საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ან­დრია კა­კუ­ლი­ას ფი­ლო­სო­ფო­სო­ბა­ნა და ჩამ­ჭრე­ლი კითხვე­ბი

ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დღეს, 1 ივ­ნისს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ცდი­ლობს — თა­ნამ­შრო­მელ პრო­ფე­სორ­თა შვი­ლებ­სა თუ შვი­ლიშ­ვი­ლებს ეს დღე თა­ვი­სე­ბუ­რად მი­ულ­ოც­ოს და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზეთ­ში მათ შე­სა­ხებ გაჩ­ნდეს ჩა­ნა­წე­რი — და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სა­ბავ­შვო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, ამ­ბე­ბი და წარ­მა­ტე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი. „პრე­სა­ში უკ­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ“ — ეტყვი­ან პა­ტა­რებს თუ მოზ­რდი­ლებს და „ამ პო­პუ­ლა­რო­ბის“ ხიბ­ლით, ვინ იც­ის, რა კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი დად­გნენ... ასე რომ, ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დღეს ჩვენ მათ უფ­ლე­ბას შე­ვე­ხე­ბით — წარ­მოჩ­ნდნენ, რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი.

 

...

 

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზე­თის რე­დაქ­ტო­რის ნი­ნო კა­კუ­ლი­ას ძმიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ის შვი­ლი­ვით უყ­ურ­ებს და ზრდის — ან­დრია კა­კუ­ლიაა. ად­რია 8 წლი­საა და იგი 13 მარ­ტს და­იბ­ადა. მა­მა­მის­მა მა­შინ იუმ­ორ­ით თქვა — ჯერ მარ­ტში და­იბ­ადო და ის­იც 13-შიო, მაგ­რამ 13 რიცხვი ან­დრი­ას და­ბა­დე­ბის შემ­დეგ ოჯ­ახ­ში ბედ­ნი­ერ რიცხვა­დაა მიჩ­ნე­ული. ან­დრია ენ­ამ­ოს­წრე­ბუ­ლი, გო­ნი­ერი და გან­ცდი­ანი ბავ­შვია. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მას­თან აქ­ვს თა­ვი­სე­ბუ­რად ფი­ლო­სო­ფი­ური ურ­თი­ერ­თო­ბა — კა­ცე­ბი ერ­თმა­ნეთს უგ­ებ­ენ, პა­ტა­რა დიდს უჯ­ერ­ებს, ბო­ლომ­დე ენ­დო­ბა და დი­დიც მხო­ლოდ იმ­აზე ფიქ­რი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი — რო­გორ გა­ატ­არ­ოს უფ­რო დი­დი დრო ბავ­შვთან — ას­ეთია მა­მა-შვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა.

 

ან­დრია ძა­ლი­ან გა­ნიც­დის მა­მის ამ­ბებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წინ მი­ტინ­გე­ბი და შეხ­ლა-შე­მოხ­ლა ჩანს. ერ­თხელ მა­გი­და­ზე ბე­ბოს წე­რი­ლი და­ახ­ვედ­რა — ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა შე­ნი შვი­ლი, ას­ეთ დღე­ში რომ მუ­შა­ობ­სო. იც­ოდა ტე­ლე­ვი­ზი­იდ­ან, რომ მა­მა­მი­სი — დე­პუ­ტა­ტი რო­მან კა­კუ­ლია იმ დღეს წა­ვი­და სამ­სა­ხურ­ში, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის წინ დი­დი აურ­ზა­ური შე­იქ­მნა.

 

ერ­თხე­ლაც, რო­დე­საც ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო ვერ უყ­იდ­ეს, მა­მა­მი­სი ეუბ­ნე­ბა — თუ გინ­და ბევ­რი ფუ­ლი გქონ­დეს, კარ­გად უნ­და ის­წავ­ლო და მე­რე კარ­გად უნ­და იმ­უშაოო. ან­დრია მი­უბ­რუნ­და მა­მა­მისს და ეკ­ითხე­ბა: — ესე­იგი შენ ცუ­დად მუ­შა­ობ, არა?!

 

რო­მა­ნი ორი დღით მივ­ლი­ნე­ბით სადღაც გა­უშ­ვეს. გა­ცი­ლე­ბი­სას ან­დრი­ას უთხრა — აბა შენ იცი, მი­ხე­დე ახ­ლა ოჯ­ახ­სო. მა­მა რომ წა­ვი­და, ან­დრი­ას თვა­ლებ­ში ცრემ­ლე­ბი მო­ერია. დებ­მა ჰკითხეს — რა გა­ტი­რებ­სო. „მე ჯერ პა­ტა­რა ვარ და ყვე­ლას რო­გორ მო­გი­არ­ოთ, რომ არ ვი­ციო“, — გა­მო­ეპ­ას­უხა ატ­ირ­ებ­ული ან­დრია.

 

ყვე­ლა­ზე მე­ტად ან­დრი­ას წი­ნაპ­რებ­ზე მო­ყო­ლი­ლი ამ­ბე­ბი აინ­ტე­რე­სებს და მოს­წონს, რომ მის­მა ნა­თე­სავ­მა ან­დრია კა­კუ­ლი­ამ 105 წე­ლი იც­ოცხლა. ეს ფაქ­ტი იმ­იტ­ომ მოს­წონს, რომ პა­რა­ლელს ავ­ლებს და სჯე­რა — მი­სი საყ­ვა­რე­ლი, ას­აკ­ით დი­დი მა­მაც და დე­დაც დიდ­ხანს ეყ­ოლ­ება.

 

ოჯ­ახ­ში ში­ნა­ურ­ულ სუფ­რებ­ზე თა­მა­და ყო­ველ­თვის ან­დრიაა. ის წყლი­ან ჭი­ქას მაღ­ლა სწევს და ამ­ბობს — „ღმერ­თის­გან ყვე­ლას კარ­გი ცხოვ­რე­ბა დაგ­ვემ­სა­ხუ­რე­ბი­ნო­სო“... ოჯ­ახ­ის წევ­რე­ბი იც­ინი­ან, რად­გან პა­ტა­რა ან­დრია სადღეგ­რძე­ლო­ებს მთე­ლი სე­რი­ოზ­ულ­ობ­ით ამ­ბობს.

 

ან­დრია კა­კუ­ლია სკო­ლა „ჯე­ჯილ­ში“ სწავ­ლობს. იგი კარ­გი მოს­წავ­ლეა. სა­ღა­მოს მა­მას­თან ერ­თად ზღაპ­რებ­სა და მოთხრო­ბებს კითხუ­ლობს. ეს პრო­ცე­სი იმ­იტ­ომ უფ­რო მოს­წონს, რომ მა­მას კითხვე­ბის კო­რი­ან­ტელს აყ­რის და ბევრ კითხვა­ზე იღ­ებს პა­სუხს. თუმ­ცა ერ­თი ჩამ­ჭრე­ლი კითხვა მა­ინც დას­ვა ან­დრი­ამ — ღმერ­თს სა­ხე­ლი და გვა­რი რა­ტომ არ აქ­ვსო? მი­სი სახ­ლი სად არ­ის და თვა­ლით რა­ტომ არ გვე­ნა­ხე­ბაო?

 

უყ­ვარს პირ­ვე­ლო­ბა. კარ­გად მღე­რის ქარ­თულ ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს და გა­ხა­რე­ბუ­ლი გვე­უბ­ნე­ბა ხოლ­მე, მას­წავ­ლე­ბელ­მა მითხრა — ყვე­ლას ჯო­ბი­ხა­რო. ალ­ბათ, რო­ცა გა­იგ­ებს, რომ მის შე­სა­ხებ პა­ტა­რა სტა­ტია უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, გა­ბედ­ნი­ერ­დე­ბა ამ ამ­ბით, თუმ­ცა არ არ­ის გა­მო­რიცხუ­ლი, მა­მი­და­მისს, ნი­ნოს მი­უბ­რუნ­დეს და უთხრას — შე­ნი ხე­ლი ურ­ევია ამ საქ­მე­შიო! ის ხომ გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლი ბავ­შვია და ბევრ სა­სა­ცი­ლო რა­მეს ამ­ბობს.

თარიღი: 31/05/2020