საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

არ­ქე­ოლ­ოგი­ის პატ­რი­არ­ქი

„მთე­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ეს იყო. არ­ქე­ოლ­ოგია რთუ­ლი დარ­გია. ის­ტო­რი­კო­სი მო­ვა, პირ­და­პირ მა­გი­დას­თან დაჯ­დე­ბა და წყა­რო­ებს ნა­ხავს, და შენ, სა­ნამ მა­გი­დას­თან მიხ­ვალ, უნ­და ეძ­ებო, კა­ცო, უნ­და იპ­ოვო; რა­საც იპ­ოვი, ის უნ­და გათხა­რო; მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლა უნ­და და­ამ­უშ­ავო, უნ­და აღ­ად­გი­ნო და შემ­დეგ წარ­მო­იდ­გი­ნო — რა უნ­და იყ­ოს. ძა­ლი­ან ძნე­ლია! არ­ას­ოდ­ეს წი­ნას­წარ აკ­ვი­ატ­ებ­ული აზ­რით არ უნ­და მიხ­ვი­დე, თო­რემ რა­საც გინ­და, იმ­ას და­ინ­ახ­ავ. შენ კი არა, მა­სა­ლა უნ­და აალ­აპ­არ­აკო, მა­სა­ლამ უნ­და აგ­ალ­აპ­არ­აკ­ოს შენ, მა­სა­ლამ!” — ეს სიტყვე­ბი ბა­ტონ ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძეს ეკ­უთ­ვნის – არ­ქე­ოლ­ოგი­ური მეც­ნი­ერ­ებ­ის ერთერთ პატ­რი­არ­ქს, რო­მელ­მაც მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლთა გა­მომ­ზე­ურ­ებ­ას შე­ალია და 60 წელ­ზე მე­ტი მი­უძ­ღვნა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს.

 

წელს, 99 წლის ას­აკ­ში, ბა­ტო­ნი ოთ­არი იმ დიდ სა­ქარ­თვე­ლოს შეუერთდა, რომ­ლის ის­ტო­რი­ული შრე­ებ­ის კვლე­ვა მი­სი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სი იყო. დი­დი მეც­ნი­ერი და ღირ­სე­ული პი­როვ­ნე­ბა, ბრწყინ­ვა­ლე ლექ­ტო­რი და სტუ­დენ­ტე­ბის უღ­ალ­ატო მე­გო­ბა­რი – ასე ახ­ასი­ათ­ებ­ენ მას მი­სი მო­წა­ფე­ები, ას­ეთ­ად იც­ნობ­დნენ სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­სა და სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­აში.

 

ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძემ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტი 1943 წელს და­ამ­თავ­რა. 1944 წლი­დან იყო სი­მონ ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ­ის ჯერ უმ­ცრო­სი, ხო­ლო 1948-1950 წლებ­ში უფ­რო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი; 1948 წელს და­იც­ვა სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცია; 1950-1952 წელს მუ­შა­ობ­და ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტის არ­ქე­ოლ­ოგი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მ­ლად; 1952 წლი­დან უკ­ვე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მოღ­ვა­წე­ობს; სხვა­დას­ხვა დროს იყო არ­ქე­ოლ­ოგი­ისა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ის კა­თედ­რის ას­ის­ტენ­ტი, უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი; მან 1962 წელს და­იც­ვა სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია; 1964 წელს მი­ენ­იჭა პრო­ფე­სო­რის სა­მეც­ნი­ერო წო­დე­ბა; 1967 წელს და­ინ­იშ­ნა არ­ქე­ოლ­ოგი­ისა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ის კა­თედ­რის გამ­გედ; მომ­დევ­ნო წელს, არ­ქე­ოლ­ოგი­ისა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ის კა­თედ­რე­ბის გა­ყო­ფის შემ­დეგ, გახ­და არ­ქე­ოლ­ოგი­ის კა­თედ­რის გამ­გე, რო­მელ­საც თით­ქმის სა­მი ათე­ული წლის მან­ძილ­ზე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

 

ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძე, ძი­რი­თა­დად, იკ­ვლევ­და ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ისა და ქარ­თვე­ლურ ტომ­თა ეთ­ნო­ლო­გი­ის ის­ტო­რი­ის სა­კითხებს. მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და მო­ნა­წი­ლე­ობ­ით გათხა­რეს არ­კნე­თი­სა და ქვა­სა­თა­ლის სა­მა­როვ­ნე­ბი ფრა­ნის ხე­ობ­აში 1953-1954 წლებ­ში, ზურ­ტა­კე­ტის შუა ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის გო­რა­სა­მარ­ხე­ბი 1959-1965 წლებ­ში, ად­რინ­დე­ლი სა­მი­წათ­მოქ­მე­დო კულ­ტუ­რუ­ლი ნა­მო­სახ­ლა­რე­ბი, შუ­ლავ­რის, იმ­ირ­ისა და ხრა­მის დი­დი გო­რე­ბი, აგ­რეთ­ვე ქვე­მო ქარ­თლის ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის გო­რა­სა­მარ­ხე­ბი 1965-1971 წლებ­ში, ას­ევე, 1971-1977 წწ. მეს­ხე­თი­სა და 1978-1982 წწ. მარ­ტყო­ფის გო­რა­სა­მარ­ხე­ბი.

 

მან დი­დი წვლი­ლი შე­იტ­ანა ქარ­თვე­ლი ტო­მე­ბის ის­ტო­რი­ის კვლე­ვა­ში ლი­თო­ნის წარ­მო­ებ­ის ად­რე­ულ სა­ფე­ხურ­ზე – ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ეთ­ნო­გე­ნე­ზი­სის კვლე­ვის საქ­მე­ში. იყო 120-ზე მე­ტი სა­მეც­ნი­ერო შრო­მის ავ­ტო­რი. 1969 წელს ნაშ­რო­მი­სათ­ვის — „არ­ქე­ოლ­ოგი­ური გათხრე­ბი თრი­ალ­ეთ­ში” — მეც­ნი­ერ­თა­გან პირ­ველს მი­ენ­იჭა ივანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია. 1993 წლი­დან არ­ჩე­ული იყო სა­ქარ­თვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ის წევ­რად.

 

* * *

ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძის სა­მეც­ნი­ერო წვლილს და დამ­სა­ხუ­რე­ბას ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ისა და არ­ქე­ოლ­ოგი­ის წი­ნა­შე გა­ნუ­ზო­მელ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვანს უწ­ოდ­ებს მი­სი მო­წა­ფე, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი, აკ­ად­ემ­იკ­ოსი რო­ინ მეტ­რე­ვე­ლი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნავს, რომ სწო­რედ მის­გან იღ­ებ­და მა­გა­ლითს, რო­გო­რი უნ­და იყ­ოს კე­თილ­სინ­დი­სი­ერი მეც­ნი­ერი, ლექ­ტო­რი და მე­გო­ბა­რი: „ბა­ტო­ნი ოთ­არი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. ის ჩე­მი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. რო­ცა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში შე­ვე­დი, ახ­ალ­გაზ­რდა ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძე არ­ქე­ოლ­ოგი­ის სა­ფუძ­ვლებს მი­კითხავ­და. 1991 წელს კი მე მო­მიხ­და მი­სი შეც­ვლა რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­აზე. რა შე­მიძ­ლია მას­ზე ვთქვა? დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ ვინ­მეს ის­ტო­რი­ულ მეც­ნი­ერ­ებ­ას­თან, კერ­ძოდ კი, არ­ქე­ოლ­ოგი­ას­თან ჰქო­ნია საქ­მე, გვერ­დს ვერ აუვ­ლის ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძეს. იგი იყო ბრწყინ­ვა­ლე მეც­ნი­ერი და ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი სწავ­ლუ­ლი არ­ქე­ოლ­ოგი სა­ქარ­თვე­ლო­ში. იგი იყო გი­ორ­გი ნი­ორ­აძ­ის საკ­მა­ოდ ღირ­სე­ული მო­წა­ფე. ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძე შემ­თხვე­ვით არ იყო არ­ჩე­ული სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის აკ­ად­ემ­იკ­ოს­ად – იგი საკ­მაო ხნის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუტ­სა და მუ­ზე­უმ­ში. ამ პე­რი­ოდ­ში მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოკ­ვლე­ვა და გათხრე­ბი ჩა­ტარ­და. გა­მორ­ჩე­ული მეც­ნი­ერი გახ­ლდათ. მან ბევ­რი რამ ტი­პობ­რი­ვად და­ალ­აგა, ბევრ რა­მეს კონ­კრე­ტუ­ლი ში­ნა­არ­სი მის­ცა, კულ­ტუ­რე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გა­მიჯ­ნა, გან­საზღვრა კულ­ტუ­რის არ­სი, მი­სი გავ­რცე­ლე­ბის არე­ალი და სხვ. სა­ქარ­თვე­ლო­ში, ძი­რი­თა­დად, გათხრი­თი არ­ქე­ოლ­ოგიაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ბა­ტო­ნი ოთ­არი კი, გარ­და გათხრი­თი არ­ქე­ოლ­ოგი­ისა, გან­მა­ზო­გა­დე­ბელ საქ­მი­ან­ობ­ას­აც ეწე­ოდა. მან და­ად­გი­ნა, რომ კოლ­ხუ­რი კულ­ტუ­რა – ეს არ­ის მი­წათ­მოქ­მედ­თა კულ­ტუ­რა და მის­თვის აუც­ილ­ებ­ელი იარ­აღ­ებ­იც და­აზ­უს­ტა: თო­ხი, ბა­რი და სხვა. მან ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ში მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის იარ­აღ­ებს ცალ­კე სტა­ტია მი­უძ­ღვნა და ჯერ კი­დევ 50-იანი წლე­ბის და­საწყის­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მან, ას­ევე, სრუ­ლი­ად სა­ფუძ­ვლი­ან­ად აჩ­ვე­ნა, რომ ში­და ქარ­თლი გვი­ანი ბრინ­ჯა­ოს ად­რინ­დელ სა­ფე­ხუ­რებ­ზე კოლ­ხუ­რი კულ­ტუ­რის გავ­რცე­ლე­ბის არე­ალ­ში შე­დი­ოდა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოკ­ვლე­ვა იყო. არ შე­იძ­ლე­ბა არ აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძის ნაშ­რო­მებ­ში შე­ჯა­მე­ბუ­ლი და გან­ზო­გა­დე­ბუ­ლია მეც­ნი­ერ­ული ცოდ­ნა კავ­კა­სი­ის ად­რე­ული და შუ­აბ­რინ­ჯა­ოს კულ­ტუ­რე­ბის შე­სა­ხებ. მას გა­მო­ცე­მუ­ლი აქ­ვს რამ­დე­ნი­მე მო­ნოგ­რა­ფია, მაგ­რამ ორი ნაშ­რო­მი – „ლი­თო­ნის წარ­მო­ებ­ის ად­რე­ული სა­ფე­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში” და „ქარ­თვე­ლუ­რი ტო­მე­ბის ის­ტო­რია ლი­თო­ნის წარ­მო­ებ­ის ად­რე­ულ სა­ფე­ხურ­ზე’’ – ბევრ სა­ინ­ტე­რე­სოს გვაძ­ლევს და მი­ან­იშ­ნებს, რომ მეც­ნი­ერი ძა­ლი­ან სე­რი­ოზ­ულ­ად სწავ­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ტა­ლურ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხებს. სა­ინ­ტე­რე­სოა ის­იც, რომ 1958 წელს მან თრი­ალ­ეთ­ში აღ­მო­აჩ­ინა მე­ორე ოთხთვა­ლა ეტ­ლი (ამ­გვა­რი ეტ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 1939 წელ­საც იპ­ოვეს), რო­მელ­საც რი­ტუ­ალ­ური და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და და ამ­ით და­ად­გი­ნა, რომ ბორ­ბლის პრინ­ცი­პი სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­ვე­ლე­სი დრო­იდ­ან არ­სე­ბობ­და, ხო­ლო, ეს უკ­ან­ას­კნე­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ერთ-ერთ ნიშ­ნა­დაა მიჩ­ნე­ული. ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნი­ხი­ლა აფხა­ზე­თის დოლ­მე­ნუ­რი კულ­ტუ­რა და აქ­აც მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბე­ბი გა­მოთ­ქვა ამ კულ­ტუ­რის წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და მი­სი მრავ­ლო­ბის შე­სა­ხებ. მან ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცია იმ გა­რე­მო­ებ­ას, რომ ად­რებ­რინ­ჯა­ოს ხა­ნის დოლ­მე­ნებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნივ­თე­ბი ახ­ლოს დგას და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნილ იმ­ავე პე­რი­ოდ­ის ძეგ­ლებ­თან. გა­მოკ­ვე­თი­ლად უნ­და ვთქვა, რომ ბა­ტონ ოთ­არს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და სტუ­დენ­ტებ­თან/მოს­წავ­ლე­ებ­თან. მახ­სოვს, ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, რო­ცა მან „თრე­ლი გო­რებ­ზე” წაგ­ვიყ­ვა­ნა დიღ­მის მა­სივ­თან ახ­ლოს, სა­დაც ჯერ გათხრე­ბი არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. აი, ამ დროს აღ­მო­აჩ­ინ­ეს ერ­თი ნე­ოლ­ით­ური ხა­ნის კე­რა­მი­კუ­ლი ნივ­თი. მან მთე­ლი ჯგუ­ფი წაგ­ვიყ­ვა­ნა და პირ­ვე­ლი გათხრე­ბი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა. ეს იყო ბედ­ნი­ერი მოვ­ლე­ნა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ დღეს ეს ად­გი­ლი კარ­გად არ­ის შეს­წავ­ლი­ლი. შე­საძ­ლოა, შემ­დეგ სხვებ­მაც გათხა­რეს, მაგ­რამ პირ­ვე­ლი გახ­ლდათ ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძე. ბა­ტონ­მა ოთ­არ­მა 1969 წელს გა­მოს­ცა მო­ნოგ­რა­ფია – „არ­ქე­ოლ­ოგი­ური გათხრე­ბი თრი­ალ­ეთ­ში”. სწო­რედ მას­ში მოგ­ვცა მან თა­ვი­სი შრო­მე­ბის სა­ფუძ­ვლი­ანი და­სა­ბუ­თე­ბა და შე­ჯა­მე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა არ ით­ქვას, რომ ბა­ტო­ნი ოთ­არი წლე­ბის მან­ძილ­ზე გახ­ლდათ არ­ქე­ოლ­ოგი­ის კა­თედ­რის გამ­გე. პრაქ­ტი­კუ­ლად, რო­დე­საც არ­ქე­ოლ­ოგი­ის, ეთ­ნო­ლო­გი­ის, ხე­ლოვ­ნე­ბის და ის­ტო­რი­ის ერ­თი­ანი კა­თედ­რა გა­იყო, ის გახ­ლდათ პირ­ვე­ლი გამ­გე. ბა­ტო­ნი ოთ­არი მუდ­მი­ვად უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სამ­სა­ხურ­ში იყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბა კო­ლე­გებ­თან, სტუ­დენ­ტებ­თან, მე­გობ­რებ­თან, მი­სი ძა­ლი­ან დი­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მი­მართ. სა­ინ­ტე­რე­სოა ის­იც, რომ 1991 წელს ბა­ტო­ნი ოთ­არი სულ რა­ღაც ერ­თი თვე მუ­შა­ობ­და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მაგ­რამ ეს იყო ურ­თუ­ლე­სი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თვე სა­ქარ­თვე­ლოს და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­აში. იგი იყო მეც­ნი­ერ­ულ­ად კე­თილ­სინ­დი­სი­ერი კა­ცი. აუც­ილ­ებ­ელ სიფ­რთხი­ლეს იჩ­ენ­და ცი­ტი­რე­ბუ­ლი მა­სა­ლის მი­მართ, არ გა­მორ­ჩე­ნია სა­ჭი­რო შემ­თხვე­ვა­ში წიგ­ნის ან მო­ნოგ­რა­ფი­ის ავ­ტო­რის ხსე­ნე­ბა. იგი იყ­ენ­ებ­და კვლე­ვის ყვე­ლა მე­თოდს, კერ­ძოდ, ლინ­გვის­ტი­კას, ან­თრო­პო­ლო­გი­ას, ეთ­ნო­ლო­გი­ას, ქი­მი­ას­აც კი. მო­აქ­ვს ყვე­ლა სა­ბუ­თი კვლე­ვებ­ში. სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს იმ ფაქ­ტს, რომ ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძის ყო­ვე­ლი მოხ­სე­ნე­ბა და ნაშ­რო­მი და­მა­ჯე­რე­ბე­ლია და აღი­არ­ებ­ას პო­ულ­ობს. შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ ის არ­ის იმ მკვლე­ვარ­თა რიგ­ში, რომ­ლე­ბიც ტონ­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბას აძ­ლევ­დნენ ქარ­თულ მეც­ნი­ერ­ებ­ას, კერ­ძოდ, არ­ქე­ოლ­ოგი­ას. ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძე ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი პი­როვ­ნე­ბა და მეც­ნი­ერი იყო. ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც ჩან­და. იგი კარ­გად თა­მა­შობ­და ფეხ­ბურ­თს და კა­ლათ­ბურ­თს და ხში­რად ჩვენ­თან ერ­თა­დაც ერ­თო­ბო­და. ცხა­დია, ჩვენ­თვის პა­ტი­ვი იყო, რომ მას­თან ერ­თად ვთა­მა­შობ­დით. და­ძა­ბუ­ლი კი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ თა­ვად არ გვაძ­ლევ­და იმ­ის უფ­ლე­ბას, რომ სირ­ცხვი­ლი გვეგ­რძნო ან შევ­წუ­ხე­ბუ­ლი­ყა­ვით. მი­სი ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩვენ­ზეც გად­მო­დი­ოდა და ბევ­რ სა­სი­კე­თოს გვე­უბ­ნე­ბო­და. ის იყო მი­სა­ბა­ძი პი­როვ­ნე­ბა”, – გვითხრა ბა­ტონ­მა რო­ინ მეტ­რე­ველ­მა. 

 

მეც­ნი­ერ­სა და კო­ლე­გას პა­ტი­ვის­ცე­მით იხ­სე­ნებს აკ­ად­ემ­იკ­ოსი მზე­ქა­ლა შა­ნი­ძე, რო­მე­ლიც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სივ­რცე­ში ათე­ული წლე­ბი მოღ­ვა­წე­ობ­და ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძეს­თან ერ­თად: „მე მას ძა­ლი­ან კარ­გად არ ვიც­ნობ­დი, თუმ­ცა შე­მიძ­ლია გითხრათ, რომ გა­მორ­ჩე­ული მეც­ნი­ერი გახ­ლდათ. არ­ას­ოდ­ეს ვყო­ფილ­ვარ მას­თან ერ­თად ექ­სპე­დი­ცი­აში, თუმ­ცა გათხრებ­ზე მი­ნა­ხავს სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას და ვი­ცი, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მემ­კვიდ­რე­ობა და­ტო­ვა არ­ქე­ოლ­ოგი­ასა და ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­აში. ის მშვე­ნი­ერი ლექ­ტო­რი იყო და სტუ­დენ­ტებს ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სი­ცოცხლის ბო­ლომ­დე, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ავ­ად იყო და ბო­ლო ხა­ნებ­ში სი­არ­ული ძა­ლი­ან უჭ­ირ­და, სრუ­ლი გო­ნე­ბა და გად­მო­ცე­მის კარ­გი, დაწყო­ბი­ლი მა­ნე­რა შე­ინ­არ­ჩუ­ნა. ბო­ლოს აკ­ად­ემი­აში შემ­ხვდა. მო­დი­ოდა ძა­ლი­ან მძი­მედ, უჭ­ირ­და სი­არ­ული. – უკ­ან­ას­კნე­ლად ვარ აკ­ად­ემი­აშიო, – ამ­ობ­ობ­და, თუმ­ცა, სა­უბ­რობ­და და­ლა­გე­ბუ­ლად, ჭკვი­ან­ურ­ად. ოთ­არი მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის მე­გო­ბა­რი გახ­ლდათ. ის­ინი ბა­ღი­დან ერ­თად მო­დი­ოდ­ნენ და ხან­გრძლი­ვი, მჭიდ­რო მე­გობ­რო­ბა აკ­ავ­ში­რებ­დათ”, – გვითხრა ქალ­ბა­ტონ­მა მზე­ქა­ლამ.

 

ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნე­ბენ მი­სი მო­წა­ფე­ები. პრო­ფე­სო­რი ირ­ინა ღამ­ბა­ში­ძე ჩვენ­თან სა­უბ­არ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გაჰ­ყვა ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძის, რო­გორც მეც­ნი­ერ­ისა და პი­როვ­ნე­ბის, მა­გა­ლი­თი და დღე­საც ბევ­რს სწავ­ლობს მის­გან: „მე ბა­ტო­ნი ოთ­არ­ის თვალ­წინ გა­ვი­ზარ­დე, ამ­იტ­ომ ის ჩემ­თვის ძია ოთ­არი იყო. იგი გა­მორ­ჩე­ულ­თა შო­რის გა­მორ­ჩე­ული მეც­ნი­ერი და პე­და­გო­გი გახ­ლდათ. მი­უხ­ედ­ავ­ად თა­ვი­სი ას­აკ­ისა, ის იყო სრუ­ლი­ად სა­ღი, თა­ნა­მედ­რო­ვე, ხე­ლის­შემ­წყო­ბი და არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი მო­აზ­როვ­ნე, რო­მე­ლიც ბო­ლო წუ­თამ­დე ყვე­ლა პუბ­ლი­კა­ცი­ას უცხო­ურ ენ­აზე ეც­ნო­ბო­და. მი­სი ყვე­ლა ნაშ­რო­მი თი­თოეული არ­ქე­ოლ­ოგ­ის­თვის არ­ის სა­მა­გი­დო წიგ­ნი. მან კავ­კა­სი­ის არ­ქე­ოლ­ოგი­აში შექ­მნა სა­ფუძ­ვლი­ანი და ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნაშ­რო­მე­ბი. ყვე­ლა, ვინც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია კავ­კა­სი­ის არ­ქე­ოლ­ოგი­ით და უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის კვლე­ვის სა­კითხე­ბით, ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძის შრო­მე­ბის გა­რე­შე ფონს ვერ გა­ვა. მი­სი ყო­ვე­ლი დი­ლა 6 სა­ათ­ზე მეც­ნი­ერ­ული კვლე­ვე­ბით იწყე­ბო­და. დი­ლის სა­ათ­ებ­ში მას არ­ავ­ინ აწ­უხ­ებ­და, რად­გან ყვე­ლამ იც­ოდა, რომ მუ­შა­ობ­და. ვი­მე­ორ­ებ, მი­სი ყვე­ლა ნაშ­რო­მი და წიგ­ნი სა­მა­გი­დოა. ამ სა­მეც­ნი­ერო მემ­კვიდ­რე­ობ­აზე გა­ვი­ზარ­დეთ ჩვენ და ის მო­მა­ვალ თა­ობ­ას­აც წა­ად­გე­ბა. მე მი­ნა­ხავს ბა­ტო­ნი ოთ­არი ექ­სპე­დი­ცი­ებ­შიც. მას­თან ერ­თად მუ­შა­ობა ერ­თი სი­ამ­ოვ­ნე­ბა იყო. მი­უხ­ედ­ავ­ად ას­აკ­ისა, ის გახ­ლდათ ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი. მას­თან შე­გეძ­ლო ყვე­ლა­ფერ­ზე გე­ლა­პა­რა­კა და მუდ­მი­ვად ზუს­ტი რჩე­ვე­ბი მი­გე­ღო. ძა­ლი­ან რთულ დროს იყო რექ­ტო­რი და კა­თედ­რის გამ­გე, მაგ­რამ სწო­რედ ამ დროს შექ­მნა გა­მორ­ჩე­ული გა­მო­ფე­ნა. მა­შინ სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კო­ლექ­ცი­ები შე­ივ­სო ერ­ოვ­ნუ­ლი მუ­ზე­უმ­ისა და არ­ქე­ოლ­ოგი­ური კვლე­ვის ცენ­ტრის მა­სა­ლე­ბით. ეს კონ­ცეპ­ტუ­ალ­ური გა­მო­ფე­ნა იყო და ძა­ლი­ან დი­დი რო­ლი ით­ამ­აშა სტუ­დენ­ტე­ბი­სა და არ­ქე­ოლ­ოგ­ებ­ის საქ­მი­ან­ობ­აში. ეს გა­მო­ფე­ნა მე­რე, სამ­წუ­ხა­როდ, და­იშ­ალა. ბა­ტო­ნი ოთ­არი გახ­ლდათ ჩე­მი სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მის ოპ­ონ­ენ­ტი, რო­მელ­მაც სკულ­პუ­ლო­ზუ­რად და დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლა ნაშ­რო­მი. მი­სი ყვე­ლა შე­ნიშ­ვნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მა­ღალ­კვა­ლი­ფი­ციუ­რი იყო. შემ­დეგ ჩვენ ერ­თად ვი­ყა­ვით გერ­მა­ნი­აში, სა­დაც ის კონ­სულ­ტა­ცი­ას გვი­წევ­და. ეს იყო 2001 წე­ლი. გა­მო­ფე­ნას ერ­ქვა: „სა­ქარ­თვე­ლო – გან­ძე­ულ­ობა ოქ­როს საწ­მი­სის ქვეყ­ნი­დან”, მას­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ვე­ლე­სი ლი­თო­ნის წარ­მო­ებ­ის ის­ტო­რია. მა­შინ გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­აში მოვხ­ვდით, გა­მო­ფე­ნაც ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და კარ­გი კა­ტა­ლო­გიც გა­მო­ვე­ცით. უამ­რა­ვი პრო­ფე­სი­ული დე­ტა­ლი შე­მიძ­ლია მას­თან ერ­თად გა­ვიხ­სე­ნო. ის იყო არ­ქე­ოლ­ოგი­ის პატ­რი­არ­ქი”, – ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი ირ­ინა ღამ­ბა­ში­ძე.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ბევ­რი გა­მორ­ჩე­ული ურ­თი­ერ­თო­ბა ახ­სოვს კო­ლე­გებს შო­რის, მაგ­რამ ეს ორი – ბა­ტო­ნი ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძე და ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე სულ სხვა იყო – თან­შეზ­რდილ­ნი, ერ­თმა­ნე­თის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბელ­ნი, ხან პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი­ვით მო­კა­მა­თე­ნი, ხა­ნაც თავ­გა­დაკ­ლუ­ლი თა­ნა­მო­აზ­რე­ნი და ერთმანეთის გვერ­დში მდგომ­ნი. გა­ზე­თ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის” არ­ქივ­ში ინ­ახ­ება ინ­ტერ­ვიუები, რომ­ლებ­შიც ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის ეს ორი პატ­რი­არ­ქი ერ­თმა­ნე­თის მოღ­ვა­წე­ობ­ას აფ­ას­ებს, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტის გარ­და არ­ავ­ინ იც­ის, რო­გო­რი სით­ბო­თი მო­იკ­ითხავ­დნენ ერ­თმა­ნეთს, რო­გორ ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ ერთმანეთის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ობ­ით, რო­გორ ეძ­ვირ­ფა­სე­ბო­დათ ბავ­შვო­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი ხან­გრძლი­ვი და ურ­ყე­ვი მე­გობ­რო­ბა. პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რიც ამ­ას­ვე იხ­სე­ნებს ჩვენ­თან სა­უბ­არ­ში: „ბა­ტო­ნი ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძე ჩემ­თვის ძია ოთ­არი იყო. რაც და­ვი­ბა­დე, იმ დღი­დან ვიც­ნობ. ის დე­და­ჩე­მის უახ­ლო­ესი მე­გო­ბა­რი გახ­ლდათ – სკო­ლი­დან ერ­თად მო­დი­ოდ­ნენ. დე­და 6 წლის იყო და ძია ოთ­არი 7-ის, მაგ­რამ მა­ინც ერთ კლას­ში სწავ­ლობ­დნენ. მათ ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე გაჰ­ყვათ ეს მე­გობ­რო­ბა. არ­ქე­ოლ­ოგ­ებ­ის წრე­ში ორი აზ­რი არ არ­სე­ბობ­და იმ­აზე, რომ ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძე არ­ქე­ოლ­ოგი­ის მეტ­რი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და არა მხო­ლოდ. ჩვენ ერ­თად ეგ­ვიპ­ტე­ში ვი­ყა­ვით და მახ­სოვს, რო­გო­რი პა­ტი­ვის­ცე­მით შეხ­ვდნენ მას, რო­გორც აკ­ად­ემ­იკ­ოსს. ამ ვი­ზი­ტის დროს (2000 ან 2001 წე­ლი იყო) ის, და­ახ­ლო­ებ­ით, 80 წლი­სა გახ­ლდათ და, მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­ისა, ახ­ალ­გაზ­რდუ­ლი ენ­ერ­გი­ით და შე­მარ­თე­ბით ყველ­გან წინ გვიძ­ღო­და. ზო­გა­დად, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ფორ­მა­ში იყო. იმ თა­ობ­ის ხალ­ხს, სხვა­ნა­ირი, ძვე­ლი წრთო­ბა ჰქონ­და. ეს მე სულ მა­ოც­ებ­და, დე­და­ჩე­მის და, რა თქმა უნ­და, ძია ოთ­არ­ის შემ­თხვე­ვა­შიც. იშ­ვი­ათ­ად ვამ­ბობ ხოლ­მე, მაგ­რამ ძია ოთ­არი, აი, რასაც კაცი ჰქვია, კა­ცი იყო – ყვე­ლა თვი­სე­ბით, ად­ამი­ან­ობ­ით, გუ­ლის­ხმი­ერ­ებ­ით. ამ ამ­ბის შემ­სწრე არ ვარ, მაგ­რამ გად­მო­ცე­მით ვი­ცი – ფი­ზი­კუ­რად ის­ეთი ძლი­ერი იყო, რომ მას­თან ჩხუ­ბი ნამ­დვი­ლად არ­ავ­ის უნ­დო­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა იც­ოდა და ას­ეთ­ივე მეც­ნი­ერი იყო. 60-იანი წლე­ბის ბო­ლოს უნ­ივ­ერ­სი­ტეტს და აკ­ად­ემი­ას წავ­კის­ში მის­ცეს აგ­არ­აკ­ები. სულ ძა­ლით ააღ­ებ­ინა ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძემ ეს აგ­არ­აკი დე­და­ჩემს. ამ ად­გილს აკ­ად­ემ­იკ­ოს­თა ქუ­ჩას ეძ­ახ­დნენ. იქ­აც სულ ერ­თად ვი­ყა­ვით და დე­და და ოთ­არი იქ­აც სულ ერ­თად სა­უბ­რობ­დნენ და გა­ნი­ხი­ლავ­დნენ სხვა­დას­ხვა სა­კითხს. გა­და­სა­რე­ვი ოჯ­ახი ჰყავს. მე და ჩემს მე­უღ­ლეს მის ოჯ­ახ­თან ძა­ლი­ან ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქ­ვს. ამ­ით იმ­ის თქმა მინ­და, რომ დე­და­ჩე­მის და ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძის მე­გობ­რო­ბა იმ დო­ზით არა, მაგ­რამ შვი­ლებ­ზეც გა­და­ვი­და და გაგ­რძელ­და. დე­დამ და ძია ოთ­არ­მა სი­ცოცხლის ბო­ლომ­დე შე­ინ­არ­ჩუ­ნეს ძა­ლი­ან ახ­ლო მე­გობ­რო­ბა თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან. სხვა­თა შო­რის, დე­დას აქ­ვს მო­გო­ნე­ბებ­ში, რო­გორ და­ეს­წრნენ ის და ოთ­არი ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის დაკ­რძალ­ვას, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ „ჩე­კას” წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­აფ­რთხი­ლეს - საფ­ლავ­ზე წა­ყო­ლა არ გა­ბე­დო­თო. თურ­მე ის­ედ­აც აპ­ირ­ებ­დნენ წას­ვლას, მაგ­რამ არ შე­უშ­ინ­დნენ იმ რე­ჟიმს და, ამ გაფ­რთხი­ლე­ბის გა­მო, კი­დევ მე­ტი სი­ჯი­უტ­ით წა­ვიდ­ნენ სა­საფ­ლა­ოზე და პა­ტი­ვი მი­აგ­ეს „სა­ქარ­თვე­ლოს მე­ჭურ­ჭლე­თუ­ხუ­ცესს”. ოთ­არს სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი არ უყ­ვარ­და, ძა­ლი­ან იშ­ვი­ათ­ად გა­მო­დი­ოდა. სულ პირ­ზე ეკ­ერა: მა­რი­კა, მა­რი­კა, მა­რი­კა. მათ სულ ერ­თად ახ­სე­ნებ­დნენ – მა­რი­კა და ოთ­არი. სა­ოც­არი მე­გობ­რო­ბა ჰქონ­დათ. მძი­მე მო­მენ­ტებ­შიც ის მუდ­მი­ვად გვერ­დით ედ­გა ჩვენს ოჯ­ახს”, – იხსენებს გიორგი ოთხმეზური.

 

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ას ის­ეთი სა­ხე­ლე­ბი რჩე­ბა, ვის­თვი­საც ამ კედ­ლებ­ში მოღ­ვა­წე­ობა წმინ­და და ხელ­შე­უხ­ებ­ელი ღი­რე­ბუ­ლე­ბა იყო. ას­ეთი გახ­ლდათ ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძეც – კა­ცი, რო­მე­ლიც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და.

 

 მოამზადა მაია ტორაძემ

თარიღი: 19/09/2020