საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

არ­ას­წო­რია მო­საზ­რე­ბა, რომ COVID-19 ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი ვი­რუ­სია და შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­სი ბი­ოლ­ოგი­ურ იარ­აღ­ად გა­მო­ყე­ნე­ბა

გვე­სა­უბ­რე­ბა ინ­ფექ­ცი­ური პა­თო­ლო­გი­ის, შიდ­სი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმ­უნ­ოლ­ოგი­ის სა­მეც­ნი­ერო-პრაქ­ტი­კუ­ლი ცენ­ტრის ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი, აივ ინ­ფექ­ცია/შიდ­სის მკურ­ნა­ლო­ბის პროგ­რა­მის სუბ-მე­ნე­ჯე­რი, თსუ-ის ინ­ფექ­ცი­ურ და­ავ­ად­ებ­ათა და კლი­ნი­კუ­რი იმ­უნ­ოლ­ოგი­ის კა­თედ­რის ას­ის­ტენტ პრო­ფე­სო­რი აკ­აკი აბ­უთ­იძე:

 

- ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი კო­რო­ნა­ვი­რუ­სი SARS-CoV-2 არ­ის კო­რო­ნა­ვი­რუ­სე­ბის ახ­ალი სა­ხე­ობა, რო­მე­ლიც ად­რე არ იყო გა­მოვ­ლე­ნი­ლი ად­ამი­ან­ებ­ში. პირ­ვე­ლად ეს ვი­რუ­სი 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში ჩი­ნეთ­ში, ჰუ­ბე­ის პრო­ვინ­ცი­აში და­ფიქ­სირ­და. ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს ამ ვი­რუ­სის შე­სა­ხებ მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია და ის, რომ მას აქ­ვს პო­ტენ­ცი­ალი გა­მო­იწ­ვი­ოს რეს­პი­რა­ცი­ული სის­ტე­მის მძი­მე და­ავ­ად­ება.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ COVID-19-ის გა­და­ცე­მა ხდე­ბა ცხო­ვე­ლის­გან ად­ამი­ან­ზე. ას­ევე შე­საძ­ლე­ბე­ლია ად­ამი­ან­ის­გან ად­ამი­ან­ზე გა­და­ცე­მაც. SARS-CoV-2-ის გა­და­ცე­მა მოხ­და ცხო­ვე­ლის­გან ად­ამი­ან­ზე. ინ­ფექ­ცი­ის პირ­ვე­ლა­დი წყა­რო ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია (სა­ვა­რა­უდ­ოდ, რე­ზერ­ვუ­არი არ­ის ცხო­ვე­ლი. შე­საძ­ლოა, იყ­ოს ღა­მუ­რა, ხო­ლო შუ­ალ­ედ­ური რე­ზერ­ვუ­არი — პან­გო­ლი­ნი). და­დას­ტურ­და COVID-19-ის ად­ამი­ან­ის­გან ად­ამი­ან­ზე გა­და­ცე­მა.

COVID-19 გა­და­ცე­მა ხდე­ბა წვე­თო­ვა­ნი და კონ­ტაქ­ტუ­რი გზით. შემ­თხვე­ვა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ინ­ფი­ცირ­დე­ბა სიმ­პტო­მურ პა­ცი­ენ­ტებ­თან მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტით. ინ­ფექ­ცი­ის წყა­რო შე­საძ­ლოა ას­ევე იყ­ოს ას­იმ­პტო­მუ­რი ინ­ფექ­ცი­ით პა­ცი­ენ­ტიც. და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში დი­დი ხნით ყოფ­ნი­სას ად­ამი­ან­ებ­ის ინ­ფი­ცი­რე­ბა შე­საძ­ლოა მოხ­დეს ას­ევე აერ­ოზ­ოლ­ით­აც. შე­სა­და­რებ­ლად გან­ვი­ხი­ლოთ კო­რო­ნა­ვი­რუ­სე­ბით გა­მოწ­ვე­ული ეპ­იდ­ემი­ები:

მძი­მე მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­ული სინ­დრო­მი (SARS)

პირ­ვე­ლად გა­მოვ­ლინ­და 2002 წელს სამ­ხრეთ ჩი­ნეთ­ში. და­ფიქ­სირ­და სულ 8,098 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა; გარ­და­იც­ვა­ლა 774 პა­ცი­ენ­ტი (ლე­ტა­ლო­ბა − 10%).

შუა აღ­მო­სავ­ლე­თის რეს­პი­რა­ცი­ული სინ­დრო­მი (MERS)

პირ­ვე­ლად გა­მოვ­ლინ­და 2012 წელს სა­უდ­ის არ­აბ­ეთ­ში. და­ფიქ­სირ­და სულ 2,494 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა; გარ­და­იც­ვა­ლა 858 პა­ცი­ენ­ტი (ლე­ტა­ლო­ბა − 34%).

ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სით (SARS-CoV-2) გა­მოწ­ვე­ული ინ­ფექ­ცია (COVID-19)

პირ­ვე­ლად გა­მოვ­ლინ­და 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში ქ. უჰ­ან­ში, ჩი­ნეთ­ში. 2020 წლის 3 აპ­რი­ლის­თვის და­ფიქ­სირ­და 1,018,948 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. გარ­და­იც­ვა­ლა 53,179 პა­ცი­ენ­ტი (ლე­ტა­ლო­ბა − 5.2%).

ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­ული ინ­ფექ­ცი­ით COVID-19-ით შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერი ას­აკ­ის ად­ამი­ანი და­ინ­ფი­ცირ­დეს. თუმ­ცა, და­ავ­ად­ებ­ის გარ­თუ­ლე­ბის უფ­რო მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ არი­ან ხან­ში­შე­სუ­ლი ად­ამი­ან­ები, ას­ევე ის პი­რე­ბი, რო­მელ­თაც აქ­ვთ სე­რი­ოზ­ული ქრო­ნი­კუ­ლი და­ავ­ად­ებ­ები, რო­გო­რი­ცაა გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ავ­ად­ებ­ები (არ­ტე­რი­ული ჰი­პერ­ტენ­ზია, გუ­ლის იშ­ემი­ური და­ავ­ად­ება და სხვ.), ბრონ­ქუ­ლი ას­თმა, ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი ობ­სტრუქ­ცი­ული და­ავ­ად­ება, შაქ­რი­ანი დი­აბ­ეტი, მე­ტა­ბო­ლუ­რი სინ­დრო­მი და სხვ.

ჩი­ნე­თის და სხვა ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლით­ზე ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ჯან­მოს) მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, COVID-19-ით გა­მოწ­ვე­ული სიკ­ვდი­ლი­ან­ობ­ის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (14%-ზე მე­ტი) აღ­ინ­იშ­ნე­ბა, ძი­რი­თა­დად, 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის. ქა­ლებ­თან შე­და­რე­ბით, მა­მა­კა­ცებ­ში COVID-19-ით გა­მოწ­ვე­ული სიკ­ვდი­ლო­ბის უფ­რო მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, შე­საძ­ლოა, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყ­ოს მა­მა­კა­ცებ­ში თამ­ბა­ქოს ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბით და ას­ევე ქრო­ნი­კუ­ლი და­ავ­ად­ებ­ებ­ის უფ­რო მა­ღა­ლი სიხ­ში­რით, რომ­ლე­ბიც ზრდი­ან COVID-19-ის გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კებს.

უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ COVID-19-ს არ ახ­ასა­ით­ებს რა­იმე უჩ­ვე­ულო, აუხ­სნე­ლი სიმ­პტო­მი. COVID-19-ის დროს ვი­თარ­დე­ბა არ­ას­პე­ცი­ფი­კუ­რი სიმ­პტო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ახ­ასი­ათ­ებს რეს­პი­რა­ცი­ული სის­ტე­მის ინ­ფექ­ცი­ებ­ის უმ­რავ­ლე­სო­ბას.

COVID-19 კლი­ნი­კუ­რი სიმ­პტო­მე­ბი: ცხე­ლე­ბა — 88%; მშრა­ლი ხვე­ლა – 68%; დაღ­ლი­ლო­ბა – 38%; სვე­ლი ხვე­ლა – 33%; ყნოს­ვის დაქ­ვე­ით­ება — 15-30%; ქო­ში­ნი – 19%; ლე­იკ­ოპ­ენია/ლიმ­ფო­პე­ნია; მი­ალ­გია/არ­თრალ­გია — 15%; ყე­ლის ტკი­ვი­ლი — 14%; თა­ვის ტკი­ვი­ლი -14%; შემ­ცივ­ნე­ბა — 11%; თირ­კმლის ფუნ­ქცი­ის დაქ­ვე­ით­ება; დი­არეა; ცხვი­რის გა­ჭედ­ვა — 5%; გუ­ლის­რე­ვა/ღე­ბი­ნე­ბა — 5%.

ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­ულ ინ­ფექ­ცი­ას მსოფ­ლი­ოში და, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც მო­სახ­ლე­ობ­აში ში­ში და პა­ნი­კა ახ­ლავს თან. მო­სახ­ლე­ობ­ის ემ­ოცი­ები ახ­ლად აღ­მო­ცე­ნე­ბულ ინ­ფექ­ცი­ურ და­ავ­ად­ებ­ებ­ზე ხში­რად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია და ეს, შე­საძ­ლოა, სა­ზი­ან­ოც კი იყ­ოს. პირ­ველ რიგ­ში, მო­სახ­ლე­ობ­ამ უნ­და გა­აც­ნო­ბი­ერ­ოს, რომ ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­ული ინ­ფექ­ცია COVID-19 არ არ­ის ფა­ტა­ლუ­რი (მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი) და­ავ­ად­ება.

სა­ზო­გა­დო­ებ­აში ვრცელ­დე­ბა ის ინ­ფორ­მა­ცი­აც, რომ ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სი SARS-CoV-2 თით­ქოს­და ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი ვი­რუ­სია და შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­სი ბი­ოლ­ოგი­ურ იარ­აღ­ად გა­მო­ყე­ნე­ბა. ეს არ­ას­წო­რია. ბი­ოლ­ოგი­ურ იარ­აღ­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს ის­ეთი ინ­ფექ­ცი­ური და­ავ­ად­ებ­ის გა­მომ­წვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ად­ვი­ლად (მაგ. ჰა­ერ­ოვ­ანი გზით, აგ­რეთ­ვე გა­დამ­ტა­ნე­ბის — მწე­რე­ბის, ფეხ­სახ­სრი­ან­ებ­ის სა­შუ­ალ­ებ­ით) გა­და­ეც­ემა ად­ამი­ან­ის­გან ად­ამი­ანს, მოკ­ლე დრო­ში აინ­ფი­ცი­რე­ბენ მო­სახ­ლე­ობ­ის დიდ ნა­წილს და ახ­ასი­ათ­ებთ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ლე­ტა­ლო­ბა. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე SARS-CoV-2-ით გა­მოწ­ვე­ული ინ­ფექ­ცია COVID-19 ბი­ოლ­ოგი­ურ იარ­აღ­ად ვერ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ვი­ნა­იდ­ან ის ვრცელ­დე­ბა წვე­თო­ვა­ნი და კონ­ტაქ­ტუ­რი გზით და ის­იც 1-2 მეტ­რის დის­ტან­ცი­აზე და არ ვრცელ­დე­ბა ჰა­ერ­ოვ­ანი გზით. აგ­რეთ­ვე COVID-19-ს არ აქ­ვს ლე­ტა­ლო­ბის მა­ღა­ლი მა­ჩე­ნე­ბე­ლი.

 

მსოფ­ლიო პან­დე­მი­ები

კა­ცობ­რი­ობ­ის ის­ტო­რი­ას არა­ერ­თი ინ­ფექ­ცი­ური და­ავ­ად­ებ­ის პან­დე­მია ახ­სოვს. ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი მსოფ­ლიო პან­დე­მი­ები გახ­ლავთ:

შა­ვი ჭი­რი („შა­ვი სიკ­ვდი­ლი“) — კა­ცობ­რი­ობ­ის ის­ტო­რი­აში ყვე­ლა­ზე გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი პან­დე­მია. და­ავ­ად­ება, სა­ვა­რა­უდ­ოდ, აღ­მო­ცენ­და ცენ­ტრა­ლურ ან აღ­მო­სავ­ლეთ აზი­აში, სა­იდ­ან­აც აბ­რე­შუ­მის გზით 1343 წელს მი­აღ­წია ყი­რიმს და შემ­დეგ გავ­რცელ­და მთელს ევ­რო­პა­ში. 1347-1351 წლებ­ში ევ­რა­ზი­აში შავს ჭირს შე­ეწ­ირა 75-200 მი­ლი­ონი ად­ამი­ან­ის სო­ცოცხლე. მთლი­ან­ობ­აში შავ ჭირს ევ­რო­პის მო­სახ­ლე­ობ­ის 30%-დან 60%-მდე ემ­სხვერ­პლა.

ყვა­ვი­ლი — ყვა­ვილ­მა უდ­იდ­ესი ზი­ანი მო­უტ­ანა მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ობ­ას. მე-18 სა­უკ­უნ­ეში ყვა­ვი­ლით ყო­ველ­წლი­ურ­ად ევ­რო­პა­ში, დააახლოებით, 400,000 ად­ამი­ანი კვდე­ბო­და. ყვა­ვი­ლით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­ში ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­ად­გენ­და 20-60%-ს (მათ შო­რის 80%-ს ინ­ფი­ცი­რე­ბულ ბავ­შვებს შო­რის). მე-20 სა­უკ­უნ­ეში მსოფ­ლი­ოში ყვა­ვილ­მა შე­იწ­ირა 300-500 მი­ლი­ონი ად­ამი­ან­ის სი­ცოცხლე. მე-19-მე-20 სა­უკ­უნე­ებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გად ჯან­მომ-მ 1979 წელს ოფ­იცი­ალ­ურ­ად გა­მო­აცხა­და ყვა­ვი­ლის ერ­ად­იკ­აცია (აღ­მოფხვრა) მსოფ­ლი­ოში.

ქო­ლე­რა. ყო­ველ­წლი­ურ­ად ქო­ლე­რით ავ­ად­დე­ბა 3-5 მი­ლი­ონი ად­ამი­ანი და მათ­გან კვდე­ბა 58,000-130,000. ბო­ლო 200 წლის მან­ძილ­ზე მსოფ­ლი­ოში აღ­ინ­იშ­ნა ქო­ლე­რის შვი­დი პან­დე­მია. მე-19 სა­უკ­უნ­ემ­დე, სა­ვა­რა­უდ­ოდ, ქო­ლე­რით მსოფ­ლი­ოში კვდე­ბო­და ათ­ობ­ით მი­ლი­ონი ად­ამი­ანი. მარ­ტო რუ­სეთ­ში 1847-1851 წლებ­ში ქო­ლე­რით 1 მი­ლი­ონ­ზე მე­ტი ად­ამი­ანი გარ­და­იც­ვა­ლა. 1900-1920 წლებ­ში ინ­დო­ეთ­ში ქო­ლე­რას შე­ეწ­ირა 8 მი­ლი­ონ­ამ­დე ად­ამი­ან­ის სი­ცოცხლე. ქო­ლე­რის ბო­ლო ეპ­იდ­ემია გან­ვი­თარ­და 2010 წელს ჰა­იტ­იზე მი­წის­ძვრის დროს, რო­მელ­მაც 2010 წლი­დან 2015 წლამ­დე ჰა­იტ­იზე დააინფიცირა 700 000 ად­ამი­ანი, რო­მელ­თა­გან 9 000 გარ­და­იც­ვა­ლა.

ეს­პა­ნუ­რი გრი­პი („ის­პან­კა“) — ცნო­ბი­ლია აგ­რეთ­ვე, რო­გორც 1918 წლის პან­დე­მი­ური გრი­პი. ეს იყო სა­სიკ­ვდი­ლო გრი­პის პან­დე­მია. 1918-1920 წლებ­ში „ის­პან­კით“ და­ავ­ად­და 500 მი­ლი­ონი ად­ამი­ანი (იმ­დრო­ინ­დე­ლი მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ობ­ის და­ახ­ლო­ებ­ით მე­ოთხე­დი) და გარ­და­იც­ვა­ლა და­ახ­ლო­ებ­ით 17-50 მი­ლი­ონი (ზო­გი­ერ­თი წყა­როს მი­ხედ­ვით 100 მი­ლი­ონი) ად­ამი­ანი.

 ესა­უბ­რა თა­მარ და­დი­ანი

თარიღი: 08/04/2020