საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალ­ექ­სან­დრე ცის­კა­რი­ძე: ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ახ­ასი­ათ­ებს თუ არა „კო­ვიდ-19“-ს შო­რე­ული ნევ­რო­ლო­გი­ური ხა­სი­ათ­ის გარ­თუ­ლე­ბე­ბი

გვე­სა­უბ­რე­ბა ექ­იმი-ნევ­რო­ლო­გი, თსუ-ის პრო­ფე­სო­რი, აკ­ად­ემია ევ­რო­პე­ას წევ­რი ალ­ექ­სან­დრე ცის­კა­რი­ძე

 

- ახ­ალი კო­რო­ნა ­ვი­რუ­სის სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად რამ­დე­ნად გა­იზ­არ­და ნევ­რო­ლო­გი­ური პრობ­ლე­მე­ბით მო­ქა­ლა­ქე­თა მო­მარ­თვი­ან­ობა და, ზო­გა­დად, რო­გო­რია ამ პრობ­ლე­მი სმი­მართ ნევ­რო­ლო­გის ხედ­ვა?

- ამ­თა­ვით­ვე მინ­და გან­ვმარ­ტო, ნევ­რო­ლო­გი­ური პრობ­ლე­მე­ბი ჩვენს სა­ზო­გა­დო­ებ­აში ხში­რად ეშ­ლე­ბათ ხოლ­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ური დარ­ღვე­ვე­ბით გა­მოვ­ლე­ნილ პრობ­ლე­მებ­ში. მკაც­რი და უფ­რო კო­რექ­ტუ­ლი დე­ფი­ნი­ცი­ით, ნევ­რო­ლო­გი­ური პრობ­ლე­მა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის (რო­გორც ცენ­ტრა­ლუ­რი, ისე პე­რი­ფე­რი­ული) ორ­გა­ნულ და­ავ­ად­ებ­ებ­თან, რაც პან­დე­მი­ებ­ის დროს და, ზო­გა­დად, ინ­ფექ­ცი­ური და­ავ­ად­ებ­ებ­ის მა­ღა­ლი გავ­რცე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა უფ­რო ხში­რად შეგ­ხვდეს. ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სი ძა­ლი­ან მძლავ­რი ვი­რუ­სია და ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ებ­ზე, მათ შო­რის, სა­ვა­რა­უდ­ოდ, ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზეც. ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე ის­ეთი პირ­და­პი­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა, რო­გო­რიც სხვა ვი­რუ­სებს (რო­მელ­თაც ჩვენ ნე­ირ­ოტ­რო­პულ ვი­რუ­სებს ვუ­წო­დებთ) შე­იძ­ლე­ბა ახ­ასი­ათ­ებ­დეს, „კო­ვიდ 19“-ის კლი­ნი­კურ სუ­რათ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ გვხვდე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სწო­რედ ნე­ირ­ოტ­რო­პუ­ლი ვი­რუ­სე­ბი იწ­ვევს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ის­ეთ და­ავ­ად­ებ­ებს, რო­გო­რი­ცაა მე­ნინ­გი­ტი (ტვი­ნის გარ­სე­ბის ან­თე­ბა), ენ­ცე­ფა­ლი­ტი (ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი უშუ­ალ­ოდ ტვი­ნის ნივ­თი­ერ­ებ­აში), ნე­ირ­ოპ­ათი­ები (პე­რი­ფე­რი­ული ნერ­ვე­ბის ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი). ანუ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სი ნე­ირ­ოტ­რო­პუ­ლი ვი­რუ­სი არაა, თუმ­ცა მყა­რი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა, ამ ეტ­აპ­ზე, ნა­ად­რე­ვია, ვი­ნა­იდ­ან სულ რა­ღაც 3 თვეა, რაც კა­ცობ­რი­ობა დად­გა ამ უხ­ილ­ავი მტრის წი­ნა­შე. შე­სა­ბა­მი­სად, ახ­ალი ვი­რუ­სის ბი­ოლ­ოგი­ური ქცე­ვა ჯერ არ არ­ის ბო­ლომ­დე შეს­წავ­ლი­ლი და გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა იმ­ის გან­საზღვრა, ახ­ასი­ათ­ებს თუ არა „კო­ვიდ-19“-ს შო­რე­ული ნევ­რო­ლო­გი­ური ხა­სი­ათ­ის გარ­თუ­ლე­ბე­ბი. იმ­ედია, რომ ეს ასე არ იქ­ნე­ბა. მე­ორე სა­კითხია უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფსი­ქო­ლო­გი­ური პრობ­ლე­მე­ბი, რაც, ზო­გა­დად, ეპ­იდ­ემი­ებს, პან­დე­მი­ებს მო­აქ­ვს. მა­გა­ლი­თად, გან­ვი­ხი­ლოთ კა­რან­ტინ­ში ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­აში მყო­ფი ად­ამი­ან­ის ფსი­ქო­ლო­გი­ური მდგო­მა­რე­ობა, რაც გა­მოწ­ვე­ულია სტრე­სუ­ლი და არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი სი­ტუ­აცი­ით, ინ­ფექ­ცი­ის მი­მართ ში­შით (შფოთ­ვა რო­გორც სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, ისე ახ­ლობ­ლი­სა­ზე და ასე შემ­დეგ). ცხა­დია, ეს ყო­ვე­ლი­ვე ად­ამი­ან­ის ემ­ოცი­ურ სფე­რო­ში იწ­ვევს სე­რი­ოზ­ულ ცვლი­ლე­ბებს.

რაც შე­ეხ­ება მო­მარ­თვი­ან­ობ­ას, მო­მარ­თვი­ან­ობ­ის თვალ­საზ­რი­სით ამ­ჟა­მად სა­ინ­ტე­რე­სო კა­ნონ­ზო­მი­ერ­ება ვლინ­დე­ბა. ამ წუთ­ში ჩვენ ვართ სო­ცი­ალ­ური დის­ტან­ცი­რე­ბის ეტ­აპ­ზე და ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვამ­ცი­როთ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა. სა­უბ­არია პი­რის­პირ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, ვი­ნა­იდ­ან ფი­ზი­კუ­რი კონ­ტაქ­ტი, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ური სი­ტუ­აცი­ის გაუარესების ერთ-ერ­თი სე­რი­ოზ­ული მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს. ამ­იტ­ომ იმ რე­კო­მენ­და­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ უნ­და ვი­ყოთ სახ­ლში და თა­ვი უნ­და ავ­არ­იდ­ოთ პი­რის­პირ კონ­ტაქ­ტს, პა­ცი­ენ­ტე­ბის კლი­ნი­კებ­ში მო­მარ­თვი­ან­ობა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად დაკ­ლე­ბუ­ლია (ცხა­დია, თუ საქ­მე არ ეხ­ება ურ­გენ­ტულ სი­ტუ­აცი­ებს). შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან გა­იზ­არ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო და ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე მოთხოვ­ნა და ამ ჭრილ­ში თუ შევ­ხე­დავთ, მო­მარ­თვი­ან­ობ­ამ­აც მო­იმ­ატა.

სა­ტე­ლე­ფო­ნო რე­კო­მენ­და­ცი­ებს კონ­კრე­ტუ­ლი სი­ტუ­აცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გავ­ცემთ. ზო­გი­ერთ პა­ცი­ენ­ტს, მა­გა­ლი­თად, ვი­საც ქრო­ნი­კუ­ლი ნევ­რო­ლო­გი­ური და­ავ­ად­ება აქ­ვს, აინ­ტე­რე­სებს — რო­გორ უნ­და მო­იქ­ცეს ას­ეთ სი­ტუ­აცი­აში. გა­აგ­რძე­ლოს თუ არა ის წამ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც იღ­ებს? რო­გო­რი დღის რე­ჟი­მი უნ­და ქონ­დეს? რო­გორ მო­იქ­ცეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ იგი შე­ამ­ჩნევს ინ­ფექ­ცი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელ სიმ­პტო­მებს? — ას­ეთი შე­კითხვე­ბი არ­ცთუ იშ­ვი­ათია და ჩვენც ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ, რომ ად­ეკ­ვა­ტუ­რად ვუ­პა­სუ­ხოთ ჩვენს პა­ცი­ენ­ტებს. პე­რი­ოდ­ულ­ად გვის­ვა­მენ კითხვებს — კო­რო­ნა­ვი­რუ­სუ­ლი ეპ­იდ­ემი­ის შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნად უს­აფ­რთხოა ის­ეთი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მელ­თაც ქრო­ნი­კუ­ლი და­ავ­ად­ებ­ებ­ის სამ­კურ­ნა­ლოდ ხმა­რო­ბენ (ეს იქ­ნე­ბა არ­ტე­რი­ული წნე­ვის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი, სიცხის დამ­წე­ვი თუ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი აბ­ები და ასე შემ­დეგ). ეს კითხვა ლო­გი­კუ­რია, რად­გან არ­სე­ბობს თე­ორი­ული მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ ზო­გი­ერ­თმა პრე­პა­რატ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია ხე­ლი შე­უწყოს ინ­ფექ­ცი­ის უფ­რო აქ­ტი­ურ­ად გავ­რცე­ლე­ბა­სა თუ კლი­ნი­კურ გა­მოვ­ლი­ნე­ბას. უმ­რავ­ლეს შემ­თვე­ვებ­ში, ას­ეთი თე­ორი­ული მსჯე­ლო­ბე­ბი არ არ­ის გამ­ყა­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი კლი­ნი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ­იტ­ომ, უმ­ეტ­ეს­წი­ლად, რე­კო­მენ­და­ცი­ები უც­ვლე­ლია მა­ღა­ლი არ­ტე­რი­ული წნე­ვის, შაქ­რი­ანი დი­აბ­ეტ­ის, გუ­ლის და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის სხვა­დას­ხვა პა­თო­ლო­გი­ებ­ის, აგ­რეთ­ვე სხვა ქრო­ნი­კუ­ლი და­ავ­ად­ებ­ებ­ის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პა­ცი­ენ­ტმა ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად გა­აგ­რძე­ლოს ის მკურ­ნა­ლო­ბა, რაც მას ექ­იმ­ის მი­ერ და­ნიშ­ნუ­ლი აქ­ვს, გარ­და იმ შემ­თხვე­ვე­ბი­სა, თუ მას, ას­ევე ექ­იმ­ის შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ, არ შე­ეც­ვლე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა. მკურ­ნა­ლო­ბის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ კითხვით პა­ცი­ენ­ტმა ის­ევ თა­ვის მკურ­ნალ ექ­იმს უნ­და მი­მარ­თოს და მის­გან მი­იღ­ოს პა­სუ­ხი. ამ­ას ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს და ჩვენ ვცდი­ლობთ, რომ ჩვენს პა­ცი­ენ­ტებს კარ­გად გან­ვუ­მარ­ტოთ ეს სა­კითხი.

გარ­და ამ­ისა, ნე­ბის­მი­ერი ექ­იმი ვალ­დე­ბუ­ლია გარ­კვე­ულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას უწ­ევ­დეს პა­ცი­ენ­ტს. იგ­ულ­ის­ხმე­ბა პა­ცი­ენ­ტის მი­მართ ემ­პა­თი­ის გა­მო­ხატ­ვა, მი­სი პრობ­ლე­მე­ბის გა­ზი­არ­ება, გამ­ხნე­ვე­ბა, მხარ­და­ჭე­რა... ას­ეთ შემ­თხვე­ვებ­ში, არა მხო­ლოდ ნევ­რო­ლო­გი, არა მხო­ლოდ ფსი­ქი­ატ­რი ან ფსი­ქო­ლო­გი, არ­ამ­ედ თუნ­დაც ინ­ფექ­ცი­ონ­ის­ტი, თე­რა­პევ­ტი, გა­და­უდ­ებ­ელი და კრი­ტი­კუ­ლი დახ­მა­რე­ბის სპე­ცი­ალ­ის­ტი, რო­მელ­თაც უშუ­ალ­ოდ უხ­დე­ბათ ამ­გვარ პა­ცი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ვალ­დე­ბუ­ლია — შე­უქ­მნას პა­ცი­ენ­ტს პო­ზი­ტი­ური გან­წყო­ბა და გა­ჯან­სა­ღე­ბის მო­ტი­ვა­ცია, აუმ­აღ­ლოს ოპ­ტი­მიზ­მი, რაც აუც­ილ­ებ­ელია ნე­ბის­მი­ერ და­ავ­ად­ებ­ას­თან ბრძო­ლი­სას. თუ ავ­ად­მყო­ფი არ არ­ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ და­ავ­ად­ებ­ას და­ამ­არ­ცხებს, ცხა­დია, მას გა­უჭ­ირ­დე­ბა სნე­ულ­ებ­ას­თან გამ­კლა­ვე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, ის­ეთი და­ავ­ად­ებ­ისა, რო­გო­რიც კო­რო­ნა­ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ციაა, რომ­ლის ეპ­იდ­ემი­ას­აც იმ­თა­ვით­ვე თან სდევს მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ური ფო­ნი, პე­სი­მიზ­მი და ფრუს­ტრა­ცია სა­ზო­გა­დო­ებ­აში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვე­ნი ექ­იმ­ებ­ის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რედ რომ ას­ეთ მზრუნ­ვე­ლო­ბას იჩ­ენს თა­ვი­სი პა­ცი­ენ­ტის მი­მართ, რაც აგ­რე­რიგ გვჭირ­დე­ბა დღე­ვან­დელ სი­ტუ­აცი­აში. სა­ბო­ლო­ოდ კი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ კომ­პე­ტენ­ტუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის და მა­ღა­ლი თვით­შეგ­ნე­ბის მქო­ნე სა­ზო­გა­დო­ებ­ის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით მო­ვა­ხერ­ხებთ 21-ე სა­უკ­უნ­ის ამ უდ­იდ­ეს გა­მოწ­ვე­ვას­თან გამ­კლა­ვე­ბას.

ესა­უბ­რა ნი­ნო კა­კუ­ლია

თარიღი: 07/04/2020