საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანჟელა ღაზარიანი: საჭიროა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მეტი კონტაქტი ჰქონდეთ ქართველ სტუდენტებთან

მო­ამ­ზდა სო­ფო გი­ორ­გა­ძემ

 

„პირ­ვე­ლი კურ­სი ჩემ­თვის სულ სხვა სამ­ყა­რო აღ­მოჩ­ნდა. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ვი­ცო­დი ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ არ ვსა­უბ­რობ­დი. მრცხვე­ნო­და ჩე­მი დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის, მი­თუ­მე­ტეს, რო­ცა ვის­მენ­დი ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბის მო­ნათხრობს. სა­ათ­ობ­ით ვკითხუ­ლობ­დი, ვთარ­გმნი­დი სომ­ხურ ენ­აზე — იმ­აზე მეტს ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი, ვიდ­რე ჩე­მი ქარ­თვე­ლი კურ­სე­ლე­ბი, მაგ­რამ მა­ინც ვერ ვა­ბა­რებ­დი. ამ­ის მი­უხ­ედ­ავ­ად, ჯი­უტ­ად ვცდი­ლობ­დი და ყო­ველ­დღე იმ ფიქ­რით ვბრუნ­დე­ბო­დი უნ­ივ­ერ­ის­ტე­ტი­დან, რომ ხვალ აუც­ილ­ებ­ლად ჩა­ვა­ბა­რებ­დი მა­სა­ლას“, – იხ­სე­ნებს სტუ­დენ­ტო­ბის პირ­ველ წლებს ან­ჟე­ლა ღა­ზა­რი­ანი.

 

ის ერთ-ერ­თია იმ სტუ­დენ­ტე­ბი­დან, რო­მე­ლიც თსუ-ის ქარ­თულ ენ­აში მო­სამ­ზა­დე­ბელ კურ­სზე 100%-იანი გრან­ტით ჩა­ირ­იცხა. მა­საც, რო­გორც ყვე­ლას, თა­ვი­სი მიზ­ნე­ბი და მო­ლო­დი­ნე­ბი ჰქონ­და: პროგ­რა­მის სა­შუ­ალ­ებ­ით უფ­რო ად­ვი­ლად ჩა­ებ­არ­ებ­ინა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში და სრულ­ყო­ფი­ლად ეს­წავ­ლა ქარ­თუ­ლი ენა. მი­სი თქმით, ყვე­ლა მო­ლო­დი­ნი გა­მარ­თლდა და იმ­ის­თვის, რომ თა­ვის თემ­ში ენ­ის ცოდ­ნის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში წვლი­ლი შე­ეტ­ანა, ძი­რი­თად პრო­ფე­სი­ად ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გია აირ­ჩია.

 

„დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბი­დან­ვე მა­ინ­ტე­რე­სებ­და ლი­ტე­რა­ტუ­რა, ზო­გა­დად, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საგ­ნე­ბის სწავ­ლა ჩემ­თვის ყო­ველ­თვის უფ­რო მომ­ხიბ­ვლე­ლი და ად­ვი­ლი იყო. ახ­ლა, რაც უფ­რო მე­ტი დრო გა­დის, ვრწმუნ­დე­ბი, რომ ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გია ჩე­მი სფე­როა. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ლექ­ტო­რე­ბი. ზუს­ტად იმ­იტ­ომ გა­დავ­წყვი­ტე ქარ­თუ­ლი ენ­ის სიღ­რმი­სე­ული შეს­წავ­ლა, რომ შემ­დეგ ჩე­მი ცოდ­ნა ჩემ ირ­გვლივ მყო­ფი სო­მე­ხი მო­სახ­ლე­ობ­ის­თვის გა­და­მე­ცა და და­ვეხ­მა­რე­ბო­დი მათ, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებს, რა­თა მო­მა­ვალ­ში ის­ინი არ დამ­დგა­რიყ­ვნენ იმ პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც მე მქონ­და“, – ამ­ბობს ან­ჟე­ლა.

 

რაც შე­ეხ­ება სირ­თუ­ლე­ებს, მი­სი აზ­რით, კი­დევ უფ­რო და­სახ­ვე­წია სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი, რომ არ­აქ­არ­თუ­ლე­ნო­ვან­მა სტუ­დენ­ტმა შეძ­ლოს სრულ­ფა­სო­ვა­ნი სწავ­ლა. ამ­ის­თვის, მი­სი აზ­რთ, სა­ჭი­როა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მე­ტი კონ­ტაქ­ტი ჰქონ­დეთ ქარ­თველ სტუ­დენ­ტებ­თან, პა­რა­ლე­ლუ­რად იარ­ონ ლექ­ცი­ებ­ზე, რა­თა ყურ­ში მუდ­მი­ვად ეს­მო­დეთ ქარ­თუ­ლი ენა. „ამ ყვე­ლაფ­რის გარ­და, ცხოვ­რე­ბის ამ ეტ­აპ­ზე სხვა პრობ­ლე­მის წი­ნა­შეც დავ­დე­ქით – ვგუ­ლის­ხმობ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას. ას­ეთ პი­რო­ბებ­ში მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი ვერ შე­ის­წავ­ლის ენ­ას, რაც შემ­დგომ­ში იმ­ის პი­რო­ბა გახ­დე­ბა, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად სწავ­ლას ვერ შეძ­ლებს“, – ამ­ბობს იგი.

 

სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ან­ჟე­ლას და­გეგ­მი­ლი აქ­ვს, რომ სკო­ლა­ში და­საქ­მდეს. მას ძა­ლი­ან უნ­და, ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც სო­მეხ მო­სახ­ლე­ობ­ას, მი­უხ­ედ­ავ­ად მა­თი ას­აკ­ისა, ქარ­თულს იმ დო­ნე­ზე ას­წავ­ლის, რომ თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­არი შეძ­ლონ.

 

* * *

პროგ­რა­მა „1+4“ 2010 წლი­დან ამ­ოქ­მე­დაა, რაც გუ­ლის­ხმობს იმ­ას, რომ ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ქარ­თულ ენ­აში მომ­ზა­დე­ბის ერ­თწლი­ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური გეგ­მით წარ­მარ­თავს. ხო­ლო, ამ პროგ­რა­მა­ზე ჩა­რიცხვა მხო­ლოდ ერ­თი გა­მოც­დის (მშობ­ლი­ურ ენ­აზე ზო­გა­დი უნ­არ­ებ­ის) სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა. ქარ­თუ­ლი ენ­ის სპე­ცი­ალ­ური პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სტუ­დენ­ტე­ბი სა­სურ­ველ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე უგ­ამ­ოც­დოდ ირ­იცხე­ბი­ან. 2010 წელს პროგ­რა­მა­ზე 299 სტუ­დენ­ტი ჩა­ირ­იცხა, ხო­ლო 2017 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით (გა­მოც­დე­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ოფ­იცი­ალ­ური ან­გა­რი­ში), ქარ­თულ ენ­აში მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე 937 სო­მე­ხი და აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელი სტუ­დენ­ტი ჩა­ირ­იცხა, დღეს ეს ციფ­რი 1000-ს სცდე­ბა.

თარიღი: 06/12/2021