საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანრი ოხანაშვილის წიგნი გერმანიაში ერთ-ერთმა წამყვანმა გამომცემლობამ - Nomos-მა დაბეჭდა

მო­ამ­ზა­და ნი­ნო კა­კუ­ლი­ამ

 

„ორ­გა­ნი­ზა­ტო­რუ­ლი ამ­სრუ­ლებ­ლი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის დას­ჯა­დო­ბა გერ­მა­ნი­ასა და სა­ქარ­თვე­ლო­ში“ — ასე ჰქვია თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის იურ­იდი­ული კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის ან­რი ოხ­ან­აშ­ვი­ლის წიგ­ნს, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხანს გა­მო­იცა. ეს წიგ­ნი სრუ­ლად მო­იც­ავს დი­სერ­ტა­ცი­ას, რო­მე­ლიც ბერ­ლი­ნის ჰუმ­ბოლ­დტის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე მან 2020 წლის 10 სექ­ტემ­ბერს და­იც­ვა.

 

წიგ­ნი გერ­მა­ნი­აში ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ — Nomos-მა და­ბეჭ­და. ამ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში რომ მი­იღ­ოს ავ­ტორ­მა წიგ­ნის და­ბეჭ­დვის უფ­ლე­ბა, აუც­ილ­ებ­ელი მოთხოვ­ნაა, დი­სერ­ტა­ცი­აში ჰქონ­დეს მი­ღე­ბუ­ლი უმ­აღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა და გა­მომ­ცემ­ლო­ბის სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­ამ მო­იწ­ონ­ოს შე­სა­ბა­მი­სი დი­სერ­ტა­ცია. სწო­რად ამ პი­რო­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შე­დე­გად მი­ეცა ან­რი ოხ­ან­აშ­ვილს უფ­ლე­ბა — გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა დი­სერ­ტა­ცია Nomos-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც შემ­დეგ თვი­თონ უზ­რუნ­ველ­ყოფს წიგ­ნის წამ­ყვან მა­ღა­ზი­ებ­ში გან­თავ­სე­ბას.

 

წიგ­ნის ში­ნა­არ­სს სა­ფუძ­ვლად და­ედო ფა­შის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის პი­რო­ბებ­ში მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­ულ­ები, გერ­მა­ნი­ის დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლი­კის დროს მომ­ხდა­რი მძი­მე და­ნა­შა­ულ­ები, მათ შო­რის, ბერ­ლი­ნის კედ­ლის შემ­თხვე­ვე­ბი. ას­ევე სხვა ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის პი­რო­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­ულ­ები.

 

„წიგ­ნში წარ­მო­ებ­ული კვლე­ვის ძი­რი­თა­დი არ­სი მდგო­მა­რე­ობს გერ­მა­ნულ სის­ხლის სა­მარ­თალ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი ფი­გუ­რის — ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი­ული ამ­სრუ­ლებ­ლის — და ქარ­თულ სის­ხლის სა­მარ­თალ­ში კა­ნო­ნით და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის ფი­გუ­რის ან­ალ­იზ­სა და შე­და­რე­ბა­ში. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რუ­ლი ამ­სრუ­ლე­ბე­ლი გერ­მა­ნულ სის­ხლის სა­მარ­თალ­ში შუ­ალ­ობ­ითი ამ­სრუ­ლებ­ლო­ბის ერთ-ერ­თი სა­ხეა და მი­სი და­სა­ბუ­თე­ბა ხდე­ბა ქმე­დე­ბა­ზე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ული ბა­ტო­ნო­ბით, მა­შინ, რო­დე­საც ქარ­თულ სის­ხლის სა­მარ­თლის მეც­ნი­ერ­ებ­აში ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის და­სა­ბუ­თე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­შიშ­რო­ებ­ით. ეს სა­მარ­თლებ­რი­ვი ფი­გუ­რა მიჩ­ნე­ულია ფარ­თო გა­გე­ბით თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ობ­ის ყვე­ლა­ზე სა­შიშ ფორ­მად. ამ­იტ­ომ, ის გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლია და­ნა­შა­ულ­ის ამ­სრუ­ლე­ბელ­თან და გა­გე­ბუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ტო­რუ­ლი ამ­სრუ­ლებ­ლის მსგავს ფი­გუ­რად.

 

წიგ­ნში წარ­მოდ­გე­ნი­ლი კვლე­ვით დას­ტურ­დე­ბა, რომ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ დოგ­მა­ტი­კა­ში ორ­გა­ნი­ზა­ტო­რუ­ლი ამ­სრუ­ლებ­ლო­ბა და­სა­ბუ­თე­ბა­დია. წიგ­ნში ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის ფი­გუ­რა კი გაკ­რი­ტი­კე­ბუ­ლია, რად­გან ის საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნით ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი ინ­სტრუ­მენ­ტია, რო­მელ­საც სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დოგ­მა­ტუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი აკ­ლია და ამ­იტ­ომ­აც მი­სი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ობ­ის ამ ფორ­მით არ­სე­ბო­ბა გა­უმ­არ­თლე­ბე­ლია,“ — აღ­ნიშ­ნავს წიგ­ნის ავ­ტო­რი ან­რი ოხ­ან­აშ­ვი­ლი.

 

წიგ­ნი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით სა­მეც­ნი­ეროა, ამ­იტ­ომ, პირ­ველ რიგ­ში, ის გან­კუთ­ვნი­ლია პრო­ფე­სო­რე­ბი­სა და დოქ­ტო­რან­ტე­ბის­თვის, ას­ევე, იმ სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან სის­ხლის სა­მარ­თლით და სურთ ცოდ­ნის ამ სფე­რო­ში გაღ­რმა­ვე­ბა.

 

ან­რი ოხ­ან­აშ­ვი­ლის ავ­ტო­რო­ბით გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყ­იდ­ება. ეს უფ­ლე­მა მას Nomos-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ უნ­და მის­ცეს.

 

წიგ­ნი ხელ­მი­საწ­ვდო­მია ვებ-გვერ­დზე: https://www.nomos-shop.de/nomos/titel/die-strafbarkeit-des-organisationstaeters-und-des-organisators-in-deutschland-und-georgien

 

 

თარიღი: 24/09/2021