საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ან­ტი­კუ­რი ეპ­ოქ­ის ეპ­იდ­ემი­ის მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბა ათ­ენ­ში და „კო­ვიდ-19“-ის მი­თო­ლო­გი­ზე­ბის მო­ლო­დი­ნი

სტა­ტია მო­ამ­ზა­და ნი­ნო კა­კუ­ლი­ამ

ის­ტო­რია მე­ორ­დე­ბა, ეპ­იდ­ემი­ებ­ის სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი იც­ვლე­ბა, ფაქ­ტე­ბი შე­და­რე­ბი­თია და დღე­ვან­დე­ლო­ბას­თან პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბა ხერ­ხდე­ბა. ან­ტი­კურ ეპ­ოქ­აში გა­ჩე­ნი­ლი მძი­მე სე­ნის გა­მო სა­ბერ­ძნეთს, კლა­სი­კუ­რი ხა­ნის ათ­ენს დი­დი გან­საც­დე­ლი და­ატყდა თავს და რო­გორც ან­ტი­კუ­რი პე­რი­ოდ­ის უბ­ად­ლო მცოდ­ნე, მკვლე­ვა­რი რის­მაგ გორ­დე­ზი­ანი ამ­ბობს, უძ­ვე­ლე­სი პე­რი­ოდ­ის მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა დას­ტუ­რია იმ­ისა, თუ რამ­დე­ნად მსგავ­სი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს ვი­თა­რე­ბა სხვა­დას­ხვა ეპ­ოქ­აში სას­ტი­კი ეპ­იდ­ემი­ის გავ­რცე­ლე­ბის დროს.

რას გვე­უბ­ნე­ბა ის­ტო­რია „კო­ვიდ-19“-ის მსგავ­სი პან­დე­მი­ებ­ის გავ­რცე­ლე­ბის თა­ობ­აზე, რო­მე­ლიც ად­ამი­ან­თა აზ­როვ­ნე­ბას და ქცე­ვას ცვლი­და? სა­ბერ­ძნე­თის მა­გა­ლი­თის მი­ხედ­ვით ის­ტო­რი­კოს თუ­კი­დი­დე­სის მი­ერ სა­ინ­ტე­რე­სოდ აღ­წე­რილ ფაქ­ტებ­ზე და წარ­სუ­ლი გან­საც­დე­ლის დღე­ვან­დე­ლო­ბას­თან კავ­შირ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის პრო­ფე­სო­რი, აკ­ად­ემ­იკ­ოსი რის­მაგ გორ­დე­ზი­ანი.

 

- მო­მა­ვა­ლი თა­ობ­ის­ათ­ვის „კო­ვიდ-19“ დარ­ჩე­ბა კა­ცობ­რი­ობ­ის­თვის თავს და­ტე­ხი­ლი სა­ერ­თო გან­საც­დე­ლის, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით გა­და­ტა­ნი­ლი უბ­ედ­ურ­ებ­ის ის­ეთ ნი­მუ­შად, რო­მე­ლიც მი­თო­ლო­გი­ზე­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და ად­ამი­ან­თა მახ­სოვ­რო­ბა­ში ბიბ­ლი­ური წარ­ღვნის მსგავს უბ­ედ­ურ­ებ­ას და­ემ­სგავ­სე­ბა. ად­ამი­ან­თა ამ­ჟა­მინ­დელ და მო­მა­ვალ თა­ობ­ებს ეს პან­დე­მია უფ­რო მწვა­ვედ და­აყ­ენ­ებს არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე — რა უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: ნა­ცი­ონ­ალ­ური თუ ტრან­სნა­ცი­ონ­ალ­ური იდ­ენ­ტო­ბა. ამ ეტ­აპ­ზე სა­ერ­თო გან­საც­დელ­თან ჭი­დილ­ში ნა­ცი­ონ­ალ­ური სა­ხელ­მწი­ფო­ები ტრან­სნა­ცი­ონ­ალ­ურ კორ­პო­რა­ცი­ებ­ზე ბევ­რად უფ­რო ეფ­ექ­ტუ­რე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ.

ან­ტი­კურ ეპ­ოქ­აში ამ­გვა­რი გან­საც­დე­ლი კლა­სი­კუ­რი ხა­ნის (ძვ. წელ­თაღ­რიცხვის მე-5 სა­უკ­უნ­ის 30-იანი წლებ­ში) ათ­ენ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა ჭირ­მა გა­და­ატ­ან­ინა სა­ბერ­ძნეთს, რაც ბრწყინ­ვა­ლედ აღ­წე­რა ის­ტო­რი­კოს­მა თუ­კი­დი­დეს­მა თა­ვი­სი ის­ტო­რი­ის მე­ორე წიგ­ნში. ათ­ენ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭი­რის ეპ­იზ­ოდი ტოლს არ უდ­ებს სა­უკ­ეთ­ესო რო­მა­ნე­ბის ნა­რა­ტივს. თუ­კი­დი­დე­სი წერს: „ამ და­ავ­ად­ებ­ის (ჭი­რი) რა­ობ­ას ენა ვერ აღ­წერს. მან ყვე­ლა და­ჯაბ­ნა. იმ­დე­ნად მძი­მე იყო, ად­ამი­ან­ური ბუ­ნე­ბა ვერ უმ­კლავ­დე­ბო­და; მი­სი უც­ნა­ურ­ობა იქ­იდ­ან­აც ჩან­და, რომ არც ლე­შის­მჭა­მე­ლი ფრინ­ვე­ლე­ბი და ოთხფე­ხე­ბი ეკ­არ­ებ­ოდ­ნენ და­უმ­არ­ხა­ვად მი­ტო­ვე­ბულ ცხედ­რებს (ას­ეთი კი ბევ­რი იყო), ხო­ლო თუ პირს და­აკ­არ­ებ­დნენ, იხ­ოც­ებ­ოდ­ნენ. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი ძაღ­ლებ­ზე აის­ახა სე­ნის შე­დე­გე­ბი, რად­გა­ნაც ის­ინი ად­ამი­ან­ებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. ას­ეთი გახ­ლდათ და­ავ­ად­ებ­ის სა­ერ­თო სა­ხე. კერ­ძო შემ­თხვე­ვა­თა გან­მას­ხვა­ვე­ბელ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს სა­გან­გე­ბოდ არ შე­ვე­ხე. ად­ამი­ან­ები იმ­ხა­ნად სხვა ჩვე­ულ­ებ­რი­ვი სე­ნით არ ავ­ად­ობ­დნენ. თუ მა­ინც შე­ეყ­რე­ბო­დათ რა­იმე, ის­იც ჭი­რით მთავ­რდე­ბო­და. იხ­ოც­ებ­ოდ­ნენ მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ­ნიც და სა­გულ­და­გუ­ლოდ მოვ­ლილ­ნიც. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ერ­თი რა­იმე წა­მა­ლიც არ არ­სე­ბობ­და, შვე­ბა რომ მი­ეცა სნე­ულ­თათ­ვის: რაც ერ­თს ად­გე­ბო­და, მე­ორ­ეს ვნებ­და. სენს ვერც ძლი­ერი ორ­გა­ნიზ­მი უმ­კლავ­დე­ბო­და და ვერც სუს­ტი. არც ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბებს ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა. ჭი­რი ყვე­ლას გა­ნურ­ჩევ­ლად ემ­არ­თე­ბო­და. ყვე­ლა­ზე შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი მთელ ამ უბ­ედ­ურ­ებ­აში სა­სო­წარ­კვე­თა იყო, რაც მა­შინ­ვე ეუფ­ლე­ბო­და ად­ამი­ანს, რო­გორც კი თავს შე­უძ­ლოდ იგ­რძნობ­და (იმ­ედ­და­კარ­გულ­ნი ბედს მი­ენ­დო­ბოდ­ნენ და სენს აღ­არ უძ­ალი­ან­დე­ბოდ­ნენ). გარ­და ამ­ისა, შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი იყო ის­იც, რომ მოვ­ლი­სას სე­ნი ერ­თი­დან მე­ორ­ეზე გა­და­დი­ოდა და სნე­ბა­შეყ­რილ­ნი­ცა და მათ­გან დას­ნე­ბოვ­ნე­ბულ­ნიც ცხვრე­ბი­ვით იხ­ოც­ებ­ოდ­ნენ. სიკ­ვდი­ლი­ან­ობ­ას ძი­რი­თა­დად სწო­რედ ის იწ­ვევ­და, რომ სე­ნი გა­დამ­დე­ბი იყო. იმ­ას, ვინც სე­ნის გა­და­დე­ბის ში­შით სხვას არ ეკ­არ­ებ­ოდა, მარ­ტო­ობ­აში უწ­ევ­და სუ­ლის და­ლე­ვა. ასე უპ­ატ­რო­ნო­ბით ბევ­რი ოჯ­ახი ამ­ოწყდა. მაგ­რამ იხ­ოც­ებ­ოდ­ნენ ის­ინ­იც, ვი­საც სინ­დი­სი შე­აწ­უხ­ებ­და და თავს არ იზ­ოგ­ავ­და, რომ მე­გო­ბა­რი მო­ენ­ახ­ულ­ებ­ინა, მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც უკ­ვე გარ­დაც­ვლილ­თა გლო­ვით გულ­დამ­ძი­მე­ბულ და უბ­ედ­ურ­ებ­ის­აგ­ან ილ­აჯ­გაწყვე­ტილ ოჯ­ახ­ის წევ­რებს უკ­ვე მო­ეძ­ულ­ებ­ინ­ათ. მო­მე­ტე­ბუ­ლად თა­ნა­უგ­რძნობ­დნენ ავ­ად­მყო­ფებს და სულ­თმობ­რძა­ვებს სენ­მოხ­დილ­ნი, რომ­ლებ­მაც უკ­ვე გა­და­იტ­ან­ეს ეს უბ­ედ­ურ­ება. ის­ინი თა­მა­მად იყ­ვნენ, რად­გან სე­ნი მე­ორ­ედ არ­ავ­ის შეყ­რია და არ­ავ­ინ მო­უკ­ლავს. ათ­ენ­ელ­თა უბ­ედ­ურ­ებ­ას ის­იც და­ემ­ატა, რომ ქა­ლაქს მინ­დვრე­ბი­და­ნაც (სოფ­ლე­ბი­და­ნაც) მო­აწყდა ხალ­ხი, მე­ტად­რე უცხო­ელ­ები (ჩა­მო­სახ­ლე­ბულ­ნი). მათ სახლ-კა­რი არ გა­აჩ­ნდათ და ზაფხულ­ში სა­შინ­ლად და­ხუ­თულ ქოხ­მა­ხებ­ში იყ­ვნენ შე­ხიზ­ნულ­ნი. ერ­თი­მე­ორ­ეზე ახ­ორ­ხლი­ლი სულ­თმობ­რძავ­ნი უთ­ავ­ბო­ლოდ ეყ­არ­ნენ და იქ­ვე იხ­ოც­ებ­ოდ­ნენ, ან კი­დევ ქუ­ჩებ­ში და ჭე­ბის ირ­გვლივ ცოცხალ-მკვდრე­ბი და­ფორ­თხავ­დნენ წყურ­ვი­ლით გა­ტან­ჯულ­ნი. გვა­მე­ბით სავ­სე იყო წმინ­და ად­გი­ლე­ბიც, სა­დაც კარ­ვე­ბი ჰქონ­დათ გაშ­ლი­ლი. ჟა­მი­ან­ობ­ით გა­ტე­ხილ­მა და გა­ნად­გუ­რე­ბულ­მა ად­ამი­ან­ებ­მა, რომ­ლებ­მაც აღ­არ იც­ოდ­ნენ რა ელ­ოდ­ებ­ოდ­ათ, და­კარ­გეს კრძალ­ვა რო­გორც ღვთი­ური, ისე ად­ამი­ან­ური კა­ნო­ნე­ბის წი­ნა­შე. მიც­ვა­ლე­ბულ­თა გა­პა­ტი­ოს­ნე­ბის ად­რინ­დე­ლი ად­ათ-წე­სე­ბი შე­ირ­ყვნა: ყვე­ლა ისე მარ­ხავ­და თა­ვის მიც­ვა­ლე­ბულს, რო­გორც შე­ეძ­ლო. გა­უთ­ავ­ებ­ელი სიკ­ვდი­ლი­ან­ობ­ის გა­მო ბევ­რს დაკ­რძალ­ვის სა­შუ­ალ­ებ­აც არ ჰქონ­და და სა­მარ­ცხვი­ნოდ იქ­ცე­ოდა: ერ­თნი რო­გორც კი სხვე­ბის­თვის გა­ჩა­ღე­ბულ ცეცხლს და­იგ­ულ­ებ­დნენ, თა­ვი­ან­თი მიც­ვა­ლე­ბუ­ლის გვამს დებ­დნენ და წვავ­დნენ, მე­ორ­ენი კი და­იწ­ვე­ბო­და თუ არა სხვი­სი მკვდა­რი, თა­ვი­ან­თი მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ცხე­დარს (ნეშ­თს) ზე­მო­დან აგ­დებ­დნენ და გარ­ბოდ­ნენ.

მო­არ­ული სე­ნის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ხალ­ხმა სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნებ­ზე სხვა მხრი­ვაც აიღო ხე­ლი. ად­ვი­ლად ბე­დავ­დნენ იმ­ას, რა­საც წი­ნათ მალ­ვით ჩა­დი­ოდ­ნენ, თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბის­თვის რომ არ და­ეძ­რა­ხათ. მათ თვალ­წინ ხდე­ბო­და მდი­დარ­თა ბე­დის უკ­უღ­მა ტრი­ალი, რომ­ლე­ბიც მო­ულ­ოდ­ნე­ლად კვდე­ბოდ­ნენ და მა­თი ქო­ნე­ბა უპ­ოვ­ართ რჩე­ბო­დათ. ცხოვ­რე­ბა­ცა და სიმ­დიდ­რეც წარ­მა­ვა­ლი ჩან­და და ყვე­ლას სურ­და ხორ­ცი­ელ დატ­კბო­ბას და­წა­ფე­ბო­და. აღ­არ­ავ­ის უნ­დო­და თა­ვის გა­წირ­ვა მშვე­ნი­ერი მიზ­ნე­ბის­თვის. ვინ უწყო­და, რომ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვამ­დე სუ­ლი არ ამ­ოხ­დე­ბო­და. ამ­იტ­ომ მშვე­ნივ­რად და სა­სარ­გებ­ლოდ ის მი­აჩ­ნდათ, რაც იმ წამს მი­ან­იჭ­ებ­და ტკბო­ბას ან ის, რაც ამ ტკბო­ბის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და. აღ­არც ღვთის ში­ში ჰქონ­დათ და აღ­არც ად­ამი­ან­ური კა­ნო­ნე­ბი­სა. ხე­დავ­დნენ, რომ გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლა­ნი იღ­უპ­ებ­ოდ­ნენ, ამ­იტ­ომ ღმერ­თის პა­ტი­ვის­ცე­მა თუ უპ­ატ­ივ­ცე­მუ­ლო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო რა­მედ ეჩ­ვე­ნე­ბო­დათ. არ­ავ­ის ჰქონ­და იმ­დენ ხანს სი­ცოცხლის იმ­ედი, რომ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­ულ­ის­თვის სა­მარ­თალ­ში მი­ეც­ემ­ოდა, ვი­ნა­იდ­ან ბედს მათ­თვის უფ­რო მძი­მე გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ეტ­ანა და აღ­სას­რუ­ლის მოს­ვლამ­დე, ცხა­დია, სი­ცოცხლით ტკბო­ბა ეწ­ად­ათ“. ის­ტო­რი­კოს თუ­კი­დი­დე­სის ეს ეპ­იზ­ოდი მი­თი­თე­ბუ­ლი მაქ­ვს ჩემს წიგ­ნში — „ბერ­ძნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა (ელ­ინ­ური ეპ­ოქ­ის პო­ეზია და პრო­ზა)“.

ეს ეპ­იზ­ოდი მოგ­ვყავს იმ­ის დას­ტუ­რად, თუ რამ­დე­ნად მსგავ­სი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს ვი­თა­რე­ბა სხვა­დას­ხვა ეპ­ოქ­აში სას­ტი­კი ეპ­იდ­ემი­ის გავ­რცე­ლე­ბის დროს.

თარიღი: 05/05/2020