საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკაკი შანიძის დაბადებიდან 135-ე წლისთავისათვის მიძღვნილი საჯარო სხდომა

2022 წლის 26 თე­ბერ­ვალს ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ქარ­თუ­ლი ენ­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუტ­მა აკ­ად­ემ­იკ­ოს აკ­აკი შა­ნი­ძის და­ბა­დე­ბი­დან 135-ე წლის­თა­ვი­სათ­ვის მიძ­ღვნი­ლი სა­ჯა­რო სხდო­მა გა­მარ­თა. სხდო­მას ებ­მო­და სა­მეც­ნი­ერო სე­სია.

 

სა­ჯა­რო სხდო­მა თსუ–ის პრო­ფე­სორ­მა და­რე­ჯან თვალ­თვა­ძემ და­იწყო მი­მარ­თვით, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნა, რომ 35 წე­ლი­წა­დია, რაც 26 თე­ბერ­ვალს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მსგავ­სი შეკ­რე­ბა ეწყო­ბა რო­გორც ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებ­აში აკ­აკი შა­ნი­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლის მო­სა­გო­ნებ­ლად, ას­ევე ქარ­თუ­ლი ენ­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის ერ­თი წლის მუ­შა­ობ­ის შე­დე­გე­ბის შე­სა­ჯა­მებ­ლად. გარ­და ამ­ისა, პრო­ფე­სორ­მა და­რე­ჯან თვალ­თვა­ძემ ხა­ზი გა­უს­ვა ფაქ­ტს, რომ 2022 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სხდო­მა პირ­ვე­ლია, რო­მელ­საც არ ეს­წრე­ბა ენ­ათ­მეც­ნი­ერი ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძე. მან გა­იხ­სე­ნა ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღვაწ­ლი და დამ­სწრე­ებ­თან ერ­თად მის ხსოვ­ნას წუ­თი­ერი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­აგო.

 

სხდო­მა­ზე და­რე­ჯან თვალ­თვა­ძემ აკ­აკი შა­ნი­ძი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი 2021 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ახ­ალი პუბ­ლი­კა­ცი­ები წა­რად­გი­ნა. ახ­ალ წიგ­ნებს შო­რის იყო ქარ­თუ­ლი ენ­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის სა­მეც­ნი­ერო შრო­მე­ბის კრე­ბუ­ლი — „ქარ­თვე­ლუ­რი ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ება“ (გა­ერ­თი­ან­ებ­ული მე-6 და მე-7 ნომ­რე­ბი), რო­მელ­ზეც გა­წე­ული შრო­მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­უხ­ად­ეს პრო­ფე­სორ მაია ლო­მი­ას. ას­ევე, ჰა­ინც ფე­ინ­რიხს გერ­მა­ნი­აში გერ­მა­ნულ ენ­აზე გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი­სათ­ვის: „აკ­აკი შა­ნი­ძე ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ისა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში“.

 

ამ ნაშ­რო­მის შე­სა­ხებ სა­მეც­ნი­ერო სე­სი­ის ნა­წილ­ში ვრცლად ისა­უბ­რა პრო­ფე­სორ­მა რუ­სუ­დან ზე­ქა­ლაშ­ვილ­მა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ წიგ­ნში დე­ტა­ლუ­რა­დაა მი­მო­ხი­ლუ­ლი აკ­აკი შა­ნი­ძის სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობა. წიგ­ნის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში.

 

და­რე­ჯან თვალ­თვა­ძემ ას­ევე ისა­უბ­რა კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მი­ერ 2021 წელს გა­მო­ცე­მულ წიგ­ნზე: „აკ­აკი შა­ნი­ძე — მო­გო­ნე­ბე­ბი, დღი­ურ­ები და სხვა­დას­ხვა“, რო­მე­ლიც ბიბ­ლი­ოგ­რა­ფი­ული იშ­ვი­ათ­ობ­ის სე­რი­ის მე­ხუ­თე ტო­მია. წიგ­ნი შედ­გე­ნი­ლია აკ­აკი შა­ნი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლის — ლე­ლა შა­ნი­ძის მი­ერ, ტო­მის რე­დაქ­ტო­რი კი აკ­ად­ემ­იკ­ოსი თა­მაზ გამ­ყრე­ლი­ძეა. წიგ­ნის წი­ნა­სიტყვა­ობ­აში ზა­ზა აბ­აშ­იძე აღ­ნიშ­ნავს, რომ წიგ­ნი მი­ეძ­ღვნა ორ თა­რიღს — აკ­აკი შა­ნი­ძის და­ბა­დე­ბი­დან 135-ე წლის­თავს და თა­მაზ გამ­ყრე­ლი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთ წე­ლი­წადს. სხდო­მა­ზე ას­ევე აღ­ინ­იშ­ნა, რომ ბევ­რი რამ — დღი­ურ­ებ­იდ­ან და ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან — ამ წიგ­ნში პირ­ვე­ლად გა­მოქ­ვეყ­ნდა.

 

და­რე­ჯან თვალ­თვა­ძემ ას­ევე ისა­უბ­რა აკ­აკი შა­ნი­ძის 12-ტო­მე­ულ­ის შე­სა­ხებ, რომ­ლის და­ბეჭ­დვაც 2022 წელს იგ­ეგ­მე­ბა. ამ­ჟა­მად კრე­ბუ­ლის 6 ტო­მი უკ­ვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია, რო­მელ­თა­გან პირ­ვე­ლი 1984 წელს გა­მო­ვი­და. გარ­და ამ­ისა, ხა­ზი გა­ეს­ვა ქარ­თუ­ლი ენ­ის გრა­მა­ტი­კის სა­ფუძ­ვლე­ბის ახ­ალ გა­მო­ცე­მას, რო­მელ­შიც გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გარ­კვე­ული უზ­უს­ტო­ბე­ბი. გა­მო­ცე­მის რე­დაქ­ტო­რი აკ­ად­ემ­იკ­ოსი მზე­ქა­ლა შა­ნი­ძეა.

 

და­რე­ჯან თვალ­თვა­ძემ მოხ­სე­ნე­ბა და­ას­რუ­ლა მზე­ქა­ლა შა­ნი­ძი­სათ­ვის 95 წლის იუბ­ილ­ეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ალ­ბო­მის წარ­დგე­ნით, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში იბ­ეჭ­დე­ბა. ალ­ბომ­ზე იმ­უშ­ავ­ეს მაია ლო­მი­ამ, ოთ­არ პა­პა­ვამ და სხვებ­მა. ალ­ბომს ახ­ლავს წი­ნა­სიტყვა­ობა, ამ­ონ­არ­იდ­ები მო­გო­ნე­ბე­ბი­დან, გან­მარ­ტე­ბე­ბი და ქალ­ბა­ტო­ნი მზე­ქა­ლა შა­ნი­ძის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ობ­ის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ები.

 

სა­ჯა­რო სხდო­მის მე­ორე ნა­წი­ლი ბა­ტო­ნი აკ­აკი შა­ნი­ძის საიუბილეო თა­რი­ღი­სად­მი მიძ­ღვნილ სა­მეც­ნი­ერო სე­სი­ას და­ეთ­მო. სე­სი­ის პირ­ვე­ლი მომ­ხსე­ნე­ბე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მზე­ქა­ლა შა­ნი­ძე იყო, რო­მელ­მაც ისა­უბ­რა დიდ­გო­რის ბრძო­ლის ეპ­იზ­ოდ­ზე და­ვი­თის ის­ტო­რი­კო­სის თხზუ­ლე­ბა­ში. მოხ­სე­ნე­ბის დაწყე­ბამ­დე ქალ­ბა­ტონ­მა მზე­ქა­ლამ აღ­ნიშ­ნა, რომ მო­ხა­რუ­ლია აკ­აკი შა­ნი­ძის ნაშ­რო­მე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბე­ბის სიმ­რავ­ლით, რომ­ლე­ბიც ახ­ლაც არ კარ­გა­ვენ აქ­ტუ­ალ­ობ­ას.

 

სა­მეც­ნი­ერო სე­სი­აზე მოხ­სე­ნე­ბით გა­მო­ვი­და პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი გო­გო­ლაშ­ვი­ლიც, რო­მელ­მაც ისა­უბ­რა „ვნე­ბი­თი გვა­რის ზმნა­თა II კავ­ში­რე­ბი­თის პა­რა­ლე­ლურ ფორ­მა­თა შე­სა­ხებ ახ­ალ ქარ­თულ­ში (იქ­ნეს თუ იქ­ნას)“. სე­სი­აზე ამ თე­მის გარ­შე­მო სა­ინ­ტე­რე­სო დის­კუ­სია გა­იმ­არ­თა.

 

სა­მეც­ნი­ერო სე­სი­აზე ას­ევე მოხ­სე­ნე­ბე­ბით გა­მო­ვიდ­ნენ: და­რე­ჯან თვალ­თვა­ძე („თა­ვე­ბი“ ოთხთა­ვის ქარ­თულ ხელ­ნა­წე­რებ­ში); ანა ხა­რა­ნა­ული („თარ­გმა­ნი, რო­გორც ენ­ის კვლე­ვის გა­სა­ღე­ბი (ერ­თი სე­მან­ტი­კუ­რი წრის ლექ­სი­კის გად­მო­ტა­ნის მა­გა­ლით­ზე))“; სა­ლო­მე ომი­აძე („აკ­აკი შა­ნი­ძის „მთის კი­ლო­თა ლექ­სი­კო­ნის“ მნიშ­ვნე­ლო­ბი­სათ­ვის ქარ­თუ­ლი გას­ტრო­კულ­ტუ­რის კვლე­ვა­ში“); ქე­თე­ვან და­თუ­კიშ­ვი­ლი („ფუ­ძე­უკ­ვე­ცე­ლი სა­ხე­ლე­ბის ნა­თე­სა­ობ­ით­ის ფორ­მა­თა ას­ხვი­სათ­ვის ბუ­ნე­ბის პა­რა­დიგ­მა­ში (თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენ­ის მო­ნა­ცემ­თა მი­ხედ­ვით“));

 

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

თარიღი: 28/02/2022