ­რო­პუ­ლი ტერ­მინ­თბან­კე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბულ კონ­ცეფ­ცი­ას ეფ­უძ­ნე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ­მა გან­სხვა­ვე­ბულ­მა ვი­თა­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. ტერ­მი­ნო­ლო­გი­ური სიჭ­რე­ლე არ გვაძ­ლევს სა­შუ­ალ­ებ­ას, შევ­ქმნათ ნორ­მა­ტი­ულ ტერ­მინ­თა ბან­კი, რად­გან ტერ­მი­ნო­ლო­გი­ური პო­ლი­ტი­კის არ­არ­სე­ბო­ბის გა­მო ნორ­მა­ტი­ული ტერ­მი­ნო­ლო­გი­ური ლექ­სი­კო­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­არ იქ­მნე­ბა და მე­ორ­ეც: ქარ­თულ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ მუ­შა­ობ­ას ვერ და­ვაყ­რდნობთ ორ­ენ­ოვ­ან თუ სხვა სა­ხის კორ­პუ­სებს მათ­ში არ­სე­ბუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ური სიჭ­რე­ლი­სა და არ­ას­ან­დო­ობ­ის გა­მო. ქარ­თუ­ლი ტერ­მინ­თბან­კი თა­ვად უნ­და გახ­დეს ნორ­მა­ტი­ული ლექ­სი­კო­ნე­ბის შექ­მნის სა­ფუძ­ვე­ლი, წყა­რო. მას­ში თავს ვუყ­რით ყვე­ლა ბეჭ­დურ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ ლექ­სი­კონს, ვა­ან­ალ­იზ­ებთ, ვიკ­ვლევთ თი­თოეული ცნე­ბის ყვე­ლა შე­სატყვისს და დარ­გის სპე­ცი­ალ­ის­ტებ­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ ნორ­მა­ტი­ულ, მი­სა­ღებ ფორ­მას. და­ვე­წე­ვით თუ არა ციფ­რულ ეპ­ოქ­აში უკ­ვე საკ­მა­ოდ წინ­წა­სულ ევ­რო­პას? თან­მიმ­დვრუ­ლი და სწო­რად და­გეგ­მი­ლი მუ­შა­ობ­ით, რა თქმა უნ­და, ყვე­ლა­ფე­რია შე­საძ­ლე­ბე­ლი. მთა­ვა­რი ისაა, რომ ქარ­თულ ტერ­მინ­თბან­კზე მუ­შა­ობა უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია და ევ­რო­პე­ლი კო­ლე­გე­ბის დახ­მა­რე­ბი­თა და რჩე­ვე­ბით სწორ გზა­ზე ვდგა­ვართ. ქარ­თუ­ლი ტერ­მინ­თბან­კი მო­თავ­სე­ბუ­ლია ევ­რო­პის ტერ­მინ­თბან­კე­ბის რუ­კა­ზე, რაც მეტ პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბას გვა­კის­რებს.

 

 რო­დის გეგ­მავთ მის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას ინ­ტერ­ნეტ­ში? არ­ის თუ არა საკ­მა­რი­სი რე­სურ­სე­ბი ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მის გა­სა­კე­თებ­ლად?

 

— ქარ­თუ­ლი ტერ­მინ­თბან­კი ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით უნ­და გა­მოქ­ვეყ­ნდეს, ვა­დას კი, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვამ­ბობთ ად­ამი­ან­ური თუ ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გა­მო. ტერ­მინ­თბან­კი უკ­ვე აქ­ვს საფ­რან­გეთს, შვე­დეთს, რუ­მი­ნეთს, ირ­ლან­დი­ას, სა­ბერ­ძნეთს, სლო­ვა­კეთს, ხორ­ვა­ტი­ას, ეს­ტო­ნეთს, ლი­ეტ­უვ­ას და სხვა მრა­ვალ ქვე­ყა­ნას. დღეს უკ­ვე ევ­რო­პე­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გე­ბი აქ­ტი­ურ­ად მუ­შა­ობ­ენ ერ­ოვ­ნუ­ლი ტერ­მინ­თბან­კე­ბის გა­სა­ერ­თი­ან­ებ­ლად და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ური ბა­ზე­ბის შე­საქ­მნე­ლად. აქ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ური სიჭ­რე­ლე, ცხა­დია, ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უდოა, რად­გან ქვეყ­ნის ერ­ოვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სია — სწო­რად ას­ახ­ოს თა­ვი­სი ენა, ტერ­მი­ნო­ლო­გია სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ ბა­ზებ­ში ერ­ოვ­ნუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ური მა­სა­ლის გან­თავ­სე­ბა, ცხა­დია, მას შემ­დე­გაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც დად­გინ­დე­ბა ერ­ოვ­ნუ­ლი ნორ­მა­ტი­ული ტერ­მი­ნო­ლო­გი­ური შე­სატყვი­სე­ბი, ანუ შე­იქ­მნე­ბა ნორ­მა­ტი­ული, შე­თან­ხმე­ბუ­ლი, მრა­ვალ­დარ­გო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გია. შე­სა­ბა­მი­სად, ჯერ-ჯე­რო­ბით ნა­ად­რე­ვია სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზებ­ში ქარ­თუ­ლი მა­სა­ლის გა­და­ტა­ნა, თუმ­ცა გარ­კვე­ული ჯგუ­ფე­ბი მა­ინც ცდი­ლო­ბენ თვით­ნე­ბუ­რად, სა­კუ­თა­რი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბით შე­იტ­ან­ონ ქარ­თუ­ლი ტერ­მი­ნე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზა­ში. ცხა­დია, ამ კერ­ძო, შე­უთ­ან­ხმე­ბე­ლი ქმე­დე­ბის შე­დე­გი ვერ იქ­ნე­ბა და­დე­ბი­თი და სა­ბო­ლო­ოდ იმ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ სიჭ­რე­ლეს, რო­მე­ლიც უკ­ვე, რამ­დე­ნი­მე წე­ლია, არ­სე­ბობს ქარ­თულ ენ­აში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზებ­შიც გა­და­ვი­ტანთ.

 

სა­ქარ­თვე­ლო­ში გვაქ­ვს ენ­ის კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი, სა­დაც ტრა­დი­ცი­ული კვლე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ­ას უდ­იდ­ესი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის­ათ­ვის და, ზო­გა­დად, ენ­ის სა­კითხე­ბის კვლე­ვი­სას. ტერ­მი­ნო­ლო­გი­ური მუ­შა­ობა, უპ­ირ­ვე­ლე­სად, თე­ორი­ული სა­კითხე­ბის ცოდ­ნას მო­ითხოვს. მეც­ნი­ერ­თა დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი ფონ­დე­ბის არ­სე­ბო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ არ­სე­ბობს ის­ეთი სა­კითხე­ბი, რო­მელ­თა საკ­ვლე­ვად და გან­სა­ვი­თა­რებ­ლად აუც­ილ­ებ­ელია კვლე­ვი­თი ცენ­ტრის გაძ­ლი­ერ­ება. შე­უძ­ლე­ბე­ლია წლი­დან წლამ­დე სა­აგ­რან­ტო პრო­ექ­ტე­ბის კონ­კურ­სის შე­დე­გე­ბის მო­ლო­დინ­ში იყო, ჩვე­ნი აზ­რით, ტერ­მი­ნო­ლო­გი­ური მუ­შა­ობა მხო­ლოდ საგ­რან­ტო პრო­ექ­ტებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ უნ­და იყ­ოს. ინ­სტი­ტუტს უნ­და ჰქონ­დეს სა­შუ­ალ­ება მი­იღ­ოს ახ­ალ­გაზ­რდე­ბი და გა­ზარ­დოს პრო­ფე­სი­ონ­ალი ტერ­მი­ნო­ლო­გე­ბი, ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის სტან­დარ­ტებ­ში გარ­კვე­ული პროგ­რა­მის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ­შიც გა­ნა­ვი­თა­რე­ბენ ქვეყ­ნის­თვის ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს საქ­მეს.

თარიღი: 16/04/2022