საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალექსანდრე შენგელაია: ეროვნული პრემია ახალგაზრდა მეცნიერებს აჩვენებს, რომ მათაც შეუძლიათ მიაღწიონ ამ და კიდევ უფრო დიდ წარმატებას

მაია ტო­რა­ძე

 

29 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა თსუ-ის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორს ალ­ექ­სან­დრე შენ­გე­ლაიას ნაშ­რომ­თა ციკ­ლის­თვის – „მა­ღალ­ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ზე­გამ­ტა­რე­ბი­სა და და­ბალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ანი მაგ­ნე­ტი­კე­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი კვლე­ვა“ – ერ­ოვ­ნუ­ლი პრე­მია მი­ან­იჭა. „ვფიქ­რობ, რომ ჩე­მი შრო­მის ამ­გვა­რი და­ფა­სე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­სუ­ლი ოცი წლის საქ­მი­ან­ობ­ის შე­დე­გია. ეს პრე­მია მარ­ტო ჩე­მი არაა. ის ეკ­უთ­ვნის უნ­ივ­ერ­სი­ტეტს და ყვე­ლა ჩემს კო­ლე­გას, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც მი­მუ­შა­ვია. ბედ­ნი­ერი ვარ და კი­დევ მე­ტი სტი­მუ­ლი მო­მე­ცა, რომ მო­მა­ვალ­ში გან­ვაგ­რძო კვლე­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით“, – უთხრა გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტეტს“ ალ­ექ­სან­დრე შენ­გე­ლაიამ.

 

რას ეხ­ება ნაშ­რომ­თა ციკ­ლი – „მა­ღალ­ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ზე­გამ­ტა­რე­ბი­სა და და­ბალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ანი მაგ­ნე­ტი­კე­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი კვლე­ვა“ და რა სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი გეგ­მე­ბი აქ­ვს ერ­ოვ­ნუ­ლი პრე­მი­ის მფლო­ბელ მეც­ნი­ერს, პრო­ფე­სო­რი ალ­ექ­სან­დრე შენ­გე­ლაია თა­ვად პა­სუ­ხობს:

 

– ბა­ტო­ნო ალ­ექ­სან­დრე, რა სა­მეც­ნი­ერო მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა ნაშ­რომ­თა ციკ­ლი „მა­ღალ­ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ზე­გამ­ტა­რე­ბი­სა და და­ბალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ანი მაგ­ნე­ტი­კე­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი კვლე­ვა“, რო­მელ­საც ერ­ოვ­ნუ­ლი პრე­მია მი­ენ­იჭა, რა სი­ახ­ლეს მო­იც­ავს იგი?

 

მა­ღალ­ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ზე­გამ­ტა­რო­ბა 1986 წელს შვე­იც­არი­ელ­მა მეც­ნი­ერ­ებ­მა, პრო­ფე­სორ­მა ალ­ექს მი­ულ­ერ­მა და მის­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა გე­ორგ (ჯორჯ) ბედ­ნორ­ცმა აღ­მო­აჩ­ინ­ეს. „ზე­გამ­ტა­რო­ბა სა­ოც­არი მოვ­ლე­ნაა, რო­მელ­საც მაკ­როს­კო­პულ კვან­ტურ მოვ­ლე­ნას უწ­ოდ­ებ­ენ. ეს ის­ეთი მდგო­მა­რე­ობაა, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბა­ში იშ­ვი­ათ­ად გვხვდე­ბა, მაგ­რამ მას აქ­ვს დი­დი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, მაგ­ნი­ტო-რე­ზო­ნან­სულ ტო­მოგ­რა­ფი­აში, რო­მე­ლიც მე­დი­ცი­ნის წამ­ყვა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტია, სწო­რედ ზე­გამ­ტა­რე­ბი გა­მო­იყ­ენ­ება. მათ გა­რე­შე ვერ შე­იქ­მნე­ბა მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლი, რო­მე­ლიც ამ ხელ­საწყოს­თვის არ­ის სა­ჭი­რო. ცერ­ნში (ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია) და, ზო­გა­დად, ყველ­გან, სა­დაც ამ­აჩ­ქა­რე­ბე­ლია გან­თავ­სე­ბუ­ლი, ზე­გამ­ტა­რე­ბი გა­მო­იყ­ენ­ება. ეს მო­მავ­ლის ტექ­ნო­ლო­გიაა, მაგ­რამ მი­ულ­ერ­ის და ბედ­ნორ­ცის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ზე­გამ­ტა­რე­ბის უფ­რო მა­ღალ – ოთ­ახ­ის ტემ­პე­რა­ტუ­რას­თან ახ­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე – გა­მო­ყე­ნე­ბა, რად­გან თა­ვად ზე­გამ­ტა­რო­ბა ჩნდე­ბა ძა­ლი­ან და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, რომ­ლის მი­ღე­ბა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რთუ­ლია. ამ აღ­მო­ჩე­ნის­თვის მი­ულ­ერ­სა და ბედ­ნორ­ცს ნო­ბე­ლის პრე­მია მი­ენ­იჭა. სხვა­თა­შო­რის, ეს რე­კორ­დია ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ის­ტო­რი­აში, რად­გან აღ­მო­ჩე­ნი­დან ნო­ბე­ლის პრე­მი­ის მი­ნი­ჭე­ბამ­დე, სა­ნამ დარ­წმუნ­დე­ბი­ან, რომ ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც წე­სი, მრა­ვა­ლი წე­ლი გა­დის ხოლ­მე. მა­ღალ­ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ზე­გამ­ტა­რო­ბის აღ­მო­ჩე­ნის­თვის კი ამ მეც­ნი­ერ­ებს ეს უდ­იდ­ესი პრე­მია ერთ წე­ლი­წად­ში მი­ან­იჭ­ეს. ეს­ეც ხაზს უს­ვამს ამ აღ­მო­ჩე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

 

აქ­ვე უნ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ 2007 წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტარ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია ზე­გამ­ტა­რო­ბის ფი­ზი­კა­ში, რო­მე­ლიც მი­ეძ­ღვნა ნო­ბე­ლის პრე­მი­ის მი­ნი­ჭე­ბის 20 წლის­თავს. ამ კონ­ფე­რენ­ცი­ას სტუმ­რობ­და გე­ორგ ბედ­ნორ­ცი, რო­მე­ლიც ალ­ექს მი­ულ­ერ­თან ერ­თად არ­ჩე­ულია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რად. მე წი­ლად მხვდა ბედ­ნი­ერ­ება, რომ ცი­ურ­იხ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­მუ­შა­ვა პრო­ფე­სორ მი­ულ­ერ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, ბუ­ნებ­რი­ვი იყო ჩე­მი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

 

რა პრობ­ლე­მა დგას დღეს? ზე­გამ­ტა­რო­ბის ბუ­ნე­ბა ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ში დღემ­დე არ არ­ის ცნო­ბი­ლი. ამ აღ­მო­ჩე­ნამ აჩ­ვე­ნა, რომ კონ­დენ­სი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს ფი­ზი­კა­ში ჩვენ ვართ რა­ღაც ზღვარ­ზე, რომ­ლის იქ­ით­აც ამო­უც­ნო­ბი, ახ­ალი იწყე­ბა. ის ცოდ­ნა, რაც ახ­ლა გვაქ­ვს, არ­ას­აკ­მა­რი­სია და თვი­სობ­რი­ვად ახ­ალ ცოდ­ნა­ში უნ­და გა­და­ვი­დეთ. ამ­აზე მუ­შა­ობ­ენ ახ­ლა მეც­ნი­ერ­ები მსოფ­ლი­ოში. მათ შო­რის ჩვე­ნი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლიც იყო. მე ვარ ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რი, ვაგ­რო­ვებთ ექ­სპე­რი­მენ­ტულ მო­ნა­ცე­მებს, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ სა­ფუძ­ვლად და­ედ­ება ზე­გამ­ტა­რო­ბის ახ­ალი თე­ორი­ის შექ­მნას.

 

– რა სა­მუ­შაოებს აწ­არ­მო­ებთ ამ ეტ­აპ­ზე და სად ტარ­დე­ბა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი – შვე­იც­არი­აში თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

 

– კვლე­ვი­სას აქ, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მი­ვი­ღეთ მთე­ლი რი­გი ახ­ალი შე­დე­გე­ბი, მა­გა­ლი­თად ახ­ალი ტი­პის იზ­ოტ­ოპ­ური ეფ­ექ­ტე­ბი, ას­ევე მაგ­ნი­ტუ­რი და ზე­გამ­ტა­რი ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ის ურ­თი­ერ­თქმე­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ას­ახ­ულია ნაშ­რომ­თა ციკ­ლში, რო­მე­ლიც წარ­დგე­ნი­ლია ამ პრე­მი­აზე. 12 ნაშ­რო­მი­დან, რო­მე­ლიც წარ­დგე­ნი­ლი იყო, 8 არ­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჟურ­ნალ­ში — „Physical Review Letters“, რო­მე­ლიც ით­ვლე­ბა ფი­ზი­კა­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი პრეს­ტი­ჟის და რე­იტ­ინ­გის მქო­ნე ჟურ­ნა­ლად. ნაშ­რომ­თა ნა­წი­ლი შეს­რულ­და შვე­იც­არი­აში, ნა­წი­ლი კი — სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში. ანუ ჩვენ აქ­აც გვაქ­ვს ლა­ბო­რა­ტო­რი­ები, რომ­ლებ­შიც აქ­ტი­ურ­ად ვმუ­შა­ობთ ამ თე­მა­ზე.

 

– რა სა­მეც­ნი­ერო მიზ­ნე­ბი იკ­ვე­თე­ბა ამ ეტ­აპ­ზე, რა­ზე მუ­შა­ობთ?

 

– ბო­ლო წლებ­ში მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ სრუ­ლი­ად ახ­ალი ტი­პის ზე­გამ­ტა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და პრო­ფე­სორ ალ­ექს მი­ულ­ერ­თან ერ­თად შარ­შან გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ სტა­ტია, რო­მელ­შიც სა­უბ­არია პრინ­ცი­პუ­ლად ახ­ალი ზე­გამ­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ. ახ­ლა ვე­ლით სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოხ­მა­ურ­ებ­ას ამ თე­მა­ზე. თა­ვად პრო­ფე­სო­რი ალ­ექს მი­ულ­ერი მი­იჩ­ნევს, რომ ეს არ­ის რა­ღაც ახ­ალი პა­რა­დიგ­მა, მა­ღალ­ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ზე­გამ­ტა­რე­ბის სფე­რო­ში. მი­სი მხრი­დან ეს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბაა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვა­პი­რებთ მუ­შა­ობ­ის გაგ­რძე­ლე­ბას.

 

– რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი ეფ­ექ­ტი ექ­ნე­ბა ამ პრე­მი­ას და თქვე­ნი შრო­მის მა­ღალ შე­ფა­სე­ბას ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­ებ­ისა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის?

 

– ყვე­ლა­ზე დი­დი სტი­მუ­ლია, რო­დე­საც ახ­ალ­გაზ­რდა ერ­თვე­ბა ჩვენს საქ­მი­ან­ობ­აში და მას რე­ალ­ურ­ად აქ­ვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა — ჩა­ატ­არ­ოს ექ­სპე­რი­მენ­ტი, თა­ვი­სი თვა­ლით ნა­ხოს ეს სა­ოც­არი მოვ­ლე­ნა. აი, მა­შინ ჩნდე­ბა სა­მეც­ნი­ერო ინ­ტე­რე­სი, რო­მელ­საც მე­რე ვე­რა­ფე­რი გა­აქ­რობს. ჩვენ ამ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვაძ­ლევთ სტუ­დენ­ტებს. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გვაქ­ვს ლა­ბო­რა­ტო­რი­ები, რომ­ლებ­შიც ამ მოვ­ლე­ნას ვას­წავ­ლით სტუ­დენ­ტებს.

 

ის, რომ მე მი­ვი­ღე ერ­ოვ­ნუ­ლი პრე­მია კონ­დენ­სი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს ფი­ზი­კა­ში, ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­ებს აჩ­ვე­ნებს, რომ მა­თაც შე­უძ­ლი­ათ მი­აღ­წი­ონ ამ და კი­დევ უფ­რო დიდ წარ­მა­ტე­ბას. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ნო­ბე­ლის პრე­მი­აც მი­ეღ­ოთ. ჩვენ გვყავს ძა­ლი­ან ნი­ჭი­ერი ახ­ალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ობ­ენ საზღვარ­გა­რე­თის წამ­ყვან ცენ­ტრებ­ში, ან აქ – თსუ–ში სწავ­ლო­ბენ და მე ვცდი­ლობ მათ ამ გზა­ზე და­ყე­ნე­ბას.

თარიღი: 30/01/2022